განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001378068
#1/ბ-183-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ----- ჭ------ის
ადვოკატის - ბ------ ბ-----ის
მსჯავრდებულის - დ----- ჯ---------ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ------ის ძე ჯ---------ის მიმართ დაბადებული 0--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, დაუოჯახებელი, საშუალო ტექნიკური განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, თ--------------------–----------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად დ----- ჯ---------ეს ბრალი ედება ქონების მესაკუთრისა და მფლობელისათვის, დიდი ოდენობით, ქონებრივი დაზიანებისათვის, მოტყუებით, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 03 თებერვალს, მეწარმე სუბიექტად და ბიზნეს ოპერატორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შ------------ (ს/ნ 4--------). საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი გახდა დ----- ჯ---------ე. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში. სულ შ-------------ს მიერ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული იქნა 9 988 137 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული.
დ----- ჯ---------ემ, როგორც შ-------------ს დირექტორმა, 2015 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში განახორციელა 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც გაანგარიშებული იქნა იმპორტის გადასახდელები 306 201 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სასაქონლო საბაჟო ოპერაციები შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და ,,საქართველოს საბაჟო ტერტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ’’ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შ-------------ს განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა.
დასახელებულ პერიოდში, დ----- ჯ---------ემ დაამზადა შ-------------ს კუთვნილი იმპორტის გადასახდელების 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი 2----------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–--------------------------–-–---------- ყალბი საგადასახადო დავალებები, რომლებიც გამოიყენა იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იმპორტის გადასახდელების ინტერნეტ ბანკინგით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის დასადასტურებლად, რითაც მოატყუა სსიპ შემოსავლების სამსახური, რომ 2015 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელები 249 214 ლარი თითქოსდა სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, რამაც სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურის) 249 214 ლარის ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით დ----- ჯ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
დ----- ჯ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროას ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1.000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის არსი.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ----- ჯ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დამნაშავეებად ცნობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებლები, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მოწინააღმდეგე მხარეს - მსჯავრდებულ დ----- ჯ---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ------ ბ-----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული გ------- ლ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი ახორციელებდა საბაჟო მომსახურებას სხვადასხვა ფირმებისათვის (საქონელის განბაჟება). დ----- ჯ---------ეს იცნობდა ქ.ბათუმიდან, რომელსაც ჰქონდა კომპანია შ----------, რომლის დირექტორი და დამფუძნებელიც იყო თავად და ახდენდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, შემოტანას და რეალიზაციას. დ----- ჯ---------ემ მას სთხოვა გაეკეთებინა საქონლის განბაჟება - საბაჟო კუთხით დახმარება, რაშიც უხდიდა 800 ლარს. ის ასრულებდა კომპანიის დირექტორის დავალებებს. მას დამხმარე ჰყავდა ი-----–- დ-----აძე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ახორციელებდა საბაჟო დეკლარირებას. მძღოლებს საბუთებს ის ართმევდა, საბაჟოზე მანქანების შომოსვლა და საბაჟო პუნქტიდან გაშვება მისი მოვალეობა იყო. 2015 წლის ივნისის თვეში, როდესაც დეკლარირებას ახდენდნენ დღგ-ს ჩათვლა კეთდებოდა. ივნისის თვეში საბაჟო გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ მოითხოვა ქეშ ფულის გადახდა ანუ პლიუსში ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა არ ქონდა, მაინც ქეში ფული უნდა გადახდილიყო დეკლარირების დროს. ხუთდღიანი პერიოდი აღარ იყო. აღნიშნულის შესახებ აცნობა დ----- ჯ---------ეს და ჩვეულებრივად იხდიდნენ ყველაფერს, დ----- ჯ---------ე მაილზე უგზავნიდა ქვითრებს. კორსტანდარტ ბანკში ჰქონდათ ფირმის ანგარიში. ინტერნეტბანკინგიდან ხდებოდა გადახდა, ელექტრონულ ფოსტაზე მიდიოდა ქვითარი და მას მებაჟესთან მიჰქონდა და ხდებოდა დეკლარირება. მოგვიანებით გაიგო, რომ დაახლოებით 49 ქვითარი გაყალბებული იყო.
შ-------------ს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 2----------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–--------------------------–-–---------------------------------–-------------------–-----------------------------------------------------------–-–---------------–------------ წერილით დადასტურებულია, რომ ბიუჯეტში თანხა ჩარიცხული არ არის.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად 2015 წლის 03 თებერვალს შეიქმნა შ----------", რომლის დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი დ----- ჯ---------ე გახდა.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---------ემ აღიარა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში თავი არ ცნო დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ მოტყუებით სხვისი ქონების განადგურების თავისებურება მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მიყენებაში გამოიხატება. ეს დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დასრულებულად ჩაითვლება ქონების მესაკუთრისა თუ სხვა მფლობელისათვის ქონებრივი ზიანის ფაქტიური მიყენების მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარეა პირდაპირი განზრახვა. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს ცრუ ფაქტების მიწოდებით ან არსებული ფაქტების დამალვით, რომლებიც მეპატრონის ან მესაკუთრის საზიანოდ არის მიმართული, მან წინასწარ იცის, რომ დაზარალებული განიცდის ქონებრივ ზიანს და სურს, რომ მიაყენოს ეს ზიანი. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებით, მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან მფლობელს ადგება ქონებრივი ზიანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველი დანაშაული ხასიათდება სარგებლის უკანონო გზით მიღების სპეციფიკური მექანიზმით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირებაა - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, ასევე ამავე მუხლის თანახმად არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეხედულებით დ----- ჯ---------ის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ დ----- ჯ---------ის განზრახვა იყო არა 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, არამედ საგადასახადო დავალებების გაყალბებით საბაჟო გაფორმების ზონიდან იმპორტირებული ტვირთის წაღება - რეალიზაცია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში (სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) სწორედ ამიტომ ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა მსჯავრდებული დ.ჯ---------ე.
სააპელაციო პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უდავოდ დაადასტურებდა დ----- ჯ---------ის მხრიდან სახელმწიფოსთვის ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტს, ხოლო გადასახადის გადაუხდელობა არ შეიძლება უპირობოდ ჩაითვალოს საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად.
პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა დ----- ჯ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
რაც შეეხება დ----- ჯ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ჯაბა კირკიტაძის, ნათია თევზაძის, თეონა ჯიჯავაძის, მერაბ კილაძის, ვლადიმერ ცაცუას, თამარ მექვაბიშვილის და გიორგი ცინარიძის ჩვენებებით. დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით. კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ამოღებული ინფორმაციებს ამოღებით და დათვალიერების ოქმებით. შპს "დავი"-ს საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
მსჯავრდებულ დ----- ჯ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის ეპიზოდში განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს მხოლოდ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ დ----- ჯ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
დ----- ჯ---------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----- ჯ---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს 15.000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ გ------ ჯ---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, თ---------------–---------------- (ზონა - ბათუმი 0-----------------------------–---------------------------------------------------------------------------------) 15.000 ლარის ღირებულების წილს.
ნივთიერი მტკიცებულებები: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული შ-------------ს საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები და საგადასახადო დავალებები, შ-------------ს საბანკო ანგარიშების ამონაწერები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე