განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
010100117002056664
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-100-2019 წელი

№010100117002056664

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – თ-------- გ----–---–ის,ადვოკატების – ე--- ნ--------ს, ნ----- ჩ-------ის, ნ---- შ------–--ის,მსჯავრდებულის – დ----- ხ--–--–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

დ----- ხ--–--–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ---------–---------------------–----------–------------ში, მსჯავრდებუ-ლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუ-ხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვე-პუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მ----- ს---–-------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ქ---------–----------–-–---–----------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტ-ებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუ-თი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

დ----- ხ--–--–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელო-ბისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მარ-თლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წი-ნასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

მ----- ს---–-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობი-სათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მარ-თლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წი-ნასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 06 ივლისს, ღამის საათებში, მ----- ს---–-------ემ დ----- ხ--–--–---–თან ერ-თად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქ--------–-------------–-----------------------ში მდებარე ლ--–- ვ-–--------ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფ-ლებოდა ამ უკანასკნელის პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვ-ნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2017 წლის 06 ივლისს, ღამის საათებში, დ----- ხ--–--–---–მა, მ----- ს---–-------ესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქ--------–--------------–----------------------ში მდებარე ლ--–- ვ-–--------ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფ-ლებოდა ამ უკანასკნელის პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვ-ნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ და მსჯავრდებულმა დ----- ხ--–--–---–-მა.

აპელენტი, პროკურორი ზ------ კ---–--–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს დ------ ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაც-რებას, რასაც ასაბეთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშნვნისას გასათვალისწინებელია მსჯავრდებულების პიროვნებები, მათი ნასამარ-თლობები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხარისხი და შედეგი. დ----- ხ--–---–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელები ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

აპელანტი, მსჯავრდებული დ----- ხ--–--–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ ის დააკავეს ზ---- დ-------ემ და მ-------- კ----ემ, სასამართლოში კი აღ-მოჩნდა, რომ დაუკავებიათ მ-------- კ----ეს, გ------- ა----–--ეს, ნ------ ბ-----ეს და გ--–----- გ-----–---–ს. რეალურად კი, მ-------- კ----ის გარდა, არცერთი არ იმყოფებოდა მისი დაკავების დროს. ბინიდან ამოღებული იქნა ორი წყვილი ხელთათმანი, რომლებიც დაზარალებულს არ ეკუთვნის, მაგრამ არც სუნის ანალიზი აიღეს და არც დნმ-ის ანალი-ზი ჩაატარეს, რადგან იცოდნენ, რომ მასზე მისი კვალი არ აღმოჩნდებოდა და ასევე იცოდ-ნენ, რომ ის არ არის ნამყოფი აღნიშნულ ბინაში.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ თ-------- გ----–---–ს, რომელიც ითხოვს დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ნ------ ჩ-------ს და ნ---- შ------–--ეს, რომლებით ითხოვენ დ----- ხ--–--–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

– მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ე--- ნ--------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მ----- ს---–-------ის მიმართ მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ მიღებული შეტყობინე-ბით მოქალაქეები მ----- ს---–-------ე და დ----- ხ--–--–---–ი 2017 წლის 06 ივლისს ღამით აპირებდნენ ქ---------–------------–----------------------ის გაქურდვას.

(ტ.1. ს.ფ. 1-2)

მოწმე გ---- ბ-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მის მიერ ღამის საათებში მიღე-ბული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები აპირებდნენ ლ--–- ვ-–---------ს ბინის გაქურდვას; ინფორმაციის მიღების შემდეგ მოახდინა პიროვნებების იდენტიფიცირება; გააფორმა პატაკი და მოახსენა ხელმძღვანელს;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ------- კ-------იძემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს პოლიციის მესამე განყოფილებაში, შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ---------–----------------ში ადგილი ჰქონდა ბინის ქურდობის ფაქტს; დაკითხა პატაკის ავტორი, განყოფილე-ბაში დაიგეგმა სამოქმედო გეგმა და ჯგუფთან ერთად წავიდა იმ მისამართზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა განყოფილების და სამმართველოს თანამშრომლებიც; შევიდნენ საც-ხოვრებელ კორპუსში; წინ მიდიოდა გ------- ა----–--ე და მ-------- კ----ე. მესამედან მე-ოთხე სართულზე ასვლისას დაინახა, რომ მარცხნივ მდებარე ბინის კარი გაიღო, საიდა-ნაც გამოვიდა დ----- ხ--–--–---–ი; მას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, მ----- ს----–-------ემ მათ დანახვაზე მოახერხა უკან შებრუნება და ჩაკეტა კარი, დ----- ხ--–--–----–ი კარებიდან მოცილებული იქნებოდა დაახლოებით ერთი მეტრით, მან ვერც მოახერხა ადგილიდან წასვლა. წამიერად მასთან მივიდნენ და მოახდინეს მისი დაკავება და ჩხრეკა; შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი; როგორც ახსოვს დ----- ხ--–--–---–თან მასთან ერთად იმყოფებოდნენ ნ------ ბ-----ე, მ-------- კ----ე. დანარჩენი პირები მივიდნენ ბინასთან. მიმართავდნენ შიგ მყოფ მ----- ს---–-------ეს, რომელიც რაღაც პერიოდი არ აღებდა კარს; იცის, რომ მოიყვანეს ოჯახის ახლობელი - გ------- ა-–----, რომელსაც ბინის გასაღები ჰქონდა, თუმცა მან ვერ მოახერხა გასაღებით კარის გაღება; შემდეგ მ----- ს---–--------ემ თვითო გააღო კარები; პოლიციის თანამშრომლები - ზ------ ა----–--ე, დ----- გ------ და გ------ ა----–--ე შევიდნენ ბინაში ექსპერტთან ერთად. მას კარებთან ჰქონდა ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ჭურჭელი, რაც ამოიღეს; ექსპერტის მიერ კვლები ამოღებული ვერ იქნა; დ----- ხ--–--–---–ს ქუდი ეხურა, ეცვა შავი მაისური; მ----- ს---–-------ე დააკავეს დაახლოებით ხ--–--–---–ის დაკავებიდან 10 წუთის შემდეგ და გადაიყვანეს განყოფილებაში, დაკავების შესახებ აცნო-ბა მის ახლობელს;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ა----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ივლისს ღამის საათებში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რადგან დაფიქსირდა ქურდობის ფა-ქტი, თათბირი ჩატარდა. ეს იყო მისი უბნის ტერიტორია, აღწერა ჰქონდა ჩატარებული თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და იცოდა, რომ მ---------–----------------------ში ცხოვრობდა ლ--–- ვ-–--------; დაუკავშირდა მას და აცნობა შემთხვევის შესახებ. ვ-–--------- ამ დროს ამ დროს იმყოფებოდა ფოთში და მისივე განმარტებით, ბინის გასაღები დატოვებული ჰქონდა სიძესთან, გ------- ა-–----სთან; ინფორმაციის მიღებიდან რამ-დენიმე წუთში, მივიდნენ მისამართზე, ა--–--ის ქუჩაზე, სადაც დახვდათ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებიც; მიიღეს ხელმძღვანელებიდან ადგილზე დავალებები; დაახლოებით ექვსი პირი ავიდა მეოთხე სართულზე, ასვლისას კიბის თავზე დაინახა, რომ დ----- ხ--–--–---–ი გამოვიდა ბინიდან, ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი; მან გააგდო ეს პარკი ხელიდან; იმავე ბინის კარებიდან გამოდიოდა მ----- ს---–-------ე, რო-მელმაც მოასწრო ბინაში შებრუნება და ჩაკეტა კარები; მალევე მოვიდა გ------- ა-–----ც, მან ვერ გააღო კარი, ისევ მ----- ს---–-------ემ გააღო თავისი ნებით და ის დააკავეს; თა-ვად ბინაში არ შესულა; დ----- ხ--–--–---–ი დააკავეს, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედე-ბები და წაიყვანეს პირდაპირ პოლიციის მესამე განყოფილებაში. დაკავების პერიოდში მოვიდა გ------- ა-–----, ბინა როგორც კი გახსნეს და შევიდანენ თვითონ უკვე წაიყვანეს დ----- ხ--–--–---–ი განყოფილებაში; გამომძიებელი ნ------ ბ-----ე ატარებდა საგამოძიე-ბო მოქმედებებს; მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა გ--–----- გ-----–---–ი; ასევე ადასტურებს, რომ როცა ავიდნენ მეოთხე სართულზე, ბინიდან გამოდიოდა დ----- ხ---–--–---–ი, ერთ ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი და სწრაფად დადო ძირს; ის გამო-დიოდა, ხოლო ს---–-------ე მოყვებოდა, მათ დანახვაზე შეტრიალდა ბინისკენ, მასაც ეჭირა ხელში პოლიეთილენის პარკები და მაგრამ ის შებრუნდა უკანვე ბინაში; როცა ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ, ეზოში შეჩერდნენ მხოლოდ განაწილების მიზნით, კონკრეტული მისამართი იცოდა და ნაწილი განაწილდა მიმდებარე ტერიტორიაზე; ზუს-ტად იცოდა ვისი ბინა იყო და სად იყო ეს ბინა; ხ--–--–---–ს ეცვა ნაჭრის შარვალი და შავი ფერის პერანგი, ქუდი ეხურა; ს---–-------ეს ჯინსის შარვალი და პერანგი; სადარ-ბაზო განათებული იყო; არა ავტომატური განათებით; ხ--–--–---–თან საგამოძიებო მოქ-მედებები დასრულდა და წამოვიდა;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ------ ბ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ივლისს ღამის საათებში შემოვიდა ინფორმაცია მასზედ, რომ მ---------–-------------------ში არ-სებული საცხოვრებელი სახლის ბინაში იმყოფებოდნენ მ----- ს---–-------ე და დ----- ხ---–--–---–ი; მასთან ერთად იმყოფებოდნენ ზ------ ა----–--ე, გ------- ა----–--ე კ------- კ-------იძე, გ--–----- გ-----–---–ი, იქ დახვდათ სამმართველოს ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა განყოფილებიდან თანამშრომლები; სადარბაზოში ავიდნენ კიბეებზე, ასვლი-სას დაინახეს, რომ საცხოვრებელი ბინიდან გამოდიოდა დ----- ხ--–--–---–ი, მათ და-ნახვაზე პოლიეთილენის პარკი დადო ძირს, მ----- ს---–-------ე ამავე დროს გამოდიოდა ბინიდან, მას ხელში ეჭირა ორი პოლიეთილენის პარკი; ის მათ დანახვაზე შეტრიალდა და კარი დაკეტა; თავად დ----- ხ--–--–---–თან დარჩა, მოვიდნენ ექსპერტ კრიმინალის-ტები, ჩაატარეს პირადი ჩხრეკა; ამოიღეს პარკი, მასში მოთავსებული იყო ოცი ცალი თეფ-ში, ასევე წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ორი ცალი სანთებელა; დაილუქა ამოღებული ნივთები; დ----- ხ--–--–---–ი გადაიყვანეს განყოფილებაში და მისი დაკავების შესახებ აცნობეს ახლობელს; დ----- ხ--–--–---–ი დაინახა, რომ გამოდიოდა ბინიდან, მას მარ-ჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი და მათ დანახვაზე ეს პარკი დადო ძირს, ბი-ნის კარებიდან მეტრი მეტრნახევრის მანძილზე იქნებოდა; იქ ალბათ იყო ერთი საათის განმავლობაში, რაც დაჭირდა საგამოძიებო მოქმედებებს და გადაიყვანეს ამის შემდეგ; დ----- ხ--–--–---–ს ეხურა ქუდი, ეცვა მუქი ფერის მაისური, განათება იყო სადარბაზო-ში მუდმივი განათებით; ხილვადობა იყო კარგი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- გ------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ მ---------–--ის ქუჩაზე; იყვნენ სამმართველოს და სხვა გან-ყოფილების თანამშრომლებიც, შევიდნენ ბინაში, მესამედან მეოთხე სართულზე ასვლი-სას დაინახეს, რომ ერთი გამოდიოდა, ხოლო მეორე მოყვებოდა, დ----- ხ--–--–---–ი გა-მოდიოდა ბინიდან, მათ დანახვაზე დაიბნა და გაჩერდა ადგილზე, მ----- ს---–-------ე კი შებრუნდა და ჩაკეტა კარები; მიმართავდნენ მ----- ს---–-------ეს რომ კარი გაეღო, ამ მო-მენტში მოვიდა ბინის მესაკუთრის სიძე გ------- ა-–----, მან გასაღები კარებს ვერ მოარ-გო, ამ დროს უკვე მ----- ს---–-------ემ დაიძახა, რომ კარებს აღებდა, ის იდგა კარებთან, იქვე ჰქონდა ორი პოლიეთილენის პარკი და მაში მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ჭურჭელი; დააკავეს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, გადაიყვანეს განყოფილებაში; ინ-ფორმაციის საფუძველზე ეზოში მისვლისას არ გაჩერებულან ავიდნენ მაშინვე; ერთი (დ----- ხ--–--–---–ი) იდგა კარებთან, მეორე (მ----- ს---–-------ე) ცოტა მოშორებით, უფრო ზუსტად, გამოდიოდა კარებიდან; დ----- ხ--–--–---–ი წინ იყო ნივთებიც ეჭირა ხელში, ეს ნივთები დადო ძირს; დ----- ხ--–--–---–ს ეხურა კეპი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ-------- კ----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ივლისს დაახ-ლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თა-ნამშრომლებთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე იქ იყვნენ მესამე განყოფილების თანამშრომლები; ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ბინა იმყოფებოდა მეოთხე სარ-თულზე, მესამე სართულზე ასვლიდან კარები გაიღო, დაინახა, გამოვიდა დ----- ხ--–---–---–ი, მას ხელში ეჭირა შავი პოლიეთილენის პარკი და გამოყვა მ----- ს---–-------ე, რომელიც შევარდა უკან და ჩაიკეტა კარები, ხოლო დ----- ხ--–--–---–ი დარჩა გარეთ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება, ჩაუტარდა ჩხრეკა ამოღებული იქნა დანისმაგვარი საგანი, - ე.წ. „ატმიჩკა“, რითაც შესაძლებელია ბინის გახსნა, და პარკი მასში არსებული ნივთებით; მ----- ს---–-------ეს კი მიმართავდნენ რომ გაეღო კარები; რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გ------- ა-–----, ის ფლობდა ბინას, მ----- ს---–-------ემაც უკვე რამდენიმე წუთში გააღო კარები და შიგნით შევიდნენ სხვა თანამშრომლები და ბინაში უკვე რა ხდე-ბოდა ის ვერ ხედავდა, რადგან ის იყო ხ--–--–---–თან, რომელიც ჩაიყვანეს ქვევით და გადაიყვანეს განყოფილებაში; ის იცნობს დ----- ხ--–--–---–ს მეოთხე განყოფილებაში მუშაობის პერიოდში და ის იყო ადრე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მ----- ს---–-------ესაც იცნობდა, რადგან არაერთხელ არის ნასამართლევი ქურდობისათ-ვის; ოპერატიულად ორივე პიროვნება საინტერესო იყო და აქედან გამომდინარე იცნობ-და ორთავეს; როდესაც ავიდა და უშუალოდ ბინის კარებს ხედავდა, კარი გაიღო, დ----- ხ--–--–---–ი სრულად გამოვიდა, ხოლო მ----- ს---–-------ე გამოდიოდა, იყვნენ პოლი-ციის ფორმაში, როგორც დაინახა, დ----- ხ--–--–---–ს პოლიეთილების პარკი ეჭირა მარ-ჯვენა ხელში; სადარბაზო იყო კარგად განათებული; როგორც კი გამოვიდა ბინიდან დ------ ხ--–--–---–ი, წამიერად მივიდნენ, მას წასვლის საშუალებაც აღარ ჰქონდა, თუმცა წინააღმდეგობაც არ გაუწევია; ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი ჩავიდნენ ქვევით; რო-გორც ახსოვს იქ იყვნენ ნ------ ბ-----ე, კ------- კ-------იძე გ------ ა----–--ე ზ------ ა-----–--ე დ----- გ------;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ფ--------- დ--------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ღამის საათები იყო 06 ივლისი, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა განყოფილებაში, იყო ინფორმაცია ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით და უნდა გასულიყვნენ ა--–---------------ში ლ---–- ვ-–--------ს კუთვნილ ბინაში, იქ მისვლისას გარე პერიმეტრის და აივნის მეთვალ-ყურეობა დაევალა თანამშრომლებთან ერთად; გამოვიდა აივანზე კეპით პიროვნება და ის რამდენიმე წამში შეტრიალდა; ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ პი-რები დააკავეს; იქ იყო ასევე მისი მეწყვილე პ----- ჩ-----–--ე; ასევე იყვნენ სხვა თანამ-შრომლებიც; პირების დაკავების შემდეგ მან ტერიტორია დატოვა;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ ა----–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იყო შემოსული ბინის ქურდობის ფაქტზე; ადგილზე მივიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად, ის ადიოდა კიბეებზე ბინა №---სკენ, კ------- კ-------იძესთან და სხვა პირებთან ერთად; ასევე მათთან ერთად იყვნენ პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები; ასვლისას შეამჩნიეს რომ ბინიდან გამოდიოდნენ დ----- ხ--–--–---–ი და მ----- ს---–--------ე, მ----- ს---–-------ე მათ დანახვაზე უკან შებრუნდა და დაკეტა კარები; გ------- ა-–---- მოვიდა, თუმცა გასაღებით ვერ გააღო; კარი თავად ს---–-------ემ გახსნა; ნივ-თები ჰქონდა ჩალაგებული პოლიეთილენის პარკში, წასაღებად გამზადებული; ადასტუ-რებს, რომ მესამე სართულიდან მეოთხეზე ასვლისას კარებიდან გამოდიოდა დ----- ხ---–--–---–ი, მ----- ს---–-------ე კი მათ დანახვაზე შებრუნდა ბინაში და მოიკეტა კარები; ბინა იყო საკმაოდ არეული, ნივთები ჩალაგებული იყო ორ პარკში; ბინაში მათთან ერთად იყო ექსპერტ კრიმინალისტი; კარების გაღების ხმაც გაიგონა და დაინახა, რომ გამოდიო-და ხ--–--–---–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა პარკი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--–----- გ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ პირებს უნდა მოეხდინათ ბინის გაქურდვა; წავიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად; იქ, ეზოში - ა--–------------– ნომერში, იყვნენ სხვა განყოფილების თანამშრომლებიც; წავიდნენ მე-ოთხე სართულისკენ, ავიდნენ მესამეზე, მეოთხე სართულზე ასვლისას ხელმარცხნივ არსებული ბინის კარებიდან გამოდიოდა ერთი, მას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, უკან მოყვებოდა მეორე პირი, რომელიც დაბრუნდა და ჩაიკეტა კარი; ეს პირი და-ახლოებით ბინიდან უკვე ერთი მეტრით იყო მოშორებული, დააკავეს, მასთან ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა; მეორე პირს რაც შეეხება, მოუწოდებდნენ გაეღო კარე-ბი; დ----- ხ--–--–---–ს გამომძიებელმა განუმარტა უფლებები. ის პარკი ექსპერტების მიერ დათვალიერდა და მასში აღმოჩნდა ჭურჭელი; დ----- ხ--–--–---–მა უკვე ვეღარ მოახერხა მათ დანახვაზე უკან შებრუნება, ხოლო უკან მომავალმა შეასწრო და ჩაიკეტა კარი; სადარბაზო განათებული იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------ ა--–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე; მესამე სართულზე ასვლისას ერთერთი პირი გამოდიოდა კარებიდან, ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, მეორე პიროვნება კი შებრუნდა და დახურვა მოასწრო; დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მან თავად გააღო კარი და შევიდნენ ბინაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ო---- კ---------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მ---------–------------------ში მისვლისთანავე სადარბაზოში დაუხვდათ პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ მითითების მიხედვით მეოთხე სართულზე, იქ კარებთან პიროვნება ყავდათ დაკავებუ-ლი; როგორც გაირკვა იყო დ----- ხ--–--–---–ი, ნაწილი თანამშრომლები ცდილობდნენ კარების გაღებას, სადღაც 10 წუთის შემდეგ კარი გაიღო, იქ შიგნით იყო მ----- ს---–--------ე, ის ადგილზე დააკავეს; ჩატარდა ჩხრეკა; როგორც ახსოვს ჯიბეებიდან ამოიღეს სიგარეტი და თანხა, მის გვერდით იყო ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო სხვა-დასხვა ზომის თეფშები, რომლებიც დაამუშავეს, მაგრამ მათზე კვალი არ აღმოჩნდა; შემ-დეგ დაათვალიერეს ბინა; გამომძიებელ ა-–---------- რ--------ესთან ერთად; ბინა იყო არეული; კვლები აქაც ამოღებული არ ყოფილა, ამოიღეს საკეტის გულა, სამზარეულოში სკამთან ეგდო ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, დაილუქა ნივთები და გადაეცა გამომძიებელს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე------ ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო დ----- ხ--–--–---–ის პირად ჩხრეკაში; ის იყო დაკავებული სადარბაზოში, კიბის უჯრედში, 13 ნომერი ბინის შესასვლელში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ა-–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბათუმში იმყოფებოდა მეგო-ბართან, სადაც ღამით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, გაეცნო, როგორც უბნის რწმუნებული, აცნობა ბინის გაქურდვის თაობაზე; წამოვიდა მეუღლის დეიდას მისამარ-თზე; ეზოშიც და სართულზეც პოლიციელები იყვნენ, ხშირად ჩამოდიოდა და თან ჰქონ-და გასაღები; გასაღებით ვერ გააღეს, სავარაუდოდ შიგნიდან იყო ჩაკეტილი თუ დაზი-ანდა არ იცის; ერთერთი პირი იქვე იდგა პოლიციელებთან; რამდენიმე წუთის შემდეგ იქ მყოფმა პირმა გააღო კარი, პოლიციელები შევიდნენ შიგნით; ჩამოიყვანეს ერთ-ერთი, მანქანაში ჩასვეს, შემდეგ მეორე; ამის შემდეგ ავიდა ბინაში, ბინა იყო არეული; ნახეს რე-ზინის ხელთათმანი, როგორც იცის ბინის მესაკუთრეს ეს არ ეკუთვნოდა; გვიანი იყო, როცა დაუკავშირდნენ; ზუსტად დრო არ იცის; როცა მივიდა ერთი პირი იქვე კარებთან იდგა და ირგვლივ პოლიციელები იყვნენ; დაკავშირებიდან სწრაფად მივიდა, რადგან გვიანი იყო და მოძრაობაც არ იყო დატვირთული ქალაქში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ლ--–- ვ-–--------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 06 ივლისს ღამით დაუკავშირდნენ პოლიციიდან, რომ ბინა იყო გაქურდული, ჩამოვიდა მეორე დღეს, ბინა იყო საერთოდ იყო გადაბრუნებული; პოლიციის განყოფილებაში მივი-და, ნახა მისი ჭურჭელი; ბინა იყო დაკეტილი; გასაღები ჰქონდა ასევ მის სიძეს – გ------- ა-–----ს, იმ დღესაც ბათუმში იყო და მას დაუკავშირდა; 60-მდე თეფში იყო და სხვა სერ-ვიზი ანუ ნაკრები სრულად იყო; ხელთათმანს საერთოდ არ ხმარობს და არც ჰქონია სახ-ლში; ჭურჭელი დაინახა გამჭვირვალე პარკში, კარგად ჩანდა, ის დახურული იყო და არ გაუხსნიათ; სახლი დაათვალიერა და მთელი სერვიზი იყო წაღებული; არცერთ მეზო-ბელთან საუბარი არ ჰქონია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ხ------- ფ------მ დაკითხვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს მ---------–--------------------ში, 2017 წლის 06 ივლისს იყო მოხუც მამამთილთან, შვილის მეუღლესთან და ჩვილ ბავშვთან ერთად; ოთახები იზოლირებულია, სადარბაზოდან ხმაური ადვილად შე-მოდის; ღამის ორიდან სამ საათამდე დაახლოებით ხმაურზე გაიხედა და დაინახა ორი ახალგაზრდა, მათგან შეიტყო, რომ მისი ბინის ქვევით გაიქურდა ბინა, რომ ერთი უკვე დაკავებული იყო და მეორე ჩაიკეტა ოთახში და რადგან მფლობელი არ იყო ბათუმში, ცდილობდნენ დაეყოლიებინათ კარების გაღებაზე; სახლში შეშინდნენ, რომ მცდელობა ხომ არ ექნებოდათ, რომ აივნიდან ხომ ვერ შეძლებდნენ ასვლას მათ სართულზე; ცხოვ-რობს მეხუთე - დაშენებულ სართულზე. იცის, რომ ბინა ეკუთვნოდა ლ--–- ვ-–--------ს და იცის მხოლოდ ეს ქალბატონი; პოლიციელებმა რა მოქმედებები განახორციელეს, არ იცის, არც ადასტურებს, რომ იქ მესამე სართულზე ცხოვრობენ გარკვეული პირები; სხვა ინფორმაციას არ ფლობს; შუაღამეს შესაძლებელია გადაშორებულიც იყო, როც ეს ხდებო-და.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---------- რ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება – დათვალიერება, ადასტურებს მის ავთენტურობას, დათვალიერდა და დასუ-რათდა შემთხვევის ადგილი და ნივთმტკიცების სახით ამოღებული იქნა ხელთათმანი და საკეტის გულა გასაღებით, მ---------–----------------------ში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა გ---- ვ----ემ, ბ------ ხ-–-----მ და ჯ------ მ--–--ემ თავიანთ ჩვენებებში დაა-დასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენ-ტურობა, აღნიშნეს, რომ რომელიმე საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა, ან პრეტენზია არ გაცხადებულა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ც---–- დ-------ემ დაკითხვისას განაცხადა, რომ ფეხის ხმა გაიგონა და ეძებდა სადარბაზოში, მეორე სართულის შუაში დაინახა ჩაცუცქული ახალგაზრდა ბიჭი პოლი-ციელები იყვნენ გარშემო; როცა მოიკითხა თუ რა ხდებოდა, უთხრეს, რომ ბინის გაქურ-დვა მოხდა; ეს შემდეგ შეიტყო; კარებთან დაინახა მ-------- კ----ე, დაახლოებით იქნებო-და თორმეტი პირველის ნახევარი; ვინ იყო დაკავებული არც ის იცის, ვერ დაინახა რა ეცვა ამ პირს ან თავზე ეხურა თუ არა რაიმე არ იცის, არც ის იცის რამდენი პოლიციელი იყო გარშემო, ასევე ვერ ადასტურებს ზუსტად როდის დააკავეს და სად დააკავეს და რა ვითარებაში; არც პიროვნების ამოცნობა შეუძლია და არც იცის ვინ ვიღაც პირს თეფშები ეჭირა; თეფშები მეორე სართულზე ჩამოჰქონდათ როგორც იცის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2017 წლის 06 ივლი-სის ოქმით დადგენილია, რომ დ----- ხ--–--–---–ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2017 წლის 06 ივლისის 03:30 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:25 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო – 2017 წლის 06 ივლისი 03:25 საათი. დაკავება გან-ხორციელდა ქ---------–--------–----------------------ის შესასვლელი კარის წინ. ბრალ-დებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებლმა ნ------ ბ-----ემ. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებიდნენ საქართველოს შსს ქ.ბათუმის სა-ქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი მ-------- კ----ე, საქარ-თველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი გ------- ა----–--ე და ამავე განყოფილების უბნის უმცროსი ინს-პექტორი ვ-–-------- გ-----–---–ი.

ამავე ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი მ-------- კ----ის, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიე-ბელ გ------- ა----–--ის, ამავე განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის და ექსპერტ-კრიმინალისტის ე------ ჯ--------ის მონაწილეობით, ქ. ბ------–--------–---------------------ის შესასვლელი კარის წინ 2017 წლის 06 ივლისის 03:36 საათზე დაიწო დ----- ხ---–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:05 საათზე. ჩხრეკა მომდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ სივრცეში, ღამის საათებში. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: დ----- ხ--–--–----–ის მარჯვენა ხელიდან ერთი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელსაც თავი ჰქონდა მოხუფული თეთრი ფერის ბაწარი. აღნიშნულ პარკში აღმოჩნდა მთლიანო-ბაში 20 ცალი ფაიფურის თეფში ზედაპირზე მოოქროვილი ორნამენტებით და ფერადი ყვავილებით. აღნიშნულ თეფშებში არის 12 ცალი ჩვეულებრივი მრგვალი ფორმის თეფ-ში, 4 ცალი ოვალური თეფში, 1 ცალი დიდი ზომის თეფში, 2 ცალი ღრმა თეფში და ერთი ცალი საშაქრე მისი თავსახურით. ასვე აღნიშნული პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა სა-შუალო ზომის ნაჭრის ტილო. ასევე დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს მისი მარცხენა მხარის წინა შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი გასაღები, 1 ცალი მცი-რე ზომის დანის მაგვარი საგანი, 1 ცალი მცირე ზომის კოვზი და 2 ცალი სანთებელა. დ------ ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამღებული თეფშები ექსპერტის მიერ და-მუშავებული იქნა დაქტილო ფხვნილებით, რა დროსაც რაიმე ხელის კვალი ვერ იქნა ამო-ღებული. დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგნები და ნივთები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტებში.

( ს.ფ 7-16)

საქმეში არსებული, 2017 წლის 06 ივლისის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრე-კის ოქმით დადგენილია, რომ მ----- ს---–-------ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო 2017 წლის 06 ივლისის 03:40 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:35 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2017 წლის 06 ივლისი 03:35 საათი. დაკავება გან-ხორციელდა ქ---------–--------–----------------------ის შესასვლელი კართან, მშვიდ ვი-თარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა კ------- კ-------იძემ. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებიდნენ საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პო-ლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი ზ------ ა----–--ე, უბნის უმ-ცროსი ინსპექტორი დ----- გ------ და პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი გ------ ა--–--ე.

ამავე ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ ზ------ ა----–--ის, უბნის უმცროსი ინსპექტორის დ----- გ-----ის, პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორ გ------ ა--–--ის და ექსპერტის ო---- კ---------ის მონაწილეობით, ქ---------–--------–----------------------ის შესასვლელ კართან 2017 წლის 06 ივლისის 03:43 საათზე დაიწო მ----- ს---–-------ის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 2017 წლის 06 ივლი-სის 04:20 საათზე. ჩხრეკა მომდინარეობდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან ამინდში, დახურულ შენობაში. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: მ----- ს---–-------ის პერანგის წინა მარცხენა ჯიბიდან „Marlboro“-ს სიგარეტის კოლოფი 6 ცალი სიგარეტით და სანთებელა, რომლის ნახევარიც არის გამჭვირვალე. შარვლის მარჯვენა გვერდით ჯიბეში აღმოაჩნდა შავი ფერის გასაღე-ბი და ხურდა ფული ხუთი ლარის ოდენობით. პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა ჭურჭელი და გაზეთები, კერძოდ 8 ცალი პატარა ზომის თეფში, 12 ცალი სა-შუალო ზომის თეფში, 12 ცალი დიდი ზომის ღრმა თეფში, 1 ცალი დიდი ზომის თეფში, 2 ცალი ოვალური თეფში, 2 ცალი სამარლე თავისი სახურავით, 1 ცალი საშუალო ზომის ჭურჭელი და 1 ცალი საშუალო ზომის ქვაბი თავისი სახურავით. აღნიშნული თეფშები და სხვა ჭურჭელი დამუშავდა იქნა დაქტილო ფხვნილებით, თუმცა რაიმე კვალი არ ამოღე-ბულა. მ----- ს---–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგნები და ნივთები მოთავსე-ბული იქნა პოლიეთილენის პაკეტებში.

(ს.ფ. 24-33)

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე------- ჭ-----–--ის (ექსპერტი), ო---- კ---------ის (ექსპერტი) და გ------- ა-–----ს (მფლო-ბელი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 06 ივ-ლისს 04:50 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისს 05:32 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ------–--------–-------------------ში, სადაც დგას ოთხსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ერთი მხარე მიმარ-თულია ქუჩის მხარეს, ხოლო მეორე ეზოს მხარეს. დათვალიერებას ექვემდებარება მე-4 სართულზე კიბით ასასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე ბინა, რომლის მესაკუთრეა ლ--–- ვ-–--------, ბინაში შესასვლელი კარი არის რკინის მოყავისფრო-მოწითალო ხის ფერის, გააჩნია ორი შიგა საკეტი, აქედან ქვედა საკეტს შიგნიდან ბინის მხრიდან მორგე-ბული აქვს გასაღები. დათვალიერებისას კარები ღია მდგომარეობაშია. საკეტებს გარეგ-ნულად ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ბინა შედგება ექვსი ოთახის, შემო-სასვლელის და აბაზანისაგან, ასევე გააჩნია ორი აივანი. ყველა ოთახში აღინიშნება ქურ-დობისთვის დამახასიათებელი არეულობის კვალი. არეულია ლოგინები, ღიაა კარადები, საიდანაც გადმოყრილია ნივთები და დაყრილია იატაკზე. ბინაში შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ არის დერეფნიდან მისაღებ ოთახში შესასვლელი კარი. მისაღებ ოთახში არის არეულობა, იატაკზე დაყრილია თეთრეული და წიგნები, აშლილია დივანი, ამ ოთახში შემოსასვლელიდან მოპირდაპირედ არის აივანზე გასასვლელი ორფრთიანი ხის შემინული კარი ღია მდგომარეობაში, აივანი მიმართულია მ.ა--–--ის ქუჩის მხარეს. აღ-ნიშნულ მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არის საძინებელში ასევე შე-სასვლელი კარები, ამ საძინებელში ასევე შესასვლელი კარი არის ბინის დერეფნიდან. საძინებელს მ.ა--–--ის ქუჩის მხარეს აქვს ფანჯარა დაკეტილ მდგომარეობაში. საძინე-ბელში არეულია ლოგინი და თეთრეული გადმოყრილია იატაკზე, ღიაა საძინებელში კედელთან მდგარი ხის კარადის კარი, რომლიდანაც გამოღებულია უჯრა და აგდია ია-ტაკზე დაყრილ თეთრეულზე. უჯრაში და თეთრეულზე დაყრილია სამზარეულოს დანე-ბი, ჩანგლები და შამფურები. ბინაში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ არის საძინებელი ოთახი, რომლიდანაც არის მომდევნო საძინებელ ოთახში გასასვლელი, საიდანაც არის აივანზე გასასვლელი, რომელიც მიმართულია ქუჩის მხარეს ბინაში შემოსასვლელიდან საძინებლის შემდგომ ხელმარცხნივ არის სამზარეულო ოთახი ორად გაყოფილი, სამზა-რეულო ოთახიდანაც არის ეზოს მხარეს გასასვლელი აივანზე. სამზარეულო ოთახშიც აღინიშნება არეულობის კვალი, ღიაა კარადების კარები, არეულია დივანი, იატაკზე დაყ-რილია სხვადასხვა ნივთები. სამზარეულო ოთახში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ კედელთან მდგარ მაგიდაზე ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი. შემთხვევის ადგილი დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ კვლების ამოღება ვერ მოხერხდა, ვერ იქნა აღმოჩენილი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელი კარების შიგა საკეტების გულები ორი ცალი და ერთი გასაღები. სამზარეულოში აღმოჩე-ნილი ორი წყვილი ხელთათმანი. ამოღებული ნივთბი დაილუქა ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ პაკეტებში.

(ს. ფ. 42 -54)

საქმეში არსებული 2017 წლის 6 ივლისის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუ-მის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის კ--- გ--------ის მიერ, მ----- ს---–-------ის (ბრალდებულ მ----- ს---–-------ის და), ა-----– ა---–---ის (ექსპერტი), ო---- კ---------ის (ექსპერტი), ი-----–- ზ-------ის (უბნის ინსპექტორ-გამომ-ძიებელი) და გ------ ა--–--ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) მონაწილეობით ჩატარე-ბული იქნა ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელ სახლში, თავის დასთან მ------ ს---–-------ესთან, მდებარე ქ.ბ------–----------–-–---–----------------ში ჩხრეკა. ბინის ჩხრეკა დაიწყო 2017 წლის 06 ივლისს 07:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისს 08:28 საათზე. ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა დღისით, ბუნებივი და ხელოვნური განათე-ბის წყაროზე, ნალექიან ამინდში, დახურულ შენობაში, ნორმალურ სამუშაო გარემოში. მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი ბინა მდებრეობს ქ.ბ------–----------–-–---–----------------ში, იტალიური ტიპის ეზოში მეორე სართულზე. ბინა თანმიმდევრობით იქნა გაჩ-ხრეკილი. შესასვლელიდან ხელმარცხნივ შედიან მ----- ს---–-------ის დისშვილის გ-------- ჩ--------–-–---–ის ოთახში, დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც კუთხეში არსე-ბულ საკეც მაგიდაზე არსებული თეფშიდან ამოღებული იქნა ოქროსფერი ძეწკვი ხვეუ-ლი, ოვალური ფორმის კაუჭიანი საკეტით, ოქროსფერი ბეჭედი ზედა ნაწილში სადა და მოპირკეთებული ზოლებით, ვერცხლისფერი ბეჭედი შავი დიდი თვალით და ირგვლივ ჩასმული პატარა ზომის თეთრი თვლებით. საწოლის გვერდით მაგიდიდან ამოღებული იქნა სვოჩის ფირმის ვერცხლისფერი საათი, რეზინის სამაჯურით. ამოღებული სამკაულე-ბი და საათი დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნული ოთახის მოპირ-დაპირედ გაჩხრეკილი იქნა სააბაზანო და საკუჭნაო ოთახები, რა დროსაც გამოძიე-ბისათვის მნიშვნელოვანი ნივთები არ იქნა ამოღებული. კოლიდორის გავლით შედიან სამზარეულო ოთახში, სადაც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი სამზარეულოში განთავსე-ბული კარადები, რა დროსაც რაიმე არ იქნა ამოღებული. სამზარეულოდან გადიან მისა-ღებ ოთახში, რომელიც ასევე დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც რაიმე მნიშვნე-ლოვანი არ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. მისაღები ოთახიდან გადიან მ----- ს---–--------ის საძინებელ ოთახში. დეტალურად იქნა გაჩხრეკილი აღნიშნული ოთახი, რა დრო-საც შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ მოგრძო კომოდის მარჯვენა მხარეს არსებული განყოფილების ზედა თაროზე არსებულ გამჭვირვალე პლასტმასის ყუთში მოთავსებული ყვითელი ქისიდან ამოღებული იქნა ოქროსფერი ძეწკვი ოქროსფერი ღუ-ზის გამოსახულებიანი კულონით, ოქროსფერი საათი „მიცჰაულ კორსის“ ფირმის თავისი-ვე ოქროსფერი სამაჯურით, მოვერცხლისფრო პატარა ზომის საათი ფოთლისმაგვარი ნაწილებისგან შემდგარი სამაჯურით, პატარა ზომის უსამაჯურო საათი ოქროსფერი უკანა მხარეს ციფრებით 826814, მომწვანო ფერის ბეჭედი ლურჯი დიდი ზომის თვლით, რომ-ლის გარშემო ჩასმულია პატარა თეთრი თვლები, ვერცხლისფერი ბეჭედი მართკუთხა ფორმის ლურჯი თვლით, ვერცხლისფერი ბეჭედი ერთი დიდი და ირგვლივ პატარა ზო-მის ბრჭყვიალა თვლებით, ოქროსფერი ბეჭედი ზედა ნაწილში სამი ცალი ბრჭყვიალა თვლით, ოქროსფერი ბეჭედი ზემოდან ჩახრახნილი ბრჭყვიალა თვლით წარწერით „BVLGARI“. ერთი წყვილი საყურე გაწყობილი სხვადასხვა ფერის ფოთლების გამოსახუ-ლებით, ორი ცალი ვერცხლისფერი და ოქროსფერი კულონი ღვთისმშობლის გამოსახუ-ლებით, ოქროსფერი ერთი წყვილი საყურე, ბოლო ნაწილში წითელი თვლებით, მოყა-ვისფრო ფერის ბროლის მსგავსი კულონი, წვრილი ოქროს ძეწკვის ნაწილი, პლასტმასის ჯვარი რელიეფური გამოსახულებით, გულის ფორმის ოქროსფერი კულონი წითელი თვლით, სამი ცალი წვრილი ოქროსფერი ჯვარი. ამოღებული ქისა და მასში მოთავსე-ბული ზემოთ ჩამოთვლილი ოქროს სამკაულები და საათები მოთავსებული იქნა სპეცია-ლურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნული საძინებელი ოთახიდან გადიან მ----- ს---–--------ის საძინებელ ოთახში, რომელიც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც საწერი მაგიდის შუა უჯრიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2 ცალი 2 დოლარიანი (A---------, B---------) ერთი ცალი ერთ დოლარიანი (F---------), ვერცხლისფერი ოთკუთხა ფორმის „სეიკოსის“ ფირმის საათი, ციფრული ფოტოაპარატი „OLYMPOUS“-ის ფირმის. ამოღებული ნივთები, ფული, საათი და ფოტოაპარატი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნულ ოთახში ხელმარჯვნივ კედელთან განთავსებული კა-რადის მარცხენა განყოფილებაში ზემოდან მეორე თაროზე ტანსაცმლებს შორის აღმოჩე-ნილი და ამოღებული იქნა შემდეგი ნივთები: „სვოჩის“ ფირმის ვერცხლისფერი საათი ამავე ფერის სამაჯურით, შავი ფერის საათი „Polaroid“-ის ფირმის მართკუთხა ეკრანიანი ფორმის, მერსედესის მარკის ავტომანქანის გასაღები, რომელსაც გამობმული აქვს წითე-ლი ფერის დანა და მერსედესის ვერცხლისფერი ემბლემა, რგოლის ოქროსფერი ბეჭედი ბრტყელი ფორმის წარწერით „ITALY“ შიგნითა მხარეს, ოქროსფერი ბეჭედი წითელი, ლურჯი და თეთრი ფერის თვლებით, ვერცხლისფერი ძეწკვი დელფინის გამოსახულების კულონით, რომელზეც თვლებია დამაგრებული, ვერცხლისფერი ძეწკვი ამავე ფერის ყვა-ვილის ფორმის კულონით, ე.წ. ოქროსფერი ბრელოკი. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყველა ნივთი წარედ-გინა ჩხრეკის მონაწილეებს, რის შემდეგაც დაილუქა. ჩხრეკის დროს წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ ციფრული ფოტოაპარატი „ნიკონით“. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაი-ლუქა ოთხ პაკეტად ნივთმტკიცებებისთვის განკუთნილ პაკეტში ლუქებით: 1)F--------, 2) F--------, 3) F--------, 4) 5-----.

(ს. ფ. 69-87)

საქმეში არსებული, 2017 წლის 26 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ 1) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის „MZ CZECHOS-LOVAKIA“’ არაკომპლექტური ნაკრების (39 ერთეული) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქ-ტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 368 (სამას სამოცდარვა) ლარს;

2) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის „MZ CZECHOSLOVAKIA“ არაკომ-პლექტური ნაკრების (20 ერთეული) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური- ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 280 (ორასოთხმოცი) ლარს;

3) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის „MZ CZECHOSLOVAKIA“ არაკომ-პლექტური ნაკრებების საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეო-ბის გათვალისწინებით შეადგენს - 648 (ექვსას ორმოცდარვა) ლარს.

(ს. ფ. 304-314);

საქმეში არსებული, 2017 წლის 19 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----- დას-კვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე კარის საკეტის გულას გარე ზედაპირზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება და ორივე საკეტის გულა გახსნილია მორგე-ბული გასაღებით.

(ს. ფ. 318-321)

2017 წლის 31 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დეტალი არის სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყო დანა-სკალპელი და ის არ წარმოადგენს ე.წ. „ატმიჩკას“.

(ს. ფ. 327-330)

მსჯავრდებულმა მ----- ს---–-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვი-სას განაცხადა, რომ ხსენებული ბინის ქურდობა სპონტანურად მოხდა, წინასწარ დაგეგ-მილი არ ჰქონია; საღამოს საათები იყო, როცა ჩაიარა ს----–--ის ქუჩაზე, თვალში მოხვდა მეოთხე სართულის ჩაბნელებული ფანჯარა; ავიდა მეოთხე სართულზე ჩაბნელებული იყო და სანთებელათი გაიკვლია გზა; კარის სახელურზე არსებული მტვერით მიხვდა, რომ ბინაში ბოლო პერიოდში არ იმყოფებოდა ვინმე; გააღო მისი კუთვნილი მორგებული გასაღებით, შიგნიდან ჩაკეტა კარები, რამდენიმე ოთახიანი იყო ბინა, ბინაში ნახა პატარა ზომის შავი ხელთათმანი და იმის გამოყენებით მოქმედებდა, რომ არ ენახა წინდას გამო-იყენებდა; ბინაში ღირებული ვერაფერი ვერ ნახა, წასაღებად გაამზადა სადილის სერ-ვიზი, დაახლოებით ორი საათი დაჰყო ბინაში; ტელეფონი არ ჰქონდა, მარტო ამ ნივთებს ვერ წაიღებდა და წამოვიდა; სახლიდან დაუკავშირდა დ----- ხ--–--–---–ს, რომ მასთან მისულიყო სწრაფად, მას ყავდა მოპედი; მართლაც მოვიდა და ეზოში დახვდა, წავიდნენ იმ სახლისკენ სადაც ნივთები დატოვა. დ----- ხ--–--–---–ს უთხრა, რომ ნივთები ჰქონ-და წამოსაღები, მისი ვალი ჰქონდათ, თანხა ვერ დაუბრუნეს და მის ნაცვლად ნივთები გადასცეს და უნდა დახმარებოდა წამოღებაში; მოპედით გაემართნენ, შორიახლოს გააჩე-რებინა, ეზოში არ სურდა გაჩერება; არც უნდოდა მიყოლოდა ბინამდე, რადგან მიხვ-დებოდა; შევიდა ბინაში და სამი პარკიდან ამოიღო ყველზე მოზრდილი პარკი, ჩაირბინა მის შესახვედრად, გადასცა ეს პარკი, უთხრა, რომ დალოდებოდა და 15 -20 წუთში თვი-თონაც ჩავიდოდა, როცა გამოვიდა გარეთ ქვევიდან საუბრის ხმა გაიგონა, იყო მოძრაობა, კარის გაღება, დაკეტვა; რამოდენიმე კაცი სირბილით წამოვიდა ზევით, მიხვდა რომ მას ეძებდნენ, ყველა კარზე აკაკუნებდნენ, მათ არავინ ხმას არ ცემდა; ერთი პოლიციელი და-ჟინებით ითხოვდა, რომ ზედა სართულიდან ჩამოსულიყო აივნიდან, რისი უფლებაც არ მისცეს; ცდილობდნენ კარის გაღებას, სამზარეულოს გვერდით ოთახში ნახა გასაღები, აღმოჩნდა ქვედა საკეტის, წყნარად დაკეტა და თავისი გასაღები ჯიბეში ჩაიდო; დაჯდა შუა ოთახში, აქ ასე გაატარეს სამ საათზე მეტი, შემდეგ კარის შემტვრევაზე საუბრობდნენ, გასაღები თავიდან მოიშორა, წყალს გაატანა; აივნიდან გადაიხედა, ხელმძღვანელობიდან ერთერთმა დაუძახა, რომ გაეღო კარები და იცოდნენ ვინ იყო; ისიც დაემორჩილა, და გაა-ღო კარები; პოლიციელებმა უთხრეს რომ ს----–--ის ქუჩიდან მოსდევდნენ და სურათებიც აჩვენეს, იქ ჩანდა, რომ მარტო გადაადგილდებოდა; დ----- ხ--–--–---–ს რომ დაშორდა, რაღაც წუთებში დააკავეს ის, როცა დ-----ი ქვევით წავიდა, თვითონ ბინაში შებრუნდა; დ-----ს, რომ შეხვდა იყო თორმეტის თხუთმეტი წუთი; დ-----ის იქ ყოფნა მისი ბრალით მოხდა, ქურდობა ჩაიდინა თვითონ, დ-----ი მხოლოდ ნივთების წამოსაღებად წაიყვანა იქ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა დ----- ხ--–--–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკით-ხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას დანა-შაული არ ჩაუდენია; ის პოლიციელებმა დააკავეს პირველსა და მეორე სართულს შუა, შემდეგ თვითონ აიყვანეს სადარბაზოში მეოთხე სართულზე და თითქოს იქ დააკავეს; იქ მეზობლად მცხოვრებმა პირებმაც დაინახეს მისი დაკავება სად მოხდა, თუმცა მან ვერ მოახერხა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა; ასევე ფაქტიურად დაკავება მოხდა გაცილებით გვიან, ვიდრე დაფიქსირებულია;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, მოისმინა პრო-ცესის მონაწილეთა და სააპელაციო საჩივრების მოტივირებები და მოთხოვნები, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს დ----- ხ---–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის ჩვენებები კატეგორიულად განსხვავდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში აღწერილი და და-კავების ოქმებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან.

კერძოდ საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა: კ------- კ-------იძემ, გ------- ა----–--ემ, ნ------- ბ-----ემ, დ----- გ------მ, მ-------- კ----ემ, ზ------ ა----–--ემ, გ--–----- გ-----–---–მა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებმა დაინახეს, თუ როგორ გამოდიოდა ბინიდან დ----- ხ--–--–---–ი პარკით ხელში და მას უკან მოჰ-ყვებოდა მ----- ს---–-------ე. დ----- ხ--–--–---–ი დაიბნა და ვეღარ მოახერხა ბინაში უკან დაბრუნება, ხოლო მ----- ს---–-------ე კი შეტრიალდა და კარი შიგნიდან დაკეტა.

საქმეში არსებული დაკავების ოქმით დასტურდება, რომ დ----- ხ--–--–---–ის დაკავება განხორციელდა ქ.ბ------–--------–---------------------ის შესასვლელი კარის წინ.

სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს საქმეზე დაკითხუ-ლი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში და 2017 წლის 6 ივლისს შედგენილ დ----- ხ--–--–---–ის დაკავების ოქმის სისწორეში.

აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თავად დ----- ხ---–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის ჩვენებები არ არის ურთიერთთანხვედრილი და გან-სხვავდება ერთმანეთისაგანაც: მ----- ს---–-------ე თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დ------ ხ--–--–---–ს ბინის შორიახლოს გააჩერებინა მოპედი და არ უნდოდა ბინაში შეეყ-ვანა, რათა არ მიმხვდარიყო სინამდვილეში რა ხდებოდა. ავიდა ზემოთ, ბინაში, სამი პარკიდან ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი პარკი ჩამოიტანა და გადასცა ხ--–--–---–ს. უთხრა 15 წუთი დალოდებოდა და თვითონაც ჩავიდოდა.

დ----- ხ--–--–---–ი კი განმარტავს, რომ მ----- ს---–-------ემ პარკი გადასცა მეორე და მესამე სართულებს შორის და როდესაც დაბლა ჩადიოდა, მაშინ დააკავეს პოლიცის თა-ნამშრომლებმა.

ამდენად, დაცვის მხარის ის ვერსია, რომ დ----- ხ--–--–---–ს ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია და პოლიციის თანამშრომლებს არ დაუნახავთ, თუ როგორ გამოდიოდა მ.ს---–-------ესთან ერთად დაზარალებულის ბინიდან არ დასტურდება საქმეში არსებუ-ლი მტკიცებულებებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელე-ბაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ის ფაქ-ტი, რომ მ----- ს---–-------ე და დ----- ხ--–--–---–ი ერთად იმყოფებოდნენ დაზარალე-ბულ ვ-–--------ს ბინაში, 2017 წლის 6 ივლისს, შუაღამისას და ცდილობდნენ დაეუფ-ლებოდნენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, მიუთითებს მათ წინასწარ შეთანხმებაზე, რადგან სხვაგვარად აღნიშნულ ბინაში, ერთდროულად, ორივე ერთად ვერ აღმოჩნდე-ბოდნენ.

ამდენად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულების დ----- ხ--–--–---–ი-სა და მ----- ს---–-------ის ქმედებებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალი-ფიკაცია, შესაბამისად: დ----- ხ--–--–---–ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ----- ს---–-------ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივ-რის მოთხოვნას დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიმართ სასჯელების გამ-კაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ მიმართ სასჯელების დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაუ-ლის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლ-საწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნა-შავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა მსჯავრდებულების ნასამართლობები და დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმ-ძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით თი-თოეულს ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების ნა-წილში მსჯავრდებულთათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდანედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დ----- ხ---–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

დ----- ხ--–--–---–ისა და მ----- ს---–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქ-მეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი:

დ----- ხ--–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწი-ლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული პირო-ბითი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწი-ლი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, დ----- ხ--–--–----–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმ-რობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტა-ნის დღიდან – 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

მ----- ს---–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გი-რაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მ----- ს---–-------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს „ს----------–--------ის“ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით 2018 წლის 20 აპ-რილს შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №-----, დასტურის №--------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრო-ბაში ყოფნის დრო – 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02 აპრილის ჩათვლით და სას-ჯელის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბრალდებულების დ----- ხ--–--–---–ის და მ----- ს---–-------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამო-ღებული 2 ცალი სანთებელა, 2 ცალი გასაღები, პატარა კოვზი, რომელიც ინახება ქ.ბათუ-მის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთ-რეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამო-ღებული დანის მაგვარი საგანი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგელი წესით, საქმეზე სა-ბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამო-ღებული 20 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის პირადი ჩხრეკისას ამო-ღებული 37 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, 2 ცალი ქვაბი და 2 ცალი სამარილე, რომე-ლიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, და-უბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცა-ლი საკეტის გულა და გასაღები, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგელი წესით, საქმეზე სა-ბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 წყვილი ხელთათმანი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგელი წესით, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათების დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „OLYMPUS“-ის ფირმის ფოტოაპარატი, მამაკაცის ვერცხლისფერი საათი, 2 ცალი ორ აშშ დოლარიანი და 1 ცალი ერთი აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნ-დეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის „POLAROID“-ის ფირმის მაჯის საათი, ვერცხლისფერი ქალის მაჯის საათი, მამაკაცის რგოლის ბეჭედი, მესედესის ფირმის ავტომობილის გასა-ღები მასზე არსებული წითელი ფერის საკეცი პატარა დანით, ვერცხლის ყელსაბამის ყვა-ვილის ფორმის ვერცხლის კულონით, ვერცხლისფერი ყელსაბამი დელფინის გამოსახუ-ლებიანი კულონით, გასაღების ე.წ. ბრელოკი წარწერით „ლუჩშაია მამაჩკა“, ქალის ფერად თვლებიანი ბეჭედი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 5 ცალი სხვადასხვა ფორმის ბეჭედი, 2 ცალი ოქროსფერი საათი, 2 ცალი ოქროსფერი საათი გულის ფორმის და ხატის გამოსახულებიანი კულონებით, საა-თის ციფერბლატი სახელურების გარეშე, ჯვარი, საყურეები, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულ მ----- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „SWOCHI“-ის შავი ფერის საათი, ოქროსფერი ყელსაბამი, ოქროს-ფერი გრეხილი რგოლის ბეჭედი, ვერცხლისფერი ქალის ბეჭედი, რომელიც ინახება ქ.ბა-თუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესა-კუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili