განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
820100119002793950
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-277-2019 წელი

№820100119002793950

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – გ---- შ-----ის,მსჯავრდებულის – გ---- ს---------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა გ---- ს---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ---- ს---------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწიგნებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–--------––-----–---------ში, მსჯავრდე-ბულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ-ლის მეხუთე ნაწილით, 128-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს ავტომანქანის მართვის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

გ---- ს---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

– დაუხმარებლად იმის მიტოვებისათვის, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტო-ვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ--–----------------–----–-----------------–-----–-------–ში, გ---- ს---------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C---------ს მართვა, და-არღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის, მე-2 პუნქტის მო-თხოვნები და შეეჯახა მის წინ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს თანმხვედრი მი-მართულებით ქვეითად მოძრავ ც-–---- ს--------ეს, ნ--- ს---------ეს და დ----- გ--–--ეს, რის გამოც გარდაიცვალა ც-–---- ს--------ე.

2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ--–----------------–----–-----------------–-----–-------–ში, გ---- ს---------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C---------ს მართვა და შეეჯახა მის წინ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითად მოსიარულეებს ც-–---- ს--------ეს, ნ--- ს---------ეს და დ----- გ--–--ეს. შეჯახების შემდეგ გ---- ს---------ეს არ შეუთავაზებია დახმარება დაშავებულებისათვის, არ გამოუძახებია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, განაგრძო სვლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ც-–---- ს--------ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---- ს---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- შ-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- ს---------ის მიმართ შეფარ-დებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ სასამართლომ გ---- ს---------ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და ეკონომიკური პირობები, დაზარალე-ბულის უფლებამონაცვლესთან და მის ოჯახთან შერიგება. მათ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და საჩივარი არ გააჩნიათ და თანახმა არიან მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. გ. ს---------ე არ არის წარსულში ნასამარ-თლევი, მან მართალია ჩაიდინა გაუფრთხილებელი, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და დანაშაულის შემდგომ ემოციური ფონის გათვალისწინებით განერიდა შემთხვევის ადგილს, თუმცა დაკავების შემდგომ აქტიურად შეუწყო ხელი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მან როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერი-მენტში.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ---- ს---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ---- შ-----ეს, რომლებიც ითხოვენ გ---- ს---------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.

– პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, და-საბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ---- ს---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 128-ე მუხლით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---- ს---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ---- ს---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ---- ს---------ისათვის სასჯელის დანიშვნისას გა-ითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალის-წინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმე-დებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა-შავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღ-დგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია;

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გ---- ს---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი გ---- ს---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლო-ბის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ---- ს---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ---- ს---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 128-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ---- ს---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება, რომლის მოქმე-დების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

გ---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.

გ---- ს---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2018 წლის 20 ნოემბრიდან.

ნივთმტკიცება – ავტომანქანა მერსედესი, ავტომანქანის ნაწილები, სარეგისტრაციო მოწ-მობა, მართვის მოწმობა, ჯინსის შარვალი, ავტომანქანის სავარძლის შალითა, გვამის დათ-ვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები და კბილის პროთეზის ფრაგმენტები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili