განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
330210018002682501
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002682501

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

საქმე №2ბ/1021-19 22 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – ს----------–----–-------------ო

წარმომადგენელი - ბ--- დ-------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – სს ს------------- კ-------ა „ა-–---“

წარმომადგენელი - ა-–---------ე ბ-------ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. სს ს------------- კ-------ა „ა-–---სათვის“ ს----------–----–------ ს-------------------ოს სასარგებლოდ 3135 ლარის გადახდის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2------–-–----------------- ს----------–------–-----ნ ს---------------------ოს და სს „ს------------- კ-------ა ა-–---ს“ შორის გაფორმდა ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების ობიექტია დანართი #---თ განსაზღვრული შ------ ს-------------------ოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების და დანართი #-------------------------- პირობების შესაბამისად.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემდეგი რეკვიზიტებით: „შ------ ო------ა“ სახ. ნომრით V------ დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება; დანართები (ს.ფ 20-34)

- დაზღვეული ავტომობილების ჩამონათვალი (ს.ფ 35-47)

 

3.2. ს----------–----–------ ს-------------------ოს ს----------–-------–-–--------------------- ი--------- მთავარი სამმართველოს 2----–-–---------------–-ს წერილიდან ირკვევა, რომ სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართელოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2----–-–---------------ს დაახლოებით 2---- საათზე ქ---------–---–-------ს საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ--------–----ე, მის მიერ მართული „ბ--“-ს მოდელის, სახ. ნომრით R------ ავტომობილით ქ--------ს მიმართულებით მოძრაობისას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ, ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ნ--- კ-----–--–---–-ს მართულ „შ------ ო------ას“ მოდელის სახ. ნორმით V------ ავტომობილს, რომელმაც საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკურ, ავტოტრასოლოგიური ე------------- დასკვნის მიხედვით, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს ავტომობილის ქ--------ს მიმართულებით მობრუნების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----------–--- შ-- ს----------–-------–-–--------------------- ი--------- მთავარი სამმართველოს წერილი (ს.ფ 52)

 

3.3. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2----–-–---------------ს, ხოლო ს------------- კ-------ას შეტყობინება მიეწოდა 2 დღის დაგვიანებით, 2----–-–---------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.4. ს----------–----–------ ს-------------------ოს ს----------------------–----------------------------ს 2----–-–---------------ს ე------------- დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის „--------------- სახ. ნომრით V------ აღდგენა შესაძლებელია, ხოლო მასზე მიყენებული ზიანის საორინეტაციო ღირებულება შეადგენს 3135 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ე------------- დასკვნა (ს.ფ 48-51)

 

3.5. 2-----–-–--------------ს #2--- წერილით, ს----------–--- შ------ ს-------------------ოს უარი ეთქვა ს------------- თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ეცნობა 2 დღის დაგვიანებით, რითაც დაირღვა ხელშეკრულების დანართი N---- პირველი პუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ს------------- კ-------ა ა-–---ს 2----–-–------------- #2--- წერილი (ს.ფ 53) 3.2.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის ს------------- პირობებით.

 

3.6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის ს------------- პირობებით.

 

ამავე ხელშეკრულების დანართი #--ის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება ს------------- კ-------ის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს შესაბამის ნომერზე. როგორც სასამართლომ დაადგინა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2----–-–---------------ს, ხოლო ს------------- კ-------ას შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა 2----–-–---------------ს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე ხელშეკრულების დანართი #--ის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევი კ-------ას წარუდგენს შემდეგ საბუთებს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემას, მძღოლების ახსნა-განმარტებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან პატაკს, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმს, საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლს, რომელიმე ზემოთხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ს------------- შემთხვევის შემდგომ, 2----–-–----------------–ს ზიანის ანაზღაურების შესახებ წარმოდგენილი აქვს მხოლოდ განაცხადი, რომელსაც ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები თანდართული არ აქვს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ არ იმოქმედა ხელშეკრულების დანართი #--ში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, არ აცნობა მზღვეველს ზიანის არსებობის შესახებ იმავე დღეს, არ წარუდგინა დამზღვევ კ-------ას ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია ხელშეკრულების 6.1 პუნქტს, რომლის თანახმად შემსყიდველის მიერ მომსახურების გაწევის, ვადების, ხარისხისა და მოცულობის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება პერიოდულად, როგორც მომსახურების გაწევის დროს, ისე ამ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მომსახურების გაწევა წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. (6.6. პუნქტი) ხოლო 6.7 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით, მომსახურების მიღებასთან ერთად დასტურდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებაც.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები ს------------- პერიოდში პერიოდულად აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს. 2----–-–----------------- მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ს----------–--- შ------ ს----------------------ს გაუწია ა--------------- დაზღვევის მომსახურება 2----–-–--------------------- 3------------ს ჩათვლით, 2----–-–------------- გაფორმებული #2-- ხელშეკრულების პირობების ზუსტი დაცვით. აღნიშნული ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა ხელმოწერით.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო გარემოება, რომ წინამდებარე აქტი შედგენილია ს------------- შემთხვევის შემდეგ, თუმცა შემსყიდველ მხარეს რაიმე სახის პრეტენზია წინამდებარე შემთხვევასთან მიმართებაში არ დაუფიქსირებია. მეტიც, მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულება შესრულებული აქვს ხელშეკრულების პირობების ზუსტი დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება; დანართები (ს.ფ 20-34)

- განაცხადი ს------------- შემთხვევის შესახებ (ს.ფ 73-74)

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 69-72)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.7. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2----–-–------------- გაფორმებული ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და დანართი #------------------------ით გათვალისწინებული ს------------- პირობები.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლომ შენიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს ს------------- რისკი და სხვა მნიშვნელოვანი პირებები.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ს------------- შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ ს------------- რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, ს------------- შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა გამოირკვეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული საგამონაკლისო პირობები. რამდენადაც საგამონაკლისო პირობების არსებობა გამორიცხავს ს------------- შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ს------------- შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია ს------------- შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია ს------------- შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

 

მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------ის დ---------------––-------–---ს საფუძველზე, როგორც მზღვეველს ასევე დამზღვევს წარმოეშვათ გარკვეული უფლება- მოვალეობები. კერძოდ, ორივე მხარე ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. ხელშეკრულების დანართი #--ის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება ს------------- კ-------ის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს შესაბამის ნომერზე; ამავე დანართის მესამე ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევი კ-------ას წარუდგენს მთელ რიგ საბუთებს.

 

დასახელებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის ს------------- პირობებით.

 

როგორც სასამართლომ დაადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ს------------- შემთხვევა დადგა 2-----–-–-----------------ს და შეტყობინება ს------------- კ-------ამ მიიღო 2----–-–---------------ს. ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ არ იმოქმედა ხელშეკრულების დანართი #--ში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, არ აცნობა მზღვეველს ზიანის არსებობის შესახებ იმავე დღეს და ს------------- კ-------ას არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები შებოჭილნი არიან სახელშეკრულებო ვალდებულებით და შეთანხმებული გარიგების პირობების დაცვა მხარეთა უპირველესი მოვალეობაა. ს------------- ხელშეკრულების დანართი #--ის მე-2 ნაწილი შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან. ესენია: ს------------- შემთხვევა მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების დროს; უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების დანართი #--ის მე-3 ნაწილში გათვალისწინებული მტკიცებულებების წარმოდგენა ემსახურება სწორედ დაზღვევის ხელშეკრულებით და დანართლი #--ით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების გამორიცხვას, რაც ს------------- ანაზღაურების აუცილებელი პირობაა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----------–----–------ ს-------------------ოს მიერ სახელშეკრულებო პირობები, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის ნაწილში აშკარად დარღვეულია, რაც ს------------- ანაზღაურებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას არასწორად დაუდო საფუძვლად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ს------------- კ-------ას ფაქტის შესახებ ორი დღის დაგვიანებით აცნობა. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ შ-- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ავტო-საგზაო შემთხვევის დღესვე (2----–-–---------------ს) დაიწყო, რა დროსაც განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ა--------------- ფოტოფიქსაცია, მათი დალუქვა და შესაბამის დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა.

 

5.2. როგორც მოპასუხე მხარემ განმარტა, დაუყოვნებელი შეტყობინების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ს------------- კ-------ის წარმომადგენელთა შემთხვევის ადგილზე გასვლა და შემთხვევის ადგილის ფოტოფიქსაცია, რათა თავიდან აცილებულიყო რაიმე სახის ხელოვნური მანიპულაცია. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და შესაბამისი უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის შემოწმება და სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, გამორიცხავს სუბიექტურად განწყობილი პირების შემხებლობას შემთხვევის ადგილთან. აქედან გამომდინარე, ს------------- კ-------ისათვის ორი დღის დაგვიანებით შეტყობინებით არ დარღვეულა მოპასუხის ინტერესები და მითითებული გარემოება არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

 

9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.3, 3.2.1.-3.2.3. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.6. პუნქტები), შესაბამისად, მათ როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

 

11. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2----–-–------------- გაფორმებული ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი #------------------------ით გათვალისწინებული ს------------- პირობები.

 

12. ხელშეკრულების #- დანართის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი ს------------- კ-------ის საინფორმაციო სამსახურს უკავშირდება 24 საათიან ვადაში.

 

13. ამავე დანართის მესამე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევმა კ-------ას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლების ახსნა-განმარტება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი. რომელიმე ზემოთხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებულია შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზი.

 

14. ს------------- ხელშეკრულების #- დანართის მე-2 ნაწილი შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან. ესენია: ს------------- შემთხვევა მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს; უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას.

 

15. ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის ს------------- პირობებით.

 

16. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

17. სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ს------------- შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია ს------------- შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია ს------------- შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

 

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამზღვევმა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ს------------- კ-------ას შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ - 2----–-–---------------ს მიაწოდა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24 საათიან ვადაში შეტყობინების შესახებ ვალდებულება. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ს------------- შემთხვევის შემდგომ, ს------------- კ-------ისათვის წარმოდგენილი აქვს მხოლოდ 2----–-–---------------–-თ დათარიღებული ზიანის ანაზღაურების შესახებ განაცხადი, რომელსაც არ ერთვის ხელშეკრულების #- დანართში მითითებული სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლების ახსნა-განმარტება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი).

 

19. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების მე-5 დანართის მე-3 ნაწილში გათვალისწინებული მტკიცებულებების წარმოდგენა დაზღვევის ხელშეკრულებით და მისი მე-4 დანართით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების გამორიცხვის მიზანს ემსახურება და იგი ს------------- თანხის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობაა.

 

20. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით პროცესს, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ, სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013).

 

21. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ შეტყობინების დაგვიანებასთან ერთად, აპელანტის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების #- დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, რომელიც აუცილებელი იყო ს------------- კ-------ის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული დოკუმენტაციის წარუდგენლობით მოსარჩელემ ს------------- კ-------ას წაართვა შესაძლებლობა, დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები როგორიცაა, ხომ არ იმყოფებოდა მძღოლი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ხომ არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით; ხომ არ მოხდა ავტოავარია იმ გარემოებებში, რომლის დროსაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ათავისუფლებდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან და ა.შ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული ფაქტობრივი ვითარება მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველს ქმნის, რა დროსაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან (ს------------- შემთხვევა მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს; უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას და ა.შ.). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ მიმართებით მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია, რადგან მოსარჩელის მიერ დაკმაყოფილებული არ არის სკ 799-ე მუხლის წინაპირობები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

23. აპელანტი გათავისუფლებულია ს----–-–---ო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–----–------ ს-------------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია ს----–-–---ო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე