განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100118002645281
საქმე №1ბ/210-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ-------------------
მსჯავრდებულის: დ-----------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ დ-----------–---–-- მიმართ, დაბადებული 1-----–-–--------------- პირადი N1----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–----------–----------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით, დ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -
5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ-----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31აგვისტოდან.
დ-----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე დ-----------–---–- იმყოფებოდა ქალაქ რ-------–----------------------–-----–-------------–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ნ--------–--- კუთვნილი ჭაღების მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზიის მენეჯერის, ნ--------–--- კუთვნილ 20 (ოცი) ლარად ღირებულ ლ------------- ფირმის საფულეს და მასში მოთავსებულ 1065 (ათას სამოცდახუთი) ლარს. დ-----------–---–-- ქმედებით ნ--------–--- მიადგა 1085 (ათას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ-----------–---–--- რომელმაც მოითხოვა დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ დ-----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნ--------–---, კ---------------------------------–---–--------------–---–--------------–-------–-–---–------------------–---–----------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ------------–---–----- ფულის ამოღების საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ დ-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მართალია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ დ-----------–---–- დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. დ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -
5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ-----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;
4. მსჯავრდებულ დ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31აგვისტოდან;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ-----------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;
6. ნივთმტკიცებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, დ-----------–---–--გან ამოღებული სუნის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფულადი თანხა 300(სამასი) ლარის ოდენობით (სამი ცალი ას-ლარიანი კუპიურა), კრემისფერი საფულე, ნ--------–--- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პსპ აფთიაქის ბარათი, ფარმადეპოს აფთიაქის ბარათი, ლიბერთი ბანკის ფულადი გზავნილის ქვითარი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით გადახდილი ქვითრები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით;
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი