განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2019
საქმის ნომერი
330310017001881827
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/690-19

N330310017001881827

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------------–--ე

წარმომადგენელი - ი-----–------–--–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ზ----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების თაობაზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოქალაქე ნ-----–----------------–---–მა, 2015 წლის 13 ოქტომბერს, №------ განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“ მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების მიზნით (ს.ფ. 10-11).

 

1.2.2. ს----------–-----------–---------–--–------------------ის 2015 წლის 10 დეკემბრის №-------- წერილით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს, მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა პაციენტ - ნ-----–----------------–---–ის მიმართ სამედიცინო დოკუმენტაციაზე (ტრავმატოლოგია, სტაციონარული შემთხვევა), რეცენზენტების მიერ მიწოდებული რეცენზია, რომელშიც მითითებულია, რომ მკურნალობის და გამოკვლევის ტაქტიკის მიმართ შენიშვნები არ გააჩნიათ, თუმცა შესაძლებელი იყო ტრავმის მექანიზმის გათვალისწინებით კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარების განხილვა (ს.ფ. 97-98).

 

1.2.3. ს----------–-----------–---------–--–------------------ის 2016 წლის 16 ივლისის №-------- წერილით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს, მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა პაციენტ - ნ-----–----------------–---–ის მიმართ რეცენზენტების მიერ მიწოდებული რეცენზია, რომელშიც მითითებულია შეფასების სამ საფეხურიანი სისტემა. კერძოდ, I. სადიაგნოზო ღონისძიებების შეფასება - დიაგნოზი ნაწილობრივ სწორად იქნა დასმული, დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევები არასრულია. კვლევების სრულად ჩატარება არსებითი იყო დიაგნოზის დასასმელად; II. სამკურნალო ღონისძიებების შეფასება - ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები ადექვატურია და შეესაბამება დასმულ დიაგნოზს; III. სამედიცინო დახმარების ეფექტურობის შეფასება - შედეგი მიღწეულია ნაწილობრივ. ავადმყოფს ჩივილები შეუმცირდა და გაეწერა ბინაზე. დასკვნის სახით მიეთითა: ავადმყოფის მდგომარეობა და სიმძიმე ადექვატურად არის შეფასებული, დაგეგმილი დიაგნოსტიკური ღონისძიებები ნაწილობრივ ადექვატურია, ვინაიდან იყო ავტოსაგზაო შემთხვევა (ვ---------------–---–-----), ავადმყოფს არანაირი ნევროლოგია გამოხატული არ ჰქონდა, რითაც ეჭვი იქნებოდა მიტანილი ს-----–---------------აზე. ასეთ შემთხვევაში, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენების საკითხი არ იქნებოდა დასმული. რეკომენდირებული იქნებოდა წ--–------–--------------------------–-----–--------------------------------------–--–-------------------------------------------–--------------–--------------------–-----–--–-------–ი) (ს.ფ. 94-96).

 

1.2.4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №------- წერილით, სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კომისიური წესით შესწავლილი იქნა პაციენტ - ნ-----–----------------–---–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი.

 

შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები და დარღვევა-ნაკლოვანებები: 1. „შესაძლებელი იყო ტრავმის მექანიზმის გათვალისწინებით კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარების განხილვა“ (რეცენზენტთა დასკვნიდან) (ექიმი ზ----------------–--ე); 2. დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევები არასრულია. კვლევების სრულად ჩატარება არსებითი იყო დიაგნოზის დასასმელად. რეკომენდირებული იქნებოდა წელის მ--–-----------------–-------------–--------------------------------------–--–-------------------------------------------–--------------–---------------------–-----–--–-------ში“ (რეცენზენტთა დასკვნიდან) (ექიმი ზ----------------–--ე).

 

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ის (სახ. სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე (ს.ფ. 99).

 

1.2.5. 2015 წლის 23 მარტს, 13:04 სთ-ზე პაციენტი - ნ-----–----------------–---–ი (დაბ. 0---------წ.) „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ (№-------) მიხედვით, სასწრაფო ჩვენებით მოთავსებული იქნა სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“, წინასწარი დიაგნოზით: „მ--–-–----------------–----------------–-----------------------–--------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------–-----------------–-------------–-------–--–---–---ა“. იმავე დღის. 13:20 სთ-ზე ზ----------------–--ის (სახ. სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) ჩანაწერით: „უ-------------–-------------------–-----------------------------------------------–-----–---------------–----------------------------–-–-----------------------------–-----------–----------------–---------------–-------------------------------------–-------------------------------------–--------------–------------–----------–----------------–-----–----–---------–--------–------------ს“.

 

№--------- „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ მიხედვით, 26.03.2015 წ. პაციენტმა მიმართა შპს „თ---–-----–--------–--------------------ს“. უჩიოდა ტკივილებს ხერხემლის არეში, პალპაციით ისინჯებოდა რბილი ქსოვილების ფლუქტუაცია. დ--------------------------–------–-------------–-----------–------------------–-------–----------------------------------------------------–---------------------–---------------------------------------–----------------–--–------–--------------------------------–-----------------------------–---------–---------------------–--------–-----------ა“. გაუკეთდა რბილი ქსოვილების პუნქცია, მიღებული იქნა დაახლოებით 400 მლ ჰემორაგიული სითხე, მიეცა რეკომენდაცია (აქტიური სამუშაოს შესრულებისგან თავის შეკავება) და გაუმჯობესებული მდგომარეობით გაწერილი იქნა ბინაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ის (სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე (ს.ფ. 40-41).

 

1.2.6. სააგენტოს მიერ შესწავლილი იქნა სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“ პაციენტ - ნ-----–----------------–---–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის საკითხი, რომლის შედეგად დაისვა სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ის (სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და საბჭომ დაადგინა, რომ სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ეს (სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) გამოცხადებოდა წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 47-48).

 

1.2.7. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის №-------- წერილით, სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ეს ეცნობა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომაზე განხილული იქნა საკითხი სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“ პაციენტ - ნ-----–----------------–---–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე და საბჭომ დაადგინა, რომ სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმ - ზ----------------–--ეს (სერტ. „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“) გამოცხადებოდა „წერილობითი გაფრთხილება“ (ს.ფ. 12).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

 

აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით. ამავე კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 74-ე მუხლის თანახმად, 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. 3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.

 

ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი გაფრთხილების ერთ-ერთი საფუძველია პაციენტის განცხადება ან საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა ასევე „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობას. საქართველოში სამედიცინო პროფესიული განვითარების პროცესს ხელმძღვანელობს საბჭო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) თავმჯდომარეობით.

 

აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, საბჭო, თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

 

1.3.4. სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

სასამართლოს განმარტებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოების არც ერთ ეტაპზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა განხილვაზე, მისთვის არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბჭო ვალდებულია განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე და ასევე გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა წარმოების პროცედურა.

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი, ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია დაინტერესებული პირისათვის მონაწილეობის უფლების მიცემის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების თაობაზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით განიხილოს საკითხი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა მოქალაქე ნ-----–----------------–---–ის 13.10.15წ. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, კერძოდ, სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“ მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა გამოკვლევების სრულყოფილად ჩატარებისა და დიაგნოზის სისწორის საკითხის შესწავლა. პაციენტ ნ-----–----------------–---–ის დიაგნოზის („მ--–-–----------------–----------------–-----------------------–--------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------–-----------------–-ა) შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) დამტკიცებული არ არის. შესწავლით დადგინდა შემდეგი: 23.03.15წ., 13:04 საათზე, პაციენტი ნ-----–----------------–---–ი, დაბ. 0---------წ., N------- „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ მიხედვით, სასწრაფო ჩვენებით მოთავსდა სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ში“, წინასწარი დიაგნოზით: მ--–-–----------------–----------------–-----------------------–--------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------–-----------------–-ა, იმუნიზაციის აუცილებლობა. 23.03.15წ. მენჯის ძვლების და გულმკერდის რენტგენოგრაფია: „მ--------------------------------–--–------–----–--–-----–---–------------–--–--–--–----------------–----------–----------------------------–---------–---------------–------------------–-----–---–------------–--–--–--–----------------–-----------------------------------------------–--------------------------------–------------------–------------------------------------–------–------------------------–-------------------------–--------------------------------------------–-------------–----------–--------------------------------–--–ი“ (ექიმი ნ-------------ი, სახ. სერტ. „რადიოლოგია“). 23.03.15წ. პლევრის ღრუს ექოსკოპია: „პ-–------–-------------–-------------------ს“ (ექიმი ზ-------------–-ა, სახ. სერტ. „რადიოლოგია“). 23.03.15წ., 13:04 საათზე, ექიმ ი------------ს (სახ. სერტ. „კრიტიკული მედიცინა“) ჩანაწერით: „პაციენტი შემოსვლისთანავე მოთავსდა საწოლზე, აყვანილია მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ. ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, დაეწყო სიმპტომური მკურნალობა. ჩაუტარდა ზოგადი ქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაციები, მუცლისა და პლევრის ღრუების ექოსკოპია, გულმკერდის და მენჯის ძვლების რენტგენოგრაფია. ტრავმული ცვლილებები არ ინახა. პაციენტს ჩაუტარდა ექსკორიაციების დამუშავება, ანტიტეტანური ვაქცინაცია.“ 23.03.15წ. 13:15 საათზე მ-----–-–--–--------ის (სახ. სერტ. „ზოგადი ქირურგია“) ჩანაწერით: „უ----------------–---------------------–-–----------------------------–----------------–--------–----------------–-----------------------------------–--------------------–--–-------–--------------–-------------–----–---------–ი. პერიტონეალური სიმპტომები უარყოფითი. 23.03.15წ. 13:20 საათზე, ზ----------------–--ის (სახ. სერტ. „ტრავმატოლოგია ორთოპედია“) ჩანაწერით: „უჩივის ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსარში. პაციენტის გადმოცემით, ტრავმა მიიღო 23.03.15წ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ა-----–---------------–-------------------------------------–-------------------------------------–--------------–------------–----------–------ო. სხვა ლოკალიზაციის ჩივილებს არ წარმოადგენს”. 23.03.15წ. 18:00 საათზე, მ-----–-–--–--------ის (სახ. სერტ. „ზოგადი ქირურგია“) ჩანაწერით: „მდგომარეობა გაუმჯობესდა, ჩივილებმა ზომიერად იკლო, მუცელი რბილი, მტკივნეული მარჯვენა გვერდის მიდამოში ზედაპირულად და ზომიერად, პერიტონეალური სიმპტომები უარყოფითი, ამ ეტაპზე, მწვავე ქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნება”. 23.03.15წ. 18:15 საათზე, ექიმ ი------------ს ჩანაწერით: „დინამიკაში ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩივილების ინტენსივობამ იკლო. ჰემოდინამიკა სტაბილური, მუცელი რბილი, შარდვა თავისუფალი, ნებითი, გამჭვირვალე, ჩალისფერი. პაციენტს მიეცა რეკომენდაციები, გაეწერა ბინაზე.“ ექიმ ი------------ს წერილობითი განმარტებით: „კლინიკაში ყოფნისას პაციენტს არ აღენიშნებოდა ჩივილები, რომელიც გახდებოდა საფუძველი დამატებითი კვლევებისა და კონსულტაციების ჩატარებისა.“ დაწესებულების მიერ მიწოდებული ფინანსური ცნობით, პაციენტ ნ-----–----------------–---–ის მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 328,59 ლარი, რაც მოთხოვნილია სადაზღვევო კომპანია „ა------------.“ N--------- „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ მიხედვით, 26.03.15წ. პაციენტმა მიმართა შპს „თ---–-----–--------–--------------------ს“. უჩიოდა ტკივილებს ხერხემლის არეში, პალპაციით ისინჯებოდა რბილი ქსოვილების ფლუქტუაცია. დიაგნოზის დასაზუსტებლად, პაციენტს დაენიშნა ხერხემლის სვეტის კტ კვლევა. 26.03.15წ. შპს „თ---–-----–--------–---------------------ს“ ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის მიხედვით, „მ--------–------------------–--–------------–-----------–------------–-------–----------------–----------–-------------–-------------------------------------------------–------------------–-------------------------------------------–-----------------------------------–-------–------–--------–------–------თ“ (ექიმი-რადიოლოგები: ნ. ხ-----------ე, ნ. ს----–---–ი). პაციენტს ასევე ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. შპს „თ---–------------------------–------ის“ 26.03.15წ. ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მრ-კვლევის დასკვნით: „არ------–------------–--------–---------------------------------------------------------------------------–----------------------–------------–-----–----------------------–--–-–--------------–---------------------------–----------–--–-----------------–---–--------------------------ა“ (ექიმი რადიოლოგები: ე. ლ----–---–ი, ნ. ს----–---–ი). დაუდგინდა დიაგნოზი: „გ---–----------------–--–------–--------------------------------–-----------------------------–---------–---------------------–--------–--------------------------------–---------–----------–-------------–------------–--------------–--------------–-------ე, მიეცა რეკომენდაცია (აქტიური სამუშაოს შესრულებისგან თავის შეკავება) და გაუმჯობესებული მდგომარეობით გაწერილ იქნა ბინაზე. პაციენტ ნ-----–----------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია ააიპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ის“ ექიმ-სპეციალისტთა მიერ. რეცენზენტთა (ტრავმატოლოგები: მ-----–------–-–------–-------------–---–ი) დასკვნით (N-----, 11.12.15წ.): „...გავეცანით რა მოწოდებულ დოკუმენტაციას, მკურნალობის და გამოკვლევის მიმართ შენიშვნები არ გაგვაჩნია, თუმცა შესაძლებელი იყო ტრავმის მექანიზმის გათვალისწინებით კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარების განხილვა... ერთადერთი შენიშვნა შეიძლება იყოს კურსუსებში და ფორმა NIV-100/ა-ში რეკომენდაციების უფრო დაწვრილებით ჩამოთვლა. რაც შეეხება რენტგენოგრამებს, საეჭვოა წელის II-III მალების განივი მორჩების მოტეხილობა მარჯვნივ.“ რეცენზენტთა 11.12.15წ. N----- დასკვნით (კრიტიკული მედიცინა: გ--------------–---–-------------------–---–ი) „სადიაგნოზო ღონისძიებების შეფასება: დიაგნოზი ნაწილობრივ სწორადაა დასმული, დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევები არასრულია. კვლევების სრულად ჩატარება არსებითი იყო დიაგნოზის დასასმელად... რეკომენდირებული იქნებოდა წელის მ--–-----------------–-------------–--------------------------------------–--–-------------------------------------------–--------------–---------------------–-----–--–-------ში“. რეცენზენტთა 20.01.17წ. N6190 დასკვნის მიხედვით (რადიოლოგები: ნ-------------------–------------–---------------------------ე), „შესწავლილ იქნა ნ-----–----------------–---–ის მენჯის ძვლების რენტგენოგრამა (წარმოებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრში) CD დისკზე. მენჯის ძვლებში ხილული პათოლოგიური ან ტრავმული ცვლილებები არ არის გამოხატული“. შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები: 1. „შესაძლებელი იყო, ტრავმის მექანიზმის გათვალისწინებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარების განხილვა“ (რეცენზენტთა დასკვნიდან, ექიმი ზ----------------–--ე); 2. „დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევები არასრულია. კვლევების სრულად ჩატარება არსებითი იყო დიაგნოზის დასასმელად. რეკომენდებული იქნებოდა წელის მ--–-----------------–-------------–--------------------------------------–--–-------------------------------------------–--------------–---------------------–-----–--–-------ში“ (რეცენზენტთა დასკვნიდან, ექიმი ზ----------------–--ე).

 

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------ის“ ექიმ ზ----------------–--ის (სახ. სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე; საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსარჩელე მხარემ არ წარმოადგინა და არ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებითაც გააბათილებდა პროფესიული განვითარების საბჭოს, ასევე რეცენზენტთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ მხარე არ იყო მიწვეული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე, მას არ ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, თუმცა მხარეს არც სასამართლო სხდომებზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებითაც დაადასტურებდა, რომ მისი მხრიდან პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარება იყო სრული და ადეკვატური. აპელანტის მოსაზრებით, ფორმალური მხარე დაცული რომ ყოფილიყო და მხარე მოწვეულიყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, პროფესიული განვითარების საბჭო მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას, რადგან მხარეს არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომებზე, რომლებითაც გააბათილებდა მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, ასევე სასამართლო სხდომებზე, სრულად დადასტურდა ექიმ ზ----------------–--ის მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ნაკლოვანებების არსებობის ფაქტი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66.1 მუხლის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.

 

პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.05.2008წ. №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული “პროფესიული განვითარების საბჭოს თანდართული დებულების“ მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრების განხილვა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.

 

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს შეეხება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედი-კამენტების გამოწერის შეზღუდვა;ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფე-სიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 75.1 მუხლის თანახმად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს. 75.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წერილობითი გაფრთხილების ერთ-ერთი საფუძველია პაციენტის განცხადება ან საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სს „კ-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ექიმს - ზ----------------–--ეს (სახელმწიფო სერტიფიკატით „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) გამოეცხადა „წერილობითი გაფრთხილება“. სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ ნ-----–----------------–---–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიულ პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ზაკ-ის 2.1 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არამხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ უფლებასაც, რომ პირმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ. ამასთანავე, ზაკ-ის 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაუარესდა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, თუმცა ამ პირობებში, „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზ----------------–--ე ჩართული არ ყოფილა და მისი, როგორც სადავო გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუსმენია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 17.2 მულის თანახმად კი, თუ უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. პალატა ასევე მიუთითებს სსკ-ის 105.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის არგუმენტს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ვერ მიუთითა წაყენებული პრეტენზიების გამაბათილებელ მტკიცებულებებზე, ფორმალური მხარის დაცვისა და მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის შემთხვევაშიც, პროფესიული განვითარების საბჭო მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის შინაარსი და აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება არ ცვლის მოცემულ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც, სასამართლო წესით ვერ ხერხდება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა და შეფასება, სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს აქტის მატერიალური კანონიერება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის გარეშე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ შესახებ, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია დაინტერესებული პირისათვის მონაწილეობის უფლების მიცემის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №- სხდომის ოქმი ზ----------------–--ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით განიხილოს საკითხი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი