განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
050100119002887159
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002887159

საქმე №1/ბ-385-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- გ---ს ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 3 მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, მცხოვრები: ჩ------------ სოფელი კ-------ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- გ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჩ------------ს მუნიციპალიტეტის კ-------ის თემის სოფელ ბ--------ში მცხოვრებმა რ----- გ--------ემ, 2003 წელს ცოლად შეირთო ი----- ჯ----–--ე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2009 წლიდან და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 16:30 საათზე რ----- გ--------ე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მეუღლეს ი----- ჯ----–--ეს კითხა თუ სად იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - გ--- გ--------ე, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ ბავშვი იმყოფებოდა მეზობელთან შ------- გ--------ესთან, ვინაიდან რ----- გ--------ემ ჩათვალა, რომ მეუღლე მას ატყუებდა, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჯერ შეურაცხყო და დაამცირა ი----- ჯ----–--ე, ხოლო შემდეგ კი სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. რ----- გ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ი----- ჯ----–--ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით რ----- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. მსჯავრდებულ რ----- გ--------ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და რ----- გ--------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 30 (ოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლომ სწორად არ შეაფასა რ----- გ--------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახში მეუღლის მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე, იგი როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ალკოჰოლზე დამოკიდებულია და არ არის კანონმორჩილი პირი, მიდრეკილება აქვს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ, რის გამოც რ----- გ--------ის პიროვნების გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებულ რ----- გ--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბიძინა გიგოლაშვილის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ჯ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ--- გ--------ის, ლ----- ვ-–--–-----ის, ლ-–- ს-----–--ს და შ------- გ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, რ----- გ--------ის დაკავების ოქმით, ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე ცნობით, რ----- გ--------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ----- გ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ----- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ----- გ--------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლამდე გათვალისწინებით, ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და რ----- გ--------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 30 (ოცდაათი) საათის ვადით.

 

გაუქმდეს მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. რ----- გ--------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გ--- გ--------ის (პ/ნ 4----------), გ--- გ--------ის (პ/ნ 4----------), დ--–- გ--------ის (პ/ნ 4----------) და რ----- გ--------ის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 6400.00 კვ.მ. მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობა №1 საერთო ფართით 152.56 კვ.მ №2 საერთო ფართით 19.3 მდებარე (ჩ------------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--------ი საკადასტრო კოდი 2-----------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- გ--------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთმტკიცება - "CD" დისკი, რომელიც ინახება ჩ------------ს რაიონულ სამმართველოში დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე