განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
240100118002713233
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2401001180027132-3

საქმე №1/ბ-358-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 0- ნ--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. სენაკი, უ-------------ის ქუჩა №62,ბ--- ნ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 2- ს----------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. სენაკი, უ-------------ის ქუჩა №62,აღწერილობით ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 1. მ--–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და მოწმისადმი მიმართვა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის. 2. ბ--- ნ-------–---–მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 18 ს----------ს, დაახლოებით 19:45 საათზე ქ.სენაკში, უ-------------ის ქ.N62-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის წინ, მ--–---- ნ-------–---–მა, ბ--- ნ-------–---–თან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------ ქ-----ას, კერძოდ, მ--–---- ნ-------–---–მა ხელი დაარტყა დ------ ქ-----ას სახის არეში, ხოლო ბ--- ნ-------–---–მა დ------ ქ-----ას ხელი დაარტყა კისრის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად დ------ ქ-----ას მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე მ--–---- ნ-------–---–ი, მ------- მ---–-----თან ერთად მივიდა ქ.სენაკში, უ-------------ის ქ.N74-ში მცხოვრებ ნ----- ნ--------ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და ნ----- ნ--------ას მოსთხოვა შეეცვალა მის მიერ მოწმის სახით გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, ასევე გამოეტანა მის მიერ მიცემული ჩვენება შსს სენაკის რაიონული სამმართველოდან. ამავე დროს მ--–---- ნ-------–---–მა ნ----- ნ--------ას გადასცა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, სადაც ნ----- ნ--------ას მიუთითა მტკიცებულებით ნაწილში მოხსენიებული მისი სახელი და გვარი.

 

2. 2018 წლის 18 ს----------ს, დაახლოებით 19:45 საათზე ქ.სენაკში, უ-------------ის ქ.N62-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის წინ, ბ--- ნ-------–---–მა, მ--–---- ნ-------–---–თან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------ ქ-----ას, კერძოდ, ბ--- ნ-------–---–მა დ------ ქ-----ას ხელი დაარტყა კისრის არეში, ხოლო მ--–---- ნ-------–---–მა ხელი დაარტყა დ------ ქ-----ას სახის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად დ------ ქ-----ას მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2016 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში ქ.სენაკში, არსებულ სუპერმარკეტ ,,ვ------–ში’’ მუშაობის დროს მ------ გ-------ას მიმართ ინტერესი გამოავლინა ბ--- ნ-------–---–მა. თუმცა მას შემდეგ, რაც მ------ გ-------ამ შეიტყო, რომ ბ--- ნ-------–---–ი გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა მის მიმართ, კატეგორიულად მოსთხოვა თავი დაენებებინა მისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ--- ნ-------–---–ისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც იგი განუწყვეტლივ ახორციელებდა მ------ გ-------ას ადევნებას. კერძოდ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის თვიდან 2017 წლის ივლისის თვემდე, ბ--- ნ-------–---–ი სისტემატიურად, პირადად მიდიოდა მ------ გ-------ას სამუშაო ადგილას სუპერმარკეტ ,,ვ------–ში’’, ხოლო 2017 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით ასევე სისტემატიურად, პირადად მიდიოდა მ------ გ-------ას ახალ სამუშაო ადგილას _ ქ.სენაკში, არსებულ სს ,,საქართველოს ბანკში’’, სადაც ბ--- ნ-------–---–ი უკანონო თვალთვალს ახორციელებდა ხსენებული სუპერმარკეტისა, ხოლო შემდგომ უკვე ბანკის შენობის გარე პერიმეტრიდან. 2018 წლის ივლისის თვეში ბ--- ნ-------–---–მა მ------ გ-------ას ასევე მიაკითხა მის საცხოვრებელ სახლში. ასევე ბ--- ნ-------–---–ი სამსახურიდან სახლში გადაადგილებისას მ------ გ-------ას, გარკვეული დისტანციის დაცვით ფეხით და ავტომანქანით მიჰყვებოდა სახლამდე, რის გამოც მ------ გ-------ას ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ბ--- ნ-------–---–ი მ------ გ-------ას აიძულებდა მასთან ურთიერთობას, იგი სოციალური ქსელის საშუალებითა და მობილური ტელეფონის გამოყენებით მ------ გ-------ას მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად მის მიმართ ეწეოდა უკანონო თვალთვალს და ადევნებას. მიუხედავად მ------ გ-------ას არაერთჯერადი განმარტებისა, რომ თავი დაენებებინა ბ--- ნ-------–---–ს მისთვის, ბ--- ნ-------–---–ი კვლავაც აგრძელებდა მ------ გ-------ას მიმართ სისტემატურ უკანონო თვალთვალს და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით და ელექტრონული საშუალების გამოყენებით. აღნიშნულმა გარემოებამ მ------ გ-------ას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რაც თავის მხრივ, მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. კერძოდ, აღნიშნულის გამო მ------ გ-------ა სრულყოფილად ვერ ახორციელებდა მასზე სამსახურეობრივად დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ასევე მ------ გ-------ა ფიქრობდა შეეწყვიტა მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელით სარგებლობა, ასევე ფიქრობდა სამსახურისათვის თავის დანებებას და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე. ყოველივე ზემოთნახსენებმა გარემოებამ, განცდილმა სისტემატიურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია მ------ გ-------ას ფსიქიკური ტანჯვა.

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:

 

1.მ--–---- ნ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარ--- 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

- სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარ--- 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარ--- 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

მ--–---- ნ-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწლის გამოყენებით პატიმრობაში ყოფნის 2018 წლის 15 ოქტომბრიდან - 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით დროის გათვალისწინებით შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის 01 (ერთი) დღე - ჯარიმის 50 (ორმოცდაათი) ლარი და საბოლოოდ მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარ--- 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

2. ბ--- ნ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

- სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბ--- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ბ--- ნ-------–---–ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ბ--- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულებმა მ--–---- და ბ--- ნ-------–---–ებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–- ხ--–-----იამ, რომლებმაც მოითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლომ მტკიცებულებები არაობიექტურად შეაფასა. გაიზიარა აშკარად ცრუ მტკიცებულებები, ხოლო ნეიტრაულური და დამაჯერებელი მოწმეების ჩვენებები უგულებელყო. განაჩენი აგებულია იმ ფაქტზე, რომ ქუჩაში იყო ხმაური ლანძღვა გინება და სწორედ ეს გარემოებაა მოყვანილი მტკიცებულებად მასზედ, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი დ------ ქ-----ას მიმართ. არადა წლებია ასეთ ვითარებაში იმყოფებიან მხარეები, მაგრამ არასოდეს მომხდარა ნ-------–---–ების მხრიდან მათ მიმართ ძალადობა და მითუმეტეს ქალის დ------ ქ-----ას მიმართ. დაზარალებული მხარის მიერ ცრუ დასმენაზე, ანუ მეზობლური შელაპარაკების პროვოცირებაზე შემდგომში ნ-------–---–ების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით დასტურდება, ასევე მოწმე მ--- ჩ--–----ას მიერ მიცემული ჩვენებით, სადაც მან სასამართლოს უჩვენა, რომ შ------- პ-----მ მას თხოვა მიეცა ცრუ ჩვენება ბ--- და მ--–---- ნ-------–---–ების წინააღმდეგ, თითქოს ხედავდა მათი მხრიდან დ------ ქ-----ას ცემის ფაქტს. მოწმე მ--- ჩ--–----ას ჩვენებით დასტურდება, რომ მოწმე შ------- პ----- დაინტერესებულია მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანით და დანაშაულებრივად ახდენს მოწმეებზე ზეწოლას. მკრივი ბლაგვი საგნით, რაც შესაძლებელია ადამიანის ხელი ყოფილიყო დ------ ქ-----აზე სახისა და თავის არეში რაიმე სახის დაზიანება არავის არ მიუყენებია. უადაოა ის ფაქტი, რომ დ------ ქ-----ა მივარდა მ. ნ-------–---–ს და ძალის დატანებით მ. ნ-------–---–ს ჩამოქაჩა ქუდი, რომელიც თავზე ეხურა და თითქმის წელამდე დააწევინა თავი მ. ნ-------–---–ს ძალდატანებით. ამდენად სახეზეა მოძალადე დ------ ქ-----ა, სწორედ მისგან წამოვიდა ძალადობა, რაზედაც მ. ნ-------–---–მა მოუწოდა გასცლოდა იგი და სწორედ ამ დროს 2 მეტრის დისტანციით დაშორების შემდეგ დ------ ქ-----ას ფეხი გადაუბრუნდა ასფალტის ამობურცულ ადგილზე და წაიქცა. სწორედ ამ ვითარებაში დაიზიანა ფეხი, რაც დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დ------ ქ-----ას მიერ განხორციელებული ძალადობა არის ცემა და სრულიად კანონიერი უფლება გააჩნდა მ. ნ-------–---–ს მისი მოგერიების მიზნით ხელი ეჯიკა მისთვის, თუმცა ეს უფლება არ გამოიყენა და სიტყვიერად მოუწოდა დ. ქ-----ას გასცლოდა იქაურობას. მოწმეების- მ. მ---–-----, ა. პ---------ს, ზ. ს-----ს, რ. ნ-------ს, ნ. კ--–--–--ას, მ. ჩ--–----ას, ნ. ჯ-------ქ-ქ-----ას, დ. გ-----ს ჩვენებებით კატეგორიულად გამოირიცხა დ------ ქ-----აზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

მ. ნ-------–---–ი მეზობლურად მივიდა ნ----- ნ--------ასთან და გააცნო მხოლოდ დადგენილება ბრალდების შესახებ, მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი ზეწოლას ჩვენების მიცემაზე, მითუმეტეს ნ----- ნ--------ა არ გახლდა პირდაპირი მოწმე ფაქტის დ. ქ-----აზე ძალადობის და იგი ჩვენებაში გადმოცემდა მხოლოდ შ------- პ-----ს ნათქვამს, რომ მან მოუყვა თუ როგორ სცემეს დ------ ქ-----ა მ--–---- და ბ--- ნ-------–---–ებმა. ამდენად. იურდიულ ინტერესაც კი მოკლებულია, როგორც ლოგიკურად ასევე სამართლებრივად მოწმე ნ. ნ--------აზე ზეწოლა ჩვენების შეცვლის მიზნით.

აფსურდია და შეთხზულია განაჩენში ასახული ის გარემოება, რომ თითქოს საუარესოდ შეიცვალა ცხოვრების წესი მ------ გ-------ამ ბ--- ნ-------–---–ის ადევნების ნიადაგზე. განაჩენში ასახული ესემეს შეტყობინებების იდენტიფიცირება და წარმომავლობის დადგენა ბ--- ნ-------–---–თან არ მომხდარა არ დადასტურებულა.

განაჩენის არაადეკვატურობა და უსამართლობა დასტურდება თუნდაც სასჯელის ზომითაც, რადგან არანაირი დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა ბ--- ნ-------–---–ს, ასევე გამოძიების დაწყების წამიდან დაზარალებულ მ------ გ-------ას განმარტებით არანაირ ადევნებას არ ჰქონია ადგილი, ხოლო ექსპერტ-ფსიქოლოგმა უჩვენა, რომ მ------ გ-------ა უკვე არანაირ ტანჯვას არ განიცდისო. სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობა გამოიყენა და ისიც სანქციის მაქსიმუმის ფარგლებში, რაც არ გამომდინარეობს სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ნ-------–---–ის და ბ--- ნ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ------ ქ-----ას ჩვენების თანახმად, ის 2018 წლის 18 ს----------ს, იყო სამუშაოდ, შვილი და რძალიც მუშაობდნენ, ბავშვები მოვიდნენ ადრე და ისიც წავიდა სახლში. ბავშვებისთვის აკეთებდა საჭმელს. როცა ბოსტნიდან გადმოვიდა, დაინახა ბ--- ცოტა უხერხულად იხედებოდა იქეთ აქეთ, გაიფიქრა რამე არ უთხრას ჩემს შვილსო. მართლაც სახლში შევიდა, მწვანილი დადო და მოესმა კივილი, გამოვიდა სახლიდან მ--- ჩ--–----ას სახლი უნდა გაევლო სანამ ნ-------–---–ების სახლთან მივიდოდა, მ--- ჩ--–----აც გადმოვიდა მაგ დროს და ეუბნებოდა დაბრუნდი არ მიხვიდე მათთანო, დაინახა ბ--- იდგა რაღაც რკინა ეკავა ხელში და ემუქრებოდა მის შვილს, ხოლო რძალი შ------- პ----- ძირს ეგდო და კიოდა, ისეთ უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და იგინებოდა ბ--- ნ-------–---–ი. მერე გადაწყვიტა მისულიყო მ--–----ისთან და ეთქვა, რომ თავისი შვილისთვის ეთქვა რამე, არასდროს არაფერს არ ეუბნებოდა მის შვილს. მივიდა და უთხრა რა დავაშავეთ მ--–----, რომ ასე მოგვსდევს შენი შვილი, სამი წელია დავიღალეთ უკვეო. მ--–----ის, ქუდს მოჰკიდა ხელი, უნდოდა ეთქვა შემომხედე ერთი ვინ ვარო და ამ დროს მ--–----იმ ორივე ხელი მოიქნია, ერთი დაარტყა ყურისა და სახის არეში და დაუჯიკავა. სამი დღე ყურის ტკივილს განიცდიდა, რომ მობრუნდა ბ--- მოდიოდა მისკენ მაგ დროს და უკნიდან კისერში დაარტყა ხელი, ორ ქალს ეკიდა მისთვის ხელი მაგრამ ისე მწარედ დაარტყა ბ--- ნ-------–---–მა, რომ თავი ვერ შეიკავა, ქალებმაც ვერ დაამაგრეს და წაიქცა, ფეხები დაწითლებული და დასიებული ჰქონდა. ამ დროს გ--–- ქ-----ა მეზობელ ბიჭებს გაყვანილი ჰყავდათ იმ ადგილიდან და აქეთ არ უშვებდნენ. მერე თავს ძალა დაატანა და მის რძალთან მივიდა რომელიც ძალიან ცუდად არისო უთხრეს. წარსულში იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ნ-------–---–ების ჭიშკარს გადიოდა, ბ--- ნ-------–---–ი მის გასაღიზიანებლად, აფურთხებდა ისე ეშმაკურად, რომ მეზობელს რომელიც მაგ დროს იქ იდგა არ შეემჩნია, მაგრამ ამ ფაქტისთვის მას ყურადღება არ მიუქცევია და გააგრძელა გზა. ის და მისი ოჯახის წევრები, ყველანი ტაქსით დადიან რომ არ შეხვდნენ ბ--- ნ-------–---–ს, იგი ბავშვებსაც აგინებდა. იყო ისეთი შემთხვევაც როდესაც არ ჰქონდა ტაქსის ფული და ფეხით გადიოდა ნ-------–---–ების ჭიშკარს, ბ--- ნ-------–---–მა ხმოვანი წამოძახილით „აუაუუუ“ დაუძახა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19.09.2018წ 01:43-01:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით დ------ ქ-----ას სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმის განმარტებით, გასინჯვის დროს დ------ ქ-----ა უჩიოდა თავის ტკივილს ყურის ნიჟარის არეში მარცხენა მხარეს, ობიექტურად იმ მიდამოში დაზიანება ვიზუალურად არ აღენიშნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ--–- ქ-----ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ს----------ს, ბავშვები მიიყვანა სახლში, მეუღლესთან ჰქონდა გასასვლელი და გაუარა მეუღლეს. მოილიეს საქმეები და შემდეგ დედას, დ------ ქ-----ას გაუარა ბაზარში, რომელიც იქ მუშაობს, მაგრამ როდესაც მივიდნენ იქ არ დახვდათ, სახლში იყო წასული ბავშვებთან. შემდეგ მოუწიათ ფეხით წასვლა, ტაქსის ფული არ ჰქონდათ, ქუჩაში, რომ შევიდნენ ბ--- ნ-------–---–ი დახვდათ თავისი სახლის ჭიშკართან და დაუწყო გინება. მან ბ---ს უთხრა შენ რა გინდა ბოლო-ბოლო რას გიშავებო, მერე ბ--- ნ-------–---–მა რკინა აიღო და წამოვიდა მისკენ. თავის მეუღლეს შ------- პ-----ს ბ---მ ისე დაუჯიკავა შ------- წაიქცა, მან მეუღლე წამოაყენა და მეზობლის ჭიშკართან დასვა, ამ დროს დედამისი დ------ ქ-----ა მივიდა მ--–---- ნ-------–---–თან რა დაგიშავა ჩემმა შვილმაო, რას გიშავებთ ისეთსო, ქუდზე მოჰკიდა ხელი თვალებში შემომხედეო, რა დროსაც მ--–---- ნ-------–---–მა მოუქნია დედამისს ხელი და სახეში დაარტყა, ბ--- ნ-------–---–ი უკნიდან მივიდა და ხელი ჩაარტყა დედამისს კეფაზე კისრის არეში. თვითონ ცოტა მოშორებით იდგა მაგრამ ყველაფერს ხედავდა. დედამისი, დ------ ქ-----ა წაიქცა. მისმა მეუღლემ შემდეგ დარეკა პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაც ითხოვა. ქუჩაში ფეხით არ დადის. ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად რომ იყოს, მაინც არ ერიდება ბ--- ნ-------–---–ი გინებას, ყვირილს და ამიტომ ერიდება ფეხით სიარულს. თვითონ არიდებს თავს, მეორე ქუჩიდან შორი მანძილიდან დადის, შემოვლითი გზით დაჰყავს ბავშვები, ბავშვებს ეშინიათ ბ--- ნ-------–---–ის, ბავშვების თანდასწრებითაც მიუყენებია მისთვის ბ--- ნ-------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დედამ, დ------ ქ-----ამ ცერა თითზე მიიღო დაზიანება, მუხლი ჰქონდა გადატყავებული და კოჭი ჰქონდა ნატკენი დაცემის შედეგად.

 

მოწმის სახით დაკითხული შ------- პ-----ს ჩვენების თანახმად, სამი წელია ბ--- ნ-------–---–ი ავიწროებს მას და მის ოჯახს, 18 ს----------ს არ ჰქონდათ ტაქსის ფული და მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს სახლში წასულიყვნენ ფეხით, გაუარეს დედამთილს დ------ ქ-----ას ბაზარში მაგრამ არ დახვდათ, ამიტომ წავიდნენ მასთან სახლში. ბ---ს სახლს რომ მიუახლოვდნენ, ბ--- იგი იდგა მანქანასთან რაღაცას აკეთებდა. ამ დროს ბ---მ დაიწყო გინება გ--–-ს მისამართით, შენს ოჯახს და შენს ჯიშსო და აგინებდა. ქ-----ა შენ კიდე ამ ქუჩაზე დადიხარო? ამ დროს გ--–- მობრუნდა და ერთი სიტყვა უთხრა თავი დამანებე დამანებეო. ბ---ს ვერცხლისფერი რკინა ეკავა ხელში ქანჩს, რომ ეძახიან ისეთი და წამოვიდა გ--–-სკენ დასარტყმელად თან უწმაწური სიტყვები არ შეუწყვეტია. ბ--- ნ-------–---–ის სახლის კიბე და ჭიშკარი არის ძალიან ახლოს და კიბეზე იჯდა მამამისი მ--–---- ნ-------–---–ი, კიდევ ხელოსანი იყო მისთვის უცნობი პიროვნება და მ------ ჯ---–ია, რომელიც მეზობელია მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობს და სტუმრად იყო ჩამოსული. ამ დროს განერვიულდა, ტელეფონი ამოიღო რათა დაერეკა 112-ში, შუაში ჩადგა მათ შორის, ბ---მ დაუჯიკავა და წაიქცა, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, კიოდა, მეზობლებიც შეგროვდნენ და გააშველეს, ამ დროს დედამთილიც მივიდა მასთან და უთხრა მივალ ერთი მ--–----ისთან და ვეტყვი რა უნდა ჩვენთან მის შვილს, რას გვერჩისო, ის ოთხი მეტრის დაშორებით მეზობლის კარებთან იყო ჩამომჯდარი, დ------ ქ-----ა მივიდა მ--–----ისთან, ქუდი აუწია და მ--–----იმ სახის არეში ყურის ძირსა და ლოყასთან დაარტყა ხელი, ბ--- გამოიქცა და პირდაპირ კისერში ჩაარტყა ხელი და დ------ ქ-----ა წაიქცა. ამ დროს მან 112-ში დარეკა და უთხრა, რომ ბ--- რკინით დახვდა მათ, დედამთილიც სცემეს და გვიშველეთო. გამოძიების დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ, მის საძინებელში გაიგონა ნ-----ს ხმამაღალი საუბარი და ფანჯრიდან გამოიხედა, ნ----- ეუბნებოდა მ--–---- ნ-------–---–ს, რა გინდა ჩემთან რა დაგიშავე თავი დამანებეო, მე არ გაჯენ შენ ციხეშიო, მე რაც იყო სიმართლე ის ვთქვიო და თავი დამანებეო. ამ დროს თვითონ გამოესარჩლა ნ-----ს გავიწროებენ ნ----- თუ რა ხდებაო, შენ სიმართლე თქვი და არაფრის არ შეგეშინდესო. როცა ნ-----სა და მ--–----ის შორის საუბარი მიდიოდა ამ დროს იქ ახლოს არავინ იყო, როდესაც გადავიდა, ის ნ-----სთან მ--–----ი მაშინ წასული იყო და შენიშნა რომ ორი ოჯახის მოშორებით იდგა მ------- მ---–---ა. როცა ნ-----სთან მივიდა ჰკითხა რა გითხრა მ--–----მა რატო მოვიდაო, ნ-----მ უთხრა რომ მ--–----მა მითხრა მე და ჩემს შვილს 5 წელი გვემუქრება ციხე და შეცვალე შენი ჩვენებაო, მოკიდე მამიდაშენს ხელი და წაიყვანე ისიცო. დოკუმენტის გადაცემის ფაქტი არ უნახავს, როდესაც ნ-----სთან გადავიდა მაშინ ანახა ნ-----მ ეს მომცა ეს დოკუმენტიო, წაიკითხა და ნ----- ნ--------ას ჩვენების პირველი ფურცელი აღმოჩნდა. გ--–-სა და ბ--- ნ-------–---–ს შორის სამი წლის უკან დაიწყო კონფლიქტი, განერვიულებული მოვიდა გ--–- ქ-----ა და მოუყვა, რომ ბ---მ ერთი ღერი სიგარეტი მთხოვა და მივეციო, ისევ მესამედ უთხოვია და არ მაქვსო უთქვამს, შემდეგ ჯიბეში ჩამიყო ხელიო, ამას რატომ მკადრებ მეო უთქვამს გ--–-ს, ბ---ს კი სახეში მოკიდა ხელი და გაიწიეო უთქვამს, გ--–-ს უთქვამს ამ საქციელს შენგან ვერ ავიტანო. მეორე დღეს ძროხები გადადენა გ--–-მ და მ--–----ის უთხრა რა უნდა შენს შვილს ასე რატომ იქცევა გააფრთხილე რამე უთხარიო, აქედან დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. რამოდენიმე დღის უკან გააფრთხილა პოლიციამ ბ---, დ------ ქ-----ამ დაწერა განცხადება პოლიციაში რადგან ბ--- არ შეხებოდა მის ოჯახს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--- ჩ--–----ას ჩვენების თანახმად, ნათესაური დამოკიდებულება აქვს, როგორც ბ--- ნ-------–---–ის, ისე გ--–- ქ-----ას ოჯახებთან. ბ--- ნ-------–---–ი არის მისი მეუღლის ნათლული, ხოლო დ------ ქ-----ა მულის მულია. 2018 წლის 18 ს----------ს იმყოფებოდა სახლში, ქუჩიდან მოესმა ხმაურის ხმა, უფრო დ------ ქ-----ას ხმა ესმოდა, როდესაც გავიდა გარეთ დ------ წინ მირბოდა ნ-------–---–ებისკენ, ისიც გაყვა, ხალხი იყო შეგროვილი, დაინახა რომ შ------- პ----- ძირს იწვა და კიოდა, მერე წყალი დაალევინეს, სასწრაფოც მოვიდა. გ--–- ქ-----ასა და ბ--- ნ-------–---–ს შორის იყო ჩხუბი და მეზობლები აშველებდნენ, ორივე ერთმანეთს აგინებდა. ნ-------–---–ის ჭიშკართან იყვნენ შეგროვილები, დ------ ქ-----აც იქ იდგა. არ იცოდა, რომ დ------ს ფიზიკური დაზიანება მიადგა, მაგ დროს, შ-------ს წყალს აძლევდა, და რო მოიხედა დაინახა დ------ წაქცეული რომ იყო. მას არ უნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ეს იმიტომ ვერ დაინახა რომ შ-------ს კორვაროლს ასუნთქებდა და წყალს ასმევდა, ეს ჩხუბი მის ზურგს უკან ხდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ს-----ს ჩვენების თანახმად, ის ნ-------–---–ების სახლში მუშაობდა, სახურავს ხურავდნენ, გაიგო ხმამაღლა საუბარი, ჩამოვიდა ქვევით და კიბეზე ჩამოჯდა, მეზობლები იყვნენ შეკრებილი, დ------ ქ-----ა ახლოს იდგა მ--–---- ნ-------–---–თან, დ------ რომ წაიქცა ეს დაინახა, მაგრამ რამ წააქცია ეს არ დაუნახავს, რადგან მანქანა ეფარებოდა და წელს ზევით ხედავდა ორივეს. მანქანა ღობესთან ეყენა, მათგან ხუთი მეტრით მოშორებით იჯდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ----- კ--–--–--ას ჩვენების თანახმად, იგი 2018 წლის 18 ს----------ს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მოესმა ქუჩიდან ხმაური, როცა გარეთ გავიდა დაინახა ნ-------–---–ების სახლის ჭიშკართან იდგნენ დ------ ქ-----ა, მ--–---- ნ-------–---–ი და ბ--- ნ-------–---–ი, მათ შორის ხმამაღალი საუბარი მიდიოდა და საჭიროდ არ ჩათვალა დაემახსოვრებინა მათი საუბარი. შემდეგ დაინახა როგორ დაუცდა ფეხი და წაიქცა დ------ ქ-----ა. შ------- პ----- და გ--–- ქ-----ა არ დაუნახავს, ბევრი ხალხი იდგა და შეიძლება იმყოფებოდნენ, მაგრამ მას არ შეუმჩნევია. ის ამ ფაქტს დაახლოებით 25 მეტრში უყურებდა. გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ დააზუსტა, რომ დარწმუნებული არ არის რის გამო წაიქცა დ------ ქ-----ა, მაგრამ ხელის დარტყმაც არ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხული რ--- ნ-------ს ჩვენების თანახმად, სახლში იყო როდესაც ქუჩიდან მოესმა ხმაური, გავიდა გარეთ, დაინახა შ------- იყო წაქცეული, გ--–- ქ-----ას მიეშველა შ-------ს წამოყენებაში, მაშინ შ-------მ უთხრა შენ ხელი გამიშვი ჩვენს საქმეში ნუ ერევიო, მანაც გაუშვა ხელი და მიბრუნდა სახლში. მერე სახლში რომ გააგრძელა საქმიანობა, 10-15 წუთის მერე ისევ მოესმა ხმაური რო გავიდა ნ-------–---–ების ჭიშკართან იდგა დ------ და მეზობლები, მერე დაინახა როგორ გაიწია დ------მ უკან წაბორძიკდა და წაიქცა. რამ წააქცია ზუსტად არ იცის. ფიზიკურ კონტაქტი არ უნახავს და გამორიცხავს, მ--–----ი და ბ--- დ------ს სიახლოვეს იდგნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხული ა-–------ პ---------ს ჩვენების თანახმად, ნ-------–---–ებს და ქ-----ებს კონფლიქტი აქვთ ერთმანეთთან, რატომ აქვთ კონფლიქტი არ იცის. ხუთი წელია მათი მეზობელია. 2018 წლის 18 ს----------ს, იმყოფებოდა სახლში ჩხუბის ხმაზე გავიდა გარეთ და შეესწრო დ------ ქ-----ასა და მ--–---- ნ-------–---–ის კამათს, სიტყვები არ დაუმახსოვრებია, შემდეგ მობრუნდა უკან თავისი სახლისკენ, როცა დააპირა წამოსვლა ამ დროს დ------ ასფალტის ამოსასვლელზე წაბორძიკდა და წაიქცა. ამ წაქცევის დროს მ--–----ი მეტრო ნახევრის სიახლოვეს იდგა, ხოლო ბ--- სამ-ოთხ მეტრში, დ------ ქ-----ა მარტო მ--–----ის ეკამათებოდა. დ------ როცა წამოაყენა არ უთქვამს არაფერი, ან მტკივა ან სისხლი მომდისო. კამათი დაახლოებით ორ წუთს გრძელდებოდა მერე დაიშალნენ და ის სამსახურში წავიდა. შ------- პ----- მოშორებით იყო მის ჭიშკართან იდგა, რომელიღაც მეზობლის ხმა შემოესმა წყალი მოიტანეთ შ------- არის ცუდადო, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება მაგ დროს დ------ს წამოყენებას ცდილობდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ნატრული ჯ--------ჯ----ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ს----------ს მოდიოდა სამსახურიდან და დაინახა რომ ქუჩაში იყო ხალხმრავლობა ნ-------–---–ების სახლის ჭიშკართან. დაინახა რომ დ------ ქ-----ა წაქცეული იყო ნ-------–---–ის ჭიშკართან ახლოს, მ--–----ი და ბ--- ნ-------–---–ებიც იქ იყვნენ მაგრამ მის სიახლოვეს იდგნენ თუ არა არ ახსოვს. შ------- შეუძლოდ გახდა და წყალი გადმოუტანა მეზობლის სახლიდან, სხვას ვერაფერს დაამატებს იმიტომ, რომ მაშინვე სახლში შევიდა.

 

მოწმის სახით დაკითხული დ----- გ-----ს ჩვენების თანახმად, ჩხუბის დღეს იყო სახლში, როდესაც შემოესმა ხმაური და გავიდა გარეთ, ბ--- და გ--–- ერთმანეთში უცენზურო სიტყვებით ლაპარაკობდნენ. დაინახა რომ დ------ ქ-----ა ელაპარაკებოდა მ--–---- ნ-------–---–ს, ის ისევ შებრუნდა უკან და მაშინ შემოესმა დ------ ქ-----ას კივილი, როდესაც მიბრუნდა დაინახა დ------ ქ-----ა წაქცეული იყო, თუ რამ წააქცია ვერ იტყვის რადგან არ უნახავს, მივიდა მასთან ის და ა-–------ პ--------- და წამოაყენეს დ------ ქ-----ა. მ--–----ი გვერდით მანქანასთან იდგა, ხოლო ბ--- დაახლოებით 4 მეტრ მანძილის დაშორებაზე. ეს ორი ოჯახი ერთმანეთში კონფლიქტურ ურთიერთობაში არიან და მიზეზი არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ----- ნ--------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ს----------ს იმყოფებოდა სახლში, დედამისს უზომავდა წნევას, ამ დროს გაიგო კივილის ხმა ქუჩიდან და გავიდა გარეთ. დაინახა მ--–---- და ბ--- ნ-------–---–ის სახლთან ხალხი იყო შეგროვილი, წავიდა მათკენ და როდესაც მივიდა გ--–- ქ-----ას მეუღლე შ------- პ----- ქვიშაზე იყო წაქცეული და დიდი ხანი არ გასულა შ------- პ-----ს დარეკილი ჰქონია პოლიციაზე და სასწრაფოზე. სასწრაფოც და პოლიციაც ეგრევე მივიდა და ორივე რძალ-დედამთილს გაუწიეს დახმარება, გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანაში და მერე იქიდან გადაიყვანეს სახლში. შემდგომ გადაიყვანეს პოლიციაში გამოსაკითხად. მან დ------ ქ-----ა დაინახა, რომ იდგა და პოლიციის შეკითხვაზე რომელია დაზარალებულიო, უპასუხა მე ვარო, აიწია კაბა და მუხლი ჰქონდა გადატყავებული და ცერა თითიდან სდიოდა სისხლი. ამის მერე, რომ დაბრუნდა პოლიციიდან საღამოს მიაკითხა მამიდასთან ი-----–--- წ--–-----სთან ერთად. მაშინ დ------ ქ-----ამ უთხრა რომ მამა-შვილმა ხელი დამარტყაო და წავიქეციო. ის თვითონ ამ ფაქტს არ შესწრებია, ამ შემთხვევის დროს ბ--- იდგა ქუჩაში ხოლო მ--–----ი მას იქ არ უნახავს. 2018 წლის 03 ოქტომბერს დილის საათებში სკოლაში წაიყვანა ბავშვი და როცა მობრუნდა სახლში, ეგრევე გაიგონა ჭიშკართან დაძახების ხმა, გავიდა და ნახა მ--–---- ნ-------–---–ი იდგა მის ჭიშკართან და უთხრა, რომ შენ ჩვენება მიგიციაო და შენი მიცემული ჩვენებით მე ხუთ წელს მაძლევენო. ეს ჩვენება მამიდაშენს ი-----–--- წ--–-----ს აჩვენეო, გააცანი, მოკიდე ხელი, წაიყვანე და ჩვენზე მიცემული ჩვენება გაიტანეო, მოუწოდა ჩვენების შეცვლა. ამ დროს მ-------ი მ---–---ა ცოტა მოშორებით იდგა ჭიშკართან ის არ მისულა ახლოს, მ--–----ი ჭიშკარს გარეთ იდგა და ისე ესაუბრებოდა შიგნით არ შესულა. ამ სიტყვამ გაანერვიულა და უთხრა რომ ჩემი ჩვენებიდან შენ ერთ წელსაც კი არ მოგცემენო. ფურცელი ეკავა ხელში და გადასცა. ამ დროს შ-------მ დაუძახა ნ----- რა ხდება ვინ ახდენს შენზე ზეწოლასო. ამის შესახებ მან მიმართა პოლიციას და ის დოკუმენტი რომელიც მ--–---- ნ-------–---–მა გადასცა წარადგინა პოლიციაში. შემდეგ ბ--- ნ-------–---–ი მივიდა მასთან თავის ადვოკატთან ერთად ლ---- ხ--–----თან და უთხრა რომ ქ-----ებს თუ დაეხმარე მეც მინდა დახმარება და დამეხმარეო, შემდეგ შემობრძანდითო უთხრა, ამ დროს შევიდა მამიდამისი ი-----–--- წ--–-----ც. შემდეგ ადვოკატმა ლ---- ხ--–--ამ უთხრა მომიყევი რა მოხდაო ის უყვებოდა და ადვოკატი კი წერდა. შემდეგ მივიდა ისევ პოლიციაში და იგივე განაცხადა რაც სასამართლოს მოუყვა, ეს განაპირობა იმ ფაქტმა რომ თურმე მ------- მ---–----- უთქვამს რომ მ--–---- ნ-------–---–ს ნ-----სთვის არაფერი უთქვამსო.

 

12.10.2018 წლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ----- ნ--------ასგან ამოღებული იქნა ერთ ცალ ფურცელზე დაბეჭდილი დოკუმენტი, რომელზეც იკითხება №----------, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც დათარიღებულია 01.10.2018 წ. სს №0----------- საქმეზე ბრალდებულის მონაცემები, მ--–---- ნ-------–---–ი პ------–ას ძე, 0-.11.196-,პ/ნ 3----------.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------- მ---–----- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ს----------ს, ხალხი იყო შეგროვილი სახლიდან რომ გავიდა და შეესწრო ჩხუბს, ორივე ბ--- ნ-------–---–ი და გ--–- ქ-----ა ერთმანეთს აგინებდნენ, შემდეგ დ------ მივიდა მ--–----ისთან და ქუდზე მოკიდა ხელი, ჩამოგლიჯა და მ--–----მა უთხრა დამანებე გოგო თავიო, დ------ ქ-----ა მობრუნდა წაბორძიკდა და წაიქცა. ის ოთხი მეტროში იდგა და გარკვევით ხედავდა. შ------- პ----- დ-------ბის კარებთან იჯდა ცუდად გახდა სასწრაფო იყო გამოძახებული. ბ---ს და გ--–-ს ბიჭები აშველებდნენ, ვინ აშველებდა არ ახსოვს. 2018 წლის 3 ოქტომბერს მ--–---- ნ-------–---–ი მივიდა მასთან და უთხრა რომ წაჰყოლოდა ნ----- ნ--------ას სახლში, რაღაც ნაწერი ეკავა და მინდა ეს ვანახოო, შემდეგ მივიდნენ დაუძახა ნ-----ს, შიგნით შევიდა ნ-----ს ეზოში, დააკავებინა ეს ქაღალდი და უთხრა წაიკითხეო. თვითონ კი ჭიშკარს გარეთ იდგა, სხვა მეტი არაფერი არ უთქვამს მ--–----ის ნ-----სთვის და არც ნ-----ს გაუცია მისთვის პასუხი. გამოქვეყნდა გამოძიებისას მოწმის გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც მოწმე მ------- მ---–---ამ დააზუსტა, რომ მ--–----მა ხელი მოუქნია დ------ ქ-----ას და გაიწიეო უთხრა, მაგრამ ხელი არ მოხვედრია, დ------ მობრუნდა წაიბორძიკა და დაეცა.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ნ-------–---–მა განმარტებით, აღნიშნული ფაქტის დღეს ხელოსნები ყავდა სახლში, მთელი დღე ბ---სთან ერთად სახურავზე იყვნენ და მუშაობდნენ, აივნის წინა მხარეს როდესაც გავიდა საიდანაც ქუჩა ჩანს, დაინახა, რომ ბ--- და გ--–- ქ-----ა ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და დაბალ ტონზე საუბრობდნენ, ისე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში მათი საუბარი არ ესმოდა, შ------- პ----- გვერდით ედგა მათ, ბ--- და გ--–-ს შორის დაახლოებით მეტრნახევარი იქნებოდა მანძილი, დაახლოებით 20 წამის განმავლობაში იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ხედავდა რომ შ-------მ დაიწყო უკუსვლა, ხელში ტელეფონი ეკავა და უშვერდა ამათ, ცდილობდა ვიდეო გადაღებას, სადღაც შვიდი მეტრი როდესაც გაიწია, შ------- ეგრევე ასფალტზე დაწვა და დაიწყო კივილი, გ--–-მ ძალიან ნელი სვლით განაგრძო სიარული, კივილის ხმაზე გამოცვივდნენ მეზობლები, შ------- ასფალტზე გადაკოტრიალდა, ისევ ადგა და ტელეფონზე დაურეკა ვიღაცას და უთხრა გ------- დაიწყო და გამოუშვიო, მერე ისევ დაწვა და დაიწყო კივილი, პირველად მასთან მივიდა რ--- ნ-------, რომელმაც ხელი მოჰკიდა მას, მაგრამ არ წამოუყენებია. ამასობაში კიბიდან ჩამოვიდა და ნელ-ნელა მივიდა მანქანასთან, საბარგულიდან წყალი გამოიტანა და მიაწვა მანქანის უკანა საბარგულს, ამ პროცესში გ--–- ქ-----ას გავლილი ჰქონდა 15 მეტრი და გამობრუნდა, ბ---ს უჩვენა თითი წუთები გაქვს დათვლილიო და გინება დაუწყო, მერე ბ---მაც გასცა პასუხი. ამ დროს მოვიდა დ------ ქ-----ა მთელი ემოციით და ბ---სთან მოდიოდა ხელის დასარტყმელად ბ--- ეუბნეობდა არ მომეკარო არ მოხვიდეო, ბ--- გაიწია რომ დ------ არ შეხებოდა მას, ბ---სთან რომ დაამთავრა ჩხუბი მერე მას მიადგა და უთხრა შენს შვილთან მოვა ეხლა პოლიცია დაიჭერენო და მერე არ გვკითხო არაფერიო, გიჟია შენი შვილიო და წაიყვანენო. მან კი უთხრა თუ ჩემი შვილი გიჟია, გ--–- რატომ მოვიდა მასთან ღამის სამ საათზე რომ გააღვიძა გაიყვანა ქუჩაში და რომ აგინებდაო, პირველად გ--–-მ დაუწყო ბ---ს გინება თორემ გ--–- არც აგინებდა მას და არც არაფერიო, დ------მ კი უპასუხა კარგი არ დამთავრდა ეგ ამბავი აწიო? და მოშორდა მას, ის ისევ მანქანის უკანა საბარგულთან იდგა არ განძრეულა და რამდენიმე წამში მიეპარა დ------ ქ-----ა და ქუდი ჩამოგლიჯა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ტკივილიც იგრძნო, მან წადი გოგო აქედან დამანებე თავიო უთხრა, დ------ უყურებდა და უკან რომ გაიწია ორი ნაბიჯით უკან სადაც ასფალტის ბარიერი იყო, წამოდო ფეხი და წაიქცა, ა-–------ პ--------- იყო ახლოს და დ------ წამოაყენა. ამ დროს შ------- მოშორებით იჯდა და ისევ დარეკა საქმე ისე მიდის როგორც ჩვენ გვინდაო, ამასობაში მოვიდა პოლიცია და ბ--- წაიყვანეს, თვითონ კი სამუშაო ფორმით იყო, გამოიცვალა მიაკითხა ბ---ს და ღამის ორ საათზე გამოუშვეს ბ--- და წამოიყვანა სახლში. შემდეგ განერვიულდა არც ნ----- ნ--------ა და ი-----–--- წ--–----- მათ გვერდით არ იდგნენ და როგორი თვითმხილველი მოწმეები იყვნენ ვერ ხვდებოდა, გადააქსეროქსა ეს დადგენილება დაიბარა მეზობლები და აჩვენა ნახეთ როგორი გაუკუღმართებული ბრალია, რაში გვდებენ ბრალს ნახეთო და ყველა გაოცდა, ყველა გაგიჟდა ნ----- და ი-----–--- საერთოდ არ იყვნენ იქო და საიდან მოიტანეს ესო, ან ხელი როდის გაარტყი დ------ ქ-----ასო, ის თვითონ წაიქცაო. დადგენილების პირველი ფურცელი აიღო, გაუარა მ------- მ---–----- და უთხრა ნ-----ს სახლში გამომყევიო, რატო მიდიოდა არ უთქვია მ-------ისთვის, ნ-----ს დაუძახა და როდესაც ნ----- გამოვიდა უთხრა აი ნ----- ეს არის დადგენილება სადაც ბრალი მაქვს წაყენებული, აქ ნაჩვენებია, რომ შენ ხარ მოწმეო, ნ-----მ წაიკითხა ეს დადგენილება და უთხრა რომ მ--–----ი ეს მე არ მინახია, ვიცი ნ----- შენი ჩვენება სადაც გიწერია რომ არ ვიყავი და არ მინახია ხელის დარტყმის ფაქტიო, უბრალოდ გაჩვენე რომ მოწმედ ხარ მითითებულიო. ამ დროს შ------- პ-----მ გადმოიხედა ფანჯრიდან და ნ-----ს უთხრა ხმამაღლა ყველაფერი მოხდება კანონის მიხედვითო. მას შ-------ს ლაპარაკი ესმოდა, მაგრამ შ------- მისი და ნ-----ს საუბარს ვერ გაიგონებდა. ამის მერე სასამართლოში დაიბარეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. რაც შეეხება მ------ გ-------ას, ის დედამისთან ერთად იყო მისული მის სახლში, მ------ გ-------ას ჰქონია ბ---სთვის აქეთ მოწერილი და ბ---საც მისთვის, ფეისბუქზე არის რაღაც დაწერილიო და წაშალოს ბ---მო და მეც წავშლი ჩემს მინაწერებსო.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ------ გ-------ას ჩვენების თანახმად, ყველაფერი დაიწყო 2016 წლის დაახლოებით აგვისტო სექტემბრის თვიდან, მუშაობდა სუპერმარკეტ ვ------–ში, როდესაც შემოვიდა ბ--- ნ-------–---–ი, იქცეოდა გამომწვევად როდესაც გაატარა ნაყიდი პროდუქტები, ის ჩვეულებრივ მომხმარებელს არ გავდა განსხვავებული იყო ჩვეულებრივი ადამიანისგან, ჰქონდა ხელის მოძრაობები, არ შეესაბამებოდა ნორმალური ადამიანის ქცევებს, დღეში რამდენიმეჯერ შედიოდა, ხან რას ყიდულობდა და ხან რას, ცდილობდა გამოლაპარაკებოდა, თვითონ არ ჰქონდა რეაგირება ბ---ს მოქმედებებზე, შემდეგ მის გვერდით მჯდომ მოლარე ოპერატორს სთხოვდა ბ--- რომ გაეცა მისთვის პასუხი. აქედან გამომდინარე როგორც კი ნახავდა შორიდან, რომ ბ--- ნ-------–---–ი მოდიოდა მაღაზიაში, ის სამუშაო ადგილს შორდებოდა და იმალებოდა უკანა ოთახში, სანამ ის არ გავიდოდა, დღეში რამდენიმეჯერ შემოდიოდა, სამსახურის შემდეგ ხან მანქანით მიყვებოდა და ხან ფეხით უკან. ესეთი ფრაზა ჰქონდა ,,მალე ტყიდან გამოვარდება მგელი და თავის ბაჭიას წაიყვანს თავისთან’’, ისე გამოდიოდა, რომ თუ ის არ დაამყარებდა მასთან კონტაქტს, ის მაინც შეეცდებოდა, აიძულებდა მასთან ჰქონოდა კონტაქტი. ის ყოველთვის ცდილობდა ისეთი რამე ეთქვა მისთვის, რომ აიძულებდა პასუხი გაეცა, ხმოვან რაღაცეებს წამოსძახებდა, მაგალითად „ფს, ფს“ და ასე შემდეგ, თმებზე ხელს კიდებდა, გარეთ თუ იყო შორიდან მოაძახებდა შენ ჩემთან იქნები მაინცო. ისე იქცეოდა, რომ სხვა ვერ მიხვდებოდა, რომ მას მიყვებოდა უკან. შემდეგ უფროსისგან ჰქონდა შენიშვნა რადგან ხშირად ტოვებდა სამუშაო ადგილს, მას ძალიან ეშინოდა ბ---სი, თავიდან ვიღაც წერდა ფეისბუქიდან ვიღაც უცხო სახელი და გვარით, მან არ იცოდა თავიდან, რომ ბ--- იყო, მაგრამ როდესაც რამეს იყიდიდა, მოსწერდა რომ ეხლა ეს ვიყიდეო და მერე მიხვდა რომ ბ--- იყო ნ-------–---–ი. შემდეგ მოსწერა შეურაცხმყოფელი მესიჯი, რაც მან თავის მამიდაშვილს უთხრა, შემდეგ ერთი კვირა შეწყვიტა მაგრამ ისევ დაიწყო იგივე სახის მოწერები, შემდეგ გააყალბა საიტი და შექმნა საიტი სახელწოდებით ,,მ------- გ-------ა", წერდა მის ნათესავებს მეგობრებს ვითომ მ------ იყო, საშინელებებს წერდა, ყველასთვის უწევდა იმის ახსნა რომ ის არ იყო ამ საიტით, შემდეგ მან თავისი საიტიც კი გააუქმა მაგრამ მას არაფერმა არ უშველა. ბ--- შეურაცხყოფდა მის ყოფილ ქმარსაც. შემდეგ გადაწყვიტა ვ------–ის მაღაზიიდან წამოსულიყო და სახლში დამჯდარიყო, და დედაქალაქში ფიქრობდა წასვლას. ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს ზუსტი დეტალები, ივლისის თვე იქნებოდა როდესაც კარზე გაისმა კაკუნის ხმა, დედამისმა გააღო კარები და აღმოჩნდა ბ--- ნ-------–---–ი, როდესაც დედამ ჰკითხა ვინ იყო ეს კაცი, მაშინ უთხრა რომ ეს ადამიანი იყო ის ვინც გააყალბა მისი საიტი და მის მაგივრად წერდა მის მეგობრებს და ილანძღებოდა. დედამისმა შემოიპატიჟა სახლში რადგან უნდოდა ეკითხა რატომ აკეთებდა ასეთ რაღაცეებს და მაგან მარტო ეს უპასუხა რომ კუთხეში დაჯდებოდა მარტო უნდოდა ეყურებინა მისთვის რადგან უყვარდა, დედამისმა უთხრა რომ მის ახლოს არ გამოჩენილიყო და დაეტოვებინა იქაურობა, ის დაემორჩილა და წავიდა. შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია ,,საქართველოს ბანკში", იმ იმედით რომ თბილისში დაიწყებდა მუშაობას და დღესაც პირდებიან რომ გადაიყვანენ თბილისში, რადგან აქ ვერ ჩერდება, შიში აქვს რომ სადღაც ბ--- ნ-------–---–ი იმალება და მოყვება უკან, მარტო ბავშვის გასეირნებისაც კი ეშინია, სამსახურის მერე დედამის ურეკავს რომ შემოხვდეს ან თანამშრომლებს სთხოვს რომ გააცილონ სახლში. ბ--- წერილებშიც აღნიშნავდა თუ სად იყო თვითონ მ------, რას აკეთებდა, თუ არ დაეკონტაქტებოდა წერდა სახეს გაგილამაზებო, შემდეგ ,,საქართველოს ბანკში" მუშაობის დროს მიდიოდა და თუ კლიენტთან იდგა და ემსახურებოდა ბ--- ნ-------–---–ი თმებზე გაეთამაშებოდა, უკნიდან ხმოვანი წამოძახილებით ცდილობდა მისი ყურადღება მიექცია, როგორც კი მიხედავდა ეგრევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთხელ მაგიდიდან აიღო ყავა, ქაღალდით მოურია, ჯერ ქაღალდი შეჭამა და შემდეგ დალია ყავა. აპარატთან მუშაობს და აპარატთან როდესაც დგას და უკან თუ თავისზე მაღალი ვინმე დგას ბ---ს შიშით ეგრევე ერიდება იქაურობას და კანკალი უვარდება. შემდეგ თანამშრომლები ამშვიდებენ და ამოწმებენ ბ--- ნ-------–---–ი არის თუ არა ფოიეში. ერთ დღეს როდესაც შესვენება უწევდა, უნდოდა გასვლა სახლში რათა ეჭამა, მაგრამ როდესაც დაინახა ბ--- ნ-------–---–ი, თანამშრომელს სთხოვა პური მოეტანა მისთვის, ბ--- ზ--------ამ დაცვის თანამშრომელმა უთხრა რომ ბ--- ნ-------–---–მა ჰკითხა მას თუ რამდენხნიანი შესვენება ჰქონდათ, შემდეგ შესვენების დასრულების დროს ბ--- ზ--------ამ უთხრა, რომ ნ-------–---–ი ისევ მოვიდაო, რადგან სამუშაო საათები დაიწყო რა უნდა ექნა გაიკეთა ყელსახვევი და დაუბრუნდა თავის სამუშაოს, დაჯდა მაგიდასთან, ბ--- ნ-------–---–ი მივიდა მასთან და ჰკითხა როდემდე უნდა გაგრძელებულიყო მათი ურთიერთობა ასე, როდის უპასუხებდა რაზედაც ის პასუხობდა, რომ არ ჰქონდა სამუშაო ადგილას ამ თემაზე საუბრის უფლება და არაფერი ჰქონდა მასთან პირადული გასარკვევი. ის ისევ ეკითხებოდა ერთ და იგივეს. რომ არ ეშვებოდა ამ სიტუაციას მოესწრო ბანკის მენეჯერი თ----- ყ-----–---–ი, რომელმაც სთხოვა რომ დაეტოვებინა დარბაზი, შემდეგ დაიწყო სალანძღავი სიტყვები, ის ხელით იშორებდა მას. შემდეგ დაცვის პოლიციელი ჩაერთო ამ სიტუაციაში. შემდეგ გადაწყვიტა დაეწერა განცხადება პოლიციაში. სანამ განცხადებას დაწერდა მანამდე ის სახლშიც კი იყო ნ-------–---–თან მისული დედასთან ერთად, როდესაც ესენი დაინახა ის ეგრევე ტელეფონთან გაიქცა, ალბათ უნდოდა ამოეშალა მიმოწერები,. რასაც ეკითხებოდნენ ყველაფერზე სულ სხვა არაადეკვატური პასუხები ჰქონდა. შემდეგ ბ---ს მამას აჩვენა ბ---ს მონაწერები, ვიდეოები რომელსაც იღებდა თავის სახლში, სამზარეულოს კუთხე და დარწმუნდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ. ამ მესიჯებს სქრინავდა და ამობეჭდილი ჰქონდა, რადგან ჰქონოდა დამამტკიცებელი საბუთი თავისი სიმართლის, ეს ამობეჭდილი 55 ფურცელი წარუდგინა გამომძიებელს დ----- ყ-----–---–ს. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მ------ გ-------ამ წაიკითხა ბ--- ნ-------–---–ის მიერ მიწერილი ესემესები სისხლის სამართლის საქმიდან. ბ--- ნ-------–---–მა ყველანაირად შეცვალა მისი ცხოვრების წესი, თუ ადრე თავისუფლად შეეძლო ევლო ქუჩაში, ეხლა ეშინია და თავისუფლად ვერ გადაადგილდება ვერსად. ერთ დღეს ბ--- ნასვამი მივიდა ბანკში და ჩამოჯდა, გულის ჯიბიდან ამოიღო სოსისი და ჭამა. იყო ისეთი ფაქტიც რომ უკან გამოჰყვა, შემდეგ დაურეკა დაცვის თანამშრომლებს და ისინიც გამოჰყვნენ უკან, ბ--- ნ-------–---–ი მის მისვლამდე შესულა სახლის სადარბაზოში და იქ ელოდებოდა, დაცვის თანამშრომლები მივიდნენ მასთან და უთხრეს სანამდე უნდა გააგრძელო ასეო თავს რატომ არ ანებებო. გაიყვანეს ეზოდან. დაინახა ის მომენტიც, რომელი ადამიანიც ყავდა მას მოწმედ იმ ადამიანის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ზემოქმედებას თავისი ჟესტებით და მოქმედებებით, მაგალითად მოწმეებს დაუარა ყველას ბანკში და გარეთ გავიდა და დაიყვირა ყველას გადაგტეხავთ ძვლებშიო. ბრალდების მხარის ინიციატივით, მ------ გ-------ას მიერ სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა, მისივე განმარტებით, ბ--- ნ-------–---–ის მიერ მისთვის მიწერილი შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდნენ უხამსი ხასიათის გამონათქვამებს.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ------- ჯ------ის ჩვენების თანახმად, მ------ გ-------ა არის მისი შვილი, მ------ მუშაობდა სუპერმარკეტ ,,ვ------–ში“ 2016 წელს, მუშაობის პერიოდში გამოჩნდა ბ--- ნ-------–---–ი, რომელიც დადიოდა მის სანახავად, მ------ს არ სურდა მასთან ურთიერთობა, ბ--- დაჰყვებოდა თურმე ყოველ ნაბიჯზე. სახლში ამბობდა, რომ უნდა მივატოვო მუშაობაო, როდესაც ეკითხებოდნენ რატომ არ სურდა სუპერმარკეტში მუშაობა, მ------ პასუხობდა არ შემიძლია დავიღალეო, თურმე მ------ მალავდა ამ ყველაფერს, მ------მ მიატოვა სუპერმარკეტ ,,ვ------–ში’’ მუშაობა, შემდეგ თავისი პროფესიით საქართველოს ბანკში დაიწყო მუშაობა, თურმე იქაც მიაკითხა ნ-------–---–მა, რაღაცეებს მიალაპარაკებდა, აშინებდა, რო გამოდიოდა სამსახურიდან მოჰყვებოდა. ერთ დღეს კაკუნის ხმა გაიგო და როდესაც გააღო კარი დაინახა პიროვნება რომელიც იჯდა კარებთან, როდესაც ჰკითხა ვინ ხარო, მეო მ------სთან ვარ მოსულიო, როდესაც დაუძახა მ------ს და ჰკითხა ვინ არის ეს კაციო, მ------მ როგორც კი ეს პიროვნება დაინახა უთხრა რომ ეს იყო ბ--- ნ-------–---–ი, რომელიც მისი ცუდად ყოფნის მიზეზი იყო, შემდეგ მოუყვა მ------მ, რომ ეს პიროვნება აწუხებდა. შემდეგ უთხრა ბ---ს მოდი შვილო რა გინდა ჩემს შვილთან მითხარიო, მან კი უპასუხა მე მ------ მიყვარსო და ისიც კი მეყოფა კარებთან დავჯდე და ვუყუროო. კარს შიგნით შემოვიდა და თქვა აქ რა კარგად ცხოვრობთ თქვენო, ეგ ნორმალური კაცის საქციელი არ იყო და უთხრა მ------ს მამაა ჩასული მაღაზიაში და აქ არ დახვდე იმ კაცს წადი აქედანო. მანაც დაუჯერა და წავიდა. მ------ ეუბნებოდა, მეშინია მისი და აქ ვერ გავჩერდებიო საზღვარგარეთ წავალ და ვერ მომწვდება ეს ბ---ო. სულ ეშინია და დაძაბულია მ------, მან დაამშვიდა შვილი და უთხრა მივიდეთ მის ოჯახში, ან მამა ეყოლება ან დედა და დაველაპარაკოთო და მივიდნენ ბ--- ნ-------–---–ის სახლში. ბ--- მათ დანახვაზე შევარდა და ტელეფონისკენ წავიდა, მან კი უთხრა რომ არაფერი არ ამოშალო რაც გაქვს იქ ესემესებიო, მამამისს, მ--–---- ნ-------–---–ს უთხრა რატომ აკეთებს შენი შვილი ამას საქვეყნოდ გამილანძღა შვილი, საშინელებებს წერსო, ბ---ს როდესაც ჰკითხა რა გინდა მ------სთან რას ერჩიო, მან რაღაც სისულელე ტყუილი მოიგონა მ------ს გამო მე მცემესო, რაზედაც მ------ განერვიულდა ტყუილს რატომ ამბობო უთხრა, მამამისმა მისცა პირობა რომ წააშლევინებდა ყველაფერს და აწი მ------ს მაგი არ შეაწუხებსო. სახლში, რომ მივიდნენ მართლაც წაუშლია ყველაფერი. მ------ სულ შიშით დადის, ვერ გაიგეს რა უნდა, მ------ ამბობს წავალ აქედან საზღვარგარეთო. მ------ სამსახურის მერე დაურეკავდა და ეუბნებოდა დედა მოდისო, ბევრს არ ეტყოდა ეშინოდა არ გაიგოსო ალბათ და მერე მ------სთან გადიოდა, რომ არ შეშინებოდა. ერთხელ იყო ასეთი ფაქტი, როდესაც მ------ სამსახურიდან ფეხით მოდიოდა ბ--- ნ-------–---–ი მანქანით მოჰყვებოდა უკან და თან საპატრულო პოლიციის ავტომანქანაც მოყვებოდათ, ალბათ შეამჩნიეს იმათაც, და მ------ ბინებამდე მოაცილეს, ბ--- ნ-------–---–ს კი უთხრეს რა გინდა ბიჭო შენ ვერ ჩერდებიო? და პატრულმა გაიყვანა ბ--- ნ-------–---–ი. ერთი კვირის უკან როდესაც მ------ თბილისიდან ჩამოვიდა, მაშინ დაურეკა მ------მ დედიკო ნ-------–---–ი მომსდევს უკანო, მან მეუღლე მარტო არ გაუშვა რამე არ მოხდესო და თვითონაც გაჰყვა, დაინახა ბ--- ნ-------–---–მა აფთიაქთან როგორ დააყენა მანქანა, მ------ს ეშინია ბავშვი რომ გაასეირნოს ქალაქში, მშობლების გარეშე არსად არ მიდის.

 

მოწმის სახით დაკითხული ბანკის დაცვის თანამშრომელის გ--–- ზ--------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 14:00 საათზე იმყოფებოდა ბანკირებისკენ, რა დროსაც ბანკში შემოესმა ხმაური, როდესაც მივიდა დაინახა, რომ ერთი ადამიანი ხმაურობდა და მის ირგვლივ რამოდენიმე ადამიანი იყო თავმოყრილი. როდესაც მივიდა მასთან მოუწოდა სიმშვიდისკენ და გასულიყო გარეთ. ეს პიროვნება იქცეოდა აგრესიულად, გამოხატავდა აგრესიას მ------ გ-------ას მიმართ, ჩემი სათქმელი უნდა ვუთხრა გამიშვიო იძახდა, მ------ გ-------ას მიმართ მიიწევდა, შესაძლებელია ფიზიკურად გასწორებოდა, არ დაემორჩილა მას და იძულებული გახდა განგაშის ღილაკის საშუალებით გამოეძახებინა დაცვის პოლიცია. დაცვის პოლიციის მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდა ის და მისი თანამშრომელი ბ--- პ------ა, რომ აღნიშნული პიროვნება გაეყვანათ გარეთ. როდესაც უკვე კარში გაჰყავდათ ამ დროს გამოცხადდა დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციაც. შემდეგ რადგან ხელმძღვანელობა აუცილებლად მოსთხოვდა მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება რა მოხდა ბანკში რატო დასჭირდა მას განგაშის ღილაკის გამოყენება, ბანკის მომსახურების გამო იყო ეს პიროვნება განაწყენებული თუ რა მიზეზით მოხდა აგრესია ამ პიროვნებისაგან, აქედან გამომდინარე შეეკითხა მ------ გ-------ას რა მოხდა რა უნდოდა ბ--- ნ-------–---–ს შენთანო. მ------მ უპასუხა, რომ ეს ის პიროვნებაა რომელიც ვ------–იდან მოყოლებული მაწუხებსო, მავიწროვებსო, მან ისედაც იცოდა ეგ ყველაფერი მარის მონაყოლი და აღარ გააგრძელებინა მოყოლა. საქართველოს ბანკში თავისი მორიგეობის დროს ბ--- ნ-------–---–ი სხვა დროს არ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხული დაცვის თანამშრომელის ბ--- პ------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს იყო სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას. მოესმა უჩვეულო, ხმამაღალი საუბარი, შემდეგ თანამშრომლის მიმართვა გაიგო მ------ რა მოხდაო და ამის შემდეგ გამოვიდა დარბაზში და მივიდა მ------სთან, ბ--- ნ-------–---–ი ერთ და იგივე კითხვას უსვამდა რაზეც მ------მ დაუკმაყოფილა კითხვა და გასცა პასუხი რომ ,,არ ვიციო’’. ის და გ--–- ზ--------ა ,,საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი ჩაუდგნენ შუაში არ უშვებდნენ მ------სთან. ბ--- ნ-------–---–ი ისევ დაჟინებით ეკითხებოდა მ------ს ერთსა და იგივეს, ხოლო მ------ პასუხობდა იგივეს. მათ მოუწოდეს რომ თავისი ნებით გასულიყო დარბაზიდან, მაგრამ არ დაემორჩილა მას. შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია. ბ--- ნ-------–---–ი მ------ს ნომერს სთხოვდა ვიღაც პიროვნების, მისი თანდასწრებით ოთხჯერ ჰკითხა ეგ და მიიღო პასუხი არ ვიცი, მაგრამ მაინც აგრესიულად, ქმედებაც აგრესიული ჰქონდა და ითხოვდა იგივე კითხვაზე პასუხის გაცემას. საკმაოდ ხშირად უნახავს ბ--- ნ-------–---–ი საქართველოს ბანკში, მაგრამ მსგავსი ქმედება მას პირადად ადრე არ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- ტ--------ას ჩვენების თანახმად, მ------ გ-------ა არის მისი თანამშრომელი. 2018 წლის 29 აგვისტოს მარი შესვენებაზე სამზარეულოში იყო გასული, ბ--- ნ-------–---–ი მივიდა ბანკში დაჯდა და დაელოდა, მარისაც დაუმთავრდა შესვენების დრო და გამოვიდა დარბაზში, ის ამ დროს კლიენტს ემსახურებოდა, შემდეგ დაინახა, რომ ბ--- მივიდა მ------სთან, შემდეგ ატყდა ხმაური და რო შემობრუნდა დაინახა რომ ბ--- ნ-------–---–ი მიიწევდა მისკენ, აგრესიული იყო, ალბათ ხელის დასარტყამად მიიწევდა მისკენ და გამიშვით გამიშვითო იძახდა, მას აკავებდნენ გ--–- ზ--------ა და ბ--- პ------ა, ძალიან განერვიულებული იყო მ------. ბ--- ნ-------–---–ი კვირაში ორი-სამჯერ დადიოდა ბანკში, ზოგჯერ ჰქონდა საბანკო საქმეები მაგრამ უფრო მ------ გ-------ას გამო დადიოდა. მ------, ბ---ს როგორც კი შორიდან დაინახავდა მიუტოვებია სამუშაო ადგილი და დამალულა, რომ არ ეჩვენებინა მისთვის თავი.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- ყ-----–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს საქართველოს ბანკში, მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე, მის კომპეტენციაში შედის კონტროლის გაწევა თანამშრომლებზე და კომფორტული გარემოს შექმნა მომხმარებლისთვის. მისი სამუშაო ადგილი განთავსებულია დარბაზში, 2018 წლის 29 აგვისტოს ბანკში შევიდა ბ--- ნ-------–---–ი და მივიდა მ------ გ-------ასთან, ჩვეულებრივზე მეტ ხანს რომ საუბრობდნენ უბრალოდ გამოიჩინა ყურადღება და მივიდა მათთან და ჰკითხა რამე დახმარება ხომ არ გჭირდებათო, რაზედაც უპასუხეს, რომ არ უნდოდათ. შემდეგ ის დაუბრუნდა თავის სამუშაო მაგიდას და ემსახურებოდა მომხმარებელს, რადგან მ------ გ-------ა არის ფეის ასისტენტი ამიტომ გადაწყვიტა მასთან მისვლა რადგან სხვა მომხმარებლებიც ელოდებოდნენ მას და ის ბ--- ნ-------–---–თან ჩვეულებრივზე მეტ ხანს საუბრობდა. რამოდენიმე წუთში ჩოჩქოლის ხმა მოესმა და დაინახა როგორ აკავებდნენ მისი თანამშრომლები ბ--- ნ-------–---–ს. ბ--- მიიწევდა მ------სკენ და ამიტომ აკავებდნენ, მაგრამ რატომ მიიწევდა ის მ------სკენ ანალიზს ვერ გააკეთებს, შემდეგ მოვიდა დაცვის პოლიცია და გაიყვანეს დარბაზიდან. ბ--- ნ-------–---–ს ხედავს ხოლმე ბანკში, დანამდვილებით ვერ იტყვის რატომ დადის.

 

მოწმის სახით დაკითხული გ---–- ღ-------–--ს ჩვენების თანახმად, 2016 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო სუპერმარკეტ ,,ვ------–ში’’ კონსულტანტად, ამავე სუპერმარკეტში მუშაობდა მ------ გ-------ა მოლარედ, ამ დროს ბ--- ნ-------–---–ი გაიცნო მ------ გ-------ასგან, ხშირად დადიოდა ის სუპერმარკეტში, ყიდულობდა რაღაცეებს, იქცეოდა არაადეკვატურად, სიტუაციისთვის შეუსაბამოდ, თუ იყიდიდა ლუდს ხელ-ფეხს იქნევდა რაღაც უაზროდ, ალბათ ყურადღების მისაპყრობად იქცეოდა ასე. როცა მ------ გ-------ა იყო მორიგე იმ დღეებში დადიოდა ბ--- ნ-------–---–იც. ბ---ს სურდა მ------სთან ალბათ ღრმა ურთიერთობაში შესულიყო, მაგრამ მ------ს არ სურდა მასთან ურთიერთობა. როდესაც ბ---ს დაინახავდა მოდიოდა, მ------ ტოვებდა სამუშაო ადგილს და იმალებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ე---------- ა------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, მ------ გ-------ა განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. მოწმის განმარტებით ადამიანი რომელიც მისთვის ნეგატიურ მოვლენებთან და განცდებთან ასოცირდება, მისი მხრიდან ახლობელი ადამიანის მიმართ ნებისმიერი კონტქატი შეიძლება ჩაითვალოს ტანჯვის გამომწვევად.

 

დეტექტივ-გამომძიებლებმა დ----- ყ-----–---–მა და ზ---– გ-----მ, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ს------- ჯ---–იამ და რ-------- კ--–-----ამ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა------- შ--------მ და ი-----–- ხ----–--–--ამ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულების მ--–---- ნ-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ--- ნ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულების განმარტებას, რომ მათ არ უცემიათ დაზარალებული დ------ ქ-----ა, რომ ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მ------ გ-------ას მიმართ ადევნებას ადგილი, და რომ მ--–---- ნ-------–---–ის მხრიდან ადგილი არ ქონია ნ----- ნ--------სთვის ჩვენების შეცვლის მოთხოვნის მცდელობას, ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ(სტამბულის კონვენცია) წარმოადგენს ყველაზე მრავლისმომცველ საერთაშორისო კონვენციას რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები როგორიცაა ძალადობის პრევენცია მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში ეს არის მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს რომელსაც შედეგად მოჰყვება ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური სქესობრივი ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას როგორიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში კონვენცია მოითხოვს რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ან სხვა სამართლებრივი სანქციის ამოქმედების საფუძველი გახდეს ისეთი ქმედებები როგორიცაა დევნა, აკვიატებული დევნა- გადაკიდება კონვენციის 34-ე მუხლის( ადევნება).

 

კონკრეტულმა დანაწესებმა ასახვა ჰპოვა ეროვნულ კანონმდებლობაშიც და სსკ-ის 1511 მუხლის შინაარსი გარკვეულ წილად იმეორებს ამ საერთაშორისო სამართლებრივ მოთხოვნებს.

განსახილველ საქმეში დაზარალებულია ქალია. მ------ გ-------ას ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან გამოხატული გადაკიდების გამო შეეზღუდა ისეთი უფლებები, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა განეხორციელებინა. კერძოდ იძულებული გახდა სუპერმარკეტში სამუშაოსათვის დაენებებინა თავი, არ გასულიყო სახლიდან, არ წაეყვანა შვილი სასერნოდ, არ ესარგებლა სოციალური ქსელით.

მაშასადამე ბ. ნ-------–---–ის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებამ, გამოიწვია მ------ გ-------ას უფლებებისა და თავისუფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ნ-------–---–ის და ბ--- ნ-------–---–ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების მ--–---- ნ-------–---–ის, ბ--- ნ-------–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–- ხ--–-----იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. მ--–---- ნ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

- სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

მ--–---- ნ-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწლის გამოყენებით პატიმრობაში ყოფნის დროის - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გათვალისწინებით შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის 01 (ერთი) დღე - ჯარიმის 50 (ორმოცდაათი) ლარი და საბოლოოდ მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 26.10.2018 წლის განჩინებით გირაოს თანხის 5 000 ლარის სანაცვლოდ მ--–---- ნ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე სენაკის რაიონის სოფელ ა---–--------––ი, საკადასტრო კოდით 4-----------, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 10 640 (ათი ათას ექსვას ორმოცი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

2. ბ--- ნ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

- სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბ--- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ბ--- ნ-------–---–ი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.

ბ--- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ბ--- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2-.10.2018 წლის განჩინებით გირაოს თანხის 4 000 ლარის სანაცვლოდ მ--–---- ნ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე სენაკის რაიონის სოფელ ა---–--------––ი, საკადასტრო კოდით 4-----------, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 10 640 (ათი ათას ექსვას ორმოცი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცება: ნ----- ნ--------ასგან ამოღებული 2018 წლის 1 ოქტომბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თავფურცელი, მ------ გ-------ასგან ამოღებული სქრინები 55 ფურცლად, სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი და CD დისკზე დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე