განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002235795
საქმე №1/ბ-191-2-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - დ----- კ-------–-ს,მსჯავრდებულის - ს----- ა---–---ის,ადვოკატების - პ----- შ----ის და ტ------– კ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----- ე-----ს ძე ა---–---ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 2- ი------ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქობულეთი, დ-----------------–---- ქ. N17.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს----- ა---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარე ბ------ კ---–--–--ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ს----- ა---–---მა განზრახ მოკვლის მიზნით ა------- კ---–--–--ეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად, 2017 წლის 04 ნოემბერს, ა------- კ---–--–--ე გარდაიცვალა ქ.ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს----- ა---–---მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარე ბ------ კ---–--–--ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ს----- ა---–---მა ცემა ა------- კ---–--–--ე, რა დროსაც ა------- კ---–--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ს----- ა---–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
ს----- ა---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ს----- ა---–---ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ს----- ა---–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ს----- ა---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 მარტიდან.
ს----- ა---–---ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ს----- ა---–---ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას და მაქსიმალური სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სამედიცინო და კომპლექსური ექსპერტიზებით უტყუარად არის დადგენილი ა------- კ---–--–--ის დაზიანებების ლოკალიზაცია, ასევე მუცლის ღრუში არსებული დაზიანებები და მასთან განვითარებული ფიზიოლოგიური პროცესები. შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებების გამომწვევი მიზეზების კვლევა და დადგენა წარმოადგენდა გამოძიებით დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც როგორც გამოძიების, ასევე, სასამართლო განხილვისას სწორად და ამომწურავად იქნა დადგენილი. ამდენად დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რადგანაც გარდა ს----- ა---–---ის მიერ განხორციელებული ძალდობისა სხვა გამომწვევი მიზეზები პრაქტიკულად არ არსებობს ექსპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე. ქალბატონმა მ--- ნ-----–--–---–მა უტყუარად დაადგინა მხოლოდ და მხოლოდ ა------- კ---–--–--ის მუცლის ღრუში განვითარებული დაზიანების გამოსაწვევად ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობა. ამდენად, ამ ნაწილში ბრალდების მხარე ეთანხმება მ--- ნ-----–--–---–ის ვერსიას. უფრო მეტიც მის დასკვნამდე უკვე დადგენილი იყო ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით, რომ ა------- კ---–--–--ის დაზიანებები გამოწვეული იყო ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. ბრალდების მხარემ განსხვავებით ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ისაგან ფაქტის მოხდენიდან პირველივე წუთებიდან დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები თვითმხილველთა ჩვენებებით, ა---–---ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესწავლით და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები და დამდგარი შედეგები, რისგანაც დაცვის მხარის ექსპერტი მოკლებული იყო შესაძლებლობას უშუალო კონტაქტი დაემყარებინა ყველა იმ გამოსაკვლევ ობიექტთან ცოცხალ რეჟიმში, უშუალოდ ობიექტურად შეესწავლა დასკვნის გასაცემად აუცილებელი გარემოებები. ყოველივე აღნიშნული გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის კვალიფიკაციას და სასამართლოს მსჯელობა, რომ ს----- ა---–---ის ქმედება არ შეიცავს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
აპელანტი - მსჯავრდებულ ს----- ა---–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 29 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ს----- ა---–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ ს----- ა---–---ის უდანაშაულობას. ბრალდების მხარე, იმისთვის რათა დასაბუთოს, რომ ადგილი ჰქონდა ს----- ა---–---ის მხრიდან ა------- კ---–--–--ის ცემას, ეყრდნობა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - ი----- ი--–-----ის ჩვენებას, რომელიც არის არადამაჯერებელი, წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან. დაცვის მხარეს კი საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად აქვს მსჯავრდებულის ჩვენება, რომელიც შესაბამისობაში სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. ბრალდების მხარე დარჩენილია ერთადერთი პირდაპირი მოწმის ჩვენების იმედად, ასეთი მოწმის ჩვენება დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, მაინც შეუძლებელია ამ მოწმის ჩვენებით კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადასტურება, რადგან ერთი მოწმის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამომძიებლის მიერ მოწმეთა დაკითხვა საერთოდ არ წარმოებდა, უბრალოდ გამომძიებელმა შექმნა დოკუმენტი, მოიყვანა მასში ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რაც დააკოპირა გააცნო მოწმეებს და ხელო მოაწერინა. აღნიშნული ფორმით მოპოვებული მტკიცებულება ვერანაირი უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს. ა---–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჭირო, სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- კ-------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ს----- ა---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს პ----- შ----ეს და ტ------– კ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ი----ა ი--–-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 31 ოქტომბერს, გვიან ღამით, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაკეტა მაღაზია და ავიდა სახლში. მისაღებში იმყოფებოდა, როდესაც შემოესმა გინების ხმა. გააღო ფანჯარა და ლამპიონების შუქზე დაინახა მისთვის ნაცნობი ს---–--- ა---–---ი ეჩხუბებოდა მისთვის უცნობ ტანდაბალ ბიჭს. კამათი წუთი, წუთ-ნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს მანქანით მოვიდნენ გ-- კ---–--–--ე და ა------- კ---–--–--ე. გ--მ უთხრათ ,,ბიჭებო რაიმეში დაგეხმარებითო.“ ამ დროს ა-------იც მიუახლოვდათ და უთხრა ,,ბიჭებო შვილები, დედები, ცოლები ცხოვრობენ აქ და ნუ იგინებით სხვაგან გაარჩიეთ საქმეო“. ამ დროს მისთვის უცნობმა პიროვნებამ გ-- კ---–--–--ეს დაარტყა თავის არეში. გ-- ძირს დაეცა. ამის დანახვაზე მიხურა ფანჯარა და კიბეებით ჩაირბინა ძირს. მოვარდნენ ასევე ბ------ და ზ------- კ---–--–--ეები. ა-------ი და ს-----ი ერთმანეთს აგინებდნენ. როგორც ჩანს დარტყმაც იყო. ა-------ს პირი სისხლიანი ჰქონდა და სახლის გვერდით ხელსაბანთან იდგა, როდესაც ს---–--- ა---–---ი მხრებში შეწვდა ხელებით და თავი სახის არეში ორჯერ დაარტყა და ძირს დავარდნილ ა------- კ---–--–--ეს უმოწყალოდ სცემა ფეხებით. გაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ აკავებდნენ. საბოლოოდ ძლივს გააშველეს. შემდეგ ა-------ი ფეხზე ადგა, ჩაჯდა მანქანაში, საბურავების მუხრუჭით წავიდა და დაეჯახა ზ----ეს, შემდეგ დაეჯახა მანქანას და მერე მსუბუქი დაჯახებით დაეჯახა კედელს, რის შემდეგ თავისი ფეხით წავიდა სახლში.
მოწმის სახით დაკითხული ზ------- კ---–--–--ის ჩვენების თანახმად, საავადმყოფოში ნახა ა------- კ---–--–--ე, თავისი ბიძაშვილი. მას ჰქონდა საშუალება სულ რაღაც 5 წუთით ენახა ა------- კ---–--–--ე და გასაუბრებოდა მას, რა დროსაც ა------- კ---–--–--ემ უთხრა ,,ზ------- ეს რა მიქნა ს----- ა---–---მა, რა უმოწყალოდ მცემა ფეხებით და ხელებით და ჩამიმტვრია და დამიხეთქა მუცელში და გულმკერდში ყველაფერი’’.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გაცემული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი მ------ მ---------–ი) ა------- კ---–--–--ის გვამზე აღინიშნებოდა სხეულის ბლაგვი ტრავმა, 12 გოჯა ნაწლავის გახეთქვა და პანკრეასის ტრავმული დაზიანება, გავრცელებული ნაღვლოვანი პერიტონიტი, შინაგანი სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სივრცის მასიური სისხლჩაქცევა, ენდოტოქსიური შოკი, ტრავმული შოკი, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ა------- კ---–--–--ის სიკვდილის მიზეზია პოლიორგანული (გულსისხლძარღვთა, სუნთქვის, თირკმლის მწვავე უკმარისობა), გამოწვეული სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად 12 გოჯა ნაწლავის დაზიანებით, მასიური რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევით, განვითარებული პერიტონიტით და ენდოტოქსიური შოკით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ა------- კ---–--–--ის სიკვდილი კონსტანტირებულია 04.11.2-17 წ 02:40 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ ნაადრევ გვამურ ცვლილებებს.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული N-------- სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი პ. გ-----–---–ი), წარმოდგენილი ავტომობილი ,,ოპელის“ საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომობილი ,,ჰონდას“ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 29 ივლისს გაცემული N0-------- სამედიცინო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტები - გ. ც--–--ე, ზ. გ-------–-–---–ი, დ. დ---–ი), შპს ,,უნიმედი აჭარა“, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის N---------ის და ექსპერტიზის დასკვნა N 0---------ის მონაცემების თანახმად, მოქალაქე ა------- კ---–--–--ეს სხეულზე აღენიშნებოდა: სხეულის ბლაგვი ტრამვა, 12 გოჯა ნაწლავის გახეთქვა და პანკრეასის ტრავმული დაზიანება (გავრცელებული ნაღვლოვანი პერიტონიტი, შინაგანი სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სივრცის მასიური სისხლჩაქცევა, ენდოტოქსიური შოკი, ტრავმული შოკი), ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.
ექსპერტის დასკვნა N---------ის მონაცემების თანახამად, - წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები (ფორმა და განვითარების ხასიათი) დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. თუ რა ვითარებაში მიიღო ა------- კ---–--–--ემ მის სხეულზე არსებული დაზიანებები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
ა------- კ---–--–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) უშუალო ზემოქმედებით (ადამიანის სხეულის ნაწილები ასევე მიეკუთვნებიან მკვრივ-ბლაგვ საგანთა ჯგუფს) ან/და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, თუმცა ამის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტები - კ. ა---–--–-–---–ი, ტ. გ-------–--ე, ზ. ო-------–--ე, ზ. გ-------–-–---–ი), სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ა------- კ---–--–--ის ბიოლოგიური სიკვდილი დადგა 2-17 წლის 04.11, 02:40 საათზე, ა------- კ---–--–--ეს სწორად, დროულად და სრულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, სწორედ დაესვა დიაგნოზი, ოპერაციული მკურნალობა დაყოვნდა 01.11.17 წ. 2-:40 წთ-მდე, მუცლის ტრამვის და ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებები რეტროპერიტონეალურად განლაგების და სამედიცინო დახმარებისთვის გვიან მიმართვის შედეგად, რამაც გამოიწვია დაყოვნებული დიაგნოსტირება.
შპს ,,რეალექსპერტის” მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს გაცემული სასამართლო სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნის თანხმად (ექსპერტი - მ--- ნ-----–--–---–ი), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია მოახდინოს დიფერენცირება, თუ როდის მოხდა ა------- კ---–--–--ის მუცლის ღრუს ბლაგვი ტრამვის გამო თორმეტგოჯა ნაწლავის გახეთქვა: ავტომობილის საჭესთან მჯდომი ა------- კ---–--–--ის ავტომობილის წინაღობებთან (ავტომობილთან და შემდეგ ბეტონის კედელთან) მნიშვნელოვანი ძალით ორჯერადი შეჯახების შედეგად, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, თუ მიდამოზე ძალიან დიდი ძალით შემოსაზღვრული საგნის ზემოქმედების შედეგად (ფეხსაცმლიანი ფეხის მყარი ქუსლი ან ცხვირი), ვინაიდან არ არსებობს ასეთი მეცნიერულად დადგენილი კრიტერიუმები, თუმცა, თორმეტგოჯა ნაწლავის გახეთქვა პანკრეასის თავში და რეტროპერიტონეალური სივრცეში ვრცელი სისხლჩაქცევებით, განვითარებულია ა------- კ---–--–--ის მუცლის მიდამოზე მნიშვნელოვანი ძალის ზემოქმედებით და ავტოავარიების დროს ასეთი დაზიანებები ხშირად გვხვდება ავტომობილის სალონში საჭესთან მჯდომი მძღოლების სხეულზე, მკვეთრი დამუხრუჭებისას და მკვრივ, ბლაგვ საგნებთან მნიშვნელოვანი ძალით შეჯახების შედეგად. მიუხედავად ამისა, სიმაღლიდან ვარდნის (2-3 მეტრი) და საკუთარი სიმაღლიდან ვარდნის (აბაზანაში) დროს მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრამვის მიღების შესაძლებლობასაც ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს იმ პირობით, თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით აღმოჩნდებოდა წინაღობები მკვრივი, ბლაგვი საგნის სახით სხეულის სიმაღლიდან ვარდნის გზაზე.
მუცლის მიდამოში ადამიანის ფეხსაცმლიანი ფეხის მნიშვნელოვანი ძალით დარტყმის შესაძლებლობას ექსპერტიზა ვერ განიხილავს, ვინაიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არცერთი ექიმის მიერ, მათ შორის ოპერატორი ქირურგების მიერაც ა------- კ---–--–--ის მუცლის მიდამოში შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვის საგნის როგორიცაა ადამიანის ფეხსაცმლის ქუსლი, ლანჩი ან ცხვირი, კვალი ასახული არ არის, ასეთი დანაშრევების კვალი, წარმოდგენილი საქმის მასალებით არც ა------- კ---–--–--ის ტანსაცმელზე არის დაფიქსირებული.
მუცლის ღრუს ბლაგვის ტრამვის დროს, როდესაც დაზიანებული (გახეთქილი) იყო თორმეტგოჯა ნაწლავი, სტაციონარში მიყვანამდე აბაზანის მიღება და მუცლის მიდამოზე ე.წ. ,,არყის საფენებით“ ,,მკურნალობა“ დაამძიმებდა და გაართულებდა ა------- კ---–--–--ის ჯამრთელობის მდგომარეობას და ხელს შეუწყობდა ნაღვლოვანი პერიტონიტის უფრო მეტად გავრცელებას და პროცესის დაჩქარებას.
სტაციონარში მიყვანის შემდეგ ა------- კ---–--–--ისათვის ოპერაციამდე მორფინის ხსნარის მრავალჯერადი ინფექციების გაკეთება დაუშვებელი იყო, რადგანაც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ახდენენ მწვავე მუცლის სურათის გადაფარვას და ხელს უშლიან დიაგნოზის დროულ დასმას, რასაც მოყვა სასიცოცხლოდ აუცილებელი, გადაუდებელი ოპერაციის - ლაპარატომიის დაგვიანებით ჩატარება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ზ------ ზ----ემ, რ---- ბ-----ემ, რ----- ბ-----ემ, ბ------ კ---–--–--ემ და ფ--------- კ----------მა უარყვეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ს----- ა---–---ის მიერ ა------- კ---–--–--ის ცემა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოაქვეყნა მოწმე ზ---- ზ----ის ჩვენება, ხოლო დაცვის მხარემ წარმოადგინა მისი განცხადება, რომლითაც ზ---- ზ----ემ მიმართა ადვოკატ მ---- ც-------ეს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე ჩვენება მიაცემინეს ზეწოლით და ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომელიც მას არ წაუკითხავს.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ს----- ა---–---ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს რომ ს----- ა---–---ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჩადენილია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არსებობდეს სულ ცოტა ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, (საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №397აპ-14წ.) რომელიც გამყარებული იქნება სხვა შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ი----ა ი--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ „ს---–--- ა---–---ი მხრებში შეწვდა ხელებით და თავი სახის არეში ორჯერ დაარტყა და ძირს დავარდნილ ა------- კ---–--–--ეს უმოწყალოდ სცემა ფეხებით.“ ი--–-----ე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ცემის ფაქტს, თუმცა ყველა სხვა მოწმე სასამართლოზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი ან არ ახსოვთ ან არ დაუნახავთ. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია ა------- კ---–--–--ის გარდაცვალების მიზეზი, არ შეიძლება ცემის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებად მივიჩნიოთ, იმდენად, რამდენადაც ისევ ი--–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ კ---–--–--ე კონფლიქტის შემდეგ თავად დაჯდა საჭესთან, ორჯერ მოახდინა შეჯახება, ჯერ ზ----ეს, შემდეგ კედელს დაეჯახა, ავტომანქანამ მიიღო შესაბამისი დაზიანებები, რაც დადასტურებულია შესაბამისი დასკვნით, ამის შემდეგ კი ფეხით წავიდა სახლისაკენ.
იგივე ი--–-----ის ჩვენებით ცნობილია, რომ ა------- კ---–--–--ე შეჯახების შემდეგ საკუთარი ფეხით წავიდა სახლში. თუმცა სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა სად იმყოფებოდა ის შინ მისვლამდე. სახლში მისვლისას კი ოჯახის წევრებისათვის არ გაუმხელია არც ცემის და არც ავტოოსაგზაო შემთხვევის ფაქტი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მ--- ნ-----–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია მოახდინოს დიფერენცირება, თუ როდის მოხდა ა------- კ---–--–--ის მუცლის ღრუს ბლაგვი ტრამვის გამო თორმეტგოჯა ნაწლავის გახეთქვა: ავტომობილის საჭესთან მჯდომი ა------- კ---–--–--ის ავტომობილის წინაღობებთან (ავტომობილთან და შემდეგ ბეტონის კედელთან) მნიშვნელოვანი ძალით ორჯერადი შეჯახების შედეგად, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, თუ მიდამოზე ძალიან დიდი ძალით შემოსაზღვრული საგნის ზემოქმედების შედეგად (ფეხსაცმლიანი ფეხის მყარი ქუსლი ან ცხვირი), ვინაიდან არ არსებობს ასეთი მეცნიერულად დადგენილი კრიტერიუმები.
ტრასოლოგიური ექსპერტიზიის დასკვნით დადასტურებულია ავტომობილზე დაზიანებები, რომელიც დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთმოქმედებისათვის. რა ვითარებაში მიიღო ა------- კ---–--–--ემ მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღნიშნულ ექსპერტიზას არ შეუძლია. თუმცა ექსპერტიზის მიხედვით არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებული იყოს რაიმე ბლაგვი საგნის უშუალო ზემოქმედებებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროსაც.
დადგენილია ისიც, რომ ოპერატორი ქირურგის მიერ ა------- კ---–--–--ის მუცლის მიდამოში შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის როგორიცაა ადამიანის ფეხსაცმლის ქუსლი, ლანჩი ან ცხვირი, კვალი ასახული არ არის, ასეთი დანაშრევების კვალი, წარმოდგენილი საქმის მასალებით არც ა------- კ---–--–--ის ტანსაცმელზე არის დაფიქსირებული.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ა---–---ისათვის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნის შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევისას სრულიად თვალნათელია ამ მტკიცებულებათა არასრულობა და საეჭვოობა მკვლელობის ბრალდებასთან მიმართებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
მიუხედავად ამისა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სრულ შეუსაბამობაშია პირველი ინტსანციის სასამართლოს მსჯელობა და გადაწყვეტილება სსკ-ის 126-ე მუხლთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიყენებული დაზიანებების შესახებ უტყუარად არ გამოდგება და არ დასტურდება ზუსტად როგორ იქნა მიყენებული ა---–---ის მიერ თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაშინ სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისათვისაც არ შეიძლება უტყუარად თუნდაც შემავსებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს, იმდენად რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებების წარმოშობის და განვითარების საკითხი ფრიად საეჭვოა და ზუსტ ინფორმაციას ვერ იძლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს მტკიცებულება სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის არც პირდაპირ და არც შემავსებელ ან ირიბ ჩვენებად არ გამოდგება.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისათვის ა---–---ის მიმართ მტკიცებულებათა შესწავლისას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს, ეს არის ი--–-----ის ჩვენება, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით არც შეივსება და არც მყარდება. რაც შეეხება ზ------- კ---–--–--ის ჩვენებას, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გაზიარებული აქვს, როგორც ცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ------- კ---–--–--ე გადმოსცემს ა------- კ---–--–--ის მიერ მოთხრობილ ფაქტს, თუმცა პროცესზე მოწმეებმა ზ------ ზ----ემ, რ---- ბ-----ემ, რ----- ბ-----ემ, ბ------ კ---–--–--ემ და ფ--------- კ---------მა უარყვეს ს----- ა---–---ის მიერ ა------- კ---–--–--ის ცემა, არადა როგორც ფაქტობრივი გარემობებიდან დასტურდება აღნიშნული მოწმეები უნდა შესწრებოდნენ იმ გარემობებს, რომელზედაც მოწმე ი--–-----ე საუბრობს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----- ა---–---ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ს----- ა---–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ს----- ა---–---ის მიმართ.
ს----- ა---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გამართლებულ ს----- ა---–---ს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ს----- ა---–---ს ამოერიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმების შესახებ.
ნივთმტკიცებები: რ---- ბ-----ისაგან ამოღებული ავტომანქანა ,,H---------, სახელმწიფო ნომრით I------, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ზ------ ზ----ისაგან ამოღებული ავტომანქანა ,,O---------”, სახელმწიფო ნომრით B------ და ე. წ. აირბაკი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ------- კ---–--–--ისაგან ამოღებული ა------- კ---–--–--ის შარავალი, დაუბრუნდეს ა------- კ---–--–--ის ოჯახს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ა------- კ---–--–--ის სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე