განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
080100119002933935
ინსტანცია
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0080100119002933935

საქმე №1/ბ-413-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- ი-----ს ძე ო-----------ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 3- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი:0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ბაღდათის რაიონი, სოფელი წ-----–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ა---–---ის ქუჩა N51.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ო-----------ემ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქუთაისში, ა---–---ის ქუჩა N51-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ზ---- ო-----------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ--- გ--–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა დანით. მ--- გ--–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ზ---- ო-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზ---- ო-----------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის 2019 წლის 9 მარტიდან - 2019 წლის 14 მაისის გათვალისწინებით განთავისუფლდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

ზ---- ო-----------ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს მიერ არ მოხდა დანაშაულის სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება. სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---- ო-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მ--- გ--–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების: მ-------–-–---–-------------------------------------------–--–---–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით თანდართული მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ---- ო-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზ---- ო-----------ე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის - 2019 წლის 9 მარტიდან - 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით გათვალისწინებით, ზ---- ო-----------ე განთავისუფლდეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ზ---- ო-----------ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე