განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002621762, №1ბ/491-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- მ-----–---–-.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - თ----- ბ---–---ის ასული ჯ--------ა, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–----------------------------;
მსჯავრდებული - ნ-------------------–- თ---------ა, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–------------------------------------------–----------------–-----------------–----------------------;
ადვოკატები: ა-----– შ---–---–-, მ--–---- ს--–-----, კ------- პ-----.
კვალიფიკაცია:
თ----- ჯ--------ა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა);
ნ-----------------ა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).
სასჯელი:
თ----- ჯ--------ა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ-----------------ა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ თ----- ჯ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– შ---–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ----- ჯ--------ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებდნენ თ----- ჯ--------ას მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას. თ----- ჯ--------ას განზრახვას წარმოადგენდა ი-----–- ნ------ის საჯაროდ სიტყვიერი დამცირება და არა მისი მოკვლა. მსჯავრდებული აღიარებს დაჭრის ფაქტს, თუმცა ეს ჩაიდინა მას შემდეგ, რაც ი-----–- ნ------ემ პირველმა დაარტყა ხელი თ----- ჯ--------ას. ამ უკანასკნელმა ინსტიქტურად მოიქნია ხელი მოსაგერიებლად, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო ჭრილობა ლავიწის ქვეშ და ხელის არეში. ჭრილობა იყო ნაკვეთი და არა ნაჩხვლეტი. განზრახვის არსებობის შემთხვევაში კი თ----- ჯ--------ა თავისუფლად შეძლებდა მის სისრულეში მოყვანას. მხოლოდ ბრელოკზე დაკიდებული პატარა დანის ხელში ჭერის ფაქტი კი არ მიუთითებს განზრახვის არსებობაზე (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ ნ-----------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- პ-----ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის უფრო მსუბუქი სახის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი არის არასამართლიანი, ნ-----------------ამ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც მზრუნველობა უწევს თავად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კი არ გააჩნია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი შესაბამისობაშია დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებასთან და მსჯავრდებულების პიროვნებებთან, რის გამოც არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით, თ----- ჯ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ნ-----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, თ----- ჯ--------ამ ნაცნობ - ი-----–- ნ------ეს, პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით ასესხა თანხა 250 ლარის ოდენობით. დათქმული პერიოდის გასვლის შემდეგ, თ----- ჯ--------ა მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ი-----–- ნ------ეს და მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზეც ეს უკანასკნელი თხოვდა გარკვეულ პერიოდს. თ----- ჯ--------ა არ ითვალისწინებდა მეგობრის თხოვნას და დაუყოვნებლივ მოითხოვდა 250 ლარის დაბრუნებას, რის გამოც ი-----–- ნ------ემ მას შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა თ----- ჯ--------ამ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ი-----–- ნ------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი შეიარაღდა დანით და 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 19:50 საათზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „mini cupper”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- მივიდა ი-----–- ნ------ის სახლთან, მდებარე ქ------–-----------–-------–-----------------ში, სადაც გაიყოლა მეგობარი ნ-----------------ა. კორპუსთან მისვლისას, სადარბაზოსთან გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და ეზოდან უყვიროდა ი-----–- ნ------ეს ჩამოსულიყო სახლიდან, ამასთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თ----- ჯ--------ა არ ჩერდებოდა, ი-----–- ნ------ე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც თ----- ჯ--------ამ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ი-----–- ნ------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. მიყენებული დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, თ----- ჯ--------ა დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა - მოეკლა ი-----–- ნ------ე, მეგობარ ნ-----------------ასთან ერთად, იმავე ავტომანქანა ,,mini cupper”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ი-----–- ნ------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
ნ-----------------ამ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ თ----- ჯ--------ას მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიიმალა და არ შეატყობინა მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით, თ----- ჯ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. თ----- ჯ--------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 ივნისიდან.
ნ-----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 02 აგვისტომდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. ნ-----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 ივნისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----------------ას მიმართ, გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ-----------------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და პალატა იმსჯელებს მხოლოდ მსჯავრდებულ თ----- ჯ--------ას დაცვის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ი-----–- ნ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, გამთენიისას, დაუკავშირდა მეგობარს - ზ------ შ-----–---–ს და სთხოვა თანხა. ეს უკანასკნელი, დაახლოებით 08:00 საათზე, მასთან, ქ------–--–---–-------–-----------ზე მივიდა ძმასთან - დ----- შ-----–---–თან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ მასთან მივიდნენ ნ-----------------ა და თ----- ჯ--------აც. მათ ისაუბრეს და მალევე ყველა ერთად გავიდნენ სახლიდან. თავად და ძმები შ-----–---–ები წავიდნენ მისი ავტომანქანით, ხოლო თ----- ჯ--------ა და ნ-----------------ა - თ----- ჯ--------ას ავტომანქანით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ზ------ შ-----–---–სა და ნ-----------------ას შორის იყო სატელეფონო კავშირი, რა დროსაც მან თ----- ჯ--------ას საღამომდე სთხოვა სესხის სახით 50 ლარი, რაზეც მიიღო თანხმობა. დაახლოებით 15 წუთში მისი კორპუსის ეზოში შეხვდნენ თ----- ჯ--------ას და ნ-----------------ას, რა დროსაც თ----- ჯ--------ამ გადასცა 50 ლარი და ისინი კვლავ სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. თავად და ძმები შ-----–---–ები წავიდნენ ქ------–--–--------ის გამზირზე, სადაც ზ------ შ-----–---–მა დაალომბარდა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ნაწილი - 150 ლარი გადასცა მას, ხოლო ნაწილი დაიტოვა თვითონ. აღნიშნული თანხით, იქვე მდებარე აპარატით გადაიხადა საპატრულო ჯარიმა, ხოლო დანარჩენი ჩარიცხა ტოტალიზატორის ანგარიშზე. შემდეგ წამოვიდნენ ქალაქში, რა დროსაც ზ------ შ-----–---–სა და ნ-----------------ას შორის კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი და იმის გამო, რომ გადასახდელი ჰქონდა ლომბარდის პროცენტები, თ----- ჯ--------ას სესხის სახით კვლავ სთხოვა 200 ლარის დამატება, რაზეც მიიღო თანხმობა და დაახლოებით 15 წუთში ისინი კვლავ შეხვდნენ თ----- ჯ--------ას და ნ-----------------ას მისი კორპუსის ეზოში, სადაც თ----- ჯ--------ას გამოართვა აღნიშნული თანხა და თავად, მარტო წავიდა ლომბარდში პროცენტის გადასახდელად. ამასთან, ძმებ შ-----–---–ებთან შეთანხმდა, რომ დაახლოებით ერთ საათში შეკრებილიყვნენ მასთან სახლში. შეთანხმებისამებრ, ძმებ შ-----–---–ებს შეხვდა მის სახლთან, ჩაისვა ისინი კუთვნილ ავტომანქანაში და მოძრაობდნენ ქალაქში, რა დროსაც ზ------ შ-----–---–ს დაურეკეს. ზ-----მ ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და პასუხისას მიხვდა, რომ ესაუბრებოდა თ----- ჯ--------ას. ამ უკანასკნელმა ი-----–- ნ------ე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. აღნიშნულზე გაღიზიანდა, ზ------ შ-----–---–ს გამოართვა ტელეფონი და თ----- ჯ--------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აგინებდა თ----- ჯ--------აც, რის გამოც მან უთხრა, რომ დაახლოებით ერთ საათში იქნებოდა სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა. დაახლოებით 40 წუთში მივიდნენ სახლში, ხოლო მათი მისვლიდან დაახლოებით 30-40 წუთში, ეზოში აგრესიულად შევარდა ავტომანქანა. თ----- ჯ--------ა ეზოდან აგინებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და უყვიროდა „ჩამოდი უნდა დაგშტირო, შე ბარიგა“-ო. მან აივნიდან მოუწოდა თ----- ჯ--------ას, რომ გაჩერებულიყო და სთხოვა მასთან სახლში ასვლა, თუმცა, თ----- იყო ძალიან გაღიზიანებული და განაგრძობდა მისი მისამართით გინებას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მან ზ------ შ-----–---–ს სთხოვა ჩასვლა და თ-----ს დამშვიდება, ვინაიდან მეზობლები იცნობდნენ და მისთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო.
დაზარალებულის ჩვენებით, ზ------ შ-----–---–ის ეზოში ჩასვლის შემდეგ, დაახლოებით 5-10 წუთი სიტუაცია დამშვიდდა, თუმცა შემდეგ კვლავ გაგრძელდა თ----- ჯ--------ას მხრიდან გინება, „ჩამოდი, შენი დედა ..., უნდა დაგშტიროო“, რაზეც თვითონაც ძალიან გაღიზიანდა და ჩავიდა ეზოში, გაემართა თავისი კუთვნილი ავტომანქანისკენ და თ----- ჯ--------ასაც სთხოვა დაჯდომა, რაზეც მიიღო უარი. არაერთი მოწოდების მიუხედავად, თ----- ჯ--------ა აგრძელებდა აგრესიულ ქცევას, მის ავტომანქანას ორჯერ დაარტყა ფეხი. იგი მაინც ჩაჯდა კუთვნილ ავტომანქანაში და კარის მიხურვის შემდეგ თ----- ჯ--------ა აწეულ მინაზე ურტყამდა მარცხენა მუჭს. დარტყმისას ლამის მინა ჩაიმსხვრა, რის გამოც მიხვდა, რომ ეს არ იყო მარტო მუჭის დარტყმა და რომ ხელში თ-----ს სხვა ნივთი ეჭირა. აღნიშნულზე კიდევ უფრო გაღიზიანებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინახა, რომ თ----- ჯ--------ას მარცხენა ხელში დანა ეჭირა, რაც შემდეგ მარჯვენა ხელში გადაიტანა. მან ინსტიქტურად, მოსაგერიებლად ხელი წაიღო დანისკენ, თუმცა მარჯვენა მხარეს, ლავიწის არეში, იგრძნო ჩხვლეტა. ჩხვლეტის ადგილზე მარცხენა ხელი მიიბჯინა, რა დროსაც მარცხენა ხელზეც იგრძნო ჩხვლეტა. ი-----–- ნ------ის ჩვენებით, თ----- ჯ--------ას მხრიდან დარტყმები მოხდა ძალიან სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით და მარცხენა ხელი იმ ადგილას რომ არ მიეყოლებინა, სადაც ჩხვლეტა იგრძნო, მეორედაც იმავე ადგილას დაარტყამდა. ჭრილობიდან ხელის აღების შემდეგ წამოუვიდა დიდი რაოდენობით სისხლი. თ----- ჯ--------ას მხრიდან კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება კვლავ გრძელდებოდა. ძალა მოიკრიბა და თ----- ჯ--------ას საპირისპირო მხარეს - მარჯვენა მხრიდან შემოუარა თავის ავტომანქანას და ა---–-------–ის გამზირის მიმართულებით გაემართა, ამასთან, მეზობლებს უყვიროდა, რომ არტერია ჰქონდა გადაჭრილი და სასწრაფოში დაერეკათ. მეზობლებმა დასვეს სკამზე და სასწრაფოს მისვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამასობაში, დაინახა, რომ თ----- ჯ--------ას ავტომანქანა გავიდა მისი ეზოდან. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულ ნ-----------------ას მიმართ მას პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო თ----- ჯ--------ას მიმართ მას პრეტენზია გააჩნია, რამდენადაც მან სასიკვდილოდ გაიმეტა.
მოწმე ზ------ შ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილით, დაახლოებით 06:00 საათზე, დაურეკა მეგობარმა ი-----–- ნ------ემ და სთხოვა ფინანსური დახმარება. დაახლოებით ორ საათში ის და მისი ძმა დ----- შ-----–---–ი შეხვდნენ ი-----–- ნ------ეს მის საცხოვრებელ სახლთან, ქ------–--–------–-------–-----------ზე, საიდანაც წავიდნენ ტელეფონის დასალომბარდებლად ქ------–--–--------ის ქუჩაზე. მან ტელეფონი დაალომბარდა 350 ლარად, საიდანაც დაახლოებით 150 ლარი ასესხა ი-----–- ნ------ეს, ხოლო დანარჩენი დაიტოვა თვითონ. შემდეგ ისინი წავიდნენ ი-----–- ნ------ესთან სახლში, სადაც დაახლოებით 10-15 წუთში მივიდნენ თ----- ჯ--------ა და ნ-----------------ა. მათ მეგობრულად ისაუბრეს და დაახლოებით 40 წუთში ყველანი გამოვიდნენ სახლიდან. თვითონ, მისი ძმა - დ----- შ-----–---–ი და ი-----–- ნ------ე წავიდნენ ი-----–- ნ------ის ავტომანქანით, ხოლო თ----- ჯ--------ა და ნ-----------------ა წავიდნენ თ----- ჯ--------ას ავტომანქანით, სხვადასხვა მიმართულებით. ი-----–- ნ------ემ თ----- ჯ--------ას სთხოვა თანხა სესხად, ჯერ გამოართვა 50 ლარი, ხოლო შემდეგ კიდევ 200 ლარი. ორივე შემთხვევაში თ----- ჯ--------ას შეხვდნენ ი-----–- ნ------ის კორპუსთან, სადაც მოხდა თანხის გადაცემაც. მოგვიანებით, ის, მისი ძმა და ი-----–- ნ------ე კვლავ ერთად მოძრაობდნენ, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც მასთან დარეკა თ----- ჯ--------ამ, ხოლო იმის გამო, რომ ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და გარკვევით საუბარი არ ისმოდა, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე. სატელეფონო საუბრისას თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ი-----–- ნ------ე გაღიზიანდა და თავის მხრივ, საპასუხოდ, თ----- ჯ--------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ დაბრუნდნენ ი-----–- ნ------ესთან სახლში და დაახლოებით ორ საათში გაიგეს ეზოში ავტომანქანის სწრაფად და სიგნალებით შემოსვლის ხმა, რასაც მოჰყვა ეზოდან ი-----–- ნ------ის მისამართით გინება და ყვირილი. ი-----–- ნ------ემ გადაიხედა აივნიდან და თ----- ჯ--------ას სთხოვა, რომ ასულიყო მასთან სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა. ვინაიდან თ----- ჯ--------ა არ ჩერდებოდა, ი-----–- ნ------ემ და მისმა ძმამ ის ჩააგზავნეს თ----- ჯ--------ას დასამშვიდებლად, მაგრამ იგი იყო აგრესიული და კვლავ განაგრძობდა ხმამაღლა გინებას. ამასობაში ეზოში ჩავიდა ი-----–- ნ------ეც, რომელიც ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, რა დროსაც თ----- ჯ--------ა მივიდა აღნიშნულ ავტომანქანასთან, განაგრძო ი-----–- ნ------ის გინება და თან ფეხებს ურტყამდა ავტომანქანას. აღნიშნულზე ი-----–- ნ------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ორივემ - ი-----–- ნ------ემ და თ----- ჯ--------ამ, თითქმის ერთდროულად, მოუქნიეს ერთმანეთს ხელი. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი გაიქცა მათ გასაშველებლად, თუმცა, ვიდრე მათთან მივიდოდა, დაინახა, რომ ი-----–- ნ------ეს დიდი რაოდენობით სისხლი წამოუვიდა, ხოლო იმის გამო, რომ სისხლის დანახვაზე ხდება ცუდად, ვერ შეძლო მასთან მისვლა და შეტრიალდა უკან. შემდეგ კვლავ შეტრიალდა მათკენ და დაინახა, რომ თ----- ჯ--------ა კვლავ აგრძელებდა გინებას, ხოლო ი-----–- ნ------ემ შემოუარა თავის კუთვნილ ავტომანქანას და წავიდა ხალხის მიმართულებით, თან ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას. მოწმის განმარტებით, დაჭრამდე თ----- ჯ--------ას ხელში რაიმე ნივთი არ შეუნიშნავს, ხოლო დაჭრის შემდეგ მის ხელში დაინახა მეტალის ნივთი. ამასთან, ვინაიდან იყო შოკურ მდგომარეობაში, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა დატოვა ი-----–- ნ------ის ეზოში და ძმასთან ერთად, რომელიც იმ დროისათვის უკვე ეზოში იმყოფებოდა, ტაქსით წავიდა სახლში. ცდილობდა ი-----–- ნ------ის მეგობრის ტელეფონის ნომრის მოძიებას, თუმცა, შემდეგ ტელევიზიის მეშვეობით გაარკვია ი-----–- ნ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოწმე დ----- შ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, მის ძმას - ზ------ შ-----–---–ს ფინანსური დახმარება სთხოვა მეგობარმა ი-----–- ნ------ემ, იგივე „პ----ომ“, რის გამოც ის ძმასთან ერთად, დაახლოებით 09:00 საათზე, შეხვდა ი-----–- ნ------ეს მის საცხოვრებელ სახლთან. წავიდნენ ქ------–--–--------ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, სადაც მისმა ძმამ დაალომბარდა მობილური ტელეფონი, იქიდან დაბრუნდნენ ი-----–- ნ------ის საცხოვრებელ სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთად გავიდნენ ი-----–- ნ------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც დარეკა თ----- ჯ--------ამ, რომელმაც იკითხა, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ, რაზეც მისმა ძმამ უპასუხა, რომ ი-----–- ნ------ესთან ერთად იყვნენ გასულები. აღნიშნულზე თ----- ჯ--------ამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ი-----–- ნ------ე, რასაც მოჰყვა ერთმანეთის მიმართ საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ი-----–- ნ------ემ ურთიერთობის გასარკვევად თ----- ჯ--------ა დაიბარა მასთან სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეზოში სიგნალებით შევარდა თ----- ჯ--------ა. ეზოდან ი-----–- ნ------ის მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი ფრაზები, რის გამოც ძმას - ზ------ შ-----–---–ს თხოვა ჩასვლა და თ-----ს დამშვიდება, თუმცა, მისი ძმის ჩასვლის შემდეგ თ----- ჯ--------ა გახდა კიდევ უფრო აგრესიული. შემდეგ ეზოში ჩავიდა ი-----–- ნ------ე, ხოლო თვითონ დარჩა სახლში, ვინაიდან იფიქრა, რომ ი-----–- ნ------ე და მისი ძმა შეძლებდნენ მის დამშვიდებას. ხმაურზე გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ ეზოში იყო მხოლოდ მისი ძმა, რის გამოც თავადაც ჩავიდა ეზოში. ეზოში დახვდა მხოლოდ მისი ძმა, რომლისგანაც შეიტყო, რომ თ----- ჯ--------ამ დაჭრა ი-----–- ნ------ე. ასევე, ი-----–- ნ------ის ავტომანქანასთან დაინახა სისხლის გუბე. იყვნენ ძალიან შეშინებულები, რის გამოც სასწრაფოდ წავიდნენ სახლში, ხოლო მოგვიანებით გადაწყვიტეს პოლიციის განყოფილებაში მისვლა და მათთვის ცნობილი ინფორმაციის მიწოდება.
მოწმე თ----- ი-------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, მეგობართან ერთად იმყოფებოდა ქ------–--–---–-------–-----------ზე, შემდეგ გადავიდა კ-------–--ის ქუჩაზე, სადაც იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. თ----- ჯ--------ა უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ი-----–- ნ------ეს, იგივე „პ----ოს“, ხოლო ნ-----------------ა ამშვიდებდა თ----- ჯ--------ას და ეუბნებოდა, რომ „ყველას ნუ აგებინებდა...“. საუბარი იყო ნარკოტიკულ საშუალებაზე. თ----- ჯ--------ა იყო ძალიან გაღიზიანებული და ნ-----------------ასაც კი უხეშად უპასუხა, რომ მას არ ეკითხებოდნენ. შემდეგ ეზოში ჩავიდა ი-----–- ნ------ე და ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, თ----- ჯ--------ა კი მისგან მოითხოვდა ავტომანქანიდან გადასვლას და თავის კუთვნილ ავტომანქანაში ჩაჯდომას, რაც ი-----–- ნ------ემ არ გაითვალისწინა. ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ასევე, თ----- ჯ--------ა ავტომანქანის მინებს ურტყამდა მუშტებს, რის გამოც ი-----–- ნ------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და თ----- ჯ--------ას დაარტყა ხელი. ი-----–- ნ------ის დარტყმისთანავე, წამებში დაარტყა თ----- ჯ--------ამაც. ვინაიდან მან დაინახა, რომ კაცი ურტყამდა ქალს ხელს, მან ითხოვა დახმარება, ხოლო როდესაც კვლავ მათკენ გაიხედა, დაინახა, რომ ი-----–- ნ------ემ ავტომანქანას შემოუარა და სისხლიანი მისკენ გაემართა, სთხოვდა დახმარებას, სასწრაფოში დარეკვას, რაც მან ვერ მოახერხა, დაბნეულობის გამო, თუმცა, მეზობლებს უკვე დარეკილი ჰქონდათ. ი-----–- ნ------ე იყო პანიკაში, მიდიოდა ა---–-------–ის გამზირის მიმართულებით, მისული იყო თითქმის კორპუსის ბოლომდე, როდესაც მან და იქ შეკრებილმა ხალხმა მოაბრუნეს, დასვეს სკამზე და აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, კერძოდ, მან გაიხადა პერანგი და იქ მყოფი ბიჭების დახმარებით გადაუჭირეს ჭრილობაზე. მოწმის განმარტებით, დაჭრის ფაქტამდე თ----- ჯ--------ას ხელში დანა არ დაუნახავს. ხოლო დაჭრის შემდეგ, როდესაც ი-----–- ნ------ე სისხლიანი მისკენ წავიდა, დაინახა, რომ თ----- ჯ--------ამ ბლაგვი საგანი სისხლისგან დაფერთხა, შემდეგ კი ნ-----------------ასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოწმე მ------ წ---–-----ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს შემოესმა ხმაურისა და ქალის გინების ხმა. გაიხედა საძინებლის ფანჯრებიდან და დაინახა ქალბატონი, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური. მალევე დაინახა ი-----–- ნ------ეც, რომელმაც შემოუარა იქვე გაჩერებულ ავტომანქანებს და წავიდა მისი ფანჯრების მიმართულებით, რა დროსაც ორივე ხელი მიბჯენილი ჰქონდა მარჯვენა მხარეს, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. აღნიშნულის დანახვაზე, მან ჩაირბინა კიბეებზე, თუმცა, დაავიწყდა მობილური ტელეფონი, რაც სჭირდებოდა 112-ში დასარეკად და აბრუნდა სახლში. ეზოში ჩასვლისას დაინახა, რომ ი-----–- ნ------ე უკვე მათი კორპუსის ბოლოში იყო. ი-----–- დასვეს სკამზე და აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, მას ი-----–- ნ------ის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, შესაბამისად, არ იცის ვინ მიაყენა ჭრილობა. მან მხოლოდ დაჭრილი ი-----–- ნ------ე დაინახა და მისი თხოვნით დარეკა 112-ში.
მოწმე მ------ წ---–--ას ჩვენებით, ხმაურზე ჩავიდა ეზოში, სადაც ი-----–- ნ------ე უკვე იყო დაჭრილი. ი-----–- ნ------ეს ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მარჯვენა ლავიწის არეში, დაახლოებით 12-13 სმ. ზომის, ამასთან, სისხლდენა იყო არტერიული და ინტენსიური როგორც იღლიის მხრიდან, ასევე ლავიწის მხრიდან. მოწმის ჩვენებით, არის ექიმი და აღმოუჩინა პირველადი დახმარება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ------–--–------–-------–-----------------------------ში. 2018 წლის 25 ივნისს გაიგო მათი კორპუსის ეზოში ავტომანქანის სწრაფი შევარდნის ხმა. მოგვიანებით დაინახა, რომ გოგონები ავტომანქანიდან იყვნენ გადმოსულები და ერთ-ერთი ქერათმიანი გოგონა აგრესიულად, გაბრაზებული უყვიროდა ი-----–- ნ------ეს, ხოლო მეორე გოგონა, რომელსაც ეცვა თეთრი კაბა, ადგილზე გადი-გამოდიოდა, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ი-----–- ნ------ის ეზოში ჩასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელსა და ქერათმიან გოგონას შორის დაძაბული საუბარი/გინება გაგრძელდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ მოუსმენია, რამდენადაც უხერხულობის გამო გაერიდა მათ. შემდეგ დაინახა, ქერათმიანი გოგონას მხრიდან ი-----–- ნ------ის კუთვნილი ავტომანქანისთვის ფეხის დარტყმისა და ი-----–- ნ------ის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი, რაც გოგონას მოხვდა სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ, მან დაინახა, რომ ი-----–- ნ------ეს გულმკერდის არეში ხელი ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა და ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. მან მაშინვე დარეკა 112-ში.
მოწმე დ----- ჩ-----ის ჩვენებით, 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, იმყოფებოდა საკუთარ ავტოფარეხში, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–------–-------–----------------------------ის მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია სწრაფად მიმავალმა ავტომანქანამ, რის გამოც გამოვიდა ავტოფარეხიდან და დაინახა, რომ მის წინ ჩაიქროლა „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანამ, რომელიც გაჩერდა მე-19 კორპუსთან, მასში იჯდა ორი გოგონა. შემდეგ გაიგონა ი-----–- ნ------ის მისამართით ქალის უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინების ხმა, რის გამოც კვლავ გამოიხედა და დაინახა, რომ ქერათმიანი გოგონა ადგილზე გადი-გამოდიოდა, თუმცა, მისი გასვლის მომენტისათვის აღარ იგინებოდა და იგი შებრუნდა ავტოფარეხში. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მან გაიგონა ავტომანქანაზე ფეხის ან ხელის ძლიერი დარტყმის ხმა, რის გამოც იგი კვლავ გამოვიდა ავტოფარეხიდან და დაინახა, რომ ი-----–- ნ------ე, იგივე „პ----ო“ მიდიოდა მისი ავტოფარეხისკენ, მარცხენა ხელი გულმკერდის მარჯვენა მხარეს ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. ი-----–- ნ------ე იყო ფერდაკარგული, დაბნეული და მიდიოდა წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასობაში შეიკრიბა ხალხი, მეზობლებმა მოიტანეს სკამი, დასვეს დაჭრილი ი-----–- ნ------ე და ვისაც როგორ შეეძლო, აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. დაახლოებით 5 წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ი-----–- ნ------ე გადაიყვანა საავადმყოფოში.
მოწმე თ----- ტ-–-–--ის ჩვენებით, 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ------–--–-----------------------ში, ჩავიდა ეზოში და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის კუთვნილ ავტომანქანაში. ძრავის ამუშავებამდე ბათუმის ქუჩის ზედა მხრიდან მასთან მივიდა ქერათმიანი გოგონა - თ----- ჯ--------ა, რომელსაც ეცვა შავი სპორტული შარვალი და ვარდისფერი, მოკლემკლავიანი მაისური და ხელი ჰქონდა მოხრილ მდგომარეობაში. გოგონამ უთხრა, რომ ჰქონდა გაჭრილი და სთხოვა ტაქსამდე მიყვანა. ის დათანხმდა და გოგონა ჩაჯდა მის უკან, მარცხენა მხარეს. გზად გამოელაპარაკა, გოგონამ უთხრა, რომ ერქვა „თათა“, ასევე უთხრა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა კაცი, რაც მას სერიოზულად არ მიუღია. გოგონამ მგზავრობისას სთხოვა ა--–-----ში წაყვანა, რაზეც არ უთხრა უარი და მიიყვანა ა--–-----ში. ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ, ნახა, რომ ადგილზე, სადაც გოგონა იჯდა, იყო სისხლის ლაქები, რაც გაწმინდა. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია სისხლის გაწმენდის შესახებ, ავტომანქანა ამოიღეს და დარჩენილ ლაქებთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერტიზა.
2018 წლის 27 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა თ----- ტ-–-–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამ პირს შორის ამოიცნო თ----- ჯ--------ა და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნული პირი, მისივე თხოვნით, კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნ-------------------------–-------------------------დან წაიყვანა ა--–-----ში.
თ----- ჯ--------ამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილით, მასთან მივიდა მეგობარი ნ-----------------ა, რომელსაც უნდოდა ზ------ შ-----–---–ის ნახვა, რის გამოც ისინი მივიდნენ ი-----–- ნ------ესთან სახლში. მოგვიანებით, დაახლოებით 10:00-12:00 საათზე, ი-----–- ნ------ეს საათნახევრით ასესხა ჯერ 50 ლარი, ხოლო შემდეგ 200 ლარი. ვინაიდან მასაც სჭირდებოდა აღნიშნული თანხა (ლომბარდში ჰქონდა თანხა გადასახდელი), დაახლოებით 14:00 საათზე იგი ურეკავდა ი-----–- ნ------ეს, თუმცა, იგი არ პასუხობდა, შემდეგ კი უთიშავდა. დაახლოებით 15:00 საათზე იგი დაუკავშირდა ზ------ შ-----–---–ს, რომელსაც, როგორც შემდეგ მიხვდა, ტელეფონი ჩართული ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე. მან ი-----–- ნ------ე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია, რაც გაიგო ი-----–- ნ------ემ და საპასუხოდ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ი-----–- ნ------ეს სთხოვდა თანხის დაბრუნებას, თუმცა, იგი ეუბნებოდა, რომ „თანხას არა, იმას მოგცემო“ და კვლავ აგინებდა. ნ-----------------ას უთხრა, მისულიყვნენ და გაერკვიათ ურთიერთობა და დაებრუნებინა თანხა. ი-----–- ნ------ის საცხოვრებელ კორპუსთან მისვლისას უყვიროდა ი-----–- ნ------ეს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა მის ეზოში ჩასვლას. აივნიდან ი-----–- ნ------ემაც შეაგინა ერთი-ორჯერ და როდესაც ეს უკანასკნელი ჩავიდა ეზოში, მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ი-----–- ნ------ემ მას მოსთხოვა მის ავტომანქანაში ჩაჯდომა, თუმცა არ ჩაჯდა, ვინაიდან თვითონაც და ი-----–- ნ------ეც იყვნენ გაღიზიანებულები. ამასთან, მას სურდა სახალხოდ ი-----–-სთვის შეურაცხყოფის მიყენება და თანხის დაბრუნება. ი-----–- ნ------ემ დაქოქა თავისი კუთვნილი ავტომანქანა და აპირებდა წასვლას, რის გამოც მან ავტომანქანას ფეხი დაარტყა. აღნიშნულზე ი-----–- ნ------ე ავტომანქანიდან გადმოვიდა გაღიზიანებული და ხელი დაარტყა, რაზეც ძალიან გაბრაზდა და 5-6 სმ პირის მქონე დანა, რომელიც ბრელოკზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ათამაშებდა, ინსტიქტურად მოუქნია. თ----- ჯ--------ას ჩვენებით, მას ი-----–- ნ------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ასეთის არსებობის შემთხვევაში სახლშიც ავიდოდა და ავტომანქანაშიც ჩაუჯდებოდა. ასევე, აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა როგორც ი-----–-ს სახლიდან ჩამოსვლის დროს, ასევე დანის ერთხელ დარტყმის შემდეგ, როდესაც ჩაკეცილი იყო ადგილზე. ცოტახანს იდგა და უყურებდა, ხოლო შემდეგ ნ-----------------ასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. დაჭრის ფაქტის შემდეგ, ის და ნ-----------------ა ცოტახნით დაშორდნენ ერთმანეთს, როცა ეს უკანასკნელი მაისურის მისატანად გავიდა სახლში, შემდეგ ა--–-----ში მიაკითხა და დაკავებამდე ერთად იყვნენ. დაძაბულ ვითარებაში თვითონაც გაიჭრა ხელი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. მოგვიანებით შეიტყო ი-----–- ნ------ის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. რაც შეეხება დანას და მაისურს, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, მოგვიანებით სხვადასხვა ადგილას გადააგდო.
ნ-----------------ამ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. მისი ჩვენებით, 2018 წლის 25 ივნისს, დილით, თ----- ჯ--------ასთან ერთად მივიდა ი-----–- ნ------ესთან სახლში, ზ------ შ-----–---–ის ნახვის მიზნით. მოგვიანებით, თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ეს საათნახევრით სესხის სახით მისცა 250 ლარი. შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ, თ----- ჯ--------ა თანხის დასაბრუნებლად უკავშირდებოდა ი-----–- ნ------ეს, რომელსაც დრო გაყავდა, შემდეგ კი მობილური ტელეფონიც გათიშა, რის გამოც თ----- ჯ--------ამ დაურეკა ზ------ შ-----–---–ს, რომელსაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული. სატელეფონო საუბრისას თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია, რაზეც ამ უკანასკნელმა უშვერი სიტყვებით აგინა თ----- ჯ--------ას, თავის მხრივ თ----- ჯ--------ამაც აგინა. შემდეგ თ----- ჯ--------ამ კიდევ დაურეკა და უთხრა, რომ მასაც გადასახდელი ჰქონდა თანხა და სჭირდებოდა მის მიერ მიცემული თანხა, თუმცა, ი-----–- ნ------ე ეუბნებოდა, რომ საერთოდ არ მისცემდა თანხას. აღნიშნულის შემდეგ ის და თ----- ჯ--------ა მივიდნენ ი-----–-ს ნ------ის კორპუსთან და როდესაც ამ უკანასკნელმა გადაიხედა აივნიდან, თ----- ჯ--------ამ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც არც ი-----–- ნ------ემ დააყოვნა და აივნიდან საპასუხოდ აგინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ი-----–- ნ------ე ჩამოვიდა ეზოში, ამ დროს თავად იჯდა თ----- ჯ--------ას ავტომანქანაში. მისი გადმოსვლის დროს თ----- ჯ--------ა და ი-----–- ნ------ე უკვე ხმამაღლა ჩხუბობდნენ, შემდეგ ზ------ შ-----–---–ის ხმა გაიგო და მისკენ მიტრიალდა, რა დროსაც ხმა გაიგო „გოგოს ურტყამსო“, რაზეც შეტრიალდა და დაინახა, რომ ი-----–- ნ------ეს უკვე სისხლი მოსდიოდა. იგი მაშინვე მივიდა ი-----–-სთან, თუმცა ი-----–- ნ------ემ უთხრა მას წასულიყო, რადგან რამე შარში არ გახვეულიყო. თ----- ჯ--------ასთან ერთად ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი. ავტომანქანა გააჩერეს ა---–-------–ის გამზირზე, საიდანაც თვითონ სახლში წავიდა, ხოლო თ----- ჯ--------ა ა--–-----ში, სადაც მალევე თავადაც მიაკითხა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ი-----–- ნ------ის დაჭრის ფაქტი, მას პოლიციის ორგანოებისთვის არ მიუმართავს და დაკავებამდე ის და თ----- ჯ--------ა ერთად იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს 21:00 საათიდან 23:15 საათამდე დროის შუალედში, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ-------–--–-------–-------–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. „მიცუბიში აირტეკის“ ვერცხლისფერი ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო წინა მარჯვენა კარის ჩარჩოზე და ჩარჩოს ქვედა მხარეს, ასევე ავტომანქანის მარჯვენა მხარეს და სადარბაზოსკენ ჩასასვლელ კიბეებზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მოწითალო ფერის ლაქები შეინიშნებოდა ასევე ხეივნის ქვეშ, მე-3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე-3 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფში ჩასასვლელი კიბეების მოაჯირთან, სადაც, ასევე, ნანახი იქნა მხედველობის სათვალე და შავი სკამი, რომლის გვერდით აღინიშნება დიდი რაოდენობით სისხლის კვალი და სისხლის გუბე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის კვალი და ნივთი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და ოქმის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– წ----–-–---–მა და ს--- გ----------მა.
შპს „ა--------------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის თანახმად, კორპუსის ეზოში ფიქსირდება რუხი ფერის ავტომანქანა „მინი კუპერი“, სახელმწიფო ნომრით T--------, რომლის წინა მარცხენა მხარეს ზის ნ-----------------ა, ხოლო გარეთ ავტომანქანასთან ახლოს დგას თ----- ჯ--------ა. აღნიშნული ავტომანქანის გვერდით დგას ვერცხლისფერი ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით H--------- ასევე ჩანს „მინი კუპერის“ წინ გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა, მის გვერდით კი მეორე ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც დგას უშუალოდ ჰონდა ფიტის“ წინ. დაახლოებით 20:03 საათზე კადრში ჩანს ზ------ შ-----–---–ი, რომელიც ჯდება „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანაში მძღოლის მხარეს. ამავდროულად თ----- ჯ--------ა ნერვიულად დადის ავტომანქანის სიახლოვეს. შემდეგ კადრში ჩანს ი-----–- ნ------ე, რომელიც „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან მიდის, ასევე ჩანს, რომ მასთან ახლოს დგას თ----- ჯ--------ა, რომელიც მიმართავს ი-----–- ნ------ეს. კადრში ჩანან ასევე ნ-----------------ა და ზ------ შ-----–---–ი. მანქანაში მარჯვენა მხარეს ჯდება ი-----–- ნ------ე. თ----- ჯ--------ა ძლიერად აღებს მანქანის მარჯვენა კარს, რომელსაც კეტავს ი-----–- ნ------ე. ამის შემდეგ თ----- ჯ--------ა ფეხს ურტყამს ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარს, რის შემდეგაც ი-----–- ნ------ე გადმოდის მანქანიდან. რაღაც პერიოდის შემდეგ იგი ისევ ჯდება ავტომანქანაში, რა დროსაც ავტომანქანასთან დგას თ----- ჯ--------ა და ძლიერად ურტყამს ავტომანქანის მინას მეტალის საგანს, რომელიც უჭირავს მარჯვენა ხელში. აღნიშნულზე ი-----–- ნ------ე გადმოდის ავტომანქანიდან და გაშლილ ხელს უქნევს თ----- ჯ--------ას, ხოლო თავის მხრივ თ----- ჯ--------აც იქნევს ხელს ი-----–- ნ------ის მიმართულებით. ამასთან, კადრში ნათლად ჩანს თ----- ჯ--------ას ხელში წვეტიანი საგანი. ასევე, ჩანს თ----- ჯ--------ას მხრიდან ი-----–- ნ------ის მიმართულებით ხელის გაქნევა. აღნიშნულის შემდეგ თ----- ჯ--------ა მოძრაობს ეზოში, რა დროსაც იქნევს მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს რაღაც საგანი. შემდგომ ჯდება „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანაში, რომლის საჭესთან ზის ნ-----------------ა და ტოვებენ ტერიტორიას.
2018 წლის 26 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 19:15 საათზე, ქ-------–--–---–------------------------------------------ში დაკავებულ იქნა თ----- ჯ--------ა. დაკავებისას თ----- ჯ--------ას მარჯვენა ხელის ნეკა თითის სახსართან აღენიშნებოდა პატარა ზომის ჭრილობა, რომელიც, მისი განმარტებით, მიიღო 2018 წლის 25 ივნისს ი-----–- ნ------ესთან ჩხუბის დროს. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც გვერდზე დაყვება თეთრი ზოლები და რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ამავე შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ბრელოკი, რომელზეც განთავსებულია ერთი ცალი გასაღები - „მინი კუპერის“ ნიშნის გამოსახულებით, შავი ფერის საშუალო ზომის პულტი და ნაცრისფერი ტყავის ბრელოკი, გაწყობილი ღია ფერის თვლებით.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს, 19:15 საათზე, ქ-------–--–---–------------------------------------------ში დაკავებულ იქნა ნ-----------------ა.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 ივნისის №------- დასკვნის თანახმად, თ----- ჯ--------ას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ფსიქოტროპული ნივთიერების - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის - მოხმარების ფაქტი.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 ივნისის №------- დასკვნის მიხედვით, ნ-----------------ას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.
2018 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ----- ჯ--------ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, კერძოდ, ქ-------–---------–-------–---------------- კორპუსის წინა მხარე და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაარტყა გულმკერდის (ლავიწის) არეში დანა ი-----–- ნ------ეს, სადაც მისული იყო მისი კუთვნილი „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანით, ნ-----------------ასთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ თ----- ჯ--------ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო დანა, რომლითაც ი-----–- ნ------ეს მიაყენა დაზიანება და ასევე ადგილი, სადაც გადააგდო სისხლიანი მაისური, რომელიც ინციდენტის დროს ეცვა, თუმცა, მის მიერ მითითებულ ადგილებზე ვერც დანა და ვერც მაისური ნანახი ვერ იქნა.
2018 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ-----------------ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, კერძოდ, ქ-------–---------–-------–---------------- კორპუსის წინა მხარე და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაარტყა ლავიწის არეში დანა თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ეს, სადაც მისულები იყვნენ თ----- ჯ--------ას კუთვნილი „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ-----------------------–-------------–----------------–---------–-----–----------–-----------------–-----------------------–----------------–------------------------------–-----------–----------–----–---------------–------------------- (ასლები - თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით “ცნობებისათვის“)) მონაცემების მიხედვით, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ი-----–- ნ------ე მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 25.06.2018 წ-ს 20:15 საათზე, გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა - 30.06.2018 წ-ს 16:00 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ლავიწქვეშა არის და მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობები, მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის და მხრის წნულის ნაწილობრივი დაზიანება, მარცხენა ცერა თითის გრძელი გამშლელი მყესის დაზიანება.
ამავე დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე ი-----–- ნ------ეს, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი (ორი დაზიანება) მარცხენა წინამხრისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არეებში არსებული ჭრილობების სახით. 07.08.2018 წელს 17:25-18:05 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის, მოქალაქე ი-----–- ნ------ეს, სხეულზე, გარეგნულად, მარცხენა წინამხრის გარეთა ზედაპირის ქვედა მესამედში - სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ და მარჯვენა ლავიწქვეშა მიდამოში - გარდამავალი მარჯვენა იღლიის ფოსოს წინა კუთხემდე, აღენიშნებოდა ნაწიბურები (მათი აღწერილობა იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). მოქალაქე ი-----–- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხანდაზმულობით, არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.06.2018 წ. თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ი-----–- ნ------ემ მის სხეულზე არსებული, ზემოთ ხსენებული, დაზიანებები - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. მარჯვენა ლავიწქვეშა არეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში არებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს დაზიანებების, საქმის მასალებში მითითებულ გარემოებებში, განვითარების შესაძლებლობას - თუმცა, აღნიშნულის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. მოქალაქე ი-----–- ნ------ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა თანმიმდევრობის (რიგითობის) დადგენა შეუძლებელია. იმის განსაზღვრა, ი-----–- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული არის თუ არა ერთი და იგივე იარაღით, მხოლოდ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით, შეუძლებელია. იარაღის სახეობის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 27 ივნისს, მოქალაქე თ----- ჯ--------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-5 ნებ-ფალანგის სახსრის საპროექციოდ, შიგნითა ზედაპირზე ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელის გადმოცემით: 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ი-----–- ნ------ესთან, რომელმაც ხელი დაარტყა კისრის მიდამოში, რის შემდეგაც ი-----–- ნ------ეს დანა დაარტყა, რა დროსაც მიიღო დაზიანება მარჯვენა მტევნის არეში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „..№1,№2,№3,№4,№5,№7. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები,..“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №9-14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №9-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- ნ------ეს (ობ. N86; პაკეტი, წარწერით: „...ნ------ის სისხლი“), ობ. №14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ თ----- ბ---–---ის ასული ჯ--------ასგან...“); პაკეტში, წარწერით: „..1 ცალი სათვალე, მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული სარდაფის ჩასასვლელი კიბის მოაჯირიდან...“, მოთავსებულ სათვალეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–- ნ------ეს (ობ. №86); პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიური ჩხირით აღებული ა/მ მერსედესი, სახ. № JIJ 939 უკანა მარცხენა სავარძლის წინ ძირს ფეხსადების ზედაპირიდან...“, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85); პაკეტში, წარწერით: „..ანაწმენდი 4 ცალი სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე, აღებული ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის გარე სახელურების გარე ზედაპირებიდან 2 ნიმუშად...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. №19,20) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №19-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. №20-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85). პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 7 (შვიდი) ნიმუშად თოთხმეტ ჩხირზე აღებული ა/მანქანის სალონიდან...ა/მანქანა მინი კუპერის, სახ. ნომ. T-------- გახსნა- დათვალიერება...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. №21-24-ის (კონტეინერები, წარწერით: „...ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან“, „...ა/მანქანის საჭის შუა ნაწილიდან“, „...ა/მანქანის საჭის ქვედა რკალიდან.“ და „...მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან“) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №23-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. №22-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85). ობ. №22-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის ნ-----------------ას (ობ. №84; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ნ-----------------ასგან...“). პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები 5 (ხუთი) ცალ ჩხირზე, აღებული ა/მ „ჰონდა“ სახ. №-----------ს დათვალიერებისას....", მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №58-61), წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85). პაკეტში, წარწერით: „..მოთეთრო ფერის შორტი მოწითალო ფერის ლაქით, ამოღებული უკანა მარცხენა ფეხის დასადებიდან...“, მოთავსებულ მოკლე შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №65) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85); პაკეტში, წარწერით: „ჯ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვალი.“, მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №69,70,70ა) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თ----- ჯ--------ას (ობ. №85); პაკეტებში, წარწერებით: „...პერანგი დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული I სართულზე არსებული შავი ფერის პარკიდან...“ და „...პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან დაზიანებულ მდგომარეობაში...“, მოთავსებულ პერანგებზე, პაკეტში, წარწერით: „...ჯინსის შარვალი ქამრით დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ შარვალზე. პაკეტში, წარწერით: „...დაზიანებული პერანგის მკლავი, მოწითალო ფერის ლაქით ამოღებული I სართულზე ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე, პაკეტში, წარწერით: „...1 ც ტრუსი, მოწითალო ფერის ლაქით, ამოღებული I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან. დაზიანებულ მდგომარეობაში.“, მოთავსებულ ქვედა საცვალზე, პაკეტში, წარწერით: „....2 (ორი) ც. კედი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული I სართულზე ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელსა და პაკეტში, წარწერით: „...2 (ორი) ც. შავი ფერის პოლიეთილენის პარკი ამოღებული I სართულზე ოთახის იატაკიდან ერთ-ერთზე აღინიშნება წარწერა...“, მოთავსებულ პოლიეთილენის პარკებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №75-82) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–- ნ------ეს (ობ. №86); პაკეტში, წარწერით: „...თმის ღერები, ამოღებული წინა მარჯვენა სავარძლის ქვემოთ..., მოთავსებული თმის ღერები (ობ. №83) წარმოადგენს ადამიანის თმას და ეკუთვნის ნ-----------------ას (ობ. №84).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი კუბოკრული პერანგი (პაკეტი №FCD870103) და განცალკევებით წარმოდგენილი კუბოკრული ქსოვილის ფრაგმენტი (პაკეტი №FCD 846408) სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს ჭრით განვითარებულ დაზიანებამდე (განცალკევებამდე) წარმოადგენდნენ ერთ მთლიანს - პერანგს, რომელზეც აღნიშნულის გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. გამოკვლევაზე წარდგენილ პერანგზე (პაკეტი №FCD 870105) სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანებების ფონზე, წინა მარჯვენა მხარეს ზედა მიდამოში ასევე აღინიშნება დაზიანებები: განვითარებული, როგორც ხევით მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, ასევე - ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მოცემულობით დაზიანების გამოსახვის ხასიათიდან გამომდინარე და შესაბამისად წარმოდგენილი დანით, №2 და №3 ობიექტებით ხსენებული დაზიანების მიყენების შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობაც შეუძლებელია. აღნიშნული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო №7247 ბარათის მონაცემების მიხედვით ი-----–- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანების („მარჯვენა ლავიწქვეშა არის ნაკვეთი ჭრილობა..“) ლოკალიზაციის მონაცემს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №---------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, 2018 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირი №70-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–- ნ------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, 1. შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ი-----–- ნ------ის კუთვნილი ავტომანქანა „მიცუბიშის“, სახელმწიფო ნომრით N---------ს უკანა მარჯვენა კარის გვერდით ბეტონის ზედაპირიდან და თ----- ჯ--------ას კუთვნილი ავტომანქანა „მინი კუპერი“-ს, სახელმწიფო ნომრით T---------ს წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლების ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თ----- ჯ--------ასაგან და ნ-----------------ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. 2. მოწმე თ----- ტ-–-–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა „მერსედესი“-ს, სახელმწიფო ნ-------------------ის უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ თ----- ჯ--------ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ბრალდებულ ნ-----------------ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. 3. მოწმე ზ------ შ-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“, სახელმწიფო ნომრით H---------ს წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თ----- ჯ--------ასაგან და ნ-----------------ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ---–---------------–---–მა, ი------------ემ, ნ----------ემ, ე---------------–--–---–მა და გ-----------------ემ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ა-----– შ---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს და თ----- ჯ--------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N142აპ-13, 12.02.2014).
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 25 ივნისს, თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ეს დანით მიაყენა დაზიანება გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც დაუზიანა არტერია, თუმცა, არა მოკვლის განზრახვით. დაცვის მხარემ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორად დაასახელა ი-----–- ნ------ე და აღნიშნა, რომ ი-----–- ნ------ის მიერ თ----- ჯ--------ასთვის გამოწვეულმა დარტყმამ განაპირობა ამ უკანასკნელის მიერ ინსტიქტურად დანიანი ხელის მოქნევა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–- ნ------ეს დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ლავიწქვეშა არის და მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობები, მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის და მხრის წნულის ნაწილობრივი დაზიანება, მარცხენა ცერა თითის გრძელი გამშლელი მყესის დაზიანება. მარჯვენა ლავიწქვეშა არეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში არებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. რაც შეეხება თ----- ჯ--------ას დაზიანებას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 27 ივნისს, მოქალაქე თ----- ჯ--------ას პირადი შემოწმებისას სახეზე არ აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება. მას გააჩნდა მხოლოდ მარჯვენა მტევნის მე-5 ნებ-ფალანგის სახსრის საპროექციოდ, შიგნითა ზედაპირზე ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა, რაც, სავარაუდოდ მიყენებულია მისივე დანით.
მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა გამოირიცხა როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან, ისე ვიდეოჩანაწერიდან. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კონფლიქტის დაწყების ინიციატორს წარმოადგენდა თ----- ჯ--------ა. სწორედ თ----- ჯ--------ა მივიდა ი-----–- ნ------ის საცხოვრებელ კორპუსთან და ი-----–- ნ------ეს ეძახდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნა, რომ თ----- ჯ--------ას სურვილს წარმოადგენდა ი-----–- ნ------ისთვის მხოლოდ სახალხოდ შეურაცხყოფის მიყენება, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. მოწოდების და ზ------ შ-----–---–ის ჩასვლის მიუხედავად, თ----- ჯ--------ა აგრძელებდა ი-----–- ნ------ის შეურაცხყოფას და ემუქრებოდა „დაშტირვით“. აღნიშნულს ადასტურებს არაერთი მოწმე, რამაც საბოლოოდ განაპირობა ი-----–- ნ------ის ჩასვლა ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ ი-----–- ნ------ე ცდილობდა გაცლოდა თ----- ჯ--------ას, ეს უკანასკნელი ფეხებს ურტყამდა ავტომანქანას, შემდეგ კი დანიან ხელს მინას. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად არ დადასტურებულა, რომ ი-----–- ნ------ემ თ----- ჯ--------ას მოუქნია რაიმე ბასრი საგანი. ჩანაწერში ჩანს ავტომანქანიდან გადმოსული ი-----–- ნ------ის მიერ გაშლილი ხელის მოქნევა თ----- ჯ--------ასთვის, ხოლო თ----- ჯ--------ას მიერ ხელის მოქნევა ი-----–- ნ------ის მიმართულებით. დადასტურებულია, რომ თ----- ჯ--------ას ხელში ეჭირა მჭრელი საგანი, რომლითაც ი-----–- ნ------ეს დაუზიანდა არტერია და გადაურჩა სიკვდილს სამედიცინო დახმარების სწრაფად გაწევის შედეგად. თ----- ჯ--------ას ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, ი-----–- ნ------ისთვის ჭრილობების მიყენება ვერ ჩაითვლება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად, რადგან დადგენილია, რომ თ----- ჯ--------ას ხელში უკვე ეჭირა გაშლილი დანა, უხმობდა ი-----–- ნ------ეს და არ აძლევდა მას წასვლის შესაძლებლობას, ხოლო დაზარალებულს რაიმე ბასრი საგანი თუ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თ----- ჯ--------ამ ინსტიქტურად მოიქნია ხელი ი-----–- ნ------ის მისამართით, ვერ იქნება გაზიარებული როგორც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად, შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მდგომარეობის ფარგლების გადაცილებაზეც. გასათვალისწინებელია ი-----–- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხარისხი, რაც, პალატის მოსაზრებით, მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე N227აპ-16). ასევე განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა (ვრცლად იხილეთ 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №322აპ-15).
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, თ----- ჯ--------ას შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა მასთან სახლში ასვლით, მანქანით გაყოლით, ასევე მოკვლის შესაძლებლობა ჰქონდა ი-----–- ნ------ის ეზოში ჩამოსვლის დროსაც და მაშინაც, როდესაც ეს უკანასკნელი დაჭრისას მოიხარა და გაჩერდა იმავე ადგილზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. დადგენილია და ვერც პალატა უარყოფს, რომ კონფლიქტი გამოიწვია თანხამ, რაც სესხის სახით მისცა თ----- ჯ--------ამ ი-----–- ნ------ეს და რომლის დაბრუნებასაც თხოვდა მას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის მცდელობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განზრახი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, რასაც ედავება ბრალდების მხარე თ----- ჯ--------ას.
მოცემულ შემთხვევაში, თ----- ჯ--------ას განზრახი ქმედების დასადგენად აუცილებელია დადგინდეს მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება.
დაზარალებულმა ი-----–- ნ------ემ, სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ეზოში ჩასვლისას გაემართა კუთვნილი ავტომანქანისკენ და თ----- ჯ--------ასაც სთხოვა დაჯდომა მშვიდად საუბრისთვის, რაზეც მიიღო უარი და არაერთი მოწოდების მიუხედავად აგრძელებდა აგრესიულ ქცევას. არამხოლოდ ი-----–- ნ------ის, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც დადგენილია თ----- ჯ--------ას ქმედებები, ავტომანქანისთვის ფეხის დარტყმა, მინაზე დანიანი ხელის დარტყმა, რის შემდეგაც ი-----–- ნ------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ი-----–- ნ------ეს მიყენებული აქვს ორი ჭრილობა, რომელთა მიყენების მექანიზმსაც ხსნის ორჯერ დარტმით, განსხვავებით დაცვის მხარისგან. ფაქტია, რომ ერთ-ერთი დაზიანება მიყენებული აქვს მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიაზე, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ასევე ფაქტია, რომ არა ი-----–- ნ------ის ხელზე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოხვედრა, შესაძლოა ი-----–- ნ------ის გადარჩენა ვერ მომხდარიყო.
მტკიცებულებებით ასევე დადგენილია ი-----–- ნ------ის მდგომარეობა დარტყმების შემდეგ. მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერებით მას სდიოდა დიდი რაოდენობით სისხლი. ამ პირობებში მნიშვნელოვანია თ----- ჯ--------ას ქმედებები დარტმების მიყენების შემდეგ, რაც ნათლად ჩანს გამოკვლეულ ვიდეომასალაზე. თ----- ჯ--------ა მოძრაობს ეზოში, რა დროსაც იქნევს მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს რაღაც საგანი. მოწმე თ----- ი-------–--ის ჩვენებით, თ----- ჯ--------ამ ბლაგვი საგანი სისხლისგან დაფერთხა, შემდეგ კი ნ-----------------ასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ თ----- ჯ--------ამ ფიზიკური შეურაცხყოფის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დანის გამოყენებით მიაყენა მჩხვლეტავ-მჭრელი ჭრილობები ი-----–- ნ------ეს. პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჯ--------ამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ისიც ფაქტია, რომ სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა ი-----–- ნ------ისთვის სიცოცხლის გადარჩენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ თ----- ჯ--------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
სასჯელის მიზანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა და ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი თ----- ჯ--------ას, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (2018 წლის 02 აგვისტომდე) რომლის სანქციის ფარგლებშიც მსჯავრდებულ ნ-----------------ას დაენიშნა სასჯელი, ითვალისწინებდა ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნეს დამნაშავეთა ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
მოცემულ შემთხვევაში, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სამართლიანია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული სასჯელი, თ----- ჯ--------ას მიმართ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო ნ-----------------ას მიმართ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით.
რაც შეეხება ნ-----------------ას დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს, პალატა იზიარებს როგორც სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლოს უფლებამოსილება მითითებული საფუძვლების არსებობისას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ნახევრის პირობით ჩათვლის პრინციპით.
მოცემულ შემთხვევაში ნ-----------------ამ აღიარა დანაშაული (პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული აღიარების ნაწილში ნ-----------------ას მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რასაც პალატა საკმარისად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად), ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი ოჯახური მდგომარეობის აღნიშვნა - უნდა იზრუნოს ორ მცირეწლოვან შვილზე. წარმოდგენილი გარემოებების და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება - დანიშნული სასჯელიდან 1 წლით და 14 დღით თავისუფლების აღკვეთის განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რაც განაჩენის გამოტანის დღისთვის უნდა ჩაეთვალოს მოხდილად), ხოლო დარჩენილი ნაწილის (11 თვე და 16 დღე) პირობით ჩათვლა. წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გამოსაცდელ ვადად ნ-----------------ას უნდა განესაზღვროს 2 წელი. ამ პერიოდის მანძილზე მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალება პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოსაცდელი ვადის პერიოდში პრობაციის სამსახურისთვის თავის არიდების და ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი შესაძლოა აღსრულდეს პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დამატებითი გარანტია და დამაფიქრებელი ნ-----------------ასთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ნ-----------------ას მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ----- ჯ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– შ---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ-----------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- პ-----ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში.
თ----- ჯ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა:
თ----- ჯ--------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
ნ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, ნ-----------------ას დანიშნული სასჯელიდან 1 წლით და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 11 თვე და 16 დღე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
ნ-----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 26 ივნისიდან. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში ნ-----------------ას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ნ-----------------ას, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დაზარალებულ ი-----–- ნ------ის მობილური ტელეფონი; ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ი-----–- ნ------ის ტანსაცმელი; ასევე, ი-----–- ნ------ის სამედიცინო ისტორია და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი სათვალე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ი-----–- ნ------ეს, კანონით დადგენილი წესით;
ქ.-------–--–----–----------------------------------------------ის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ხანჯალი, ერთი ცალი ხანჯლის პირი და ერთი დანა, ასევე, მაისური, ქალის ხელჩანთა, ფულადი თანხით და პირადი საბუთებით, ასევე, 1 ცალი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული სველი მაისურით და ხელოვნური თმებით, თ----- ჯ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული შარვალი, ბრელოკი, შლაგბაუმის პულტი, ავტომანქანა „მინი კუპერის“ გასაღები, ავტომანქანა „მინი კუპერის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული ვერცხლისფერი ცეპი, „ნიმესილი“, „დიაზეპამი“, „გაბაგამა“, მოთეთრო ფერის შორტი, მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის ხელჩანთა, ჯინსის შარვალი, ქამარი და შავი ფერის ქურთუკი, ასევე, პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, თ----- ჯ--------ას ფეხსაცმელი. ასევე. ნ-----------------ას „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ნ-----------------ას ტანსაცმელი, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), ასევე, ავტომანქანა „მინი კუპერი“, სახელმწიფო ნომრით T-------- (რომელიც განთავსებულია შს დ--------------------ის სამმართველოს მესამე განყოფილების ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით;
ნ-----------------ას ნერწყვის ნიმუში, ნ-----------------ას სუნის ნიმუში, თ----- ჯ--------ას სუნის ნიმუში, თ----- ჯ--------ას ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ფეხსაცმლის კვალი, გადატანილი ორ ცალ დაქტილოფირზე, მოწითალო ფერის ანაწმენდები, სუნის კვალის ნიმუში - ერთ ქილად, ავტომანქანა „მინი კუპერის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, ანაწმენდები, თმის ღერები, რვა ცალი ლუქი და თოკი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, სუნის კვალი - ორ ქილად, დაზიანებული პერანგის მკლავი, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ავტომანქანა „ჰონდა ფიტიდან“ ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „მინი კუპერიდან“ ამოღებული 8 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“ გახსნა-დათვალიერების დროს მოხსნილი ლუქები და ძაფი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შპს „ა--------------ის“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „ქ---------------ის“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „რ----------“-დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „პ--–---------“ -დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე და შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე