განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002869180
საქმე №1/ბ1108-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ გ-------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------------–---–-- მიმართ (პ/№4----------), დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–---------------------–-------––-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით, გ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და გ-------------–---–- დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 1(ერთი)წელი და 9(ცხრა)თვე და საბოლოოდ, გ-------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წელი თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
გ-------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 9 იანვარს, ყ-----–--------------------–-------––-, გ-------------–---–-- მუშტების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემა ჯ----–--------–---–-- ასევე ვ-----–-------–---–- სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ყ------––-----–------------------------ში მდებარე სს „----------------–--- კუთვნილი სუპერმარკეტიდან გ-------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების 14.80 ლარის ღირებულების შოკოლადს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება, ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ-------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულების - ვ-----–-------–---–-------------–--------–---–--- მოწმეების - დ---------------–---–---------–------–---–--------–----------–---–---------------------–---–--- თავად ბრალდებულ გ-------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ-------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მართალია მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გ-------------–---–- წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია და მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ასეთი პირობების არსებობისას კი, პალატას სასჯელის შემცირება და მითუმეტეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ-------------–---–- განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი გ-------------–---–-- მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ-------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და გ-------------–---–- დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 1(ერთი)წელი და 9(ცხრა)თვე და საბოლოოდ, გ-------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ გ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცება:
-ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი