განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002073891
საქმე №1ბ/1115-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–--ის
მსჯავრდებულის: ა-–------------–-------–ის
ადვოკატის: ა-–------------------ის
თარჯიმნის: ვ-----–-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ა-–------------–-------–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კ-----------------------–--------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–------------–-------–იმ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ი (პ/ნ 2----------) რეგისტრირებულია 2010 წლის 3 აპრილს. ინდ. მეწარმის იურიდიული მისამართია: ქ-------–----------------------–--–------------------------–----, ხოლო ფაქტიური მისამართია კ----------------------–---------. ა-–-----------–-------–ი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 3 ივნისს. ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა ე.წ. “ლ--–----------ის” ტერიტორიაზე. ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის ევალებოდა გადაეხადა საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 16 დეკემბრის #6---- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2010 წლის 4 მარტიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 010 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 168 ლარი, ჯარიმა - 187842 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #3---- ბრძანება, რის მიხედვითაც ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 011 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 169 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #7---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის გადასახდელად დაერიცხა სულ 712 239,12 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 370 169 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, 2014 წლის 1 ივლისს. 2014 წლის 4 ივლისს, ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–იმ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2014 წლის 18 ივნისის #7---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #46006 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ა-–------------–-------–ის მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა. ა-–------------–-------–იმ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 370 169 ლარის გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით:
ა-–------------–-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-–------------–-------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–------------------ემ.
მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ა-–------------–-------–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანასთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ-------------–--ის მიერ, ზემდგომი პროკურორის გ--------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ისთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ა-–------------–-------–იმ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ისთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
ა-–------------–-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ისთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ა-–------------–-------–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ა-–------------–-------–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ა-–------------–-------–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, მოწმეების - ლ--–----------–---–ის, ა---------–--------სა და ი---–-----–---–----ის ჩვენებებით, 2014 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული N3---- ბრძანებით, 2014 წლის 18 ივნისის N7---- საგადასახადო მოთხოვნით და მისი გაცნობის ამსახველი დოკუმენტაციით, შედარების აქტით, ინდ. მეწარმე ა-–------------–-------–ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, მიმართვის წერილებით შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს და შესაბამისი მომართვებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ა-–------------–-------–ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის სააპელაციო წესით განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენში ა-–------------–-------–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ა-–------------–-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი;
ა-–------------–-------–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
პირობით მსჯავრდებულ ა-–------------–-------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–------------–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, მათზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე