განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
010100119002984810
ინსტანცია
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002984810

საქმე №1/ბ-463-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ--–- გ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ხ--–----------------–----–----------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–--------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:

 

გ--–- გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ--–- გ---------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--–- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 08 აპრილიდან 2019 წლის 22 მაისამდე.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–- გ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ--------–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა №41-ში, გ--–- გ---------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და გულმკერდის არეში ხელების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას _ ოჯახის წევრს, ზ----- გ---------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 08 აპრილს, 02:30 საათზე, ქ--------–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--–- გ---------ემ განზრახ დააზიანა ზ----- ქ------–--ის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახ. სანომრე ნიშნით G--------) წინა და უკანა საქარე მინები, წინა მარჯვენა და მარცხენა კარის საქარე მინები, ასევე უკანა ხედვის სარკეები, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

2019 წლის 08 აპრილს, 02:30 საათზე, ქ--------–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ--–- გ---------ემ განზრახ დააზიანა მამის (ოჯახის წევრის) _ ზ----- გ---------ის კუთვილი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის (სახ. სანომრე ნიშით K--------) გვერდითა საქარე მინები, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გ--–- გ---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ზ----- გ---------ის და ზ----- ქ------–--ს გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ბ---- გ---------ის, რ----–-- გ-----------ის, ი-----–- წ--–----ის და ნ-----–- გ---------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2019 წლის 08 აპრილის №0----- შემაკავებელი ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–- გ---------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას გ--–- გ---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, ასევე ის გარემოებები, რომ გ--–- გ---------ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, შეურიგდა დაზარალებულს, ის არ არის ნასამართლევი, გ--–- გ---------ეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი გ--–- გ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი გ--–- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ--–- გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ გ--–- გ---------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 08 აპრილიდან 2019 წლის 22 მაისამდე.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ--–- გ---------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ--–- გ---------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--–- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/