განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001145306
საქმე №1ბ/613-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------------ის
მსჯავრდებულის: ვ------------------ის
ადვოკატის: ზ----------–----ეს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ------------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), განქორწინებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–------------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------------------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 1 სექტემბერს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა შპს „მ--–---“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია: ქ-------–-----------------–---–------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების (პემზის) მოპოვება და რეალიზაცია. 2002 წლის 19 სექტემბერს გაცემულია საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია ათი წლის ვადით.
2009 წლის 12 მარტიდან საწარმოს ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და საზოგადოების საქმიანობას წარმართავდა ვ------------------ე. მასვე ევალებოდა საზოგადოების საქმიანობას გაძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ------------------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ გადაიხადა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.
2014 წლის 19 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში დაინიშნა შპს „მ--–---ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „მ--–---ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 827 ლარი, აქედან ძირითადი - 152 790 ლარი, ჯარიმა - 73 037 ლარი, ხოლო ვ------------------ის ხელმძღვანელობის პერიოდზე კომპანიას ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 536 ლარი, მათ შორის ძირითადი - 124 820 ლარი და ჯარიმა - 61 646 ლარი (მოგების გადასახადი: ძირითადი - 59 820 ლარი, ჯარიმა - 29 918 ლარი; დღგ: ძირითადი - 24 781 ლარი, ჯარიმა 11 688 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი - 39 046 ლარი, ჯარიმა - 19 524 ლარი; ქონების გადასახადი: ძირითადი - 1 172 ლარი, ჯარიმა - 516 ლარი).
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, 2014 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოცემული იქნა 2014 წლის 4 დეკემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს.
ვ------------------ის მიერ კანონით დადგენილ ორმოცდახუთდღიან სამუშაო ვადაში გადახდილი არ იქნა დაკისრებული ძირითადი თანხა. ამასთან, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
ვ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------–----ემ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ვ------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 1904/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43). შესაბამისად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49). შესაბამისად, იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
წარმოდგენილ საპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს ვ------------------ის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამოთქმულ ზემოხსენებულ მოსაზრებებს და დასკვნებს ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც უტყუარად იქნა დადასტურებული მსჯავრდებულ ვ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----------------მ განმარტა, რომ ვ------------------ეს დიდი ხანია იცნობს. იგი (ე-–----------------) 2011 წლის 30 დეკემბრიდან იყო შპს „მ--–---ს“ ფიქტიური დირექტორი. მას კომპანიის მართვასთან შეხება არასდროს ჰქონია, არ იცის სად მდებარეობს შპს „მ--–---“ და რა საქმიანობას ეწევა იგი. დირექტორად ვ------------------ის თხოვნით დარეგისტრირდა. კომპანიისგან რაიმე მატერიალური სარგებელი არ მიუღია. შპს „მ--–---ს“ ვ------------------ე აკონტროლებდა. ვინ მართავდა მოლაპარაკებებს კომპანიის სახელით და ვინ იღებდა შემოსავალს, მისთვის (მოწმისთვის) უცნობია.
მოწმე გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ვ------------------ესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. შპს „მ--–---“ ვ------------------ის მამის კომპანია იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 2008 ან 2009 წელს კომპანიაში საქმიანობას ვ------------------ე ახორციელებდა. თვითონაც (მოწმე) დასაქმებული იყო აღნიშნულ კომპანიაში ელექტრო მოწყობილობებისა და ელექტრო იზოლატორების მიმართულებით, თუმცა ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. ვ------------------ემ და პ-----------------ემ იცოდნენ, რომ მას ენერგეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჰქონდა, რის გამოც კომპანიაში მიიწვიეს და ერთად მოიგეს ტენდერი. ელექტრო იზოლაციის პროდუქციის დიდი ნაწილი, რომელიც შპს „მ--–---მ“ შემოიტანა, უხარისხო აღმოჩნდა და დამკვეთმა არ მიიღო. მომწოდებელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს პ-----სთან ერთად თავადაც (გ---------------–---–ი) აწარმოებდა. მოლაპარაკების პროცესში იშვიათად, მაგრამ ვ------------------ეც იყო ჩართული. მოწმის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაიბარა, თუმცა მინდობილობა ვინ მისცა - არ ახსოვს. კომპანიას ჰყავდა ტრაქტორი, მაგრამ დეტალები არ ახსოვს.
მოწმე პ-----------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2010 წლის დასაწყისში, ვ-------------------ემ დააწყებინა მუშაობა კომპანია „მ--–---ში“ მენეჯერად. შპს „მ--–---’’ წარმოადგენდა ვ------------------ის ოჯახის საკუთრებას. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ვ------------------ის მამა - ც-----------------ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 2009 წლიდან შპს „მ--–---ს“ ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა და ზედამხედველობას უწევდა ვ------------------ე. კომპანიაში მისი (მოწმის) მენეჯერად მუშაობის პერიოდში დირექტორი იყო ვ------------------ის დედა - ნ-----–------------ე, თუმცა იგი არასდროს ჩარეულა კომპანიის საქმიანობაში და შპს „მ--–---სთან“ დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ვ------------------ე, რომელსაც ჰქონდა შპს „მ--–---ს“ ფინანსებზე წვდომა და განკარგვის უფლება. ვინაიდან კომპანიის დირექტორს მუდმივად უწევდა სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერა, ხოლო ნ-----–------------ე ასაკში იყო, ვ------------------ემ სთხოვა, რომ მას (პ-----------------ეს) დაარეგისტრირებდა შპს „მ--–---ს“ დირექტორად. დირექტორად დარეგისტრირდა 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, თუმცა კომპანიაში მისი საქმიანობა არ შეცვლილა, ახორციელებდა იგივე საქმიანობას. ამ პერიოდში კომპანიის რეალური დირექტორი და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო ვ------------------ე.
სასამართლოში მოწმე რ----–--------–---–ის განმარტებით, რ------– კომპანია „ტ---თან“ გააჩნდა საქმიანი ურთიერთობა. 2011 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდნენ აღნიშნული კომპანიიდან და სთხოვეს შპს „მ--–---სთვის“ გადასაცემად პროდუქციის მიღება. კომპანიამ „ჩ----------–-“ შუამავლის ფუნქცია იკისრა „ტ---სა“ და შპს „მ--–---ს“ შორის („ტ---მა“ მიაწოდა პროდუქცია, რომელიც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ გადასცა შპს „მ--–---ს“). შპს „მ--–---ს“ წარმოადგენდა ვ------------------ე, რომელსაც პირადადაც იცნობს. შეთანხმდნენ, რომ ვ------------------ეს გადასცემდა პროდუქციას, რომელიც გადაიხდიდა შესაბამის თანხას, რასაც „ტ---ს“ გადაურიცხავდა. ხელშეკრულება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან „მ--–---ს“ შესაბამისი თანხა არ აღმოაჩნდა. პროდუქციის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ნაწილის თანხა შპს „მ--–---მ“ გადაიხადა, პროდუქციის მეორე ნაწილის გადაცემისას კი ვ------------------ის მიერ არ იქნა მიწოდებული ხარისხის სერთიფიკატი, რომლის ვალდებულებაც მას ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი. მან დააგვიანა დოკუმენტის მისთვის გადაცემა, რის გამოც ბანკმა „აკრედიტივი“ გაუუქმა და ფული არ გასცა. თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით ურთიერთობა უშუალოდ ვ------------------ესთან ჰქონდა. ვ------------------ეს არაერთხელ შეხვედრია, უშუალოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა და არა კომპანიის სხვა წარმომადგენელთან. სწორედ ვ------------------ე იღებდა გადაწყვეტილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას. „მ--–---ს“ დირექტორები ვინ იყვნენ, მისთვის (მოწმისთვის) უცნობია, მათ არასდროს შეხვედრია.
მოწმე რ----–------–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–---–-------–------------------ში განთავსებულ შპს „ჩ----------–-ს“ კონსულტანტად. კომპანიას რ------ის ფედერაციის ქალაქ ტ---–-დან შემოჰქონდა კომპანია შპს „ტ---ის“ მიერ წარმოებული პროდუქცია - სათადარიგო ნაწილები და იზოლატორები, რომელსაც შპს „ჩ-----------–-“ საქართველოს რკინიგზას აწვდიდა. 2011-2012 წლებში, კომპანიას „ჩ----------–-“ მიმართა შპს „ტ---მა“ „მ--–---სთვის“ იზოლატორების მიწოდების თხოვნით. შპს „მ--–---ს“ მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ვ------------------ე, რომელთანაც ხდებოდა ხელშეკრულების პირობების შეთანხმება. პროდუქციის მიწოდებისას პრობლემა შეიქმნა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებში შპს „მ--–---ს“ მხრიდან ასევე ვ------------------ე მონაწილეობდა. იგი შეხვდა შპს „ტ---ის“ წარმომადგენელს, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრების საკითხს. მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ი-------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანების საფუძველზე, ნ-----------–---–თან ერთად ჩაატარა შპს „მ--–---ს“ საქმიანობის კამერალული საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ეროვნული ბაზის მონაცემებს. გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შემოწმებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, სააღსრულებო ბიუროდან ამოღებული დოკუმენტაცია, დისკები, ბუღალტრული პროგრამა, ბანკის ამონაწერები და ქონების ჩამონათვალი. დაიბარეს „მ--–---ს“ ბუღალტერი მ-----------–---–ი, რომელმაც დაწერა ახსნა - განმარტება, რომ არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას, არ ჰქონდა წვდომა კომპანიის დოკუმენტაციასთან და უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. ბუღალტერმა განმარტა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით არაფერი ახსოვდა. არც კომპანიის სხვა წარმომადგენელს ან დირექტორს გამოუთქვამს აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობის სურვილი. საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაიბარა მინდობილმა პირმა - გ---------------–---–მა. მოწმის განმარტებით, შესამოწმებელი კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ენერგო რესურსების მოპოვება, რ------იდან შემოტანილი იზოლატორების რეალიზაცია და ტექნიკის იჯარა. შემოწმება ჩატარდა ყველა გადასახადის კუთხით და მოხდა დარიცხვა ჯამში 225 825 ლარის ოდენობით. აქედან - 152 789 ლარი იყო ძირითადი თანხა, ხოლო ჯარიმა - 73 035 ლარი. გადამხდელს შემოწმების აქტი დროულად ჩაბარდა (ჩაიბარა მინდობილმა პირმა). მას აქტთან დაკავშირებით პოზიცია ან პრეტენზია არ წარუდგენია. „მ--–---ს“ შემოსავლების სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის პრეტენზიით არ მიუმართავს. საგადასახადო შემოწმების აქტი არ გასაჩივრებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადამხდელი დაეთანხმა საგადასახადო მოთხოვნას. შემოწმებისას გადამხდელი თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან, წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს, რომლის გათვალისწინებაც ხდება. მოცემულ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმება ეყრდნობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დოკუმენტურად დადასტურებული სხვაობა არის საგადასახადო ვალდებულება, რაც არასწორად იყო დეკლარირებული გადამხდელის მიერ. „მ--–---ს“ ასევე აღმოაჩნდა ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ თვითონ ტექნიკა ადგილზე არ იყო და ვერც გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნა მოძიებული, რის გამოც რეალიზებულად ჩათვალეს და დაარიცხეს გადამხდელს გადასახადი. ტექნიკა, რომლის რეალიზების დამადასტურებელი დოკუმენტიც მოიპოვებოდა, ორმაგად არ დაურიცხავთ გადამხდელისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „მ--–---ს“ მიერ ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა რეალიზებული, რომელიც შემოწმების აქტში შეყვანილი იქნა ერთი სახელით. დ---იქსირდა ტექნიკური ხარვეზი ტექსტში და არა ციფრებში. შპს „მ--–---სთვის“ თანხების დარიცხვა სწორად იქნა განხორციელებული. კომპანიისთვის გადასახადის ორჯერ დარიცხვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ნ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა, რომ შპს „მ--–---ს“ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩაატარა ი-------------–---–თან ერთად. 2014 წლის 2 დეკემბერს გამოიცა კამერალური შემოწმების აქტი, რომლითაც შპს „მ--–---ს“ დაერიცხა 225 825 ლარი. 2009 წლის 12 მარტიდან ძირითადი თანხა წარმოადგენდა 124 000 ლარს. მოწმის განმარტებით, საწარმო ვალდებულია 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია წარადგინოს 2009 წლის 31 მარტამდე, შესაბამისად, დეკლარირებაც მოხდა ამ პერიოდში. 2008 წლის დარიცხვაზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი პირი, ვისაც აქვს ამის ვალდებულება. შემოწმების დაწყებამდე სცადეს „მ--–---ს“ წარმომადგენლებთან - ბუღალტერ მ-----------–---–თან, ნ-----–------------ესთან და ვ------------------ესთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. თანამშრომლობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ნ-----–------------ე ამისამართებდა ხან მ-----------–---–თან, ხან ვ------------------ესთან. ვ------------------ე იყო ერთ-ერთი დირექტორი და პასუხისმგებელი პირიც. ნ-----–------------ეს არც ერთ მათ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. დეკლარირებას ახორცილებს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც წარმართავს საქმიანობას. დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სტანდარტებით. მოწმემ განმარტა, რომ შპს „მ--–---ს“ უფიქსირდებოდა ავტომანქანა „დ---ის“ შეძენა, მაგრამ შემოწმებისას საკუთრებაში აღარ ჰქონდა, რაც კანონმდებლობის თანახმად, ჩაუთვალეს რეალიზებულად. ორმაგ დაბეგვრას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის აპრილში, რ------–ი კომპანიის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა შპს „მ--–---ს“ მიერ მისი კუთვნილი თანხების მითვისებას. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, დაინიშნა რევიზია. ყველა დოკუმენტი, მათ შორის რევიზიის აქტი, დადგენილ ვადაში გააცნო და გადასცა დაცვის მხარეს, მათ შორის ვ------------------ეს. დაცვის მხარის მხრიდან პრეტენზია გამოთქმული არ ყოფილა. გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საქმეში არსებული, სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით:
ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს „მ--–---“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია, ქ-------–-----------------–---–------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების (პემზის) მოპოვება და რეალიზაცია.
წიაღით სარგებლობის ლიცენზიის თანახმად (სერია #--), 2002 წლის 19 სექტემბერს, შპს „ც-------ზე“ გაცემულია საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით, რომლის პარტნიორადაც დ---იქსირებულია შპს „მ--–---“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია - ქ-------–-----------------–---–------------.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 25 ივნისის #1-------- წერილის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს სხდომის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 19 სექტემბერს, შპს „ც-------ზე“ გაიცა საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია. შპს „მ--–---“ 2005 წელს პარტნიორად დ---იქსირდა აღნიშნულ ლიცენზიაში.
2009 წლის 12 მარტის სანოტარო აქტის თანახმად, (რეგისტრაციის #-----, ნოტარიუსი ნ--------–--ე) შპს „მ--–---ს“ დირექტორმა ნ-----–------------ემ უფლებამოსილება მიანიჭა ვ-------------------ეს მის ნაცვლად ეწარმოებინა შპს „მ--–---ს“ დირექტორის მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა (მათ შორის გადაეხადა კანონით დადგენილი გადასახადები).
2011 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად (ნოტარიუსი ნ--------–--ე), შპს „მ--–---ს“ დირექტორმა ე-–----------------მ უფლებამოსილება გადასცა ვ-------------------ეს, რომ ყოფილიყო დირექტორის წარმომადგენელი საგადასახადო ორგანოებში, მოეწერა ხელი ხელშეკრულებებზე და მიანიჭა დირექტორის ყველა უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 2 თებერვლის ამონაწერის თანახმად, შპს „მ--–---ს“ დირექტორია ე-–-----------------ა, ხოლო კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია ნ-----–------------ე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანებით დაინიშნა შპს „მ--–---ს“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #----------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა შპს „მ--–---სგან“ მოითხოვა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
2014 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის (აუდიტორები ნ-----------–---–ი და ი-------------–---–ი, შემოწმების დაწყების დრო - 2014 წლის 25 თებერვალი, შესამოწმებელი პერიოდი 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე) თანახმად და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 4 დეკემბრის, #5---- ბრძანებით, შპს „მ--–---ს“ (ს/ნ 2--------) 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 225 827 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 152 790 ლარი, ჯარიმა 73 037 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ოქტომბრის #2----------- წერილის თანახმად, შპს „მ--–---ს“ (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში შემოტანილი იქნა წერილობითი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის N0------ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის N3---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის N4-- ბრძანების თანახმად:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2015 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე განიხილა აუდიტის დეპარტამენტიდან 2015 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილი შპს „მ--–---ს“ საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებს და 2014 წლის 4 დეკემბრის #------ საგადასახადო მოთხოვნას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საგასასახადო ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა, ხოლო 299-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
გადამხდელს 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2014 წლის 4 დეკემბრის #------ საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 8 დეკემბერს, ხოლო მის მიერ საჩივარი წარდგენილია 2015 წლის 5 აგვისტოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის წარდგენისათვის ოცდაათდღიანი ვადა გავიდა 2015 წლის 8 იანვარს (7 იანვარი ემთხვეოდა არასამუშაო დღეს), ხოლო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 5 აგვისტოს, საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ოცდაათდღიანი ვადის გასვლის დარღვევით, შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის #2----------- წერილის თანახმად, შპს „მ--–---სთან“ საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 21 ოქტომბრის #0-------- წერილის თანახმად, შპს „მ--–---ს“ საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ------------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს - შპს „ბ---------------ის“ 2015 წლის 12 ნოემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 12 მარტამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი გადასახადის ჯამური თანხა შეადგენს 6.617 ლარს. 2009 წლის 12 მარტიდან 2012 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი თანხა შეადგენს 92 393 ლარს. 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი გადასახადის ჯამური თანხა შეადგენს 30 334 ლარს.
მოწმე ი-----–-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შეამოწმა შპს „მ--–---ს“ დოკუმენტაცია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში და დაადგინა, რამდენად სწორად იყო მითითებული საწარმოს მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამავე პერიოდში ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ. გამოიკვლია შემოწმების აქტი, საფინანსო და ელექტრონული დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშფაქტურები, დეკლარაციები), ასევე მოისმინა ბუღალტერ მ------------–---–ის განმარტებები. შემოწმებით დაადგინა, რომ შპს „მ--–---ს“ შემოსავლების სამსახურმა ზედმეტად დაარიცხა ავტომანქანა „დ---ის“ რეალიზების შედეგად მიღებული და 2011 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშ - ფაქტურით გათვალისწინებული თანხები. აღნიშნული საკითხების გამოსაკვლევად რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია არ გამოუთხოვია. შემოწმებისას დაეყრდნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ბუღალტერ მ-----------–---–ის განმარტებებს. ხელშეკრულება, რომელიც მასთან გაფორმდა, არ ითვალისწინებდა აუდიტორის მიერ თავისი ინიციატივით ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. მისთვის ცნობილია, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს კომპეტენცია თვითონ მოიძიოს ინფორმაცია. მ-----------–---–ს ხელწერილი ჩამოართვა, თუმცა დასკვნას არ დაურთო.
ზ--------–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების აქტის სისწორე და განმარტა, რომ ი-----–-------სთან ერთად გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დაადგინეს, რომ შპს „მ--–---ს“ ორი ტექნიკა ჰქონდა გაყიდული და კომპანია საგადასახადო ორგანოების მიერ ორჯერ იყო დაბეგრილი. კომპანიას - „დ---ის“ და „კ---–--ს“ რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ გააჩნდა. მტკიცებულებები ი-----–-------მ გამოიკვლია. შემოწმებისას მხოლოდ დაცვის მხარის წარდგენილ დოკუმენტებსა და ბუღალტრის განმარტებებს დაეყრდნენ. დამატებითი რაიმე დოკუმენტი მათ მიერ მოძიებული არ ყოფილა.
მ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2009 წლის აგვისტოდან 2012 წლის 12 მაისამდე იყო შპს „მ--–---ს“ ბუღალტერი. მისი ფუნქცია იყო შესაბამისი ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება, დეკლარაციების მომზადება, წარდგენა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. შეხება ჰქონდა სასაქონლო ზედნადებებთან, ანგარიშ-ფაქტურებთან და დეკლარაციებთან. კომპანია „მ--–---“ ფლობდა წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (პემზის მოპოვებას ახორციელებდა). მისი (მოწმის) კომპანიაში მისვლის პერიოდში დირექტორი იყო ვ------------------ე. აღნიშნულ პერიოდში კომპანიას სხვა ბუღალტერი არ ჰყოლია. ურთიერთობა მხოლოდ ვ------------------ესთან ჰქონდა. დეკლარირებას ახდენდა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ვ------------------ე ნაკლებად ერკვეოდა საგადასახადო საკითხებში და მასთან არ ათანხმებდა აღნიშნულ საკითხს. ,,r-----ზე“ ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა დაიწყო 2011 წლიდან. ლიცენზიის გამცემი ორგანოდან უკავშირდებოდნენ, ეუბნებოდნენ, თუ რომელმა ორგანიზაციამ რა ოდენობის მასალა წაიღო და საჭირო იყო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში დასაფიქსირებელ მონაცემებს კომპანიის თავმჯდომარე კარნახობდა. ვ------------------ე ეტაპობრივად აწვდიდა დოკუმენტებს, რომელსაც ძირითადად სახლში ამუშავებდა და დეკლარაციაში ასახავდა. „მ--–---ში“ მუშაობის პერიოდში დამწყები ბუღალტერი იყო. ბუღალტრული წარმოება კარგად არ იცოდა, რამაც გამოიწვია ხარვეზები დეკლარაციაში (გატარებულია ზედმეტი კრედიტი). შპს „მ--–---ს“ სალაროში ნაშთი 640 367 ლარი (2012 წლის აპრილამდე მდგომარეობით) აღმოაჩინა კომპანიაში შესულმა ფინანსურმა ჯგუფმა, როდესაც „მ--–---დან“ დოკუმენტები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი იმეორებდა აღნიშნულ ციფრს, კითხულობდა - ეს რა ნაშთიაო. განმარტება იქვე გააკეთა, რომ შეცდომა მისი არაკომპეტენტურობის გამო გაიპარა, ამიტომ არ იყო დოკუმენტები ბოლომდე დამუშავებული. ნაშთთან დაკავშირებით დეკლარაციის დაზუსტებების გადაწყვეტილება მიიღო და ჩააბარა კიდეც. მოწმემ არ უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში „მ--–---ს“ სალაროში ფიქსირდებოდა ნაშთი 640 367 ლარის ოდენობით. 2012 წლის აპრილისთვის საშემოსავლო დეკლარაციაში შპს „მ--–---მ“ სალაროში არსებული ფულადი ნაშთი დაადეკლარირა, როგორც გაცემული ხელფასი და დივიდენდი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რის შესახებაც საუბარი ჰქონდა ვ------------------ესთან და სწორედ მან გადაწყვიტა აღნიშნული სახით დეკლარირების განხორციელების საკითხი. ინფორმაციას ფლობს „მ--–---ში“ ჩატარებული შემოწმების შესახებ. დაუკავშირდა შემოწმებაში მონაწილე ქალბატონი, რომელიც ცხრილების შევსებას ითხოვდა მისგან, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან დოკუმენტაცია არ გააჩნდა (ამოღებული იყო შემოსავლების სამსახურის მიერ). ორჯერ იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურში, ცდილობდა ეთანამშრომლა და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიეღო. შემოსავლების სამსახურის მიერ შესრულებული აქტიდან ჩანდა, რომ დოკუმენტაცია არაკომპეტენტურად იყო გავლილი და დაბეგვრის რეჟიმები არასწორად განსაზღვრული შპს „მ--–---ს“ მიმართ. ერთი და იგივე გადასახადი ორჯერ იყო დათვლილი. მოწმემ ვერ გაიხსენა, კონკრეტ---–-დ რომელ თანხებთან დაკავშირებით თვლიდა, რომ დარიცხვა არასწორად იყო განხორციელებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია თუ არა, არ ახსოვს. ალბათ, არ უკითხავთ, სხვა საკითხზე იყო დაბარებული. ამ თემაზე გამომძიებელთან არ უსაუბრია, მხოლოდ აქტს გაეცნო. აქტი სად წაიკითხა, არ ახსოვს, მაგრამ, როდესაც გამომძიებელმა დაკითხა, მაშინ გაიგო, რომ შემოწმება დამთავრდა. მოწმეს წარედგინა 2014 წლის 2 ივლისით დათარიღებული განცხადება, რომლის თანახმადაც მ-----------–---–ი აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და არ ახსოვს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, არანაირ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმოწერა მისია, დღესაც ადასტურებს რომ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა.
ვ------------------ის განმარტებით, შპს „მ--–---“ იყო მისი ოჯახის კომპანია, რომელსაც მამამისი მართავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩაერთო ამ საქმეში დაახლოებით 2009 წლის ბოლოს ან 2010 წლის დასაწყისში. „მ--–---“ ფლობდა ვულკანური წიდის, ანუ პემზის კარიერს წ--–-ის რაიონში. მისი ძირითადი საქმიანობა იყო პემზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და შემდგომ რეალიზაცია. მისგან ინფორმაციის მიწოდება ბუღალტერს არ სჭირდებოდა, რადგან პროდუქციის შესყიდვა ადგილზე ხდებოდა. ტექნიკის შესყიდვა ხდებოდა ბანკის მეშვეობით, რომელსაც მოჰყვებოდა გადახდის დამადასტურებელი და ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. პ-----------------ე ამ საქმით იყო დაკავებული, მან მუშაობა დაიწყო კომპანიაში და ახორციელებდა თავის ფუნქციებს. თავიდან ეხმარებოდა წ--–-აში, შემდეგ დაინიშნა დირექტორად. ე-–-----------------ც მასთან მუშაობდა, რომელსაც თავისი ფუნქციები ჰქონდა. თუმცა საქმეებში ნაკლებად იყო ჩართული. კომპანიას ერთი „დ---ი“ ჰყავდა და ერთი „კ---–--“, ორივე გაიყიდა 2011 და 2012 წლებში. ბუღალტერიის საკითხებში ვერ ერკვევა. გადაწყვეტილებას დირექტორებთან შეთანხმებით იღებდა. საერთო შეთანხმებით მოხდა პ-----ს დირექტორად დანიშვნა. ვინაიდან კომპანია ოჯახის იყო, შესაბამისად, ფინანსური დაინტერესებაც გააჩნდა. შემოსავლის ოდენობაზე იყო დამოკიდებული მათი ხელფასი და პრემია. ე-–----------------ს დირექტორობა ვისი გადაწყვეტილება იყო, არ ახსოვს, თუმცა დათანხმდა თვითონაც. ელექტრო იზოლატორებზე დაკავშირებულ საკითხებზე პ-----------------ე მუშაობდა. თვითონ პემზის რეალიზაციით იყო დაკავებული. უცნობია რა გადასახადების გადახდა უწევდა კომპანიას.
წარმოიდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, - შპს ,,მ--–---ს“ რევიზია დაინიშნა 2014 წლის თებერვალში და იმავე წლის დეკემბერში დაიდო რევიზიის დასკვნა, შემოწმდა 2008 – 2014 წლის მონაცემები. რადგან დეკლარაცია წარდგენილი იქნა 2013 წელს, ვ------------------ის მიმართ არ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩადენილ დანაშაულებს ეხება, რაც ვ------------------ისადმი სუბიექტური მიდგომაა. სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. მოცემულ შემთხვევაში კი 2014 წლის 19 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში დანიშნულ იქნა შპს „მ--–---ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. 2014 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს გამოიცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა. რევიზიის აქტით დადგინდა, რომ შპს „მ--–---ს“ ფაქტობრივმა დირექტორმა - ვ------------------ემ არ შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, დამალა და არ გადაიხადა დიდი ოდენობით გადასახადი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს განგრძობად დანაშაულს, რომელიც დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, პალატას უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------------------ის მიერ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი მოცემული დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო - 2009 წლის 12 მარტს, რომელიც დასრულდა 2013 წლის 31 მარტს. სააპელაციო პალატას დანაშაულებრივი ქმედების დასრულების თარიღთან დაკავშირებით აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ვ------------------ეს სწორედ 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა დრო საგადასახადო ორგანოში წარედგინა დეკლარაცია და მოეხდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რაც მას არ განუხორციელებია. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აპელირება, თითქოს, ვ------------------ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი სუბიექტური მიდგომით არ გავრცელდა - სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ შპს ,,მ--–---ში“ სხვადასხვა დროს დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა დირექტორები, მათ შორის დროის მცირე მონაკვეთში დირექტორი იყო ვ------------------ეც. ვ------------------ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ პერიოდებზეც, რომლის დროსაც იგი რეალურად საქართველოში არ იმყოფებოდა. სააპელაციო პალატის მიერ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტები ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ შპს ,,მ--–---“ წარმოადგენდა მარჯანიძეების ოჯახის საკუთრებას და აღნიშნულ კომპანიას ვ------------------ის მამის - ც-----------------ის გარდაცვალების შემდგომ, 2009 წლიდან ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა და ზედამხედველობას უწევდა ვ------------------ე. საქმეში არსებული, 2009 წლის 12 მარტის სანოტარო აქტით დასტურდება, რომ შპს ,,მლალქას“ დირექტორმა ნ-----–------------ემ უფლებამოსილება გადასცა ვ------------------ეს, რომ დირექტორის მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა მას ეწარმოებინა. 2011 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტით ე-–----------------მ უფლებამოსილება გადასცა ვ------------------ეს. რომლის საფუძველზეც ვ------------------ეს მიენიჭა დირექტორის ყველა უფლებამოსილება, მათ შორის იქნებოდა დირექტორის წარმომადგენელი საგადასახადო ორგანოებში. საგულისხმოა თავად ე-–----------------ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, - 2011 წლიდან იყო შპს ,,მ--–---ს“ ფიქტიური დირექტორი. კომპანიის მართვასთან შეხება არასდროს ჰქონია, არც სარგებელი მიუღია და ისიც კი არ იცის, კომპანია სად მდებარეობს, ხოლო აღნიშნული კომპანიის დირექტორად ვ------------------ის თხოვნის საფუძველზე დარეგისტრირდა. მოწმე გ---------------–---–ის განმარტებით, შპს ,,მ--–---“ ვ------------------ის მამის კომპანია იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც კომპანიაში საქმიანობას ვ------------------ე ახორციელებდა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე პ-----------------ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მას 2010 წლის დასაწყისში კომპანიაში მუშაობა დააწყებინა ვ------------------ემ. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ვ------------------ის მამა ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ზედამხედველობას უწევდა და ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა ვ------------------ე. მისივე განმარტებით, შპს ,,მ--–---სთან“ დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ვ------------------ე. აღნიშნულ კომპანიაში მისი დირექტორად დარეგისტრირების პერიოდშიც კომპანიის რეალური დირექტორი და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო ვ------------------ე. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ კომპანიებს შორის არსებულ ბიზნესურთიერთობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა და შპს ,,მ--–---ს“ წარმოადგენდა ვ------------------ე - უტყუარად დასტურდება მოწმეების - რ----–--------–---–ისა და რ----–------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით.
გარდა ამისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ ჩატარებული რევიზია არის უკანონო, რადგან შპს ,,მ--–---ს“ დაბეგვრა ორჯერ განხორციელდა. დაცვის მხარის პოზიციით, აღნიშნული გარემოება დადასტურდა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით, რომლის დასკვნის თანხმად, გადასახდელი გადასახადის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ვ------------------ის განმარტებით, დარიცხვის აქტის გასაჩივრება ვერ განხორციელდა, რადგან აქტის შესახებ მას შეატყობინეს მაშინ, როდესაც მისი გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავად იმსჯელა და ნათლად მიუთითა, რა საფუძვლებით არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ხსენებული მტკიცებულებები, რასაც პალატა სრულად ეთანხმება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში ან/და სააპელაციო პალატის სხდომაზე არ მიუთითებია სხვა არგუმენტების შესახებ, რაც სააპელაციო პალატის დამატებითი მსჯელობის საგანი გახდებოდა.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ------------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვ------------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულ ვ------------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ვ------------------ის მიმართ, უცველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ვ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე