განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-411-2019 წელი
№820100119002942726
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ---–----- გ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ---–----- გ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---–--–----------–------–---ში, მსჯავრდებულია ხელვაჩა-ურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გა-თვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თა-ვისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აკრძალული აქვს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
aRwerilobiTi nawili:
გ---–----- გ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუ-ძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 თებერვალს, ხ--–----------------–----–----------------–-–-----–-–------–------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ---–----- გ-------ემ, ოჯახის წევრს – ძმას დ----- გ-------ეს დაუზიანა თავის ოთახში განთავსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივ-თები, რამაც გამოიწვია 1350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 09 თებერვალს, ღამის საათებში, ხ--–----------------–----–----------------–-–-----–-–-------–------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---–----- გ-------ე, ოჯახის წევრს – მამას, ს---–---- გ-------ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის განადგურებით, რა დროსაც ს---–---- გ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---–----- გ-------ის მიმართ რეალური საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ---–----- გ-------ე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას ოჯახის წევრებს ემუქრებოდა ქონების განადგურებით. მსჯავრდებული წლე-ბის განმავლობაში, სისტემატიურად ახორციელებდა დაზარალებულებზე სიტყვიერ შეუ-რაცხყოფას, მუქარას, რის გამოც აუცილებელი იყო მის მიმართ ადეკვატური სასჯელის გამოყენება, რაც უზრუნველყოფდა სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული ცხოვრობს დაზა-რალებულებთან ერთად, რაც ზრდის დანაშაულის განმეორების რისკს. გ---–----- გუნ-დაძის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ---–----- გ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---–----- გ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ გ---–----- გ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მას ძირითად სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხა-სიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩე-ნით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შე-ტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი გ---–----- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ---–----- გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---–----- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახ-ვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა სას-ჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით გ---–----- გ-------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახ-ვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
გაუქმდეს გ---–----- გ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა ს---–---- გ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხ--–------------------–----------–-–-----–-ში (მიწის დაზუსტებული ფართობია – 52 კვ/მ, საკადასტრო კოდი – 22.22.09.426) 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე.
გ---–----- გ-------ეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, სასჯელის ვა-დაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 03 მარტიდან 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით.
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებ-ლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ნივთიერი მტკიცებულება – წერილი, დაერთოს საქმეს სისხლის საქმის შესახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება – ჩაქუჩი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili