განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
330210118002516045
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002516045

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/1616-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - დ----- ჭ---------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „------------ი“

წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა სს „------------ი“-ს წარმომადგენელმა მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ის მიმართ და ითხოვა მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს „------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი); მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს „------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის (# 1--------------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 83.31 ლარს; 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა; 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი; 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26.97 ლარს. 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა; 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 153.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი, 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა.

 

2. მოსარჩელემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა - კერძოდ: 1.3. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 2000 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 1000 ლარი; 1.6. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 700 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 450 ლარი; 1.8. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 300 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 50 ლარი. მტკიცებულება: 27.06.2018 წლის სარჩელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს „------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარის გადახდა: საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი; 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის (# 1--------------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 83.31 ლარს; მოსარჩელეს უარი ეთქვა 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე; მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს „------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი, 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.48 ლარს, მოსარჩელეს უარი ეთქვა დამატებით წლიური 18%-ის დაკისრების ნაწილში; მოსარჩელეს უარი ეთქვა 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე; 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან # 1-------------- გამომდინარე 153.54 ლარის გადახდა: საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი; მოსარჩელეს უარი ეთქვა 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე; მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს “თ----- ბ------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 214 ლარის გადახდა; მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს “თ----- ბ------ს სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 389 ლარის გადახდა. მოპასუხე დ----- ჭ---------–---–ს სს “თ----- ბ------ს სასარგებლოდ დაეკისრა აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა;

 

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ----- ჭ---------–---–მა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა ჯარიმის ნაწილში. დადგენილი ჯარიმის თანხა 886.84 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი ძირ თანხასთან მიმართებით და უნდა შემცირდეს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -389 ლარის ოდენობით დაკისრება, ვინაიდან სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდის ვალდებულებას მოპასუხე მხარეს კანონი არ ავალდებულებს, რადგან სათანადო წესით დაცვა კომპანიის ინტერესებში შედის.

 

ამასთან, აპელანტი შუამდგომლობს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გაუნაწილდეს 12 თვეზე.

 

5. სააპელაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373.1 მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ ჯარიმის - 886.84 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 389 ლარის ნაწილში ე.ი. დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს და ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის მე-7; 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადა თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). (სუსგ #ას-91-91-2018)

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დ----- ჭ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი არ არსებობს დავის საგნის ღირებულების გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

 

6. რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას დაკისრებული თანხა გაუნაწილდეს 12 თვეზე, აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

მითითებული ნორმით დადგენილი განსაკუთრებული გარემოება, როგორიცაა მოვალის ავადმყოფობა ან სხვა ქონებრივი მდგომარეობა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს განცხადება გადაწყვეტილების განაწილვადების თაობაზე არ არსებობს, მოპასუხეს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხის ქონებრივი ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების რაიმე ვადით გადადების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა დამატებით მიუთითებს რომ მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ინსტრუმენტების გამოუყენებლობა საფრთხის ქვეშ დააყენებს მოსარჩელის უფლებებს, რომელიც მიუხედავად მართლმსაჯულების განხორციელებისა, ვერ მიაღწევს გადაწყვეტილების აღსრულებასა და თავისი კანონიერი უფლებებსა და ინტერესებში აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტალურ უფლებას - საქმის სამართლიან სასამართლოზე მოსმენას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუკი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ (იხ. ზემოაღნიშნული Hornsby, §40) სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში “დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი № 8252/08) განმარტა რომ მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ ან აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებული გარანტია აზრს კარგავს (იხ. Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000). მოსარჩელის მოთხოვნების აღსრულების მიზნებისათვის პროცედურული და ეფექტური ღონისძიებების გამოყენებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს ვალდებულებადაც აცხადებს. საქმეში JGK STATYBA LTD AND GUSELNIKOVAS v. LITHUANIA, 2013 სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნელყოს სასამართლო სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელება, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნების აღსრულება, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ადამიანის უფლებათა ევროული სასამართლომ იგივე გაიმეორა საქმეზე Golder v. the United Kingdom, სადაც განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყველა პირისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რომელიც დაკავშირებულია მათ სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო განხლვის უფლების განუყოფელ ნაწილს (Di Pede v. Italy). სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, არ არის მხოლოდ თეორიული უფლება, რომელიც უზრუნველყოფს უფლების აღიარებას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ მოიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება. მოდავე მხარეთა უფლებების ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. ნაციონალურ საკანონმდებლო სივრცეში ამგვარი გარანტიების შექმნისათვის არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე და ასევე 251-ე 263-ე მუხლები; რაც პროცესუალურად იმასაც გულისხმობს, რომ სასამართლოს შეუძლია შეარჩიოს საჭირო და ადეკვატური ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

 

ამდენად, აპელანტის პრეტენზია გადაწყვეტილების განაწილვადების თაობაზე დაუსაბუთებელია, და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

პალატა დამატებით განუმარტავს აპელანტს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როგორიცაა მოვალის ავადმყოფობა ან სხვა ქონებრივი მდგომარეობა, მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----- ჭ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

 

2. დ----- ჭ---------–---–ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

3. დ----- ჭ---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 31 იანვარს #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი