განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002558129
საქმე №1ბ/686-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ--------------–-ას,ადვოკატ - ლ-------------ის,მსჯავრდებულ - ს-------–-–--ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ს-------–-–--ას ადვოკატ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს-----------------------–-–--ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს--------------–-----------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-------–------------------------------------------------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენით:
ს-------–-–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
ს-------–-–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------–-–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ს-------–-–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.
ს-------–-–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ს-------–-–--ას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, თბილისში, გ-–----------------------------------ნებს შორის არსებულ, მოძრავ გაზგასამართ სადგურ „ნ--------ს“ სამსახურებრივ ჯიხურში, ს-------–-–--ა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და დანის დემონსტრირებით, თავს დაესხა ოპერატორ-გამმართველ - მ---------–--ეს, რომელსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ფულადი თანხა 1665 (ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით;
ს-------–-–--ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული მზღუდავის არმქონე, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული საფანტის პისტოლეტი - ,,BERETTA“, მოდელი - ,,92F“, რომელსაც ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------------ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------–-–--ას ადვოკატმა ლ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება. კერძოდ, ს-------–-–--ას გამართლება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ხოლო ყაჩაღობის ბრალდების ნაწილში მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ს-------–-–--ამ და მისმა ადვოკატმა ლ-------------ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი, კერძოდ მოითხოვეს ს-------–-–--ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას, დაცვის მხარემ განმარტა, რომ ამ ნაწილში ს-------–-–--ა სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, აღიარებს დანაშაულს და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოითხოვეს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ლ--–----–---–---ის ჩვენებაზე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ლულის ვარგისიანობის შემოწმება მოხდა მხოლოდ ვიზუალურად, თუმცა არ დადგენილა რამდენად გამძლე იყო ლ---–- ტყვიის გასროლის წარმოებისათვის. დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული საკითხის დადგენა არ წარმოადგენდა ხსენებული ექსპერტის კომპეტენციას და საჭირო იყო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაც არ განხორციელებულა. ამასთანავე, ექსპერტის ჩვენების მიხედვით, იარაღში ჩაეტია მხოლოდ საფანტის ვაზნები. შესაბამისად, დაცვის მხარეს გამოაქვს დასკვნა, რომ იარაღის სავაზნე კორპუსი ვიწროა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ჩასადებად, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული იარაღი მაინც მიაკუთვნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, დაცვის მხარე განმარტავს, რომ საქმეზე არ არსებობს ურთიერთშეთახნმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ს-------–-–--ა გამართლებულ უნდა იქნეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ს-------–-–--ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება; განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის ს-------–-–--ას მსჯავრდების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველ რიგში პალატა განმარტავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტი მხარის მოთხოვნა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვის ნაწილში ს-------–-–--ას უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 25 ივნისით დათარიღებული ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს-------–-–--ას მონაწილეობით ჩხრეკა ჩატარდა მის დროებით მფლობელობაში არსებულ ერთოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში. ჩხრეკის შედეგად ოთახში არსებული ტანსაცმლის კარადის ზედა თაროდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის ლითონის პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდით ვაზნების გარეშე, რომელსაც გარედან აქვს ლათინური ასოებით წარწერა - ,,NOVA MOLGORA MOD 92F CAL 8MM PIERTO BERETტA V.V.T. MADE IN ITALY”. ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი შეიფუთა და დაილუქა კანონშესაბამისი წესით, რაზედაც გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. აღნიშნული ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება ჩხრეკის ოქმზე არ გაუკეთებიათ, ისინი გაეცნენ ჩხრეკის ოქმს, რომელიც გამომძიებლის მიერ შედგენილია სრულად და სწორად, რასაც ადასტურებენ ხელმოწერებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N1---/ბ დასკვნის თანახმად, სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილი: - უნომრო იარაღი არის იტალიური წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ ნომინალური კალიბრის საფანტის პისტოლეტი ,,BERETTA“, მოდელი -,,92F“, რომელიც მზღუდავის არქონის გამო, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მთავარი ექსპერტ-ბალისტიკოსის - ლ---–----–---–---ის ჩვენების თანახმად, მის მიერ ჩატარებული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა კვლევისთვის წარდგენილ იარაღზე და კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ უნომრო იარაღი არის იტალიური წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ ნომინალური კალიბრის საფანტის პისტოლეტი - ,,BERETTA“, მოდელი -,,92F“, რომელიც მზღუდავის არქონის გამო, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იარაღის ლ---–-ს ამოღებული ჰქონდა მზღუდავი, იგივე ტიხარი, რაც აუცილებელია საფანტის, აირის და ზოგადად თავდაცვითი იარაღებისათვის, რის გამოც აღნიშნული იარაღიდან შესაძლებელი იყო 5 მმ დიამეტრის მქონე ვაზნების გასროლა. შესაბამისად, იარაღის კონსტრუქციაში, კერძოდ, იარაღის ლ---–-ში შეტანილი ცვლილების გამო, იარაღი აღარ არის თავდაცვითი ხასიათის და მიეკუთვნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული იარაღი ქარხნულადაა დამზადებული და ვარგისია სროლისთვის. იარაღის სახელურში მყარად არ ფიქსირდება მჭიდი, რადგან მწყობრიდანაა გამოსული მჭიდის მაფიქსირებელი ბერკეტი, თუმცა აღნიშნული გაუმართაობა არავითარ გავლენას არ ახდენს იარაღიდან სროლების წარმოებაზე, ვინაიდან, როცა არ ფიქსირდება მჭიდი, ავტომატურად შეიძლება ერთეული ვაზნების პირდაპირ ჩადება სავაზნეში და გასროლა. შესაბამისად, მჭიდის არსებობა-არარსებობა და მჭიდის მაფიქსირებელი ზამბარის გაუმართაობა არავითარ გავლენას არ ახდენს იარაღის ვარგისიანობაზე. იარაღის ლ---–-ში არსებულ მზღუდავთან დაკავშირებით ექსპერტმა ასევე დამატებით განმარტა, რომ საფანტის იარაღებს და ზოგადად თავდაცვით იარაღებს, აირის იარაღებს, ხმოვანებს (ხმოვანების ლ---–- საერთოდ დახშულია) აქვთ ვერტიკალური, ჰორიზონტალური ან ჯვარედინი ტიხარი ლ---–-ში (აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, თუ ქარხანა-დამამზადებელი როგორ ტიხარს დაამზადებს), რაც ხელს უშლის ლულიდან დიდი მოცულობის ჭურვების გასროლას და ისვრის მხოლოდ ხმოვან ჭურვებს, აირებს ან საფანტს. მზღუდავის, იგივე ტიხრის შემთხვევაში, ლ---–-ში დარჩენილია ადგილები, საიდანაც გასროლისას გამოდის წვრილი საფანტი. მიუხედავად იმისა, რომ იარაღს დაზიანებული ჰქონდა მჭიდის მაფიქსირებელი ზამბარა, მასში შესაძლებელი იყო ვაზნების სათითაოდ ჩადება და გასროლა. ამასთან, იარაღის ვარგისიანობის დასადგენად მნიშვნელობა ჰქონდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმის მუშაობას და მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რომელ ვაზნას გაისროდნენ - ჭურვით დამუხტულს, საფანტით დამუხტულს თუ ხმოვანს, რადგან იარაღს ამოღებული ჰქონდა ლულის ტიხარი და გასროლის გარეშეც თვალნათლივ ჩანდა, რო კონსტრუქციაში შეტანილი იყო ცვლილება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.3. პუნქტად მითითებული ს-------–-–--ას ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი ,,BERETTA“, მოდელი ,,92F“, მასში არსებული მჭიდით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ ს-------–-–--ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა იტალიური წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ ნომინალური კალიბრის საფანტის პისტოლეტი ,,BERETTA“, მოდელი -,,92F“, რომელზეც დანიშნული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მზღუდავის არქონის გამო, პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ექსპერტმა ლ---–----–---–---მა, რომელმაც ნათლად და დამაჯერებლად განმარტა, თუ რატომ მიაკუთვნა იარაღი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, კერძოდ მან აღნიშნა, რომ ვინაიდან ქარხნული წესით დამზადებული საფანტის პისტოლეტის კონსტრუქციაში - იარაღის ლ---–-ში შეტანილი იყო ცვლილება და ამოცლილი ქონდა მზღუდავი, იგი უკვე აღარ იყო თავდაცვითი და მიეკუთვნებოდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რომელიც ვარგისი იყო სროლისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით დაცვის მხარის არგუმენტები, შესაბამისი საფუძვლების არარსებობის გამო, ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებენ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას და მისი ჩამტარებელი ექსპერტის ჩვენებას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები პალატას აძლევს მყარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ს-------–-–--ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული მზღუდავის არმქონე, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული საფანტის პისტოლეტი - ,,BERETTA“, მოდელი - ,,92F“, რომელსაც ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------------ში. შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება ს-------–-–--ას მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე გამოკვლევის გარეშე მიღებული, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულ მ---------–--ის ჩვენებით; მოწმეების: გ--–-----------–---–------------------------------------–---–------–--------–---- ჩვენებებით; პირის ამოცნობის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 23 ივნისის ოქმით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-554 დასკვნით და სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს-------–-–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს-------–-–--ას მოთხოვნას დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ს-------–-–--ას მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებას და მონანიებას, ასევე მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია ს-------–-–--ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, მითუმეტეს, რომ სახეზე არ არის აღნიშნული მუხლით დადგენილი ერთ-ერთი პირობა - ჩადენილი დანაშაულის სრულად აღიარება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი ს-------–-–--ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს-------–-–--ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი;
ს-------–-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
ს-------–-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------–-–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ს-------–-–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.
ს-------–-–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; შპს „ნ--------ს“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს-------–-–--ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი - „BERETTA“, მოდელი - 92F, მასში არსებული მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შპს „ნ--------ს“ ტალონები და ს-------–-–--ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი: - რუხი ფერის კეპიანი ქუდი, ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ქამართან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
ს-------–-–--ას სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე