განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
050100119002912743
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002912743

საქმე №1/ბ-476-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ი-----–-ს ძე ტ------–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, დ-------------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ--- ტ------–--ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლისაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 თებერვალს, ქ. დაახლოებით 15:20 საათზე, კ--- ტ------–--ემ ქ. ოზურგეთში, 9-------–---------ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული მაღაზიის გამყიდველს - რ--------- რ---–---–ს ხელიდან გასტაცა 40 ლარი და მიიმალა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით კ--- ტ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. კ--- ტ------–--ის პატიმროვაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე - გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1700 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------ ს--–------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაცვლად ჯარიმისა განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, სასამართლომ არ გაიზიარა ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და სხვა გარემოებები, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ--- ტ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლოა და არ შეესაბამება კანონით დადგენილი სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ--- ტ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ რ--------- რ---–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ა-----------------–---–-ს, მ--------–-----ის, ი-----–- კ---------ის გამოკითხვის ოქმებით, კ--- ტ------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს დანიშნული სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით კ--- ტ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ და სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და კ--- ტ------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------ ს--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ--- ტ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1700 (ათასშვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ კ--- ტ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; კ--- ტ------–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ა------- ც---------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დ-------------, მ---------------------------------------------------------------------------------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ორი ცალი 10 (ათი) ლარიანი და ოთხი ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს, რ--------- რ---–---–ს;

 

- ერთი ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ--- ტ------–--ეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე