განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
090100119002982286
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100119002982286

საქმე №1/ბ-445-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ს---–--- დ------ს ძე მ---------–-ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული: ონი, ვ------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, რ---------–--------0;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს---–--- მ---------–მა ჩაიდინა ოჯახი ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ს---–--- მ---------–მა, 2019 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ონში, ვ--------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა ყოფილი მეუღლის ნ---- კ--–-----–--ის მიმართ, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და უმიზეზოდ განაწყენებულმა ხელი მოუჭირა სახეზე, წააქცია, ხოლო შემდეგ თავი მიარტყმევინა კედელზე. ს---–--- მ---------–-ს ქმედების შედეგად ნ---- კ--–-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით ს---–--- მ---------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 01 წლის ვადით. სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 საათი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 01 წლის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----- ტ--–--–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენში და ს---–--- მ---------–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, რის გამოც დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს---–--- მ---------–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- კ--–-----–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე თ---------- კ--–-----–--ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ს---–--- მ---------–-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ს---–--- მ---------–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულმა ს---–--- მ---------–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ზრუნავს და არჩენს ორ მცირეწლოვან შვილს - აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ს---–--- მ---------–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს---–--- მ---------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ს---–--- მ---------–ს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 07 აპრილიდან 2019 წლის 08 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 05 საათით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს---–--- მ---------–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე