განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
010141318700060646
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 010141318700060646

საქმე №1ბ/941-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ი----------–---–---------------------–---–--------------------–---–--

ადვოკატების: ი-----------------------------–--------

გამართლებულის: რ---------------

მონაწილეობით,გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–-- და მსჯავრდებულ პ---–-------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ რ--------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- (პირადი ნომერი არ აქვს), ნასამართლევი, მცხოვრები------------–------–------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

მსჯავრდებულ პ---–-------------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------–-- პირადი №5----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ------ რაიონის სოფელი ე-------- ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–-----–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, რ-------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

პ---–------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ხუთი ეპიზოდი);

პ---–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველ;ოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, პ---–------------- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ პ---–-------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 22 ოქტომბრიდან;

რ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პ---–------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ხუთი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ქურდობისა და ძარცვისათვის ნასამართლევმა რ--------------მ და ქურდობისათვის ნასამართლევმა პ---–-------------- 2016 წლის 19 ოქტომბერს უკანონოდ შეაღწიეს გ----–----------–----------ში მდებარე სე---–------–---–--------------------------–---–-- საცხოვრებელ ბინაში, სადაც ფარულად დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვადასხვა ნივთს, რამაც 3 600 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია;

2016 წლის 14 ოქტომბერს, ქურდობისათვის ნასამართლევმა პ---–-------------- დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია გ----–-----------------------ში მდებარე გ-------------–---–-- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, რამაც 990 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია;

2016 წლის 5 სექტემბერს, ქურდობისათვის ნასამართლევმა პ---–-------------- დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია გ----–--------–--–------------ში მდებარე თ---------------- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა ოქროს ბეჭედს, რამაც 1 000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია;

2016 წლის 29 აგვისტოს, ქურდობისათვის ნასამართლევმა პ---–-------------- დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია გ----–------------------------ში მდებარე ნ--------------–---–-- საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა ნ--------------–---–--ა და გ---–--–------- კუთვნილ ნივთებს, რის შედეგად ნ--------------–---–- მიადგა 830 ლარის, ხოლო - გ---–--–------- - 1 080 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი;

2016 წლის 31 აგვისტოს, ქურდობისათვის ნასამართლევმა პ---–-------------- დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია გ----–---–-----------------ში მდებარე ა---------–-–-------- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, რამაც 2 120 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია;

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ--------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების, ხოლო - პ---–-------------- მიერ ქურდობის ხუთივე ეპიზოდის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი.

გ------ რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------–---–-- და მსჯავრდებულმა პ---–--------------.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, რ--------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ამავე ეპიზოდში პ---–-------------- დამნაშავედ ცნობა, როგორც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებულმა პ---–-------------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მოთხოვნას წარმოადგენს გ------ რაიონული სასამართლოს გამამტუნებელი განაჩენის გაუქმება და პ---–-------------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1.აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან რ--------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან დაკავშირებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეზე წარმოდგენილი რ--------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ რ--------------- საცხოვრებელ სახლში მისაღებ ოთახში მდგარი ხის კარადის ზედა თაროდან ამოღებული იქნა კითხვის ნიშნის ფორმის ოქროსფერი გულსაბნევი, რომელზეც დაზარალებულმა ს----–------–---–-- განმარტა, რომ არის მისი კუთვნილება და გამოძიებას წარუდგინა აღნიშნული გულსაბენვით გადაღებული ფოტოსურათები. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდებულ პ---–---------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც პ---–------------- უთითებს, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს ქ------–---------–-------------ში მდებარე სახლიდან მან და რ--------------მ მოიპარეს ორი ცალი ლეპტოპი და სხვადასხვა ნივთები. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლეოდნენ პირის მსჯავრდებულად ცნობის საფუძველს.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

2016 წლის 19 ოქტომბერს ქ.გ----–----------–----------ში მდებარე სე---–------–---–--------------------------–---–-- საცხოვრებელ ბინაში, რ---------------ა და პ---–-------------- უკანონოდ შეღწევისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად 3 600 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთების დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავად დაზარალებულების სე---–------–---–--------------------------–---–-- ჩვენებები, პ---–---------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე რ--------------- საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი და დაზარალებულის თანდასწრებით ჩატარებული 2016 წლის 22 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული დაზარალებულები ს----–------–---–------------------------–---–- განმარტავენ, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს ღამით, როდესაც ეძინათ, მათ ბინაში მოხდა ქურდობა. ს----–------–---–- დაახლოებით 03:15 საათზე გააღვიძა ნაბიჯების ხმამ და მისაღებ ოთახში დაინახა ადამიანის სილუეტი. ხოლო როდესაც საწოლიდან ადგა, დაინახა, რომ ორი ადამიანი ჩარბოდა კიბეზე. დაზარალებულების მითითებით ბინიდან წაღებული იყო ორი პორტატული კომპიუტერი - „----–----------------- ფირმის, რომელთაგან „----–--- ფირმის კომპიუტერს აკლდა კლავიშები. ასევე დამნაშავეებმა მოიპარეს გულსაბნევები, ტელეფონის დამტენები, ქურთუკები და ხელჩანთა, რომელშიც იდო დაახლოებით 350 ლარი. ამდენად, დაზარალებულები სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ ქურდობის ფაქტზე და მათთვის მიყენებულ ზიანზე. მათ არ დაუნახავთ, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და არ შეუძლიათ მათ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შესული პირების იდენტიფიცირება.

ასევე საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ექსპერტები დ--------------–-–---–-----–-------------–---–-----–-----------------–---–----------–---------------------–----------------------–---–- სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობისა და კანონიერების შესახებ და მათი ჩვენებები არ არის რელევანტური იმ საკითხის შესაფასებლად, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს ქ.გ----–----------–----------ში მდებარე სე---–------–---–--------------------------–---–-- საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს დაეუფლნენ პ---–------------- და რ--------------.

2016 წლის 22 ოქტომბერის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ-------–-------–-------------------ში მდებარე რ--------------- საცხოვრებელი სახლიდან მისაღებ ოთახში მდგარი ხის კარადის ზედა თაროდან, ამოღებული იქნა ოქროსფერი გულსაბნევი, რომელიც გაწყობილია გამჭვირვალე, მოყავისფრო და იასამნისფერი თვლებით, გულსაბნევი არის კითხვის ნიშნის ფორმის და ერთი თვალი აქვს ამოვარდნილი.

2016 წლის 22 ოქტომბერის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ------ რაიონის სოფელ ბ---–-----–- მდებარე პ---–-------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა „----–--- ფირმის პორტატული კომპიუტერი, რომელსაც არ აქვს „------------------- კლავიშები.

2016 წლის 22 ოქტომბრის და 23 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალირების ოქმების თანახმად, ს----–------–---–-ს და დ----------------–---–-- თანდასწრებით დათვალიერდა პ---–-------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „----–--- ფირმის პორტატული კომპიუტერი, რომლის მყარ დისკზე აღმოჩნდა დ----------------–---–--ა და ს----–------–---–-ს საოჯახო ფოტოები. ასევე, დათვალიერდა ქ-------–-------–-------------------ში მდებარე რ--------------- საცხოვრებელი სახლიდან მისაღებ ოთახში მდგარი ხის კარადის ზედა თაროდან, ამოღებული ოქროსფერი გულსაბენვი, რომელიც გაწყობილია გამჭვირვალე, მოყავისფრო და იასამნისფერი თვლებით, გუსლაბნევი არის კითხვის ნიშნის ფორმის და ერთი თვალი აქვს ამოვარდნილი, ასევე მას უკანა მხარეს აქვს შესაკრავი. დათვალიერების დასრულების შემდეგ ს----–------–---–-- განაცხადა, რომ დათვალიერებული ლეპტოპი და გულსაბნევი არის მისი კუთვნილება.

ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი მისი კუთვნილი გულსაბნევის რ--------------- საცხოვრებელი ბინიდან ამოღების ფაქტი უტყუარად ადასტურებს ამ უკანასკნელის მონაწილეობას ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. საერთო სასამართლოების მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის ბრალდებულისგან ამოღება, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათვის. მოცემულ შემთხვევაში არცერთი მოწმის ჩვენებით და არც წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხსენებული ნივთი სწორედ რ--------------- მიერ ჩადენილი ქურდობის შედეგად იქნა დაუფლებული და ამ გზით მოხვდა მის საცხოვრებელ სახლში.

2016 წლის 22 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, პ---–-------------- მიუთითა კ------–----------ში მდებარე ეზოს კარზე, რომელიც ქურდობის დროს იყო ღია. მანვე მიუთითა სახლის შესასვლელი კარის გვერდით არსებული ფანჯრის მინაზე, რომელიც ამოიღო და შევიდა სახლში. ბრალდებულმა აჩვენა, რომ ხის კიბით ავიდა მეორე სართულზე. შესასვლელ ოთახში, ფორტეპიანოზე იდო ნოუთბუქი, კედლის კუთხეში მდგარ კარადაზე - მეორე ნოუთბუქი, ხოლო - დივანზე - ორი ქურთუკი და ქალის ჩანთა, რომლებსაც დაეუფლა მის თანმხლებ რ------------------- ერთად. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პ---–-------------- თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს ღამით, კ------–----------ში მდებარე დ----------------–---–--ა და ს----–------–---–-ს სახლში იმყოფებოდა მარტო, რ-------------- მასთან ერთად არ ყოფილა და იგი მარტო დაეუფლა ოჯახის კუთვნილ სხვადასხვა ნივთებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, N561აპ-15 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა პ---–--------------გან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად (როგორც ეს მითითებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმში), ხოლო სასამართლოს პ---–-------------- მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია და გამორიცხა დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფურად - რ------------------- ერთად ჩადენის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, წარმოდგენილი ვერ იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა რ--------------- მონაწილეობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის იმ მაღალ სტანდარტს, რაც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებისათვის, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს პ---–-------------- სე---–------–---–--------------------------–---–-- ბინაში უკანონოდ შეწღევა და მათი მოძრავი ნივთების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ--------------- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - მსჯავრდებულ პ---–-------------- ადვოკატის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რა სამართლებრივ საფუძვლებს და მტკიცებულებებს ეყრდნობა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსი.

პ---–-------------- მიერ ჩადენილი ქმედება ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით და არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ხუთი ეპიზოდი), დასტურდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულების: ნ--------------–---–--, გ---–--–-------, ა---------–-–--------, თ----------------, გ-------------–---–--, ს----–------–---–-ს და დ----------------–---–-- ჩვენებებით, მოწმეების: ლ------------–---–---------------–---–----------------–-–---–----------------–---–-----------–----------–---–--------------- პ---–-------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შპს „-----------–-- ჩატარებული ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებითა და ხელშეკრულებით, 2016 წლის 6 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შპს „----------------–-- ჩატარებული ამოღების ოქმით და საკრედიტო ხელშეკრულებით, შპს „------------------- შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, პ---–-------------- ბინის ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ასევე პ---–-------------- მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ პ---–-------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში გარდა ჯგუფურად ჩადენილი ქმედებისა, ბრალდების დანარჩენ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება პ---–-------------- მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ პ---–------------- დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–-- და მსჯავრდებულ პ---–-------------- სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ პ---–-------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. რ-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

7.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ-------------- სასჯელს იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე;

8. პ---–------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ხუთი ეპიზოდი) და გამართლდეს;

პ---–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) გათალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 1 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ პ---–------------- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

9.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ პ---–-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ პ---–------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 22 ოქტომბრიდან;

10. ნივთიერი მტკიცებულებები: პარფიუმერიის ყუთი, გულსაბნევი, „ლეპტოპი“, ტელევიზორი, „ლეპტოპის“ ყუთი, ოქროს ბეჭედი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

- ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-ხელის კვლების, სუნისა და სისხლის ნიმუშების საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი