განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210019002142283
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-423-2019 23 ივლისი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–-
წარმომადგენელი - ვ-------- ა---–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - შპს „-–------ გ---- ჯ------“ ც---- ჯ-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - დაკმაყოფილდა მოსარჩელე-შპს „-–------ გ---- ჯ------“-ს სარჩელი მოპასუხე - შპს “ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–-“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ. - დაეკისრა შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–-“ (ს/კ 4--------) შპს „-–------ გ---- ჯ------“-ს სასარგებლოდ (ს/კ 4--------) 270 081.29 ლარის გადახდა. - დაეკისრა შპს“ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–-“ შპს „-–------ გ---- ჯ------“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 61 943.99 ლარის გადახდა. - დაეკისრა შპს“ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–-“ შპს „-–------ გ---- ჯ------“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის სანაცვლოდ 3 612 ლარის გადახდა. - მოსარჩელის შპს „-–------ გ---- ჯ------“-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ნაწილი -1388 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის მაისში ს------------–----–------–---–-------------- მდინარეთა შორის ა---–------–-- დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა გამარტივებული ტენდერი - S------------. სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა - მოპასუხე შპს “ა------------–--“ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–-. 2.2. 2016 წლის 18 ივლისს „ს----------–--- მ--–------–--“ -სა და შპს “ა------------–- -“ს ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–-, შორის, ტენდერის პირობების შესაბამისად, დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს “ა------------–- -“ს ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- ს------------–----–------–---–-------------- მდინარეთა შორის მასივზე უნდა შეესრულებინა ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება განისაზღვრა 679 000 ლარით. 2.3. აღნიშნული სამუშაოების შესასარულებლად, 2016 წლის 20 ივნისს შპს “ა------------–--“ფ--–---–მა ს----------–--- რ-------–---–- მოსარჩელე-შპს „-–------ გ---- ჯ-----“-თან დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სწორედ 2016 წლის 18 ივლისს შპს „ს----------–--- მ--–------–იი“-სა და შპს“ა------------–- -“ს ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–-, შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის ა---–------–-- დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. 2.4. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა კოლექტორების მოწყობას, არსებული მილხიდების დემონტაჟს და ახალი მილხიდების მოწყობას, ქვაყრილის მოწყობას მილხიდის თავზე, არხის შემკრების გაწმენდას და ა.შ. 2.5. ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა შემსყიდველისათვის (შპს „ს----------–--- მ--–------–იისათვის) კონტრაქტორის მიერ ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის ღირებულების 90%-ით. 2.6. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება -მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, ასევე დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი (ქვეკონტრაქტორი), ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო კონტრაქტორი (ხელშეკრულების 9.1 - 9.5. პუნქტები). 2.7. მხარეებმა ხელშეკრულების მე-5 მუხლით დაადგინეს შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი, რომელიც მოიცავდა ბეტონის სამუშაოებზე საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 60 თვეს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ სამუშაოზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვეს, ხოლო ვადა აითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტზე ორივე მხარის ხელმოწერის დღიდან. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში უნაღდო ანგარიშწორებით, ქვეკონტრაქტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. (მე-6 მ) 2.8. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა კონტრაქტორი, რომელიც უფლებამოსილი იყო სამუშაოს შესრულების პარალელურად მოეხდინა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შემოწმება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილ ნახაზებთან, ტექნიკურ დავალებებსა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციასთან, ხოლო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის ვალდებულება, ასევე ნაკლის გამო ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრებოდა მიმწოდებელს (ქვეკონტრქტორს) (მუხლი -2). 2.9. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა როგორც ეტაპის შესრულებული სამუშაოს, ისე მთლიანად შესრულებული სამუშაოს მიღების წესი. კერძოდ, შესრულებული სამუშაო მთლიანად მიღებულად ჩაითვლებოდა მთლიანი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით, რომელიც უნდა შედგენილიყო ქვეკონტრაქტორის მიერ კონტრაქტორისთვის წარდგენილი ფორმა 2-სა და სსიპ „ლ----------------–--------–--------------------------------–-----------“ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ხოლო ეტაპის სამუშაო შესრულებულად ჩაითვლებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, რაც შედგებოდა ფორმა 2-ისა და ფარული სამუშაოს აქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენის შემდეგ. ეტაპის სამუშაოს დასრულებულად მიჩნევისათვის შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნა ქვეკონტრაქტორს კონტრაქტორისათვის უნდა წარედგინა მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. 2.10. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების ინიციატორის მხრიდან მეორე მხარისათვის შეტყობინებისა და ნებისმიერი ცვლილების ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმების ვალდებულებაზე (მე -8 მ). 2.11. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის (ქვეკონტრაქტორის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 10.2.მუხლი), ხოლო კონტრაქტორის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში - მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.07% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (10.3 მუხლი). 2.12. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 აპრილი (ჩათვლით), ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვე (13.2 და 3.1. მუხლები), თუმცა მათივე შეთანხმებით 2016 წლის 10 თებერვალს შედგა მხარეთა შეთანხმების N1 ოქმი, რომლითაც მხარეებმა შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულების 3.1. პუნქტში და სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრეს 2017 წლის 18 აპრილი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე; 2.13. 2016 წლის 22 აგვისტოს მიღება-ჩაბარების შუალედური N1აქტის თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, ს------------–----–------–---–-------------- მდინარეთა შორის ა---–------–-- დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით -106631.41 ლარი. 2.14. იგივე მხარეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს ასევე შედგა მიღება-ჩაბარების შუალედური N2, N3, N4, N5, N6 და N7 აქტები, რომელთა მიხედვით, იმავე ობიექტზე (ს--------------–----–------ში ც--- -ტ------ის მდინარეთა შორის ა---–------–-- დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე) ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში 12 6825.80 ლარის, 102 029.58 ლარის, 95112.74 ლარის, 35 451.02 ლარის, 40 818.32 ლარისა და 70 092.65 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები. 2.15. იმავე დღეებში (2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს) იგივე სამუშაოები შესრულებული სახით მიიღეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N--------- ხელშეკრულების მხარეებმაც („ს----------–--- მ--–------–--“ და შპს“ ა------------–- -“ს ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–-), რაც დაადასტურეს მიღება -ჩაბარების შუალედური აქტებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოები დასრულებულ იქნა 2017 წლის 18 აპრილს, რაზეც იმავე ხელშეკრულების მხარეებს შორის 2017 წლის 27 ივნისს შედგა დასრულებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე აქტის მიხედვით, დასრულებული სამუშაოები პასუხობს სამშენებლო ნორმებს. 2.16. 2018 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–- წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 374 411 ლარის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული. 2.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და მოპასუხე შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის 2016 წლის 20 ივნისს დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 2.18. დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 20 ივნისის მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----ს“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა ს------------–----–------ში ც--ი-ტ------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.19. დადგენილი იქნა, რომ ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა ც------------ის მდინარეთა შორის კოლექტორების მოწყობას, არსებული მილხიდების დემონტაჟს და ახალი მილხიდების მოწყობას, ქვაყრილის მოწყობას მილხიდის თავზე, არხის შემკრების გაწმენდას და ა.შ. 2.20. მხარეებმა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დაადგინეს, შესრულებული სამუშაოს როგორც მთლიანად, ისე ცალკეული ეტაპებად, მიღების წესი. კერძოდ, განსაზღვრეს, რომ როგორც ცალკეულ ეტაპებზე, ისე საბოლოოდ შესრულებული სამუშაო მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შედეგად. 2.21. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის შედგა ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების N1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 აქტები, რომელთა მიხედვით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის ა---–------–-- დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლის ნამდვილობასაც სადავოდ არც მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, უდავოდ დასტურდება ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ცალკეულ ეტაპებზე შესასრულებელი სამუშაოების მიმწოდებლის შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიერ მიწოდებისა და შემსყიდველის შპს “ა------------–--“ფ--–---–-ს მიერ მიღების ფაქტი; 2.22. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანად შესრულებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოსარჩელის მიერ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების ფაქტს. კერძოდ, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მთლიანად შესრულებულად და მიღებულად ჩაითვლებოდა მთელი სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით. ამასთან, მიუთითეს, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგენილიყო ქვეკონტრაქტორის მიერ კონტრაქტორისთვის წარდგენილი ფორმა 2-სა და სსიპ „ლ---- ს----------–-- ს----–-------------------------------–- ბიუროს“ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- და შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----ს“ შორის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, შესაბამისად, სამუშაო სრულად შესრულებული არ ყოფილა, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა. 2.23. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან და მისი შეუდგენლობა არ ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”შ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, აფიდავიტი (მიღება-ჩაბარების აქტი), არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და შესაბამისად, მისი უტყუარობა, და რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივად შესასრულებელ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება სამუშაოების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების) ფაქტობრივად შესრულება, ხოლო სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე. 2.24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოების სრულად შესრულების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი იყო არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების – მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ სამუშაოების რეალურად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხარეების მიერ შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შესრულების ფაქტი, თუნდაც ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე, მაგრამ არ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, ვერ გახდებოდა ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ვალდებულების შესრულება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან არ იყო დაკავშირებული. 2.25. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (619-659) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გზით. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მიუხედავად მხარეების მიერ საბოლოოდ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე შეთანხმებისა, შპს „-–------ გ---- ჯ------ს“ მიერ მიწოდებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამავე მხარეებს შორის არ შედგენილა, აღნიშული არ ნიშნავს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა, ვინაიდან შპს „-–------ გ---- ჯ------ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი უტყუარად დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით. კერძოდ, დადგენილია, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მხარეებს (შპს “ა------------–--“ს ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- და შპს “ს–-----ი გ---- ჯ------“) შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2016 წლის 18 ივლისის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სს „ს----------–--- მ--–------–--“-მ შპს“ა------------–--“ს ფ--–---–-სგან ს----------–--- რ-------–---–- შეისყიდა ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რითაც აიღო ამ სამუშაოების შესრულების ვალდებულება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. 2.26. სს „ს----------–--- მ--–------–იის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად შპს “ა------------–--“ს ფ--–---–მა ს----------–--- რ-------–---–-, თავის მხრივ, დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----თან“. შესაბამისად, ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მხარეებს-შემსყიდველს შპს “ა------------–--“ს ფ--–---–სა და მიმწოდებელს შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----ს“ შორის მიღწეული შეთანხმება (ხელშეკრულება) სრულად მოიცავდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. ამდენად, დადგენილი ინქა N-------- ხელშეკრულებითა და ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების იდენტურობა და ამ გარემოებას არც ერთი მხარე სადავოდ არ მიიჩნდა. 2.27. საქმეზე წარმოდგენილია შპს „ს----------–--- მ--–------–იისა“ და შპს “ა------------–--“ს ფ--–---–-ს მიერ 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი დასრულებული სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, შპს „ს----------–--- მ--–------–იის“ ზედამხედველობის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების მიერ შესრულებული სახით მიღებულ იქნა N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.28. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხეს იმ მოსაზრებაში, რომ ვინაიდან მიღება- ჩაბარების აქტი დადებული იქნა სხვა პირებს შორის, იგი არ ასაბუთებდა მოცემული დავის ფარგლებში, ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, აღნიშნული აქტი არ შედგენილა სადავო ხელშეკრულების მხარეებს შორის, თუმცა იგი წარმოადგენდა მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან მტკიცებულებას, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „ა------------–--“ ფ--–---–მა N-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა შპს „-–------ გ---- ჯ------ს“ მეშვეობით სწორედ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასვე ადასტურებდა თავად მოპასუხის შპს “ა------------–-- “ს ფ--–---–-ს 2017 წლის 18 აგვისტოს წერილი, რომლითაც იგი შპს „-–------ გ---- ჯ------“-სგან ითხოვდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას. 2.29. ამდენად, მოპასუხის პოზიცია, რომ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან მითითებული მტკიცებულება შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებთან (სულ 7 აქტი) ერთად, უტყუარად ადასტურებდა სადავო ფაქტს. უფრო მეტიც, ამავე მტკიცებულების (დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი) მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულებული სამუშაოები პასუხობდა სამშენებლო ნორმებს, გადახრები ნორმის ფარგლებში იყო, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა------------–--“ ფ--–---–-ს მიერ N-------- ხელშეკრულების ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შესრულება პირდაპირ კავშირში იყო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებასთან და იყო მოსარჩელის მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2017 წლის 18 აპრილს), შესრულების პირდაპირი შედეგი. 2.30. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და შპს “ა------------–--“ ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიერ შესრულებული იქნა 599.144.44 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 329 359.15 ლარი. შესაბამისად, შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 2.30. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და შპს “ა------------–--“ ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა შემსყიდველისათვის კონტრაქტორის მიერ მიწოდებული ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის ღირებულების 90%, ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების წესზე, რომლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში უნაღდო ანგარიშწორებით, ქვეკონტრაქტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით; 2.31. საქმეზე წარმოდგენილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური 7 აქტი, რომელთა მიხედვით: 1.2016 წლის 22 აგვისტოს შპს “ს–-----ი გ---- ჯ-----მა“ შპს “ა------------–--“ ფ--–---–ს ჩააბარა 106631.41 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო (მიღება-ჩაბარების შუალედური N1აქტი); 2. 2016 წლის 26 სექტემბერს - 12 6825.80 ლარის ღირებულების სამუშაო (N2აქტი); 3. 2016 წლის 27 ოქტომბერს - 102 029.58 ლარის ღირებულების სამუშაო (N3აქტი); 4.2016 წლის 5 დეკემბერს - 95112.74 ლარის ღირებულების სამუშაო (N4 აქტი); 5. 2017 წლის 6 იანვარის - 35 451.02 ლარის ღირებულების სამუშაო (N5 აქტი); 6. 2017 წლის 6 მარტს - 40 818.32 ლარის ღირებულების სამუშაო (N6 აქტი); 7. 2017 წლის 3 აპრილს - 70 092.65 ლარის ღირებულების სამუშაო (N7 აქტი). მითითებული ღირებულების შესრულებული სამუშაოები მიღებულ იქნა მოპასუხის შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს მიერ; 2.32. მითითებული შუალედური აქტების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მთლიანობაში უნდა ჩაერიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება-599.144.44 ლარი. საქმეზე წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომელთა მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხული იქნა 329 359.15 ლარი. შესაბამისად, 270 081.29 ლარით ნაკლები შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე. მოპასუხე არ დაეთანხმა შპს ‘“ს–-----ი გ---- ჯ------სათვის“ შესრულებული სამუშაოს საფასურის-მხოლოდ 329 359.15 ლარის გადახდას და განაცხადა, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანად შპს ‘“ს–-----ი გ---- ჯ------სათვის“ გადახდილი აქვს 452 793 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა მიხედვით, შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს ბუღალტერს ფიზიკურ პირზე გ-------------------- ხელზე, სხვადასხვა დროს გაცემული იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხა. აღნიშნულზე მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი მოპასუხესთან შეთანხმებით, სხვადასხვა დროს ასრულებდა სხვადასხვა სახის სამუშაოებს, რაზეც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, ხოლო სადავო ქვეკონტრაქტის ფარგლებში მას, გარდა 329 359.15 ლარისა, რომელიც მას უნაღდო ანგარიშსწორებით ჩაერიცხა მის საბანკო ანგარიშზე, მოპასუხისგან ხელზე თანხა არ მიუღია და ასეთზე შეთანხმებულიც არ ყოფილან; 2.33. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს “ა------------–--“ ფ--–---–ს გადახდილი ჰქონდა შპს ‘“ს–-----ი გ---- ჯ------სათვის“ 2016 წლის 20 ივნისს დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ღირებულება-329 359.15 ლარი, ვინაიდან გარდა იმისა, ხომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ თანხის გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმაზე და ხელშეკრულების პირობებიდან გადახრა ან ცვლილება დაიშვებოდა მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებით (მ.8), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, სალაროს გასავლის ორდერებით არ დგინდება, რომ თანხები გ-------------------- იქნა გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურების დანიშნულებით; 2.34. მოპასუხემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან მოსარჩელისთვის არ გადაუხდია 146 646 ლარი, თუმცა მან აღნიშნული თანხა გაქვითა მოსარჩელის იმ დავალიანების სანაცვლოდ, რომელიც წარმოეშვა მოსარჩელეს მათ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო. 2.35. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-447 მუხლებით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით. მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს იმის უფლებას ანიჭებს, რომ ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ. მითითებული ნორმებით კანონმდებელი გაქვითვას უკავშირებს ვალდებულების არსებობას და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების დაფარვას (შესრულებას) ისახავს მიზნად, შესაბამისად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი. არსებობს საპასუხო მოთხოვნა. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მხარეთა შორის ასეთი მოთხოვნები უნდა იყოს უდავო და არ უნდა იწვევდეს ეჭვს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარყო საპასუხო ვალდებულების არსებობა და მისი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის უფლების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის შემდეგ, იჯარის ხელშეკრულების დოკუმენტაცია მოპასუხე მხარის მიერ მომზადდა მის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით. იმ ვითარებაში, როცა მხარე სადავოდ მიიჩნევს იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობას და დადგენილი არ არის საპასუხო მოთხოვნის უდავოობა, რაც მოთხოვნის გაქვითვის აუცილებელი წინაპირობაა, მოპასუხის მიერ მოთხოვნის გაქვითვაზე მითითება ეწინააღმდეგება სსკ-ის 442-447 მუხლებით დადგენილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობას და იგი გაზიარებული არ იქნა; 2.36. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიერ შესრულებული იქნა - 599.144.44 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 329 359.15 ლარი. შესაბამისად, შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.37. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისის მოსარჩელე შპს“ს–-----ი გ---- ჯ-----სა“ და შპს “ა------------–--“ფ--–---–ს ს----------–--- რ-------–---–- შორის დაიდო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება, ს------------–----–------ში ც------------ის მდინარეთა შორის მასივზე ა---–------–-- დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას; 2.38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1. მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას; 2.39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639.1. მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო 641.1 მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; 2.40. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ 2016 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო შპს “ა------------–--“ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–- მიერ იმავე ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ და შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით, რც ექვემდებარება ანაზაღაურებას; 2.41. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 185 684.58 ლარის დაკისრების თაობაზე, იგი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: 2.42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, ხოლო ამავე კოდექსის 417- ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის; 2.43. დადგენილი იქნა, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების 10.2. და 10.3. პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 10.2.მუხლი), ხოლო კონტრაქტორის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში-მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.07% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2.44. სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე გადაუხდელი თანხის - 270 081.29 ლარის პირგასამტეხლო - 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 61 943.99 ლარს შემდეგი გაანგარიშებით: -მიღება-ჩაბარების N1 შუალედური აქტის შესაბამისად, საგარანტიო თანხის 5%-ის დაკლებით, უნდა გადმოერიცხა 106 631 ლარი, თუმცა ჩაურიცხა მხოლოდ 88 608.12 ლარი, ანუ 12691.72 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 8.88 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 10 თვესა და 6 დღეზე (306 დღეზე), რაც შეადგენს 2717.28 ლარს. - მიღება-ჩაბარების N2 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 120 484.51 ლარი, ჩაურიცხა 86 696.05 ლარი, ანუ 33 788.46 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 23.65 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 9 თვესა და 2 დღეზე, რაც შეადგენს 6 432.8 ლარს. - მიღება-ჩაბარების N3 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 96 928.1 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 96 928.1 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 67.84 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 8 თვესა და 1 დღეზე (241 დღეზე), რაც შეადგენს 16 349 ლარს. - მიღება-ჩაბარების N4 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 90 357.1 ლარი, ჩაურიცხა ნაწილ-ნაწილ 25 000 ლარი და 7000 ლარი, 25 000 ლარის გადმორიცხვის შემდეგ ეკუთვნის 45,75 (65 357.1ხ0.07%), რომელიც 4 დღეზე შეადგენს 183 ლარს, ხოლო 7000 ლარის გადმორიცხვის შემდეგ დარჩა ჩაურიცხავი 58 357.1 ლარი,რომლის 0.07% ერთ დრეზე შეადგენს 40.85 ლარს,რაც უნდა გამრავლდეს 5 თვესა და 12 დღეზე (162 დღეზე) რაც შეადგენს 6 617.7 ლარს. -მიღება-ჩაბარების N5 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 33 678.47 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 33 678.47 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 23. 57 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 5 თვესა და 22 დღეზე (172 დღეზე), რაც შეადგენს 4054.04 ლარს. - მიღება-ჩაბარების N6 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 38 777.4 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 38 777.4 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 27.14 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 3 თვესა და 22 დღეზე (112 დღეზე), რაც შეადგენს 3039.68 ლარს. - მიღება-ჩაბარების N7 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 66 588 ლარი, ჩაურიცხა 53 092.45 ლარი, ანუ 13 495.55 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 9.45 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 2 თვესა და 25 დღეზე (85 დღეზე), რაც შეადგენს 803. 25 ლარს. - შუალედური აქტების მიხედვით გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო შეადგენს 40 014.19 ლარს, რასაც უნდა დაემატოს 2017 წლის 28 ივნისიდან (დასრულებული სამუშაოს მიღებიდან) 2017 წლის 24 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) დარჩენილი გადაუხდელი თანხის 270 081.29 ლარის პირგასამტეხლო -0.07%, რომელიც 116 ვადაგაცილებულ დღეზე შეადგენს 21 929.80 ლარს. სულ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 61 943.99 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს. 2.45. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულების - ძირითადი თანხის 270 081.29 ლარისა და პირგასამტეხლოს-61 943.99 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენლად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს 2016 წლის 20 ივლისს შ.პ.ს ა------------–-- ფ--–---–ს საქართელოს რ-------–---–-" და შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ-----ს" შორის დადებული ქვეკონტრაქტის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილში შემსყიდველად მოხსენიებული სუბიექტს წარმოადგენს შ.პ.ს "ს---------–-------–------–--". ამის არავითარი დასტური არც ქვენოკტრაქტში და არც ზოგადად საქმის მასალებში არ მოიპოვება, უფრო სავარაუდოა, რომ ქვეკონტრაქტში შემსყიდველად მოხსენიებული სწორედ დამკვეთი და არა სხვა, მესამე პირი, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია. აღნიშნულ გარემობა არსებითი მნიშვნელობის არის საქმის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან, წარმოადგენს მხარეთა შორის მომსახურების ფასის განსაზღვრის ორიენტირს. 3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 03 აპრილის ჩათვლით პერიოდში "იგივე" სამუშაოები მიიღეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-------- ხელშეკრულების მხარეებმაც, ასეთი დასკვნისათვის საქმის მასალებში მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, გაუგებარია თუ რა დოკუმენტზე დაყრდნობით აკეთეს სასამართლო ასეთ დასკვნას და მითუმეტეს გაუგებარია თუ როგორ ახდენს შესრულების (სამუშაოთა) იდენტურობის დადგენას. 3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს დავის მხარეთა შორის შესრულების გადაცემის სინქრონულად იგივე შესრულება ჩაბარდა შ.პ.ს "ს---------–-------–------–--ს", თავდაპირველად ქრონოლოგიური შეუსაბამობის გამო, ხოლო მეორეც სამუშოათა იდენტურობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება. 3.4. აბსოლუტურად გაუგებარია და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის არმქონე გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.16 პუნქტში მითითებული პროცესუალური გარემოების მითითება, შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიუღებლობის შესახებ. თუმცა თუ ამას უთითებდა, ასევე უნდა აღენიშნა იმავე შეგებებული სარჩელის 2018 წლის 25 დეკემბერს წარმოებაში მიღების შესახებ, რის შემდგომაც, მიუხედავად წინასწარი განმარტებისა, საქმის გამხილველმა სასამართლომ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უარი თქვა ორ სუბიექტს შორის ურთიერთშემხვედრი მიმდინარე დავაზე საქმეთა გაერთიანებაზე. 3.5. საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, თითქოს შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" მიერ ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებებბი შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ასეთი დასკვნისათვის საქმის მასალებში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს, პირიქით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომლის ციტირებასაც ხშირად მიმართავს საქმის განმხილველი სასამართლო, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი და დოკუმენტაცია, რომელიც უნდა წარმოებულიყო ასეთ დროს. მეტიც საბოლოო შესრულება ერთმნიშვნელოვნად უნდა დადასტურებულიყო ს----------–-- საექსპერტო ბიუროს დასკვნით, რომლის წარმოდგენაც შემსრულებლის ვალდებულებას წარმოადგენდა და რაც არ განხორციელებულა. 3.6. აბსურდულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, იმის შესახებ თითქოს მირება-ჩაბარების აქტის არსებობა ადასტურებს შემსრულებლის მხრიდან სამუშაოთა სრულად და ჯეროვნად შესრულებას, კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილია შუალედული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც აპრიორშივე იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც კონკრეტული ეტაპის , თუ მოცულობის სამუშაო შესრულდა და ასეთ აქტზე, თუნდაც რამოდენიმე აქტზე დაყრდნობით, შეუძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებათა სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე დასკვნის გაკეთება. საქმის განმხილველი სასამართლო სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებზე მითითებით ცდილობს უგულვებელყოს ანალოგიურ ხელშეკრულებაში მიღება-ჩაბარების აქტის როლი, თუმცა მხედველობის მიღმა რჩება მხარეთა შორს კონკრეტული ხელშეკრულების მუხლებით შეთანხმებული შესრულების მიღების მარეგულირებელი დებულებები, რომელიც საკანონმდებლო აქტის შესაბამისი დანაწესის არარსებობის მიუხედავად, პრაქტიკულად იგივე ძალით მბოჭავია და შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთათვის; 3.7. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, თითქოს შ.პ.ს "ა------------–-- ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–-" მიერ შ.პ.ს "ს----------–--- მ--–------–იის" მიმართ №-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თავის მხრივ ადასტურებს შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" მიერ შ.პ.ს "ა------------–-- ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–-" მიმართ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, ასეთი პირდაპირი კავშირის მტკიცების არც დოკუმენტური და არც ლოგიკური საფუძველი არ არსებობს, სამუშაოთა ნაწილი შ.პ.ს "ა------------–-- ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–-" შეასრულა ქვეკონტრაქტორისაგან დამოუკიდებლად, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი თავს არიდებდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად ამ ორი სუბიექტის ვალდებულებატა სინქრონული შესრულების შესახებ დასკვნა საფუძველს მოკლებულია. 3.8. საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფ/გარემოება იმის შესახებ თითქოს შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულდა 599 144.44 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. პუნქტი 3.2.18), აღნიშნული ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების 3.2.13; 3.2.14 პუნქტებში მოყვანილ ციფრობრივ მონაცემს. ასევე არასწორია სასამართლოს დასკვნა მოპასუხის მიერ 329 359.15 ლარის ანაზღაურების შესახებ, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით ანაზღაურებულია გაცილებით მეტი თანხა, კერძოდ 440 792 ლარი. ხოლო დარჩენილი ნაწილი მხარეთა თანხმობით გაიქვითა შემხვედრ ვალდებულებებში, რაზედაც წარმოდგენილია შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები და იჯარის მომსახურების ორმხრივად დადასტურებული მიწოდების აქტები; 3.9. სასამართლო უთითებს ხელშეკრულების შესაბამის პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშსწორების წესს და ამისათვის საჭირო პირველადი დოკუმენტების ჩამონათვალს, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ მსგავსი დოკუმენტები საქმის მასალებში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად გაუგებარია თუ რის საფუძველზე უნდა განხორციელებული მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის თანხის ანაზრაურება. მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, მასში, რომ მე-7 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოთა ღირებულება არ შეადგენს 599 144,44 ლარს, ამისათვის საჭიროა მხოლო მათი დაჯამება. მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის დაანგარიშებისას საქმის განმხილველი სასამართლო ასევე უგულვებელყოფს ხელშეკრულების იმ პუნქტებს სადაც საუბარია არა სამუშაოთა სრული ღირებულების არამედ მათი ღირებულების 90%-ის ანაზღაურებაზე და ასევე საგარანტიოდ დასაკავებელ 10%-ზე, რომელიც ქვეკონტრაქტორს უნდა ანაზრაურებოდა სამუშაოთა დასრულებიდან 6 თვის და 1 წლის გასვლის შემდგომ; 3.10. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს სალაროს გასავლის ორდერებით შ.პ.ს "ა------------–-- ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–-" ბუღალტერმა თანხა გადასცა არა შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" დირექტორს, არამედ ფიზიკურ პირს გ---------–--–---–ს, სამივე გასავლის ორდერში, პირველ ჰორიზონტალურ ხაზზე, მითითებულია შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------", ამავე ორდერებში გასავლის დანიშნულებად მითითებულია 'შესრულებულ სამუშაოთა საფასური" და დამოწმებულია შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" ბეჭდით. ასეთი მოცემულობის პირობებში ანაზღაურების ფიზიკური პირის სასარგებლოდ განხორციელების მტკიცება, იმის გათვალისწინებითაც, რომ სასამართლო პროცესზე გ---------–--–---–მა უარყო მოპასუხისათვის რაიმე სხვა მომსახურების მიწოდების ფაქტი, აშკარად მიუთითებს სასამართლოს მოტივაციაზე ფაქტების დამახინჯებით შექმნას წინაპირობა საკითხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის. სიმართლის შეუსაბამოა გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი, თითქოს მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხისათვის სხვადასხვა დროს მომსახურების მიწოდების ფაქტი, გ.ჯ----–--–---–ის მსგავსი განმარტება სხდომის ოქმში არ ფიქსირდება; 3.11. რაც შეეხება მოდავე მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მართლზომიერებას და შესაბამის წინაპირობებს, საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმის მასალებში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულების მიუხედავად, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ მიიჩნია დადგენილად მხარეთა შორის შემხვედრი მოთხოვნის არსებობის და მათი გაქვითვის ფაქტი, კერძოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი ოფისის და ტექნიკის იჯარის ხელშეკრულებების, შესაბამის ინვოისებით, საიჯარო მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებით და ორმხრივად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით უდავოდ დგინდება მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის, ასევე შესაბამისი ოდენობის საიჯარო ქირის დავალიანების და მოსარჩელის მხრიდან მისი აღიარების ფაქტი, რაც შეეხება აღიარებული დავალიანების გადაუხდელობას, ამის დასტურად მხოლოდ მოსარჩელის განმარტებაც საკმარისისა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, თითქოს იმ სხდომაზე შეიტყო საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ; 3.12. 2018 წლის 25 დეკემბერს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო შ.პ.ს "ა------------–-- ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–-" სარჩელი შ.პ.ს "ს–-----ი გ---- ჯ------ს" მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, საქმე ამჟამად არის მოსამზადებელ ეტაპზე; 3.13. საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 442-ე, 641-ე, 642-ე, 644-ე, 645-ე, 648-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში 2.1-2.12 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: 4.2. 2017 წლის 24 ოქტომბერს შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ-----მა“ სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 270 081,29 ლარის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს 185 684,58 ლარის დაკისრება (სარჩელი, ს/ფ 1-19); 4.3. 2018 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–- წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 374 411 ლარის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ბაჟის გადაუხდელობის გამო, წარმოებაში არ იქნა მიღებული (სარჩელი, განჩინება, ს/ფ 232-248, 268-273); 4.4. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს “ა------------–--“ ფ--–---–-ს ს----------–--- რ-------–---–- სარჩელი მოპასუხე შპს “ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 374 411 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე; 4.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი/მოპასუხე მხარე საკუთარ პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ სასარჩელით მოთხოვნილი ვალდებულება შეწყდა ურთიერთგაქვითვის გზით, ვინაიდან მოსარჩელეს მათ წინაშე გააჩნია შემხვედრი ვალდებულება, რომლის თაობაზეც ისინი სასარჩელო წესით დაობენ სენაკის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, იმ საქმის წარმოებაში მათ მიერ წარდგენილია ყველა მტკიცებულება, რაც ამყარებს მათ პოზიციას. აპელანტის განმარტებით, მათ მოითხოვეს აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება, რაზეც სასამართლომ მათ უარი უთხრა; 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება; 4.7. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ------ს“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- დაეკისროს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 270 081,29 ლარის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს 185 684,58 ლარის დაკისრება. ამასთან, თავის მხრივ, შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- უარს აცხადებს ამ თანხის გადახდაზე და მიუთითებს, რომ შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ------ს“ მიმართ არსებული ვალდებულება შეწყდა ურთიერთგაქვითვის გზით, ვინაიდან მოსარჩელეს მათ წინაშე გააჩნია შემხვედრი ვალდებულება, რომლის გამოც ისინი სასარჩელო წესით დაობენ სენაკის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, იმ საქმის წარმოებაში მათ მეირ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, რაც ამყარებს მათ პოზიციას; 4.8. ამდენად, გამოდის, რომ სასამართლო წარმოებაშია ორი საქმე ერთი და იგივე მხარეებს შორის, ერთი და იგივე საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და საფუძვლებით. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნების მოცულობებიდან გამომდინარე, მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანონით დადგენილი წესით მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, რაზეც მიუთითებს კიდეც მხარე. პალატას მიაჩნია, რომ ამ საქმეთა ცალ-ცალკე განხილვა არ უნდა მოხდეს, რადგან დავის ასეთი განხილვა ხელს შეუშლის კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან შეაფერხებს დავის სწრაფად და ეფექტურად განხილვას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არსებობს ურთიერთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები, რაც ორივე საქმის ერთობლივად განხილვისა და კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია ამ სამოქალაქო დავათა ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია, რადგან დავათა შედეგი ურთიერთგანმაპირობებელია და მხოლოდ ამ სამოქალაქო საქმეთა გაერთიანებისა და ერთობლივად განხილვის შედეგად მიიღწევა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება; 4.9. შესაბამისად, პალატა იზიარებს აპელანტის შუამდგომლობას (განმარტებას), რომ ამ სამოქალაქო დავათა ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ------ს“ სარჩელისა გამო, მოპასუხე შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- წინააღმდეგ აღძრული №2/818-2017 სამოქალაქო საქმის ხელახალი, არსებითი განხილვისათვის სენაკის რაიონულ სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი, რომლის შემდგომ სენაკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეთა გაერთიანებისა და მათი ერთობლოვად განხილვის შედეგად უნდა მოხდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა და დავის არსებითად გადაწყვეტა; 4.10. აქვე, სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე - 15.02.2018წ. საქმე #ას-72-72-2018წ. და 18.10.2017წ. საქმე #ას-1127-1047-2017, სადაც უზენაესმა სასამართლომ სამართალწარმოების პროცესში ფ--–---–- მიიჩნია სათანადო მხარედ, რომელსაც შეუძლია სასამართლოში დამოუკიდებლად იცავდეს მის უფლებებს. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება ის მოსაზრება, რომ შპს “ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სათანადო მხარეს; 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; 4.15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ზემოთ მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინება საქმეთა გაერთიანების შესახებ, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. №2/818-2017 სამოქალაქო საქმე, შპს ,,ს–-----ი გ---- ჯ------ს“ სარჩელისა გამო, მოპასუხეე - შპს ,,ა------------–--“ ფ--–---–- ს----------–--- რ-------–---–- წინააღმდეგ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს;
4. მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე