განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002548992 საქმე №3ბ/369-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ც------ ჩ----ა;
წარმომადგენელი - ბ------ რ---–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. ც------ ჩ----ა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. ც------ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან, დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ც------ ჩ----ას შორის, 2014 წლის 09 მარტს, 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 2006 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 14-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2018 წლის 27 თებერვალს მოპასუხე ც------ ჩ----ამ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის S---ის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი, მაიორი ც------ ჩ----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ც------ ჩ----ას 2018 წლის 27 თებერვლის პატაკი (ს.ფ. 20);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანება (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფოლი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული. შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც------ ჩ----ას შორის 2014 წლის 09 მარტს გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს, შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები.
საქმის განმხილველი სასამართლო მიმივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პირობებში, როდესაც ც------ ჩ----ა პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ც------ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ჯარიმის სახით 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%- ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ც------ ჩ----ას სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
წარმომადგენლის განმარტებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებისგან ერთ - ერთი ქვესახეა ადმინისტრაციული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც განსხვავდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისგან. მისი განსაკუთრებულობა მდგ---არეობს ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებაში, რადგანაც კერძო სამართლისათვის ფუძემდებლური მხარეთა თანასწორობის პრინციპი ხელშეკრულების დადების მომენტიდან გარკვეულ მოდიფიცირებას განიცდის.
აპელანტის განარტებით, შრომით ურთიერთობებში აშკარად გამოკვეთილია დამქირავებლის უპირატესი მდგ---არეობა “სუსტ” მხარესთან - დაქირავებულთან შედარებით, რაც უდავოდ იწვევს “ძლიერი” მხარის მიერ თავისი უფლებების გადამეტებულად, მეორე მხარის საზიანოდ გამოყენების საშიშროებას. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
წარმომადგენელი მიუთითებს, ფაქტობრივ გარემობებზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის N53 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 8 წლით. ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგ--- სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს რვა წლის მანძილზე. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრურების შემდეგ ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებს შეიარაღებული ძალების, ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით.
წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას დასაქმებული პირი იმგვარ გარემოებაში იყო, რომ თავისი სურვილით ვერანაირი სახის ნებას ვერ გამოავლენდა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები წინასწარ იყო დამტკიცებული მინისტრის ბრძანებით და მისი პირობები ვერ იქნებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული. ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოსამსახურის მიერ საკუთარი ნებით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევისთვის. საგამონაკლისო შემთხვევად (როდესაც პირი არ ექვემდებარება დაჯარიმებას) მიჩნეულია მხოლოდ ზღვრული ასაკის მიღწევა და ავადმყოფობა. ყველა სხვა შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ნებით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ასეთი პირობა (პ. 7.3.) ეწინააღმდეგება სსკ-ის 319-ე მუხლის პირელი პუნქტის დანაწესს და ნების თავისუფლების პრინციპს და არის კანონსაწინააღმდეგო და ბათილი. ასევე, გარიგება, რომლითაც პირს ეკრძალება შრომითი ურთიერთობის საკუთარი ინიციატივით შეწყვეტა (თუნდაც რაიმე პატივსადები მიზეზის არსებობისას, გარდა ავადმყოფობისა და ზღვრული ასაკის მიღწევისა, რა გარემოებებიც ისედაც გამორიცხავენ ხელშეკრულების შესრულების ფიზიკურ შესაძლებლობას), არ შეიძლება იყოს ნამდვილი, რამდენადაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, იდეას რომ - შრომა თავისუფალია. მიუთითებს, რომ ხელშეკრულების პირობები წინასწარ იყო დამტკიცებული მინისტრის ბრძანებით და მისი პირობები ვერ იქნებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ასევე არ უმსჯელია იმ გარემოებებზე, რის გამოც ც------ ჩ----ა იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება მძიმე მატერიალური და ოჯახური პირობების გამო, რაც გამოწვეული იყო როგორც ხელშეკრულების დადების შემდგ--- ხელფასის შემცირებით, ასევე სხვა და სხვა ობიექტური გარემოებით, კერძოდ, მოპასუხესთან 2010 წლის 23 ივლისს გაფორმებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის N303 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) მე-9 მუხლი ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. წარმომადგენელი საყურადღებოდ მიიჩნევს ამ მუხლის 9.1.7. პუნქტს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება, პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგ---არეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2018 წლის 27 თებერვალს ც------ ჩ----ამ შექმნილი რთული ოჯახური და ფინანსული მდგ---არეობის გამო მიმართა თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის შეწყვეტის პატაკით. ჰყავს ოთხი შვილი: ლ------------------------- ჩ----ები. რომელთა ძირითადი მარჩენალი არის თავად. ლ---- და მ---- დედასთან ერთად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მისამართზე ვ---------ის პირველ მიკრო რაიონში, კორ. 4, ბ, ხოლო მ--- და ა--------ები და მათი დედა (ც------ს მეუღლე), ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ცხოვრობდნენ სოფელ გ---ში, ც------ ჩ----ასთან, ც------ს დედასთან და ბებიასთან ერთად. ც------ს კმაყოფაზე იყვნენ და არიან მისი დედა და ბებია. ც------ს მეუღლე (ც-----) იყო უმუშევარი და ოჯახი დამოკიდებული იყო მთლიანად ც------ს ხელფასზე. მძიმე ოჯახური და მეტრიალური პირობების გამო, რაც ხშირად იწვევდა უთანხმოებას ოჯახში, მეუღლეები (ც------ და ც-----) განქორწინდნენ კიდეც 2018 წლის 20 ივლისს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. წარმომადგენლი განმარტებით, ც------ ჩ----ამ გაიარა სამხედრო აკადემია ქ. გორში. შემდეგ, სამხედრო სამსახურს ასრულებდა ქ. გორში (2010 წლიდან 2018 წლის 9 მარტამდე), რაც ასევე ცალკე, რთულ მდგ---არეობას უქმნიდა, რადგან, მისი ორი შვილი ცხოვრობდა თბილისში, ხოლო მეუღლე და ორი შვილი, დედა და ბებია სამტრედიის რაიონის სოფ. გ---ში, რაც ძალიან ართულებდა ოჯახის წევრების მონახულებას.
მიუთითებს, რომ ოჯახს 2015 წლის მდგ---არეობით აღებული ჰქონდა არაერთი სესხი, რომლებიც შემდეგ გადაფარა და სს თიბისი ბანკთან წარმოეშვა საკრედიტო ვალდებულება, რომელიც შეადგენს 25 000 ლარს, ყოველთვიური გადასახადი თანხა შეადგენს - 440 ლარს. ვინაიდან ვერ ახერხებდა სესხის დაფარვას, რის გამოც მას ხშირად ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მეუღლეებს შორის უთანხმოების ერთ - ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ც------ თავისი შემოსავლით ვერ ახერხებდა აღნიშნული სესხის დაფარვას, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია მეუღლის ბინა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დადგენლი პირგასამტეხლო 28 000 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს იმ ზიანს, რაც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით და არსებობს პირგასამტეხლოს შემცირებისათვის გასათვალისწინებელი არაერთი გარემოება, მათ შორის მოპასუხის ქონებრივი მდგ---არეობა, გასათვალისწინებელია შესრულებული სამუშაოს მოცულობა (მან იმსახურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ნახევარი, ზუსტად 4 წელი), ასევე, ის გარემოება, რომ ც------ ჩ----ა საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა 2014 წლამდეც, კერძოდ 2010 წლის 23 ივლისიდან და ეს პერიოდი ხელშეკრულებას ასრულებდა ჯეროვნად და მიღებული აქვს არაერთი წახალისება - მედალი და მადლობა, მათ შორის "სამშობლოსთვის თავდადებული“, "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის", უმწიკვლო სამსახურისთვის 'ხარისხის მედალი", მადლობა ფუნქციონალური მოვალოების სისტემატურად ხარისხიანად შესრულებისთვის და დასკისრებული მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის და ა.შ. ამასთანავე, იგი სამუშაოს ჯეროვანი და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების შედეგად საკმაოდ მოკლე დროში დაწინაურდა და 2017 წლის 31 აგვისტოს მიიღო მაიორის წოდება.
წარმომადგენელი ასევე აპელირებს ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე რომლითაც დადგენილია 28 000 ლარის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოზე დადგენილ პირგასამტეხლოს. მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოზე დაკისრებული პირგასამტეხლო უთანასწორო და არასამართლიან პოზიციაში აყენებს მხარეს მითუფრო მაშინ, როდესაც ხელშეკრულებების პირობების დადგენაში მას არ მიუღია მონაწილეობა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა განამრტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ - ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
პალატა აქვე მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს რომლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე რომლის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფოლი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული. შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ც------ ჩ----ას შორის, 2014 წლის 09 მარტს 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
შესაბამისად პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ც------ ჩ----ას შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგ---ას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობა, რომლის შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც------ ჩ----ას შორის 2014 წლის 09 მარტს გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 27 თებერვალს მოპასუხე ც------ ჩ----ამ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის S---ის საბრძოლო მომზადების უფროსი ც------ ჩ----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები.
ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ც------ ჩ----ა პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში, სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
რაც შეეხება მოთხოვნას - ც------ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილში და განმარტავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლითაც განმარტებულია პირგასამტეხლოს ცნება. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კანონისმიერი სიტყვასიტყვითი განმარტებით, პირგასამტეხლო შეთანხმებითი განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომლის გადახდასაც მოვალე კისრულობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
სასამართლო პრაქტიკაში აღიარებული მოსაზრებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო დარღვევად მიიჩნევა როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.
პალატა მიიჩნევს, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. რაც შეეხება ჯარიმას, პალატა აქვე მიუთითებს, რომ ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ - ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ც------ ჩ----ას შორის, 2014 წლის 09 მარტს, 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი, რამაც განაპირობა კონტრაქტის შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ც------ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველს.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც------ ჩ----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ც------ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი