განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210019002603244
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-293-19 20 მიასი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქა-–--ო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - ედ---- აბ---–--- ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“ და---- ფუ---------
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა------- სა---–---- სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ედ---- ა----–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 3 აპრილის N 1--- ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“ (შემდეგში - „ს-----------–--“). ამავე ბრძანებით, ს-----------–--ს დამფუძნებელია ქ. ბა------- მუნიციპალიტეტი; ს-----------–--ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მე---- გადაწყვეტილებით; ს-----------–--ს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ. ბა------- მერი;
2.2. ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 10 მაისის N1--- ბრძანებით ს-----------–--ს მიენიჭა ქ. ბა------- მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში, მითითებული ხელშეკრულებების შესრულებლის კონტროლი, ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარება, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა. აღნიშნული ბრძანების დანართში, ს-----------–--ს მხრიდან კონტროლს დაქვემდებარებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალში, მითითებულია ი/მ და---- ს------------ ქ. ბ------–-, მე---- ქუჩის კ-----–---–------ სამუშაოები. შესაბამისად, დადგენილია, რომ ს-----------–-- ახორციელებდა აღნიშნული მეწარმის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს;
2.3. ა(ა)იპ სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს დი------------ მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 01 მაისის N02/79 ბრძანებით, ედ---- აბ---–--- დაინიშნა ს-----------–--ს ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;.
2.4. 2018 წლის 14 მაისს, ს-----------–--ს დი------------ ბრძანებით, დამტკიცებული იქნა ს-----------–--ს შინაგანაწესი. აღნიშნული შინაგანაწესი ედ---- აბ---–---ს გაეცნო 2018 წლის 24 ივლისს;
2.5. 2018 წლის 24 მაისს, ი/მ და---- სი-------, როგორც მარწმუნებელმა, ედ---- აბ---–---ს, როგორც რწმუნებულს, მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში და დაეცვა მისი ინტერესები. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოცემული მინდობილობის ფარგლებში, მოსარჩელე იცავდა ი/მ და---- ს-------- სამართლებრივ ინტერესებს ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერიის წინააღმდეგ მიმდინარე დავაში;
2.6. 2018 წლის 1 ივნისს, ი/მ და---- სი------- წერილით მიმართა ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“, ქ. ბ------–-, მე---- ქუჩაზე მიმდინარე კ-----–---–------ სამუშაოებზე წარმოდგენილი შუალედური შესრულების შესაბამისად, დაუყოვნებლივი ფინანსური ანგარიშსწორების მოთხოვნით. ამავე წერილის შესაბამისად, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმე დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართავდა სასამართლოს. ი/მ და---- სი------- ს-----------–--ს განმეორებით მიმართა 2018 წლის 13 ივნისს. წერილის თანახმად, იგი არ ეთანხმება ქ.ბა------- მე---- პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და თხოვს ს-----------–--ს დაუყოვნებლივ მოახდინოს ფინანსური ანგარიშსწორება;
2.7. 2018 წლის 21 ივნისს, ი/მ და---- სი-------, ქ. ბა------- მერიის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა ბა------- სა---–---- სასამართლოში. სარჩელი მარწმუნებლის სახელით შეიტანა ედ---- აბ---–---მ;
2.8. ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს“ 2018 წლის 23 ივლისის N02/114 ბრძანებით, ს-----------–--ს იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ედ---- აბ---–---ს, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. დასაქმებულის დისციპლინირების საფუძველი გახდა ი/მ და---- ს-------- მიერ ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, იმ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, რომლის ადმინისტრირებასაც მერიის დავალებით ახორციელებდა ს-----------–--. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ედ---- აბ---–--- აღნიშნულ დავაში ახორციელებდა მოსარჩელის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რაც დამსაქმებლის პოზიციით ქმნის ინტერესთა კონფლიქტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და ლახავს ს-----------–--ს რეპუტაციას, ღირსებას და პრესტიჟს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 1. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქა-–--ო კოდექსის ნორმებით. ამავე კანონის მეორე მუხლით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით;
2.10. შრომითი ურთიერთობების დაწყების საფუძველია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომის კოდექსის 6.3 მუხლით პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო სწორედ ასეთი სახით;
2.11. შრომის კოდექსის მე-8 მუხლით შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. 2. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია;
2.12. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება ედ---- აბ---–---სთან დაიდო დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით, რის გამოც მხარეთა შორის არ იქნა კონკრეტულად განსაზღვრული დასაქმებულის ვალდებულება სხვა დამსაქმებელთან შეთავსებით მუშაობაზე. თუმცა, ნორმა ცალსახად განმარტავს, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს შეზღუდოს დასაქმებულის მიერ სხვა სამუშაოს შესრულება თუ აღნიშნული ხელს შეუშლის მისი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანია, შეზღუდვის სახელშეკრულებო დათქმის არარსებობის პირობებში, უფლებამოსილი იყო თუ არა დასაქმებული გამოეცა სადავო ბრძანება, დასაქმებულის დისციპლინირების თაობაზე. სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ედ---- აბ---–--- უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კერძო საადვოკატო საქმიანობა ძირითად სამუშაოსგან თავისუფალ დროს. დავის საგანს წარმოადგენს მის მიერ ისეთი სამუშაოს განხორციელების შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლიდა მისი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას. მოვალეობათა სრულფასოვნად შესრულებაში მოიაზრება არა მხოლოდ ისეთი შეთავსებითი სამუშაო, რომელიც ძირითად სამუშაოს პროცესთან თავსებადია დროში, არამედ ისეთი სამუშაოც, რომელიც არ ეწინააღმდეგება ძირითადი დამსაქმებლის საქმიანობის პოლიტიკას, მის მიზნებსა და ამოცანებს. ედ---- ა----–---- შემთხვევაში, მის მიერ ი/მ და---- ს--------ათვის გაწეული საადვოკატო მომსახურება, ვერ აღიქმებოდა დამსაქმებლის მიერ, შრომის კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილ ორ დამსაქმებელთან მუშაობის თავსებადობის პრინციპთან;
2.13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 3 აპრილის N1--- ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“. ამავე ბრძანებით, ს-----------–--ს დამფუძნებელია ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერია. მითითებული ბრძანებით ს-----------–--ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მე---- გადაწყვეტილებით, ს-----------–--ს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ. ბა------- მერი. ასევე, დადგენილი იქნა, რომ ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 10 მაისის N1--- ბრძანებით, ს-----------–--ს მიენიჭა ქ. ბა------- მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში, მითითებული ხელშეკრულებების შესრულებლის კონტროლი, რაც გულისხმობდა ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობას, მიღება-ჩაბარებას, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენას. ს-----------–--, მე---- მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდა ი/მ და---- ს--------თნ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს, ტექნიკურ ზედამხედველობას, ამავე ხელშეკრულების მიხედვით ფინანსური ანგარიშსწორების დასკვნისა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების წარმოდგენას;
2.14. პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ქ. ბა------- მერი, ს-----------–--ს მინიჭებული ჰქონდა დელეგირება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება-ვალდებულების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ს-----------–--ს ნებისმიერი თანამშრომლის, ვალდებულებას წარმოადგენდა საქმიანობის განხორციელება დასაქმებულის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ედ---- აბ---–---, სადავო ბრძანების გამოცემის დროს წარმოადგენდა ს-----------–--ს იურისტს. მისი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობდა, სწორედ, სამართლებრივი კონტროლის ფუნქციის განხორციელებაში. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, მას შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა ს-----------–--ში არსებულ ყველა ფინანსურ, თუ ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაციასთან, რომელიც მისივე დაცვის ქვეშ მყოფ მეწარმეს ეხებოდა. სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაში მითითებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა ედ---- აბ---–---მ სამსახურეობრივი მდგომარეობა, თავად ეს ფაქტი, წარმოშობს ინტერესთა შეუთავსებლობას და კონფლიქტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის;
2.15. დადგენილია, რომ ი/მ და---- ს------- არ ეთანხმებოდა ს-----------–--ს პოზიციას ფინანსურ ანგარიშგებასთან და შემდგომში ქ. ბა------- მე---- მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ უარყვია ის გარემოება, რომ 2018 წლის 24 მაისს, სწორედ ამ სადავო საკითხების მოწესრიგების მიზნით გასცა მასზე მეწარმემ მინდობილობა. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის გაცემის შემდეგ და---- სი------- ორჯერ მიმართა ს-----------–--ს 2018 წლის 1 ივნისს და 13 ივნისს წერილობით, ანგარიშსწირების გაცემის მოთხოვნით, რასაც შეეძლო შეექმნა დამსაქმებლის გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ აღნიშნული წერილები მომზადდა, სწორედ, ედ---- ა----–---- მონაწილეობით. სასამართლომ განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 21 ივნისს, ი/მ და---- სი-------, ქ. ბა------- მერიის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა ბა------- სა---–---- სასამართლოში. სარჩელი მარწმუნებლის სახელით შეიტანა რწმუნებულმა ედ---- აბ---–---მ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უშუალოდ მონაწილეობდა იმ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებაში, ასევე, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაში, რომელიც ს-----------–--ს საქმიანობის, მისი პოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული;
2.16. სასამართლომ არ მიაჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან დამსაქმებლისაგან მიიღო ზეპირი თანხმობა განეხორციელებინა მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პირველ რიგში ეს გარემოება მხარემ ვერ დაადასტურა სარწმუნო მტკიცებულებებით. ამასთან, ცხადია, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე ის სამართლებრივ დახმარებას უწევდა ი/მ და---- ს--------, რაც გამოიხატა სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში წარდგენაში. ეს კი თავის მხრივ უკვე ნიშნავდა გარკვეული სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოგროვებას, სწორედ, ს-----------–--ს საქმიანობის სფეროდან;
2.17. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი და შესაბამისად, დავა მიმართული იყო არა ს-----------–--ს, არამედ ქ. ბა------- მე---- წინააღმდეგ და ეს გამორიცხავდა ინტერესთა კონფლიქტს. პირველ რიგში, სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ბა------- მერია წარმოადგენს ს-----------–--ს დამფუძნებელს, ხოლო ს-----------–--ს საქმიანობა დაკავშირებულია ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე---- მიერ 2018 წლის 10 მაისის N1--- ბრძანებით დელეგირებული უფლება- ვალდებულებების განხორციელებასთან, მათ შორისაა ი/მ და---- ს------------ გაფორმებული ხელშეკრულება. ამდენად, ედ---- აბ---–---, როგორც ი/მ და---- ს-------- უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, თუ კეთილსინდისიერად იზრუნებდა მარწმუნებლის ინტერესების დაცვაზე, ამით, მისი საქმიანობა, ყველა შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოვიდოდა დამსაქმებლის ინტერესებთან, მიუხედავად იმისა, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოპასუხეს წარმოადგენდა თუ არა უშუალოდ ს-----------–--;
2.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ედ---- ა----–---- ქმედება იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს იმ დაწესებულების მიმართ, რომლის თანამშრომელსაც წარმოადგენდა, აღნიშნულით კი, მისი მხრიდან დაირღვა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის, სამოქა-–--ო უფლებათა მართლზომიერად განხორციელების პრინციპი;
2.19. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელეს იმ პოზიციას, რომ შრომით ხელშეკრულებაში შეზღუდვის არარსებობის პირობებში, დამსაქმებელს არ შეეძლო მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების რომელიმე ფორმის გამოყენება. მისი პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ შრომის შინაგანაწესი გააცვნეს სადავო ბრძანების გამოცემის მეორე დღეს. ამდენად, მისთვის არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი არსებული შეზღუდვის შესახებ;
2.20. სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის 6.5. მუხლით შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. ამავე კოდექსის 13.1 მუხლით დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს. 2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულსა და დამსაქმებლის ურთიერთობის სპეციალური წესები, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. შრომის შინაგანაწესი ფაკულტატური დოკუმენტია;
2.21. შრომის კოდექსი მიუთითებს იმ სავალდებულო შემთხვევაზე, როცა შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. სხვა შემთხვევაში, მათ შორის დისციპლინირების უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენების შემთხვევაში, შრომის შინაგანაწესის არსებობა აუცილებელი არაა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, შეუძლებელია შრომით შინაგანაწესში აისახოს ყველა შესაძლო ქცევის წესი, ან ვალდებულება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მხარეთა უფლებების ან მოვალეობების დარღვევა. ყოველი შემთხვევა განხილული უნდა იქნეს შრომის კოდექსითა და სამოქა-–--ო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების მართლზომიერად განხორციელებისა და სამოქა-–--ო უფლებათა ბოროტად გამოყენების ჭრილში და შეფასდეს ინდივიდულურად. ამდენად, ის გარემოება, რომ შრომის შინაგანაწესი მოსარჩელეს გააცნეს სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ, არ ცვლის ამ ბრძანების გამოცემის მართლზომიერებას. სახეზეა ედ---- ა----–---- მიერ, თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების არამართლზომიერად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის საქმიანობისა და ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამსაქმებელს აძლევდა, მის მიმართ ნაკლებად მზღუდავი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების უფლებას;
2.22. ნაკლებად მკაცრი დისციპლინირების ფორმა, თავისი არსით, სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ შენარჩუნდეს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის (Ultima Ratio) დარღვევის გამოსწორების გზით. ესაა პრევენციული ღონისძიება, რომლითაც დამსაქმებელი გამოხატავს თავის პოზიციას დასაქმებულის მიმართ, მის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის გამო და უთითებს მომავალში, მსგავსი ქმედების აკრძალვის შესახებ;
2.23. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის დარღვევა, რაც დამსაქმებელს აძლევდა უფლებას გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ საყვედური. აღსანიშნავია, რომ ამავე ბრძანებით ედ---- აბ---–--- გაფრთხილებული იქნა ქმედების შეწყვეტისა და მინდობილობის გაუქმების აუცილებლობის შესახებ. დამსაქმებლის ეს ქმედება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მოსარჩელე ვერ მიუთითებს ამ ბრძანების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცემის საფუძველზე. უფრო მეტიც, შრომის პირობების არსებითი ხასიათის დარღვევის ჩადენის გამო, თავდაპირველად დისციპლინური პასუხისმგებლობის ნაკლებად მზღუდავი ზომის გამოყენება სრულად შეესაბამება, როგორც სამოქა-–--ო კოდექსის 115-ე მუხლის (სამოქა-–--ო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას), ისე _ ზემოხსენებული Ultima Ratio-ს პრინციპს (სუსგ. საქმე №ას-914-854-2017 5 ივნისი, 2018 წელი).
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისადმი მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს“ ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, როგორც შრომითი ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელეს ანუ დასაქმებულს არ ეკრძალებოდა შეთავსებითი საქმიანობის შესრულება ან კონკურენტებთან მუშაობის განხორციელება;
3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისადმი მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ დასაქმებული არ იყო გაცნობილი დაწესებულების შრომის შინაგანაწესს. აღნიშნული დოკუმენტი მიღებული იქნა ს-----------–--ს დი------------ 2018 წლის 14 მაისს №0---- ბრძანებით, რომლის მე-2 პუნქტით შინაგანაწესის ოფიციალური გაცნობა ევალებოდა დაწესებულების საქმისწარმოების განყოფილებას. გაცნობა ხდებოდა ასლის გადაცემით და შესაბამისი დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაც მოსარჩელის მიმართ განხორციელდა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებიდან მეორე დღეს - 2018 წლის 24 ივლისს, რაც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერით შრომის შინაგანაწესის ბოლო ფურცელზე. მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი შეეფარდა შრომის შინაგანაწესის დარღვევის გამო მაშინ როცა, იგი არ იყო გაცნობილი აღნიშნულ სამართლებრივ აქტს და ამასთან, შრომის შინაგანაწესი არ კრძალავდა შეთავსებითი საქმიანობის ან კონკურენტებთან მუშაობის განხორციელებას;
3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 3 აპრილის №1--- ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“. ამავე ბრძანებით ს-----------–--ს დამფუძნებელია ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერია. მითითებული ბრძანებით ს-----------–--ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მე---- გადაწყვეტილებით, ს-----------–--ს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ.ბა------- მერი. ასევე, დადგენილი იქნა, რომ ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით, ს-----------–--ს მიენიჭა ქ.ბა------- მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში მითითებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობდა ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიის მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობას, მიღება-ჩაბარებას, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენას. ს-----------–--, მერიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდა ი/მ და---- ს------------ გაფორმებული ხელსეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს, ტექნიკურ ზედამხედველობას, ამავე ხელშეკრულების მიხედვით ფინასური ანგარიშსწორების დასკვნისა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების წარმოდგენას;
3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტი - პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ქ.ბა------- მერი, ს-----------–--ს მინიჭებული ჰქონდა დელეგირება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება ვალდებულების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ს-----------–--ს ნებისმიერი თანამშრომლის ვალდებულებას წარმოადგენდა საქმიანობის განხორციელება დასაქმებულის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ედ---- აბ---–--- სადავო ბრძანების გამოცემის დროს წარმოადგენდა ს-----------–--ს იურისტს. მისი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობდა, სწორედ სამართლებრივი კონტროლის ფუნქციის განხორციელებაში. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, მას შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა ს-----------–--ში არსებულ ყველა ფინანსურ, თუ ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაციასთან, რომელიც მისივე დაცვის ქვეშ მყოფ მეწარმეს ეხებოდა. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაში მითითებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა, ედ---- აბ---–---მ სამსახურეობრივი მდგომარეობა, თავად ეს ფაქტი წარმოშობს ინტერესთა შეუთავსებლობას და კონფლიქტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
3.5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ი/მ და---- ს------- არ ეთანხმებოდა ს-----------–--ს პოზიციას ფინანსურ ანგარიშგებასთან და შემდგომში - ქ.ბა------- მე---- მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ უარყვია ის გარემოება, რომ 2018 წლის 24 მაისს, სწორედ ამ სადავო საკითხების მოწესრიგების მიზნით გასცა მასზე მეწარმემ მინდობილობა. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის გაცემის შემდეგ და---- სი------- ორჯერ მიმართა ს-----------–--ს 2018 წლის 01 ივნისს და 13 ივნისს წერილობით, ანგარიშსწორების გაცემის მოთხოვნით, რასაც შეეძლო შეექმნა დამსაქმებლის გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ აღნიშნული წერილები მომზადდა სწორედ, ედ---- ა----–---- მონაწილეობით. სასამართლო, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 21 ივნისს, ი/მ და---- სი-------, ქ ბა------- მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეიტანა ბა------- სა---–---- სასამართლოში. სარჩელი მარწმუნებლის სახელით შეიტანა რწმუნებულმა ედ---- აბ---–---მ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უშუალოდ მონაწილეობდა იმ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებაში, ასევე სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაში, რომელიც ს-----------–--ს საქმიანობის, მისი პოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული;
3.6. სასამართლო არასწორად არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი და შესაბამისად დავა მიმართული იყო არა სამმართვლოს, არამედ ქ.ბა------- მერიის წინააღმდეგ და ეს გამორიცხავდა ინტერესთა კონფლიქტს;
3.7. 2019 წლის 28 იანვარს ბა------- სა---–---- სასამართლომ ი/მ და---- ს-------- სარჩელთან დაკავშირებით მიიღო ნაწილობრივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის (ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერია, ი/მ „და---- ს-------“) ქ.ბ------–- სერგი მე---- ქუჩის რეაბილიატაციასთან დაკავშირებით 2018 წლის 01 მარტს დადებული №65 ხელშეკრულების მიმართ ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიას დაეკისრა და---- ს-------- მიმართ 139 226,87 ლარის გადახდა; დასახელებულ სამართლებრივ დავაში მხარეებად განისაზღვრა: მოსარჩელე და---- ს-------; მოპასუხე - ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერია; აღნიშნული ასევე დადასტურებულია ქ.ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2019 წლის 24 აპრილის № 2------ კორესპოდენციით, სადაც ბა------- მერია გამოხატავს მზადყოფნას აანაზღაუროს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. ბ------–- სერგი მე---- ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხები და---- ს-------- სასარგებლოდ. დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ქ.ბა------- მერიის მიერ 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით დელეგირებულ უფლება-ვალდებულებების განხორციელებასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ა(ა)იპ „სა---–---- ინფარასტრუქტურის ს-----------–--ს“ და დელეგირების აქტში სერგი მე---- ქუჩის ჩანაწერი მექანიკური შეცდომის და უფლების კანონთან შეუსაბამობის შედეგია;
3.8. ბა------- სა---–---- სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა და---- ს-------- მიერ მოსარჩელე ედ---- აბ---–---ზე გაცემული მინდობილობა №1--------; აღნიშნულ მინდობილობით და---- ს-------- უფლებებს იცავენ ადვოკატები ედ---- აბუალძე და პაატა შავაძე. შესაბამისად უსაფუძვლო და გაუგებარია სასამართლოს სასამართლოს გონივრული ეჭვი 2018 წლის 01 ივნისს და 13 ივნისის კორესპოდენციების ედ---- ა----–---- მიერ მომზადების ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როცა დასახელებული კორესპოდენციებთან დაკავშირებით ს-----------–--ს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, თუნდაც მასთან დასაქმებული მოსარჩელის ახსნა-განმარტების სახით;
3.9. უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ედ---- აბ---–--- იცავს ი/მ „და---- ს--------“ სამართლებრივ ინტერესს სასამართლო ორგანოებში ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიის წინააღმდეგ; ი/მ „და---- ს-------“-ს ურთიერთობა ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიის მიმართ შემოიფარგლებოდა 2018 წლის 01 მარტის №65 და 2017 წლის 10 ოქტომბრის №201 მომსახურეობის (ნარდობის) ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც შეწყვეტილი იქნა 2018 წლის აპრილს. ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს“ ჩამოყალიბებამდე 02 კვირით ადრე. შესაბამისად, ორივე ხელშეკრულების შეწყვეტის მართალზომიერებისა და მიუღებელი შემოსავალის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმდინარეობს ბა------- სა---–---- სასამართლოში ადმინისტრაციული და სამოქა-–--ო წესით დავა. ქ.ბა------- მერიის მიერ 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით დელეგირებულ უფლება-ვალდებულებების განხორციელება ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს“ დაევალა მხოლოდ 2018 წლის 01 მარტის №65 ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ხოლო დასახელებული დელეგირების აქტში 2017 წლის 10 ოქტომბრის №201 მომსახურეობის (ნარდობის) ხელშეკრულება არ იქნა გათვალისწინებული. დასახელებული დელეგირების აქტი ცხადყოფს, რომ ქ.ბა------- მერიის მიერ 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით დელეგირებულ უფლება-ვალდებულებების განხორციელებასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ა(ა)იპ „სა---–---- ინფარასტრუქტურის ს-----------–--ს“ და დელეგირების აქტში სერგი მე---- ქუჩის ჩანაწერი მექანიკური შეცდომისა და უფლების კანონთან შეუსაბამობის შედეგია;
3.10. ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მერიის 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით ს-----------–--სადმი მინიჭებული დელეგირების ფარგლებში შეუძლებელი იყო მოსარჩელე შესულიყო დამსაქმებელთან ინტერესთა კონფლიქტში ან/და მიეყენებინა რაიმე ზიანი ვინაიდან, ი/მ და---- ს------------ ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიამ 2018 წლის 01 მარტს გაფორმებული №65 (ქ.ბ------–- მე---- ქუჩის კ-----–---–------ სამუშაოები) და 2017 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული №201 (ქ.ბ------–- გონიო - კვარიათის დასახლების ქუჩების კ-----–---–------ სამუშაოები) ხელშეკრულებები შეწყვიტა 2018 წლის 13 აპრილს ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“ დაფუძნებამდე (ჩამოყალიბებამდე) 18 დღით ადრე. შესაბამისად, შეწყვეტილ ხელშეკრულებაში ა(ა)იპ „სა---–---- ინფრასრტრუქტურის ს-----------–--ს“ მიერ შეუძლებელი იყო ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მერიის 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით განსაზღვრული ისეთი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება, როგორიცაა „ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, ბა------- მუ--–----–-------- მერიის ტექნიკური ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარება და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა“;
3.11. რაც შეეხება დაფინანსების (ანგარიშსწორების) თაობაზე წინადადების წარმოდგენას, ბა------- სა---–---- სასამართლოს მიერ უდავო დადგენილ გარემოებად ცნობილია და მოსარჩელეც ადასტურებს, რომ 2018 წლის 21 ივნისს მან მარწმუნებლის და---- ს-------- სახელით ბა------- სა---–---- სასამართლოში შეიტანა სარჩელი - მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავალისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მერიის წინააღმდეგ, რომელიც ასევე იქნა წარმოებაში მიღებული. ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ფინანსურ ნაწილში ი/მ და---- ს-------- მოთხოვნა. ხოლო სასამართლო დავის მიმდინარეობის დროს შეთანხმების შემთხვევაში ამტკიცებს მორიგების აქტს, სადაც ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--“ არ იყო მხარედ წარმოდგენილი და შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი წარედგინა რაიმე სახის წინადადება საკითხზე. ერთადერთი რისი წარდგენის უფლებაც ფინასურ ნაწილში ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“ შესაძლო ჰქონოდა იყო ფინანსური მოცულობის დადგენის მიზნით დაარქივებული უკვე შესრულებული სამუშაოების მხარეების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები და საექსპერტო დასკვნები, რომელთა თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან (მერია და ი/მ და---- ს-------) და რითაც შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური მოცულობის დადგენა. რაზედაც მოსარჩელე ედ---- აბ---–---ს, როგორც ს-----------–--ში დასაქმებულს რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არ იკვეთება ინტერსეთა კონფლიქტი მოსარჩელის მხრიდან და შეუძლებელი იყო მოსარჩელე ედ---- აბ---–---ს მიეყენებინა რაიმე სახის ზიანი ს-----------–--სათვის;
3.12. სასამართლო მსჯელობისა და მოპასუხის ახსნა-განმარტების შესაბამისად, ის ფინანსური და ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაცია, რომელზეც აგებს სასამართლო თავის დასკვნას არ წარმოადგენს და არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. დოკუმენტაციის მიმართ აღნიშნულის თაობაზე არც წერილობითი მტკიცებულებაა წარმოდგენილი და არც სასამართლო უთითებს ამგვარ შეზღუდვას; ხოლო ამგვარი შეზღუდვის შემთხვევაშიც მოსარჩელეს ბუნებრივია ვერ ექნებოდა დოკუმენტაციასთან წვდომა ვინაიდან დასახელებულ დოკუმენტაციაზე დადგენილია ცალკე საქმისწარმოება, განსხვავებული რეჟიმით, რაც ითვალისწინებს მსგავს დოკუმენტაციაზე პერსონალურად გამოყოფილი მუშაკის არსებობას. ხოლო ასეთი ინფორმაციის იმავე დაწესებულებაში დასაქმებული პირისათვის გადაცემა საჭიროებს დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის არსებობას. ამდენად, მისი მხრიდან უფლებოს ბოროტად გამოყენება ან რაიმე სახის ზიანი არ დასტურდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქა-–--ო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ედ---- ა----–---- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ბა------- სა---–---- სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქა-–--ო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. აპელანტის მოთხოვნებთან მიმართებაში პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.5. 2018 წლის 13 ივნისს, ი/მ და---- სი------- წერილით მიმართა ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“, რომლითაც თხოვდა 2017 წლის 10 ოქტომბრის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მათ მიერ უკანონოდ შეწყვეტის შედეგად მის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოებთან დაკავშირებით ფინანსურ ანგარიშსწორებას. წერილში ასევე მითითებულია, რომ შემსყიდველმა - ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიამ ხელშეკრულების მთელი რიგი პუნქტების დარღვევით ცალმხრივად მოახდინა ხელშეკრულების შეწყვეტა, ისე რომ მიმწოდებელთან არ უწარმოებია არანაირი კონსულტაცია და უკანონოდ მოახდინა მიმწოდებლის როგორც მეწარმის დისკრედიტაცია, მისი გაკოტრების მიზნით (იხ. ს/ფ 93-94);
4.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისის ედ---- აბ---–---მ ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ში“ წარადგინა წერილი ამავე ს-----------–--ს 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებაზე, სადაც აღნიშნავს, რომ ,,და---- ს-------- მიერ 2018 წლის 24 მაისს მის მიმართ გაცემული მინდობილობის (1805912075 გაცემული ქა-–-- ზუგდიდში) გაუქმების პროცედურები დაწყებულია ნოტარიუს მარიამ კვარაცხელიას სანოტარო ბიუროში. დოკუმენტის წარმოდგენას, სანოტარო პროცედურებიდან გამომდინარე ამავე დღისათვის ვერ ახერხებს და იგი წარმოდგენილი იქნება 2018 წლის 30 ივლისს. ამავე წერილში ე. აბ---–--- ითხოვს გადაუვადდეს აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვადა“ (იხ. ს/ფ 58);
4.7. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი სფეროდან. ამ დავის ფარგლებში შესაფასებელია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით - საყვედურის შეფარდების მართლზომიერება;
4.8. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის“ კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქა-–--ო კოდექსის ნორმებით;
4.9. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის“ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია;
4.10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 3 აპრილის №1--- ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“. ამავე ბრძანებით, ს-----------–--ს დამფუძნებელია ქ. ბა------- მუნიციპალიტეტი; ს-----------–--ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მე---- გადაწყვეტილებით; ს-----------–--ს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ. ბა------- მერი. ხოლო ქა-–-- ბა------- მუ--–----–-------- მე---- 2018 წლის 10 მაისის №1--- ბრძანებით ს-----------–--ს მიენიჭა ქ. ბა------- მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში, მითითებული ხელშეკრულებების შესრულებლის კონტროლი, ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარება, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა. აღნიშნული ბრძანების დანართში, ს-----------–--ს მხრიდან კონტროლს დაქვემდებარებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალში, მითითებულია ი/მ ,,და---- ს-------’’-სთან ქ. ბ------–-, მე---- ქუჩის კ-----–---–------ სამუშაოები. შესაბამისად, დადგენილია, რომ ს-----------–-- ახორციელებდა აღნიშნული მეწარმის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს;
4.11. აღნიშნულს ასევე ადასტურებს 2018 წლის 01 ივნისის და 13 ივნისის წერილები, რომლებსაც ი/მ ,,და---- ს-------’’ წერს ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“, რომლითაც ითხოვდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნულ წერილებში შეცდომით ქ.ბა------- მერიის ნაცვლად, მითითებულია ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--“ წარმოადგენდა აპელანტის მტკიცების ტვირთს, რაც მის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა, რაც გამორიცხავს მისი ამ მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას;
4.12. ა(ა)იპ სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--ს დი------------ მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 01 მაისის №02/79 ბრძანებით, ედ---- აბ---–--- დაინიშნა ს-----------–--ს ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;
4.13. 2018 წლის 24 მაისს, ი/მ ,,და---- ს-------’’-მ, როგორც მარწმუნებელმა, ედ---- აბ---–---ს, როგორც რწმუნებულს, მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში და დაეცვა მისი ინტერესები. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოცემული მინდობილობის ფარგლებში, მოსარჩელე იცავდა ი/მ ,,და---- ს-------’’-ს სამართლებრივ ინტერესებს ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერიის წინააღმდეგ მიმდინარე დავაში;
4.14. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვით, ,,მართალია იგი გამოდიოდა წარმომადგენლად სასამართლოში და იცავდა ი/მ ,,და---- ს-------’’-ს ინტერესებს, თუმცა მოცემულ დავაში უშუალო მხარე იყო ქ.ბა------- მუ--–----–-------- მერია და არა ა(ა)იპ ,,სა---–---- ინ---------------------- და კ-----–---–------ ს-----------–--“, რის გამოც არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი’’ და პალატა მიუთითებს, რომ მართალია მოცემულ დავაში მოპასუხე იყო მერია, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ს-----------–--ს დამფუძნებელია ქ. ბა------- მუ--–----–-------- მერია, რომელსაც ევალებოდა მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა. ამდენად, გამოდის, რომ დასაქმებულმა სასამართლოში განახორციელა მათი მოწინააღმდეგე მხარის/კონკურენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ დარღვეული იქნა შრომის კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესი;
4.15. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „სა---–---- ინ--------------------- ს-----------–--ს“ უფროსის სახელზე დაწერილი 2018 წლის 27 ივლისის ედ---- ა----–---- მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მან დაიწყო ი/მ ,,და---- ს-------’’-ს მიერ 2018 წლის 24 მაისს მის მიმართ გაცემული მინდობილობის გაუქმების პროცედურები, რითაც ფაქტურად იმთა----ვე აღიარა მის მიერ ჩადენილი გადაცდომა;
4.16. ამდენად, პალატას ედ---- ა----–---- მიერ ჩადენილი გადაცდომიდან გამომდინარე მართებულად მიაჩნია მის მიმართ გამოყენებული ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოყენება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
4.17. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ედ---- ა----–---- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ედ---- ა----–---- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბა------- სა---–---- სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქა-–--ო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ედ---- ა----–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბა------- სა---–---- სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქა-–--ო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა