განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
080100119002900288
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002900288

საქმე №1/ბ-456-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ-------- ტ---–--ის

მსჯავრდებულის _ დ-------- ო-----–--ის

ადვოკატის – ს--–---- ბ--------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ-------- ო-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაუოჯახებლის, მცხოვრების ქ---------–------------------------–--–----------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით:

 

დ-------- ო-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ-------- ო-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ო-----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ-------- ო-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

დ-------- ო-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------- ო-----–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 10 თებერვალს ქ---------–---------------------------–---–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ-------- ო-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას _ ი---------–--ეს და დას _ ნ---- ო-----–--ეს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–---- ბ--------–---–მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ისათვის ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დ-------- ო-----–--ემ გამოძიების დაწყების დღიდან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადებები, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–---- ბ--------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა დ-------- ო-----–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა – გ-------- ტ---–--ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების – ი-------------------–--ეების გამოკითხვის ოქმებით; შეტყობინებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ-------- ო-----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა დ-------- ო-----–--ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რაც სააპელაციო პალატის აზრით უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:

 

მსჯავრდებულმა დ-------- ო-----–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 05 აპრილით დათარიღებული განცხადებები, რომელთა თანახმად, დაზარალებულები ი---------–--ე და ნ---- ო-----–--ე შეურიგდნენ მსჯავრდებულს, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნას. დ-------- ო-----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, იგი დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ სასჯელის სახის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ დ-------- ო-----–--ე წარსულში ნასამართლევია ქურდობისათვის, აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მიდრეკილი არ არის ერთი და იმავე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისაკენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება დ-------- ო-----–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის სასჯელის სახით 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3.დ-------- ო-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ-------- ო-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ო-----–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.მსჯავრდებულ დ-------- ო-----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 10 თებერვლიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ-------- ო-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და აღსასრულებლდ მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/