განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160141318002400123
საქმე № 1ბ/645-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ----------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ნ---- ნ------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------------–-------–-----------.
ადვოკატი: ნ----------------.
თარჯიმნები: ზ---------------- და ა---------–---------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ---- ნ------------მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა ნ---- ნ------------მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ასევე მიუთითა, რომ არ ეთანხმება განაჩენით დადგენილ ნარკოტიკული საშუალების ოდენობას.
ადვოკატმა მ----------მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულ ნ---- ნ------------ისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ნ---- ნ------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------------მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მსჯავრდებულ ნ---- ნ------------ისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა გ----------------ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ნ---- ნ------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ---- ნ------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 14 აპრილს დილით, ქ. მარნეულში, 2-------- ქუჩაზე, მ----------------------–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯვენა ფეხზე ჩაცმული შავი ფერის წინდაში უკანონოდ პირადად ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 42,05 გრამს. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოვლენილი იქნა, მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 10:05-10:20 საათებს შორის ჩატარებული ნ---- ნ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ---- ნ------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ---- ნ------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ს----------------------–-----–--------–--------–-------------–---------------------------–---–----------------–----------------------------ის ჩვენებებით, მ------------------------------------–----------------------–---–---------------–---------–------------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 14 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 14 აპრილის დაკავების ოქმით, 2018 წლის 14 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, 2018 წლის 14 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ნ---- ნ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ---- ნ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ნ---- ნ------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ---- ნ------------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ---- ნ------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ და აღნიშნულით ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პალატას მიაჩნია, რომ ნ---- ნ------------ს უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
პალატა სასჯელის ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ---- ნ------------ს უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ ზემოთმითითებული სასჯელის სახე და ზომა ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ნ------------ს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ნ---- ნ------------ის სისხლის ნიმუში, ორი ცალი მოგრძო ფორმის პოლიეთილენის ნაჭერი - განადგურდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ნ---- ნ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
ნ---- ნ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, ნ---- ნ------------ს 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნ---- ნ------------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ნ---- ნ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ნ---- ნ------------ის სისხლის ნიმუში, ორი ცალი მოგრძო ფორმის პოლიეთილენის ნაჭერი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი