განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
330310018002353234
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001991948

საქმე №3ბ/600-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა, ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---------- ს----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ზ------ ბ--–----ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თ---------- ს----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს მთავარი პროკურატურას და ძ---–-------–--ის რაიონულ პროკურატურასდაეკისროთ თ---------- ს----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით და მოსარჩელეს უარი ეთქვას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2----–-–-----------ს, საქართველოს შ--------–---------------------------–--------–-------–-----------------–-------------------–--ის თანამშრომლებმა თ---------- ს----------–-–---–ი დააკავეს. ამავე წლის 1-------- მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2----–-–-- 1-------- ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თ---------- ს----------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1-------ის განჩინებით დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენით თ---------- ს----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. თ---------- ს----------–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------–--ის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით თბილისის ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განჩინება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ს.ფ. 45-51);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენი (ს.ფ. 15-21);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------–--ის განაჩენი (ს.ფ. 23-33);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განჩინება (ს.ფ. 69).

 

2.2.2. თ---------- ს----------–-–---–ის (პატიმრის P-------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე სს „-–---------------ში“ 2------–-–-------------–--იდან 2------–-–------------------–ის ჩათვლით სხვადასხვა პირების მიერ ჩარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სს „-–-------------ის“ ანგარიშიდან (ს.ფ. 39-44).

 

2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმის წარმოებისას თ---------- ს----------–-–---–ის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები ი------------–--ე, ა-----–-------–--ე და მ------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განჩინება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ს.ფ. 45-51);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენი (ს.ფ. 15-21);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------–--ის განაჩენი (ს.ფ. 23-33);

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/3/423) და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლოს მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ხოლო, ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე, (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

ამასთან, განმარტებული იქნა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ცალსახაა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურება, კერძოდ ის რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), რომლის თანახმად, „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ თ---------- ს----------–-–---–ი დააკავეს 2----–-–-----------ს. 2----–-–-- 1-------- დადგენილებით თ---------- ს----------–-–---–ი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენით თ---------- ს----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამდენად, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაშიც ბრალეული არ აღმოჩნდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლომ განამრტა, რომ არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ხოლო, მოსარჩელე, თავის მხრივ, უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ცნება, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის _ პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურას და ძ---–-------–--ის რაიონულ პროკურატურას მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროთ 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის გადახდა.

 

3.3.2. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით 2745 ლარის დაკისრების თაობაზე, მათ შორის: 1500 ლარი - საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით, საიდანაც, მოსარჩელის განმარტებით, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას ადვოკატისთვის გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში - 500 ლარი; 1245 ლარი კი შეადგენდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას თ---------- ს----------–-–---–ის ანგარიშზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებებისათვის ჩარიცხულ თანხას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთის მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევის და ამ ხარჯების გაწევის აუცილებლობის ფაქტი. შესაბამისად, ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ როდესაც ბრალდებული მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებულია საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიმართოს ადვოკატს და გასწიოს შესაბამისი ხარჯი, შესაძლოა, დადგინდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი უკანონო პატიმრობასა და ხარჯის გაწევას შორის, ვინაიდან ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. არ არის წარმოდგენილი არც ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულება და არც თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დასადასტურებლად, რადგან საქართველოს კანონმდებლობა იცნობს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობასაც. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის, რომ უკანონო პატიმრობის გამო მოსარჩელეს მოუწია ადვოკატის მომსახურებისთვის გარკვეული ოდენობით ხარჯის გაწევა.

 

მოსარჩელე ითხოვდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია გარკვეული ოდენობით თანხები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1245 ლარის ოდენობით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული

 

ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მიუთითა „პატიმრობის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რომელთა შეძენაც შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა მოსარჩელის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დასაბუთებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე, არ იყო დადასტურებული, რომ დამატებით გაწეული ხარჯების გაწევა მიზეზ-შედეგობრივად უშუალოდ უკავშირდებოდა პატიმრობაში ყოფნას და ამ ხარჯებს მოსარჩელე არ გასწევდა იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა პატიმრობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, რის გამოც იგი არ დააკმაყოფილა.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, და განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

აპელანტებიი მიიჩნევენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით, არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით უნდა შევხვდეთ. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. რაც სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა.

 

აპელანტების წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ თ---------- ს----------–-–---–ი სასამართლო განჩინების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 02 დღე, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 4 800 ლარი კი, ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით კი უარი უნდა ეთქვას თ---------- ს----------–-–---–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

5.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდების გამო.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს, იზიარებს გადაწყვეტილებაში მოხმობილ საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ევრო სასამართლოს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გარანტირებულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს სასამართლოც და მხარეებიც, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ზიანის ოდენის გაანგარიშება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის მოცულობის განსაზღვრის საკითხი. აღნიშნული მიზნით, მნიშვნელოვანია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასება.

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მორალურ ზიანზე მსჯელობისას სწორად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ---------- ს----------–-–---–ი დააკავეს 2----–-–-----------ს. 2----–-–-- 1-------- დადგენილებით თ---------- ს----------–-–---–ი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენით თ---------- ს----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამდენად, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაშიც ბრალეული არ აღმოჩნდა.

 

პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ზიანის მიმყენებელი პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისგან გამოწვეული ზიანი. პალატა განმარტავს, რომ უკანონო მსჯავრდების პერიოდი უსათუოდ წარმოადგენს მძიმე მორალური ზიანის გამომწვევ ფაქტორს, რაც ცალსახაა, რომ უნდა ანაზღაურდეს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

თ---------- ს----------–-–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, უკანონო პატიმრობაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით.

 

სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის სახე, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 4800 ლარია და ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალი, არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. სასამართლომ ასევე მართებ ულად მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა მოსარჩელის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დასაბუთებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე, არ იყო დადასტურებული, რომ დამატებით გაწეული ხარჯების გაწევა მიზეზ-შედეგობრივად უშუალოდ უკავშირდებოდა პატიმრობაში ყოფნას და ამ ხარჯებს მოსარჩელე არ გასწევდა იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა პატიმრობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, რის გამოც იგი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულიო ნაწილი მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ თ---------- ს----------–-–---–ს ხოლო მორალური ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს 4800 ლარი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა