განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 08010011800278-330
საქმე №1/ბ-511-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ი--–--ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--------- გ---ს ძე ჯ--–--–--–---–- მიმართ დაბადებული: 198- წლის 24 ი--–--ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული წყალტუბოს რაიონი, სოფელი ც----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.წყალტუბო, გ---------- ქუჩა 11/1, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ბ--------- ჯ--–--–--–---–ს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 15:00 საათზე წყალტუბოში, გ---------- ქუჩა N11-ში ბ--------- ჯ--–--–--–---–მა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს ი--- ხ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ხელი მოუჭირა ყელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური სახის ზიანი.
2018 წლის ოქტომბრის თვეში წყალტუბო, გ---------- ქუჩა N11-ში ბ--------- ჯ--–--–--–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ი--- ხ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური სახის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით ბ--------- ჯ--–--–--–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ბ--------- ჯ--–--–--–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს ბრალეულობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილია მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი--- ხ-------ემ და მოწმემ ზ------ ჯ--–--–--–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (მეუღლის) და (მამის) ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს წინააღმდეგ, ხოლო ბ--------- ჯ--–--–--–---–მა ისარგებლა დუმილის უფლებით, რაც არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
მოწმის სახით მიცემული მ------ უ-------–--ის ჩვენების თანახმად, არის ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მეზობელი, 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 23:20 საათისათვის ის დედასთან ხ------- ზ------იანთან ერთად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დედამ სადარბაზოდან გაიგონა ყვირილის ხმა და შეიცნო ი--- ხ-------ე, რომელიც ითხოვდა შველას, ამის გამო ისინი ჩავიდნენ მასთან ამბის გასაგებად, ნახეს ი--- ხ-------ე, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე იყო მთვრალ მდგომარეობაში და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ი--- ხ-------ის ბინიდან ისმოდა ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს ყვირილის ხმა, თუმცა, მათ შორის ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. მ------ უ-------–--ემ განმარტა, რომ ი---ს დარეკილი ჰქონდა 112-ში და მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფოც. ბ--------- ჯ--–--–--–---–ს მარჯვენა ხელზე ჰქონდა ჭრილობა და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც შემდეგ მოწმისათვის გახდა ცნობილი, მას ფანჯრის მინა ჩაუმტვრევია, აგრეთვე ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს და ი--- ხ-------ის კონფლიქტის დროს მათ შუაში ჩადგომიათ შვილი ზ------ ჯ--–--–--–---–-, რომელსაც მოხვედრია მამის ხელი სახეზე, კერძოდ, ქვედა ტუჩზე და მას ჰქონდა მცირედი სისხლი, ხოლო ი---სთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ზ------იანმა.
მოწმის სახით მიცემული ვ------- ს--–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შინაგან საქმეთა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 29 ნოემბერს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შემოვიდა ი--- ხ-------ის შეტყობინება მის მიმართ ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მიერ განხორციელებულიოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმე ვ------- ს--–--ე, მის თანამშრომელ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---- მ---------ესთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ი--- ხ-------ე, რომელმაც მათ აცნობა, რომ მისმა მეუღლემ ბ--------- ჯ--–--–--–---–მა იძალადა მასზე, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახის არეში, მოქაჩა თმებში და კისერზე მოუჭირა ხელი, ასევე კონფლიქტის დროს ბ--------- ჯ--–--–--–---–მა ფანჯრის მინა ჩაამსხვრია, რის გამოც დაიზიანა მარჯვენა ხელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, ის ესწრებოდა ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს დაკავების ფაქტს, რომელიც მოხდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---- მ---------ის მიერ. ბრალდებულს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, შედგა დაკავების ოქმი და ის გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში.
საქმეში წარმოდგენილი N------------------ წლის 23:33 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო კონფლიქტი ოჯახური ძალადობა, ი--- ხ-------ემ მისი კუთვნილი მობილურის ნომრიდან 5-------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მას აქვს შაქარი, ამჟამად არ სურს სასწრაფო, მისი მეუღლე არის ნასვამი.
საქმეში წარმოდგენილი N---------------------- წლის 23:49 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად გ------- კატოგიამ მისი კუთვნილი მობილურის ნომრიდან 5-------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მიერ, პაციენტი იმყოფება გონზე, ვენები გადაიჭრა, ნასვამია.
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დათარიღებული -----------) დადგენილია, რომ ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. წყალტუბოში, გ---------- ქ. N11/1-ში საცხოვრებელი ბინის პირველ სადარბაზოში პირველ სართულზე მდებარე ი--- ხ-------ის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ ბინაში ი--- ხ-------ის თანხმობით შევდივართ თეთრი ფერის საღებავით შეღებილი ხის კარის გავლით, რის შემდეგაც ი--- ხ-------ემ მიუთითა მისაღებ ოთახში სადაც მისი განმარტებით მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, ბ--------- ჯ--–--–--–---–მა, რა დროსაც მათ შუაში ჩაუდგა მათი 15 წლის შვილი ზ------ ჯ--–--–--–---–-, რომელსაც სახეში ხელი დაარტყა მამამისმა ბ--------- ჯ--–--–--–---–მა და ასევე აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი რვა წლის შვილი გ--- ჯ--–--–--–---–-. ამის შემდეგ ი--- ხ-------ემ მიუთითა ლოჯში არსებულ მეტალო პლასტმასის ფანჯარაზე, რომელზედაც მისი განმარტებით მისმა მეუღლემ ბ--------- ჯ--–--–--–---–მა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაარტყა ხელი და ჩაამტვრია აღნიშნული ფანჯრის ორმაგი მინა. ამის შემდეგ მან მისაღებ ოთახში და ლოჯის ოთახში მიუთითა იატაკზე და ავეჯზე სისხლის ლაქები და განმარტა, რომ როდესაც მისმა მეუღლემ ბ--------- ჯ--–--–--–---–მა ფანჯრის მინის დაზიანების დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დაიზიანა ხელი და გამოუვიდა სისხლი. ექსპერტების მიერ ლოჯის ოთახში მდებარე დივნის შალითის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, რომელიც საკონტროლო ნიმუშებთან ერთად დაილუქა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს F--------- სპეციალურ დასალუქ პოლიეთილენის პაკეტში ერთ პაკეტად. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, რა დროსაც მოხდა ფოტო გადაღება ექსპერტების მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტო აპარატის საშუალებით.’’
საქმეში წარმოდგენილი ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის №--------- თანახმად ბრალდებულ ბ--------- ჯ--–--–--–---–ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 0,74 პრომილე.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 29 ნოემბერს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ბ--------- ჯ--–--–--–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ი--- ხ-------ეს და შვილს ზ------ ჯ--–--–--–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორდერის თანახმად ბ--------- ჯ--–--–--–---–ს აეკრძალა ი--- ხ-------ესთან და ზ------ ჯ--–--–--–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად 29.11.2018 წელს 05:03-05:15საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ი--- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და დამწვრობის სახით. დაზიანება სისხლჩაქცევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 28 ნოემბერს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩივილებს არ წარმოადგენს.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით ,,თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა (წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1947-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 29.11.2018წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ბ--------- ჯ--–--–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 29.11.2018 წ-ს 00:33 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 01:45 სთ-ზე დიაგნოზით: წინამხრის ღია ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით’’.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ი--- ხ-------ემ და მოწმე ზ------ ჯ--–--–--–---–მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ--------- ჯ--–--–--–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ბ--------- ჯ--–--–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს (დ----- ა-----–--- პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
გამართლებულ ბ--------- ჯ--–--–--–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე