განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
080100118002598125
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002598125

საქმე №1/ბ-457-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ვ-–-ს ძე კ--–--ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 05 ი----ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.ქუთაისი, მ----------- ქუჩა N 3/3, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, წ-------–-- ქუჩა N 263, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

დ----- კ--–--ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 ივლისს საღამოს საათებში, ქუთაისში, ა---- წ-------–-- ქუჩა #163-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა დ----- კ--–--ემ მეუღლეს - მ--- კ------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ----- კ--–--ე 2016 წლიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით თვეში ერთხელ სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ--- კ------ეს, რამაც მ--- კ------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით დ----- კ--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

დ----- კ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ დ----- კ--–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- ხ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და დ----- კ--–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- კ--–--ის ბრალეულობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

მსჯავრდებულ დ----- კ--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---- ლ-----ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა მ--- კ------ემ (დაზარალებული), თ---------–-------------------------------–-----–---- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის დ----- კ--–--ის წინააღმდეგ, ხოლო დ----- კ--–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა ი-----–- ბ-----ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელთან ერთად გასული იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც, ოჯახში მყოფმა დაზარალებულმა მ--- კ------ემ განუცხადა მათ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ დ----- კ--–--ემ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგო----ეობაში. ასევე, შემთხვევის ადგილზე იყო ბრალდებულის დედაც. დაზარალებულმა მ--- კ------ემ მათ მიუთითა ჩამსხვრეული კარის მინაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მინა ჩამტვრეული იქნა მისი მეუღლის დ----- კ--–--ის მიერ. განმარტავს, რომ მათი თანდასწრებით, დ----- კ--–--ეს ვინმესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მონაწილოება მიიღო დ----- კ--–--ის დაკავებაში, რაზედაც შედგენილი იქნა სათანადო ოქმი და ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა ო---- ხ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაზედაც აღიძრა სისხლის საქმე. მის მიერ განხორციელებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნა დაზარალებული, გამოკითხა მოწმეები და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ბრალი წარუდგინა დ----- კ--–--ეს. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ასევე, მტკიცებულებები გაუცვალა ბრალდებულს და საქმე გააგზავნა სასამართლოში. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის შედგენის დროს მ--- კ------ემ განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ. მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულს დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ გავიდა შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო-–--- ს-----ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელსაც ატარებდა გამომძიებელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ქალბატონმა მიუთითა მათ საცხოვრებელი სახლის კარებზე, რომლის მინაც იყო ჩატეხილ მდგომარეობაში. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი რაზედაც ხელი მოაწერა.

 

საქმეში არსებული, N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,----------–-------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. მ--- კ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება”.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარდგე-ნილი იქნა დაზარალებული მ--- კ------ე, რომელსაც 3.07.2018წ-ს 00:52-01:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით დ----- კ--–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ--- კ------ემ და მოწმეებმა თ---------–-------------------------------–-----–---- გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- კ--–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ მ--- კ------ეს, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დ----- კ--–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით დ----- კ--–--ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ----- კ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

დ----- კ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ყადაღადადებულ თ----- კ--–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წ-------–-- გამზირი N163-ში საკადასტრო კოდი 0-------------------

 

გამართლებულ დ----- კ--–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა დისკზე და პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები დალუქული 02 პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე