განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
090100119002972410
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100119002972410

საქმე №1/ბ-444-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- ჯ------ს ძე ს-------–--ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 12 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი სოფელი წ---, მ--- ქუჩა #19.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- ს-------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ----- ს-------–--ემ, 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წ--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, მარჯვენა ხელის მტევანზე კბენის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა დედას, მ------ ს-------–--ეს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით ზ----- ს-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1(ერთი) წელი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ----- ს-------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. ზ. ს-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის შეუსბამოდ მსუბუქი მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყობს სასჯელის მიზნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----- ს-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- ს-------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ს-------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით,ზ----- ს-------–--ის ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ----- ს-------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ----- ს-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ----- ს-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ზ----- ს-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა ზ----- ს-------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ა---------– ს-------–--ის(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ წ--ში(ნაკვეთი 0--), დაზუსტებული ფართობი 1------ კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით N------------ ღირებულებით 5500(ხუთიათას ხუთასი) ლარი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე