განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
160210017002084203
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210017002084203

საქმე №2ბ/2459-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ფ--------- ვ--–---ი, კ---- ვ--–---ი, მ--------- ვ--–---ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,რ-------------ი“

წარმომადგენელი - მ-----------------–ი

 

გასაჩივრებული განჩინება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 08 მაისს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს მისო ,,რ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეების - ფ--------- ვ--–---ის, მ--------- ვ--–---ასა და კ---- ვ--–---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე შპს მისო ,,რ-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბოლნისის რაიონი, ს------–-----------, ს/კ 8----------- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2017 წლის 13 სექტემბერს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს მისო ,,რ-------------ის“ წარმომადგენელმა, მ-----------------–მა, მოპასუხეების - ფ--------- ვ--–---ის, მ--------- ვ--–---ასა და კ---- ვ--–---ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს მისო ,,რ-------------მა“ 2017 წლის 04 სექტემბერს გამართულ აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე ბოლნისის რაიონი, ს------–-----------, ს/კ 8-----------. მითითებული ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და არ ათავისუფლებენ მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების - ფ--------- ვ--–---ის, მ--------- ვ--–---ასა და კ---- ვ--–---ის უკანონო მფლობელობიდან შპს მისო ,,რ-------------ის“ კუთვნილი უძრავი ნივთის, მდებარე ბოლნისის რაიონი, ს------–-----------, ს/კ 8-----------, გამოთხოვა.

 

2.2. სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მ-----------------–მა, რომელმაც მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გაუგზავნა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის თანახმად, მოპასუხე ფ--------- მ---------სთვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს, ხოლო მოპასუხე კ---- ვ--–---ისათვის და მ--------- ვ--–---ასათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მათ რძალს - მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა. ამავე გზავნილით მათ ეცნობათ, რომ თუ ისინი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდნენ შესაგებელს არასაპატიო მიზეზით, სასამართლო მათ მიმართ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მათ არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

2.3. შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საფუძვლით, სასამართლომ 2018 წლის 08 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების თაობაზეც მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს სასამართლოში 2018 წლის08 აგვისტოს.

 

2.4. 2018 წლის 08 აგვისტოს აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ფ--------- ვ--–---მა, მ--------- ვ--–---ამ და კ---- ვ--–---მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორებმა საჩივარში მიუთითეს, რომ მათ არ ჩაბარებიათ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან გახდა მათთვის ცნობილი, გზავნილი ჩაბარდა მათი ოჯახის წევრს რძალს მ-----– მ---------ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, მ-----– მ--------- არ არის მათი ოჯახის წევრი და იგი არ იყო უფლებამოსილი საფოსტო გზავნილის მიღებასა და მათი ოჯახის წევრის სახელით ხელმოწერაზე. გზავნილის ჩამბარებელი მხარის მიერ არ მომხდარა გზავნილის გადაცემა მოპასუხეებისათვის.

 

2.5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ფ--------- ვ--–---ის, მ--------- ვ--–---ას და კ---- ვ--–---ის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და საჩივრის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა.

 

2018 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა, ელზა ლუქუნიძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ მ-----– მ--------- არის მოპასუხეთა ოჯახის წევრი. საჩივრის ავტორები დაეთანხმნენ მათ წარმომადგენელს. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, მ-----------------–ი, არ დაეთანხმა საჩივარს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

 

დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთების მიზნით მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. როგორც საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხე ფ--------- ვ--–---ისათვის გადასაცემად გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს, მოპასუხე კ---- ვ--–---ისათვის და მ--------- ვ--–---ასათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მათ რძალს, მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა საჩივრის ავტორთა მიერ საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ გზავნილი არ ჩაბარებია მათ ოჯახის წევრს. იმ გარემოების დადასტურება, რომ გზავნილები არ ჩაბარებია მათი ოჯახის წევრს ეკისრებოდათ საჩივრის ავტორებს, თუმცა მათ სასამართლოს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინეს. გარდა ამისა, საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ მ-----– მ--------- არის მოპასუხეთა ოჯახის წევრი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოწინააღმდეგე მხარეზე გადაკისრება, როგორც ამას საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ გზავნილები არასწორად იქნა ჩაბარებული, შესაბამისად, მტკიცებულებაც მათ უნდა წარმოადგინონ. უფრო მეტიც, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მ-----– მ--------- არის მათი ახლობელი, გზავნილის ჩაბარების პერიოდში ცხოვრობდა მათ ოჯახში და მათგან ჰქონდა გზავნილის ჩაბარების ნებართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გზავნილები სწორად ჩაითვალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

2.6. 2019 წლის 29 მარტს ფ--------- ვ--–---მა, კამირ ვ--–---მა და მ--------- ვ--–---ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოადგინეს სააპელაციო საჩივარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მათი ახსნა-განმარტება მასზედ, რომ სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია მათი ოჯახის წევრს, საჩივრის ავტორთა მითითებით, მ-----– მ--------- არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი და სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები გზავნილის ჩაბარების თაობაზე. ამასთან, საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან ისინი არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ფ--------- ვ--–---მა მიუთითა ისიც, რომ არის გულით ავადმყოფი, ხოლო მის მრავალრიცხოვან ოჯახს სხვა თავშესაფარი, გარდა სადავო ქონებისა, არ გააჩნია.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მ-----------------–მა, რომელმაც მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გაუგზავნა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის თანახმად, მოპასუხე ფ--------- მ---------სთვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს, ხოლო მოპასუხე კ---- ვ--–---ისათვის და მ--------- ვ--–---ასათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მათ რძალს - მ-----– მ---------ს, 2017 წლის 22 სექტემბერს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა. ამავე გზავნილით მათ ეცნობათ, რომ თუ ისინი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდნენ შესაგებელს არასაპატიო მიზეზით, სასამართლო მათ მიმართ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მათ არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ მათ არ ჩაბარებიათ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან გახდა მათთვის ცნობილი, გზავნილი ჩაბარდა მათი ოჯახის წევრს, ფ--------- ვ--–---ის მეუღლესა და კ---- ვ--–---ის და მ--------- ვ--–---ას რძალს - მ-----– მ---------ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, მ-----– მ--------- არ არის მათი ოჯახის წევრი და იგი არ იყო უფლებამოსილი საფოსტო გზავნილის მიღებასა და მათი ოჯახის წევრის სახელით ხელმოწერაზე.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მხარეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ-----– მ--------- არ წარმოადგენდა მათი ოჯახის წევრს, მეტიც - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 16 ოქტომბერს საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მ-----– მ--------- არის მათი ახლობელი, გზავნილის ჩაბარების პერიოდში ცხოვრობდა მათ ოჯახში და მათგან ჰქონდა გზავნილის ჩაბარების ნებართვა.

 

ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით, მათ სასამართლოს მიერ შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 (ათი) დღის ვადა, თუმცა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაუშვეს და არ წარმოუდგენიათ შესაგებელი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო პირველი ინსტანციის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.

 

4.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორთა მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა დავის ფაქტობრივი გარემოები დადასტურებულად, პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის დანაწესით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

ხსენებული დათქმის შინაარსის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო შეფასება მისცა მტკიცებულებებს, რამდენადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დავის არსის არსებით განხილვაში არ შედის, ამისათვის აუცილებელია, რომ მოპასუხემ არგუმენტირებული შედავება წარადგინოს შესაგებლით, რაც საჩივრის ავტორებს არ განუხორციელებია, ხოლო შპს ,,რ-------------ის“ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს უდავოდ ქმნიდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ--------- ვ--–---ის, კ---- ვ--–---ისა და მ--------- ვ--–---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი