განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
020100118002575398
ინსტანცია
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002575398

საქმე №1/ბ-204-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ-------- ხ------ს

ადვოკატის _ თ---------- მ----ს

მსჯავრდებულის _ კ---–-- ჩ--------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ---–-- ჩ--------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების დ-----------–--------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---–-- ჩ--------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 ივნისს, ღამის საათებში, მ------- მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-----––-, მდინარე ტ-----–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ---–-- ჩ--------–--სა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ლ-–- ს------–---სა და კ---- თ---–---ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. კონფლიქტის დროს კ---–-- ჩ--------–--მა დანის გამოყენებით ჩაიდინა ლ-–- ს------–---ის განზრახ მკვლელობა, მანვე დანის გამოყენებით კ---- თ---–---ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო კ---–-- ჩ--------–--ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

 

კ---–-- ჩ--------–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

კ---–-- ჩ--------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე.

 

კ---–-- ჩ--------–--ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

კ---–-- ჩ--------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 3 ივნისიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ლ-–- ს------–---ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; სისხლის, თმის და ნერწყვის ნიმუშები, ფრჩხილის ანაჭრელები, ანაწმენდები და დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს; კ---- თ---–---ისა და კ---–-- ჩ--------–--ის ტანსაცმელი, კეპიანი ქუდი და ნაჭრის ქუდი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო დისკები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებულ კ---- თ---–---ისათვის დანის დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებისას კ---–-- ჩ--------–--ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც გამორიცხავდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ე.ი. მის დანაშაულებრიობას, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლებულიყო.

 

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია კ---–-- ჩ--------–--ის მიერ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება და აღნიშნა, რომ მისი ქმედება _ ლ-–- ს------–---ისთვის დანით ჭრილობების მიყენება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან _ ლ-–- ს------–---ის სიკვდილთან, ვინაიდან, ცივი იარაღის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც სიკვდილი ამ სახით არ დადგებოდა. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ-–- ს------–---ისათვის ჭრილობების მიყენება იყო საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე კ---–-- ჩ--------–--ის იმწუთიერი რეაქცია, მისი ქმედება იყო უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული, მის წინააღმდეგ მიმართულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე იმწუთიერი რეაქცია, მიმართული თავდამსხმელის წინააღმდეგ, ე.ი. იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, თუმცა ლ-–- ს------–---ი იყო შეუიარაღებელი და, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული უფრო ადეკვატურად იმოქმედებდა, მას შეეძლო საკუთარი თავის დაცვა დაზარალებულისთვის უფრო ნაკლები დაზიანების მიყენებით. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---–-- ჩ--------–--მა გადააჭარბა აუცილებელი მოგერიებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება არ იყო თავდასხმის და საფრთხის პროპორციული, რის გამოც კ---–-- ჩ--------–--ის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირებულიყო იმავე კოდექსის 113-ე მუხლზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ-------- ხ------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ---–-- ჩ--------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (ლ-–- ს------–---ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (კ---- თ---–---ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე), შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ კ---–-- ჩ--------–--ის ქმედებისათვის მიცემული სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ---- თ---–---სა და კ---–-- ჩ--------–--ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელიც დაიწყო კ---- თ---–---ის მიერ ბრალდებულზე სილის გაწვნის შედეგად. კ---–-- ჩ--------–--ის მიერ საპასუხო დარტყმის განხორციელების შემდეგ ჩხუბში ჩაერთო ლ-–- ს------–---ი, კ---–-- ჩ--------–--მა ამოიღო დანა, იქნევდა და ყვიროდა არ მომე--როთო. უტყუარად დადგენილია, რომ ლ-–- ს------–---ს და კ---- თ---–---ს დანა ან რაიმე საგანი, რომლითაც ბრალდებულის სიცოცხლისათვის ზიანის მიყენება შეეძლოთ არ ჰქონიათ, ასევე ის გარემოებაც, რომ კ---- თ---–---ი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. ფაქტიურად კ---–-- ჩ--------–--ს ძირითად წინააღმდეგობას უწევდა ლ-–- ს------–---ი, ვინაიდან, კ---- თ---–---ი ძლიერი თრობის გამო ასეთის უნარს ნაწილობრივ მოკლებულ იყო. აღნიშნულზე მეტყველებს დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია კ---- თ---–---ის და ლ-–- ს------–---ის სხეულებზე.

 

პირდაპირ განზრახვასთან დაკავშირებით გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კ---–-- ჩ--------–--ს იგი წარმოეშვა ურთიერთშელაპარაკების დროს და მის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით. მან ბარძაყის არეშიც მიაყენა ჭრილობა ლ-–- ს------–---ს, შემდეგ კი სიცოცხლისათვის საშიში ორი ჭრილობა გულმკერდის არეში და მესამე გულმკერდის უკანა ზედაპირზე. ცალკე მსჯელობას მოითხოვს ლ-–- ს------–---ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში, ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში არსებული ჭრილობა (პირობითად ჭრილობა №3), რომელიც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კ---–-- ჩ--------–--ი კ---- თ---–---ისა და ლ-–- ს------–---ისათვის დაზიანებების მიყენების მომენტში მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. კ---–-- ჩ--------–--ის ქმედებაში პირდაპირი განზრახვის არსებობაზე ასევე მიუთითებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი _ ორი პირის დაჭრა ცივი იარაღით და მათთვის მიყენებული სხეულის დაზიანებების სახე და ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში. ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არყოფნის ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ მოწმეების _ ე-------–---ის, ლ---- უ-------ის, გ---- უ-------ის და დაზარალებულ კ---- თ---–---ის ჩვენებების თანახმად, ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ ბრალდებული გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და წავიდა, ხოლო არცერთ დაზარალებულს _ ლ-–- ს------–---ს და კ---- თ---–---ს, რომლებიც ფეხზე იდგნენ, მის მიმართ დევნა ფიზიკური დაზიანების მიყენების მიზნით არ განუხორციელებიათ. როგორც კი შეწყვიტა კ---–-- ჩ--------–--მა ჩხუბი და დანით თავდასხმა, ასევე შეწყდა მის მიმართ საპასუხო მოქმედებები.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა დ-------- ხ------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა კ---–-- ჩ--------–--მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- მ---მა ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და არგუმენტებს კ---–-- ჩ--------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებისა და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ---–-- ჩ--------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ კ---- თ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 მაისს, დილით ვ---- ფ---–---–--თან და გ---- გ------–---თან ერთად ტყეში წავიდა შეშის დასამზადებლად. მთელი დღე იმუშავეს და საღამოს შეშა მიიტანეს ვ---- ფ---–---–--ის ოჯახში, სადაც ვ----სთან და გ----სთან ერთდ დალია ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. ლ-–- ს------–---ი ამ დროს მასთან ერთად არ ყოფილა, მას გვიან ღამით შეხვდა. როდესაც ისინი სახლის მიმართულებით მიდიოდნენ, გზაში შეხვდათ ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ------ ს------–---ი, რომელიც თავის სიძეს _ მ--–---- გ-------ეს ეძებდა. ისინი გაჰყვნენ მას სოფელში სიძის მოსაძებნად, რა დროსაც დაინახეს გაჩერებული თეთრი ფერის მიკროავტობუსი. თ------ ს------–---ი პირველი მივიდა ამ მიკროავტობუსთან, რომელშიც წინ არავინ იჯდა, ხოლო შემდეგ უკნიდან გადმოვიდა კ---–-- ჩ--------–--ი, რომელმაც მათ შეკითხვაზე უპასუხა, რომ მარტო იყო. მას ლ-–- ს------–---მა თხოვა მ--–---- გ-------ის საძებნელად წაყვანა და თანხმობის მიღების შემდეგ ყველანი ჩასხდნენ მანქანაში. ლ-–- ს------–---ი მძღოლის უკან დაჯდა, ხოლო ის და თ------ ს------–---ი _ წინ, მძღოლის გვერდით. როცა მ--–---- გ-------ე იპოვეს, ჩაისვეს მანქანაში და დაბრუნდნენ იმ ადგილას, სადაც კ---–--ს შეხვდნენ. თ------ ს------–---ი და მ--–---- გ-------ე ჩავიდნენ მანქანიდან, ხოლო ლ-–- ს------–---მა თხოვა, რომ ბარემ სიგარეტზე გაჰყოლოდნენ კ---–--ს, რაზედაც დაეთანხმა და ორივენი გაჰყვნენ მას. გზაში ლ-–-მ უთხრა, რომ კ---–--ს ე---------- მანქანაში. ამის შემდეგ, სოფელს რომ გასცდნენ, კ---–-- ჩ--------–--ს გააჩერებინეს მანქანა და სამივენი ჩავიდნენ ძირს. ლ-–- ს------–---მა ჰკითხა მას თუ ვინ უჯდა მანქანაში, რაზედაც მან უპასუხა, რომ მამამისის ნათლულის ცოლი იყო. ვინაიდან, კ---–-- ჩ--------–--მა თავიდან დაუმალათ, რომ ვიღაც ეჯდა მანქანაში, ამას მოჰყვა მათ შორის ჩხუბი. კერძოდ, მან (კ---- თ---–---მა) ხელი გაარტყა კ---–-- ჩ--------–--ს, რომელმაც ხელი შემოუბრუნა და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ლ-–- ს------–---იც ჩაერთო. ჩხუბის დროს ლ-–-მ უთხრა, რომ კ---–--ს დანა ჰქონდა და ფრთხილად ყოფილიყო. ლ-–-მ ხელი მოჰკიდა ხელზე კ---–--ს, ამოუტრიალა და დანის წართმევას ცდილობდა. ამ დროს რაღაცის ძირს დავარდნის ხმა გაიგონა, მაგრამ დააგდო თუ არა მან დანა, არ დაუნახავს. შემდეგ შენიშნეს ავტომანქანის ფარების შუქი და დაიშალნენ. ლ-–- ს------–---მა უთხრა, რომ მგონი დაჭრილი იყო. ამის გამო ხელი მოჰკიდა მას და გზიდან გადაიყვანა, რა დროსაც ლ-–-ს უკვე ფეხები მოეკეცა და იქვე წაიქცა. ამ მომენტში კ---–-- ჩ--------–--ი და მასთან ერთად მყოფი ქალბატონი სად იყვნენ, არ იცის. დაზარალებულ კ---- თ---–---ის განმარტებით, ჩხუბის დროს ისინი ხან წაქცეულები იყვნენ, ხან კი ფეხზე იდგნენ და ისე ჩხუბობდნენ.

 

მოწმე ე---------- ვ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ---–-- ჩ--------–--ი მისი ოჯახის ნათესავია, კერძოდ, მამამისი პ----- ჩ--------–--ი არის მისი მეუღლის ნათლია. 2018 წლის 02 ივნისს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში, მ------- რაიონის სოფელ ლ-----––-. საღამოს საათებში, თავისმა მაზლმა _ ა-–---------- კ-------მა, შვილებთან ერთად მიიყვანა იმავე სოფელში მცხოვრებ მეუღლის დეიდასთან _ ნ----- გ------–---თან. ამ უკანასკნელს ცემენტი ჰქონდა წამოსაღები ზ-------------, რომელიც კ---–-- ჩ--------–--ს უნდა მიეტანა თავისი კუთვნილი მიკროავტობუსით. იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაურე-- კ---–-- ჩ--------–--მა და თხოვა ნ----- გ------–---ის ტელეფონის ნომერი, რაზეც უპასუხა, რომ ნ-----სთან იმყოფებოდა და შეეძლო მის ნომერზე დაერე-- ან სახლში შესულიყო. ნახევარ საათში ისევ დაურე-- კ---–--მ და ის და ნ----- გავიდნენ გარეთ. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ნ----- გ------–---ი ფულის გამოსატანად შებრუნდა სახლში, ხოლო თვითონ კ---–-- ჩ--------–--ის ავტომობილში ავიდა და უკანა სავარძელზე დაჯდა. ამ დროს ჩამოიარა ნასვამმა მამაკაცმა, რომელსაც კიდევ რამდენიმე პირი მოჰყვა უკან. ისინი მანქანისკენ წამოვიდნენ და ვინაიდან ნასვამები იყვნენ, კ---–-- ჩ--------–--მა თქვა, რომ შარს მოსდებდნენ და უკანა სავარძელზე გადავიდა, სადაც თვითონ იჯდა. შემდეგ კი ადგა და სულ ბოლო სავარძელზე გადაჯდა. ხსენებულმა პიროვნებებმა რამდენჯერმე დაუძახეს კ---–--ს და კარები შეაღეს. ისინი იყვნენ თ------ ს------–---ი, ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---ი. როცა კ---–-- ჩ--------–--ი დაინახეს, ჰკითხეს რატომ იმალებოდა, რაზეც კ---–--მ უპასუხა, რომ არ იმალებოდა, საკუთარ ავტომობილში უნდოდა წინ დაჯდებოდა და უნდოდა უკან. თ------ ს------–---მა უთხრა მას, რომ სიძეს ეძებდა და ჰკითხა, იქ გავლილი ხომ არ დაუნახავს. კ---–-- ჩ--------–--მა მიასწავლა საითაც წავიდა იგი. ამის შემდეგ თხოვეს მის მოსაძებნად წაყვანა, რაზეც კ---–-- დათანხმდა და თ------ ს------–---ს აპოვნინა თავისი სიძე. იგი ჩაისვეს მანქანაში და წამოიყვანეს. ნ----- გ------–---ის სახლთან რომ მივიდნენ, თ------ ს------–---ი და მისი სიძე ჩავიდნენ მანქანიდან. თ------ ს------–---მა ლ-–- ს------–---ს და კ---- თ---–---ს უთხრა, რომ ისინიც ჩასულიყვნენ და სახლში წასულიყვნენ. ამ დროს თვითონ (ე---------- ვ---–---ი) უკანა სავარძელზე იჯდა. ლ-–- ს------–---მა და კ---- თ---–---მა თ------ ს------–---ს უპასუხეს, რომ სიგარეტს იყიდდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ. მათ კ---–-- ჩ--------–--ს სიგარეტის საყიდლად წაყვანა თხოვეს, თუმცა მაღაზიასთან არ გააჩერებინეს, მ------- მიმართულებით წააყვანინეს თავი, მდინარე ტ-----–------თან გააჩერებინეს მანქანა და თხოვეს ჩასულიყო მანქანიდან. სამივე ჩავიდნენ ძირს, რა დროსაც ლ-–- ს------–---მა და კ---- თ---–---მა კ---–-- ჩ--------–--ს ჰკითხეს ვის მალავდა მანქანაში, რაზეც კ---–--მ უპასუხა, რომ არავის მალავდა და მანქანაში თავისი ნათესავის მეუღლე ეჯდა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ლ-–- ს------–---ი მას მიუბრუნდა და ჰკითხა _ არ გრცხვენიაო? ლ-–- მალევე გაბრუნდა უკან, რა დროსაც კ---- თ---–---ს უკვე დაწყებული ჰქონდა ჩხუბი კ---–-- ჩ--------–--თან და მათ ჩხუბში ლ-–-ც ჩაება. იგი ჩავიდა გასაშველებლად, მაგრამ ლ-–- ს------–---მა ხელი ჰკრა და მიკროავტობუსზე მიანარცხა. ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---ი უმოწყალოდ ცემდნენ კ---–-- ჩ--------–--ს. შემდეგ გაიგონა, რომ ისინი ერთმანეთში დანაზე საუბრობდნენ და როცა შეტრიალდა, დაინახა, რომ კ---–-- ჩ--------–--ს ხელში დანა ეჭირა. უცებ იკივლა და თხოვა მას, რომ დაეგდო დანა. მიუხედავად იმისა, რომ ლ-–- ს------–---მა და კ---- თ---–---მაც დაინახეს კ---–-- ჩ--------–--ის ხელში დანა, მაინც არ დაიხიეს უკან, ისევ მიიწევდენ კ---–--სკენ, რომელიც შებოჭეს, ქვეშ მოიყოლეს და ცემდნენ. ამ დროს მიიღეს მათ დანით დაზიანებები. ჩხუბის დროს გამოიარა მანქანამ და გაჩერდა, რომელიც, ალბათ, პატრულის მანქანა ეგონათ და დაიშალნენ. ამ მომენტში სამივენი ფეხზე იდგა. დაშლის შემდეგ კ---–-- ჩ--------–--ი წავიდა ხსენებული მანქანისკენ, ხოლო ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---ი საპირისპირო მხარეს.

 

ადვოკატის შეკითხვაზე მოწმე ე---------- ვ---–---მა განმარტა, რომ მან დანა მაშინ დაინახა, როცა კ---–-- ჩ--------–--მა თავის დაძვრენა და ფეხზე წამოდგომა მოახერხა. იგი დანიან ხელს იქნევდა და იძახდა არ მომე--როთო.

 

მოწმე გ---- უ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივნისის თვეში, საკუთარი მიკროავტობუსით მიდიოდა ზ------------- მ------- მიმართულებით, რა დროსაც მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი ლ---- უ-------ი. სოფელ ლ-----––-, მდინარე ტ-----–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი შეესწრნენ ჩხუბს. სამი პიროვნება ჩხუბობდა, რომელთაგან მხოლოდ კ---–-- ჩ--------–--ს იცნობდა. მათ გააშველეს მოჩხუბრები. კ---–-- ჩ--------–--ი და კ---- თ---–---ი ნაცემები და დასისხლიანებულები იყვნენ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ვინაიდან, მანქანაში ტვირთი ჰქონდა, რომელიც სველდებოდა, ლ---- უ-------თან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილიდან, შემდეგ თავისი მანქანა ლ----ს დაუტოვა და თვითონ ისევ უკან დაბრუნდა გამვლელი მანქანით. შემთხვევის ადგილზე უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მისული. ამ დროს ლ-–- ს------–---ი გარდაცვლილი იყო და სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო მოთავსებული, ხოლო კ---- თ---–---ი მან და ჯ---- ვ---–---მა ჩასვეს კ---–-- ჩ--------–--ის მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. მოწმის განმარტებით, ის და ლ---- უ-------ი როგორც კი ჩავიდნენ მანქანიდან, აქეთ-იქეთ გასწიეს მოჩხუბრები და ისინი ეგრევე დაშორდნენ ერთმანეთს, მათი გაშველება არ გასჭირვებიათ. რაიმე ბასრი საგანი ანდა ცეცხლსასროლი იარაღი არცერთის ხელში არ შეუნიშნავს. დაინახა, რომ სამი კაცი ხელით ურტყამდა ერთმანეთს, ისინი ფეხზე იდგნენ და ისე ჩხუბობდნენ.

 

მოწმე ლ---- უ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივნისს, ღამის საათებში, თავისი ნათესავის _ გ---- უ-------ის კუთვნილი მიკროავტობუსით მიდიოდა ზ------------- მ------ში. სოფელ ლ-----–ის ტერიტორიაზე, მდინარე ტ-----–------თან დაინახეს, რომ გზაზე სამი კაცი ჩხუბობდა, რის გამოც გ----მ გააჩერა მანქანა, ორივენი ჩავიდნენ ძირს და გააშველეს მოჩხუბრები. ჩხუბობდნენ კ---–-- ჩ--------–--ი, კ---- თ---–---ი და ლ-–- ს------–---ი. ისინი ფეხზე იდგნენ და ხელებით ურტყამდნენ ერთმანეთს. რომელიმე მათგანის ხელში დანა არ დაუნახავს. გაშველების შემდგომ კ---–-- ჩ--------–--ი გადავიდა გზის საპირირსპირო მხარეს და წავიდა, რის შემდეგაც იგი აღარ უნახავს. ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---ი სახეზე დასისხლიანებულები იყვნენ და ხელებიც სისხლიანი ჰქონდათ. მათი იქ ყოფნის დროს არცერთი არ წაქცეულა და ჩვეულებრივად იდგნენ. ისინი გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და იგინებოდნენ კ---–-- ჩ--------–--ის მისამართით. ამის შემდეგ ის და გ---- უ-------ი ჩასხდნენ მიკროავტობუსში და მისი სახლის მიმართულებით წავიდნენ. გზაში გ----მ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება ჰყავდა გამოძახებული და ვერ მიატოვებდა მათ, რის გამოც გააჩერა შემხვედრი ავტომანქანა და უკან დაბრუნდა. გ----ს მანქანა კი თვითონ წაიყვანა და სახლთან დააყენა.

 

მოწმე თ------ ს------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, სოფელ ლ-----––-, მაცხვარიშის უბანში შეხვდნენ კ---- თ---–---ი, ლ-–- ს------–---ი და მისი სიძე, დის ქმარი მ--–---- გ-------ე, რომელიც ნასვამი იყო. როდესაც ლ-–-ს და კ----ს ესაუბრებოდა, ამასობაში შენიშნა, რომ მ--–----ი აღარსად ჩანდა და დაიწყეს მისი ძებნა. იგი ეკლესიის წინ შემაღლებული ადგილიდან ათვალიერებდა ტერიტორიას, რათა დაენახა სად წავიდა მ--–----ი, რა დროსაც შენიშნა სიბნელეში მდგარი მიკროავტობუსი, რომელშიც წინ არავინ იჯდა. ცოტა ხანში მანქანა გაინძრა, უკანა სავარძლიდან ვიღაც გადაძვრა წინ და საჭესთან დაჯდა. იგი მივიდა მძღოლთან, რომელიც აღმოჩნდა მისი ნაცნობის _ პ----- ჩ--------–--ის შვილი კ---–-- ჩ--------–--ი და ჰკითხა ხომ არაფერი უჭირდა. მან უპასუხა, რომ პატრულს გამოექცა, რადგან მართვის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. ამასობაში ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---იც მივიდნენ. მათ ჰკითხეს კ---–-- ჩ--------–--ს, იქ გავლილი კაცი ხომ არ დაუნახავს, რაზედაც უპასუხათ, რომ ქვემოთ ჩაიარა ვიღაც პიროვნებამ. შემდეგ მან ტელეფონზე დაურე-- თავის სიძეს, რომელმაც უთხრა, რომ სოფლის ბოლოში იმყოფებოდა. ლ-–- ს------–---მა კ---–-- ჩ--------–--ს თხოვა მ--–---- გ-------ის წამოყვანაში დახმარება, რაზედაც კ---–--ს უარი არ უთქვამს. სამივე ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ლ-–- ს------–---ი უკან დაჯდა, ხოლო ის და კ---- თ---–---ი წინ, მძღოლის გვერდით. ნახევარი კილომეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, როცა მისი სიძე დაინახეს, ჩაისვეს მანქანაში და წამოიყვანეს. კ---–--მ იმავე ადგილას გააჩერა მანქანა, სადაც ისინი ჩაუსხდნენ. ის და მისი სიძე ჩავიდნენ მანქანიდან, ხოლო ლ-–- ს------–---მა და კ---- თ---–---მა თქვეს, რომ სიგარეტს იყიდდნენ და მანქანაში დარჩნენ. სახლში მისულმა შუაღამისას გაიგო, რომ ლ-–- ს------–---ი გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ლ-–- სრულიად ფხიზელი იყო, ის და კ---- თ---–---ი კი ნასვამები იყვნენ. მიკროვატობუსში ყოფნის დროს რაიმე აგრესიას ადგილია არ ჰქონია. ავტომობილში ჩაჯდომამდე, კ---- თ---–---მა უთხრა კ---–-- ჩ--------–--ს, რომ პატრულს თუ ემალებოდა, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას რატომ იდგა. სხვა რაიმე საუბარი იქ არ ყოფილა.

 

მოწმე ნ----- გ------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, მასთან მივიდა მისი დისშვილის მეუღლე ე-------–---ი. ცოტა ხანში მივიდა კ---–-- ჩ--------–--ი თავისი მიკროავტობუსით, რომელსაც ცემენტი უნდა ამოეტანა მისთვის. ჭიშკართან ის და ე-- გავიდნენ. შემდეგ თვითონ სახლში შევიდა ფულის გამოსატანად და როდესაც უკან დაბრუნდა, ე-- და კ---–-- უკვე იქ აღარ დახვდნენ. მაშინვე დაურეკა ე--ს, რომელმაც უთხრა, რომ მალე მივიდოდა. მეორე დარეკვისასაც იგივე პასუხი გასცა, ხოლო მესამედ აღარ უპასუხა. ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როცა ე-- შინ დაბრუნდა. ის აღელვებული იყო და მოუყვა, რომ კ---- თ---–---ს, ლ-–- ს------–---ს და კ---–-- ჩ--------–--ს უჩხუბიათ.

 

მოწმე ჯ---- ვ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მ------- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ლ-----––-, მდინარე ტ-----–------ის პირას იყო ჩხუბი. შემთხვევის ადგილზე გავიდა თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც ნახეს, რომ ლ-–- ს------–---ი იყო გარდაცვლილი, ხოლო კ---- თ---–---ი დაჭრილი. ეს უკანასკნელი მან და გ---- უ-------მა წაიყვანეს საავადმყოფოში კ---–-- ჩ--------–--ის კუთვნილი მიკროავტობუსით, რა დროსაც იგი ამბობდა, ეს რა გვიქნა კ---–-- ჩ--------–--მაო.

 

მოწმე ლ---- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მ------- რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 23-24 საათზე, სამმართველოში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ლ-----––-, მდინარე ტ-----–------თან იყო ჩხუბი. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ის და მისი თანამშრომლები _ ჯ---- ვ---–---ი, გ---- გ----- და გ---–---- გ---–---ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს, რომ ლ-–- ს------–---ი იყო გარდაცვლილი, ხოლო კ---- თ---–---ი დაჭრილი. საავადმყოფოში გაიგო, რომ მათ შელაპარაკება მოსვლიათ კ---–-- ჩ--------–--თან, რომელსაც დანით დაუჭრია ლ-–- ს------–---ი და კ---- თ---–---ი.

 

იგივე ფატობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა გ---- გ-----მ და გ---–---- გ---–---მა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა მ------- რაიონის სოფელ ლ-----––-, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. ამავე ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ქუდი და მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი დანა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–- ს------–---ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. ლ-–- ს------–---ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები:

 

ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში, ლავიწის შუა ხაზზე _ კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, V ნეკნის დაზიანებით ლავიწის უკანა ხაზზე (ნეკნის სრულად გადაკვეთით), პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, დიაფრაგმის გუმბათის მარჯვნივ შემხებად დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხი სიღრმით _ 8,3 სმ (ჭრილობა პირობითად №1); ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ შუა და ქვედა მესამედების დონეზე, ლავიწის შუა ხაზზე _ კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, მკერდის ძვლის საპროექციოდ VI ნეკნის (ნეკნის სრულად გადაკვეთით) დაზიანებით, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, პერიკარდიუმის, მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლად დაზიანებით, შემავალი მარცხენა პარკუჭის ღრუში, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხი სიღრმით _ 13,4 სმ (ჭრილობა პირობითად №2), რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან.

 

ლ-–- ს------–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში, ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში _ კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხი სიღრმით _ 4,7 სმ, არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, მცირედ ზემოდან ქვემოთ (ჭრილობა პირობითად №3), რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან.

 

ლ-–- ს------–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, ტერფის ძირიდან 65 სმ-ის დაშორებით _ კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით (ჭრილობა პირობითად №4), რომელიც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან.

 

გარდა აღნიშნულისა ლ-–- ს------–---ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან.

 

იმავე დასკვნის თანახმად, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ კ---- თ---–---ს აღენიშნებოდა ქვედა ყბის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა და წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა. მასვე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები შუბლისა და იღლიის უკანა ხაზზე მარცხნივ ნეკნთა რკალის კიდესთან. ქვედა ყბის არეში მარცხნივ არსებული ჭრილობა განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო წელის არეში მარცხნივ წელის გამმართველი კუნთის ზედა მესამედის დონეზე არსებული ჭრილობა განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

№0-------- და №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ---–-- ჩ--------–--ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლაჟღენთების სახით (მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოებზე თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე _ უსწორო ფორმის, მოლურჯო-მომწვანო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, საერთო ფართზე ზომით: 5,2X3,4 სმ. შუბლის მიდამოში ცენტრალურად, თხემის მიდამოში ცენტრალურად, კეფის მიდამოში მარცხნივ და მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე _ მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მოყავისფრო, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 0,8X0,3 სმ და მინიმალური ზომით: 0,3X2 სმ. ნიკაპის წინა ზედაპირზე მარჯვნივ _ დასწვრივად მდებარე შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა, ზომით: 2,5X0,2 სმ), რომლებიც ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იმავე დასკვნის თანახმად, კ---–-- ჩ--------–--ს სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

№0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ---- თ---–---ის ტანსაცმლიდან მხოლოდ სპორტულ ქურთუკზე, უკანა ზედაპირზე მარცხნივ არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: ჭრით და გასმით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. დამაზიანებელი ობიექტის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევად წარდგენილი დანის პირის მონაცემებს, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს, როგორც ხსენებული დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- შ--–----–ვილმა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ---–-- ჩ--------–--ის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც ეკუთვნის კ---- თ---–---ს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების პოზიციას კ---–-- ჩ--------–--ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არყოფნისა და მის მიერ კ---- თ---–---ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ლ-–- ს------–---ის განზრახ მკვლელობის ჩადენის შესახებ, კერძოდ:

 

როგორც ცნობილია, ნებისმიერი დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს – პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის, აუცილებელი მოგერიების ვითარება და დანაშაულის შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, ლ-–- თ---–---ისათვის მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და მათი ლოკალიზაცია, მათ შორის _ გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, აგრეთვე ორი დაზიანება, რომლებიც მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან შინაგან ორგანოებში _ პლევრის და მარცხენა პარკუჭის ღრუებში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, რაც გახდა სიკვდილის მიზეზი, პირდაპირ მიუთითებს სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობის შემადგენლობის არსებობაზე.

 

ამის შემდეგ გადასაწყვეტია მთავარი საკითხი _ არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელი მოგერიების მდგომარეობად შეფასებისათვის.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კ---- თ---–---ისათვის და ლ-–- ს------–---ისათვის დანით სხეულის დაზიანებების მიყენების დროს კ---–-- ჩ--------–--ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და თავს იცავდა, ვინაიდან, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები და იმავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უქმნიდა სამართლებრივ სიკეთეს, ამასთან, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი, ხელყოფის ხასიათი, დამნაშავის მიერ გამოყენებულ საშუალებათა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათა ურთიერთშესაბამისობა როგორც ხელყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება აპელანტის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ კ---–-- ჩ--------–--ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან, დაზარალებულ კ---- თ---–---ის და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის _ ე-------–---ის ჩვენებებით დადგენილია, რომ კ---- თ---–---ს და ლ-–- ს------–---ს დანა ან სხვა იარაღი, რომლითაც შესაძლოა, კ---–-- ჩ--------–--ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დამუქრებოდა, არ ჰქონდათ, მის მიმართ დაზარალებულების მხრიდან არც ისეთი ფიზიკური ძალადობის გამოყენება დასტურდება, რომელიც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. პალატა ვერ გაიზიარებს მოწმე ე---------- ვ---–---ის ჩვენებას იმის შესახებ, რომ კ---- თ---–---ს და ლ-–- ს------–---ს წაქცეული ჰყავდათ კ---–-- ჩ--------–--ი და ორივენი უმოწყალოდ სცემდნენ, ვინაიდან, ასეთი არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, კ---–-- ჩ--------–--ს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული მხოლოდ სახისა და კეფის არეში, ასევე მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე, ხოლო სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

დაზარალებულ კ---- თ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ---–-- ჩ--------–--მა მათ დაუმალა მის მანქანაში ე-------–---ის ყოფნის ფაქტი, რასაც მოჰყვა მათ შორის ჩხუბი, კერძოდ, მან ხელი გაარტყა კ---–-- ჩ--------–--ს, რომელმაც ხელი შეუბრუნა და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ლ-–- ს------–---იც ჩაერთო. ჩხუბის დროს შენიშნეს, რომ კ---–--ს დანა ჰქონდა, რის გამოც ლ-–- ს------–---მა ხელი მოჰკიდა მას ხელზე და დანის წართმევას ცდილობდა. მოწმე ე-------–---მაც დაადასტურა, რომ თავდაპირველად ჩხუბი კ---- თ---–---სა და კ---–-- ჩ--------–--ს შორის დაიწყო, რაშიც ლ-–- ს------–---იც ჩაება და რომ ჩხუბის დროს დანა მხოლოდ კ---–-- ჩ--------–--ს ჰქონდა, რომლითაც დაიჭრნენ კ---- თ---–---ი და ლ-–- ს------–---ი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კ---- თ---–---ის მხრიდან კ---–-- ჩ--------–--ისთვის სახეში ხელის გარტყმა და მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბს, რა დროსაც დაზიანებები მიიღო კ---–-- ჩ--------–--მაც, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულების ქმედება, რაც გამოიხატა ორმხრივი ჩხუბის დროს მსჯავრდებულთან ფიზიკურ დაპირისპირებაში და ამ უკანასკნელის საპასუხო ქმედება _ მათთვის დანის არაერთგზის დარტყმა, ერთის მხრივ, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ძალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რომელიც კ---–-- ჩ--------–--ს ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო მეორეს მხრივ, მსჯავრდებულის ქმედება ვერ ჩაითვლება დაზარალებულების ქმედების შესაბამის და პროპორციულ ქმედებად.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ დაზარალებულ ლ-–- ს------–---ის სხეულზე სრულიად სხვადასხვა ადგილას დანით მიყენებული დაზიანებები, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობა, განსაკუთრებით კი ლ-–- ს------–---ისთვის გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზემოდან ქვემოთ მიმართულებით მიყენებული ჭრილობა, ასევე კ---- თ---–---ისთვის მიყენებული ჭრილობები, მათ შორის, წელის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობა და იღლიის უკანა ხაზზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობა, გამორიცხავს პირველი ინსტანციის არგუმენტებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კ---–-- ჩ--------–--ი კ---- თ---–---ისათვის და ლ-–- ს------–---ისათვის დანით სხეულის დაზიანებების მიყენების მომენტში მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და იგი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არყოფნის ფაქტს ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულ კ---- თ---–---ის, ასევე მოწმეების: ე-------–---ის, ლ---- უ-------ის და გ---- უ-------ის ჩვენებების თანახმად, ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ კ---–-- ჩ--------–--ი გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და წავიდა, რა დროსაც ლ-–- ს------–---ს და კ---- თ---–---ს, რომლებიც იმ მომენტში ფეხზე იდგნენ, მასზე დადევნება არ უცდიათ, ანუ კ---–-- ჩ--------–--ის მიერ დაზარალებულებისთვის დანით დაზიანებების მიყენების შეწყვეტისთანავე შეწყდა მის მიმართ საპასუხო ქმედებები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ერთი მხრივ ის, რომ ლ-–- ს------–---ს კ---–-- ჩ--------–--მა მიაყენა დანით სხეულის დაზიანებები, რომლებმაც მისი სიკვდილი გამოიწვია, მანვე მიაყენა კ---- ჩ--------–--ს დანით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ, ეს მტკიცებულებები მთლიანად გამორიცხავენ საფუძველს სამართლებრივი შეფასებისათვის, რომ ამ დროს მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---–-- ჩ--------–--მა ჩაიდინა ლ-–- ს------–---ის განზრახ მკვლელობა და კ---- თ---–---ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ანუ დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველია.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მხედველობაში იღებს იმას, რომ კ---–-- ჩ--------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3.კ---–-- ჩ--------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ---–-- ჩ--------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ კ---–-- ჩ--------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 03 ივნისიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ---–-- ჩ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ლ-–- ს------–---ის ტანსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

· კ---- თ---–---ისა და კ---–-- ჩ--------–--ის ტანსაცმელი, კეპიანი ქუდი და ნაჭრის ქუდი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

· სისხლის, თმის და ნერწყვის ნიმუშები, ფრჩხილის ანაჭრელები, ანაწმენდები და დანა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· დისკები დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/