განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003014846
საქმე №1/ბ-407-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აგვისტო, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ა----–--- წ---------ს,მსჯავრდებულის - ე-–----- უ----–--ის,ადვოკატის - ტ------– კ---–-–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----- ვ-–-ს ძე უ----–--ის მიმართ - დაბადების თარიღი: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრები: ქ. ბათუმი, თ------------------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-–----- უ----–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ე-–----- უ----–--ე, 2007 წლის 22 აგვისტოს ონის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იყო განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 05 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა; ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით ე. უ----–--ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 02 წლით, 03 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის N--- ბრძანებულებით ე. უ----–--ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მაგრამ ნასამართლობის გაქარწყლებამდე 2010 წლის 17 აპრილს, ქ. ბათუმში, ატარებდა დანას, რომელიც პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული მისი ქურთუკის წინ მარჯვენა ჯიბიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ე-–----- უ----–--ე მსჯავრდებულ იქნა დაუსწრებლად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ე-–----- უ----–--ეს, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დაურჩა 01 წლით, 01 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ძებნილი მსჯავრდებული ე-–----- უ----–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 15 მაისს.
2 სააპელაციო საჩივრების მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ე-–----- უ----–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ტ------– კ---–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ე-–----- უ----–--ის მიმართ და მის ნაცვლად დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არ ასახავენ ფაქტობრივ გარემოებებს.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ე-–----- უ----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ტ------– კ---–-–---–ს, რომლებაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე-–----- უ----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენი ე-–----- უ----–--ის მიმართ და იგი გამართლებულ იქნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქმეში წარმოდგენილი ონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ე-–----- უ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 06 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 02 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 03 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, ე-–----- უ----–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2007 წლის 08 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის N--- განკარგულებით (სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ) ე-–----- უ----–--ე, მსჯავრდებული ონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ე-–----- უ----–--ეს ბრალი დაედო, ხოლო შემდეგ მსჯავრდებულ იქნა განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის, კერძოდ, ე-–----- უ----–--ე ითვლებოდა რა ონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირად, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ატარებდა დანას, რომელიც 2010 წლის 17 აპრილს, მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ე-–----- უ----–--ე გათავისუფლდა ონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ე-–----- უ----–--ე 2010 წლის 17 აპრილს (იმ დროს, როდესაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანა), ითვლებოდა ნასამართლობის არმქონე პირად, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N14871-13; N1217აგ-13; N64აგ-2013; N1226აგ-13).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე-–----- უ----–--ე საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ე-–----- უ----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე;
ასევე, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის ბრძანება ე-–----- უ----–--ის სახელზე შესულ და გაგზავნილ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე ყადაღის დადების თაობაზე.
აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მიერ 2019 წლის 12 ივლისს გაცემული წერილით ირკვევა, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანა, ე-–----- უ----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე განადგურებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–----- უ----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება ე-–----- უ----–--ის მიმართ.
ე-–----- უ----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–----- უ----–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის ბრძანება ე-–----- უ----–--ის სახელზე შესულ და გაგზავნილ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე ყადაღის დადების შესახებ.
აღინიშნოს, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანა განადგურებულია.
გამართლებულ ე-–----- უ----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე