განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340100118002634254-1ბ/643-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
31 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სა----------------–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ-------------–---–-, დაბადებული 1----–-–---------------ს, რუსეთის მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. მო------------------------------------------------8; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------------------
ადვოკატები: გ------------------------------------–---–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გ----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------------–---–-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ------------------–---–-ა და დ--------------------- ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა; ამასთან სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ------------–---–-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------- დააფიქსირეს პოზიცია, რომ თუ მსჯავრდებულის მიმართ არ დადგება გამამართლებელი განაჩენი სასჯელის ალტერნატიულ სახედ გამოყენებული იქნეს ჯარიმა;
მსჯავრდებულმა მ------------–---–-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------------–---–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ასევე მოითხოვეს, გაუქმებული იქნეს გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ; გაუქმებული იქნეს გ----------ს რაიონული სასამართლოს საოქმო 05.12.2018წ გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ; ობიექტური შეფასება მიეცეს კ---------ოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 ოქტომბრის MIA 41802532297 წერილს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევის გამო და დაშვებული იქნეს ახალ მტკიცებულებად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 19/02/2019წ MIA919004387399 წერილი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენის ობიექტურად შეუძლებლობის გამო;
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
მ------------–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
სასამართლომ დაადგინა :
2018 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ზ------------–---–----------------–--–--ა სამსახურეობრივ მოვალეობას ახორციელებდნენ და ავტომანქანით მოძრაობდნენ გ----------ს რაიონის სოფელ მ--–----ს მიმდებარე ტერიტორიაზე. თ---–-----------–-----–---------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მათ შენიშნეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი, რენაულტის მარკის, რუსეთის სახელმწიფო ნომრით---------- ავტომანქანა. გადამოწმების მიზნით მივიდნენ ავტომანქანასთან და მძღოლს, ი------------- მოსთხოვეს მართვის მოწმობა და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. დოკუმენტაციის შემოწმებისას, მძღოლის ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას, მოსთხოვეს მას, რომ გაჰყოლოდათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების მიზნით. აღნიშნულზე ი------------ი დასთახმდა და პოლიციელების მოთხოვნის შესაბამისად, ჩაჯდა დამატებით გამოძახებულ, შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს სამსახურებრივ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდნენ ინსპექტორ გამომძიებელი ნ----–-------------------------------–---–-- მძღოლის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანის გამო, აგრესიული გახდა ი------------ის ავტომანქანაში მყოფი მ------------–---–-, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ ი------------ის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და მათთან ფიზიკური დაპირისპირების გზით გადაუღობა გზა პოლიციის ავტომანქანას. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას, მ------------–---–-ა ხელი ჰკრა და წააქცია ზვ-----------–---–ი, ხოლო გ---------–--–--ას სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით.
2.1.შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსმა-დაზარალებულმა ზ------------–---–-ა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს კ---------ოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროს გ---------–--–------ან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოძრაობდნენ პოლიციის ავტომობილით ბაკურციხიდან საგარეჯოს მიმართულებით. გ----------ს რაიონის სოფელ მ--–----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გვერდულზე გაჩერებული იყო ავტომობილი, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით, ვინაიდან ავარიული ფარები ჰქონდა ჩართული, იფიქრა, რომ რაიმე უჭირდა და შეჩერდნენ დახმარების აღმოჩენის მიზნით. გაუჩნდათ ეჭვი, რომ მძღოლი შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. გამოიძახეს გ----------ს რაიონული სამმართველოდან თანამშრომლები, რათა მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა ი------------ი, გადაეყვანათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად. ამით განაწყენდა მძღოლთან მყოფი მგზავრი მ------------–---–- და არ აძლევდა საშუალებას პოლიციის თანამშრომლებს, რომ გ-----ი წაეყვანათ. გ-----მა უთხრა პოლიციელებს, რომ მ------------–---–- იყო მისი ბიძა და ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა აგრესიული. გ----------ს სამმართველოდან გამოიძახეს პოლიციელები ნ----–-------------------------------–---–-- მ------------–---–- არ აძლევდა მათ საშუალებას, რომ ავტომობილის კარები დაეკეტათ და გ-----ი წაეყვანათ, იგინებოდა და ყველას აყენებდა შეურაცხყოფას. რაღაც მომენტში, პოლიციელებმა, მოახერხეს ავტომობილის კარების დაკეტვა და გ-----ი წაიყვანეს. ამის შემდეგ მ------------–---–- გახდა კიდევ უფრო აგრესიული, აგინებდა მას და მის მეწყვილეს, მარცხენა ხელი ჩაავლო მოწმეს სამსახურეობრივი ფორმის მაისურში, რა დროსაც მაისური გაიხა, ასევე ჰკრა ხელი და წააქცია. ამ დროს მასთან მივიდა გ---------–--–--ა, რომელსაც მ------------–---–-ა ერთხელ ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. ამის შემდეგ დაუკავშირდა გ----------ს რაიონულ სამმართველოს უფროსს თ--------------–---–ს, გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი, რომლებმაც წაიყვანეს მ------------–---–-. ის და გ---------–--–--ა ყოველ ღამით დადიან მთელ რეგიონში და ამოწმებენ მორიგე ჯგუფებს. ყოველთვის მოძრაობენ პოლიციის აღჭურვილობის ავტომობილით.
2.2. შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა,დაზარალებულმა გ---------–--–--ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, იგივე რაც შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსმა დაზარალებულმა ზ------------–---–-ა და დაამატა, რომ მ------------–---–- მათ ემუქრებოდა, კერძოდ მას უთხრა სტეჩკინი უნდა ჩაგტენო პირშიო, ოჯახს ამოგიწყვიტავო, ერთხელ გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო მარჯვენა თვალის ქუთუთოს არეში. ზვ-----------–---–ს ჩამოახია მაისური და ხელი ჰკრა, რის შედეგადაც იგი წაიქცა, ვინაიდან მიიღო დაზიანება იმყოფებოდა საავადმყოფოში.
2.3. მოწმის სახით დაკითხული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი ა-–---------------–-, რომელმაც დაადასტურა, რომ ექსპერტიზა ტარდება პირადი მომართვის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. გ---------–--–--ას და ზვ-----------–---–ს ექსპერტიზები ჩაუტარდა გამომძიებლის მომართვის საფუძველზე. 2018 წლის 06 აგვისტოს ჩატარებული ექსპერტიზით ზვ-----------–---–ს პირადი გასინჯვისას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. 2018 წლის 04 აგვისტოს სამედიცინო ჩანაწერების და 2018 წლის 06 აგვისტოს პირადი გასინჯვისას გ---------–--–--ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.
2.4. შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ე--------–--–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა შემდეგი: მან როგორც ამ საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა გამოკითხა შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები ნ----–-------------------------------–---–-- ასევე განმარტა, რომ გ-----------ბაკურციხის მაგისტრალი ითვლება შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიად.
2.5. შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე ნი---–---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობა შსს გ----------ს რაიონულ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო მორიგე, რა დროსაც შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა გ---------–--–--ამ საძახისით გამოიძახა დამხმარე ჯგუფი, რადგან ყველაზე ახლოს მათთან მისი ჯგუფი იყო, ის და მისი მეწყვილე გ---------------–---–ი მივიდნენ შემთხვევის ადგილას - გ----------ს რაიონის სოფელ მ--–----ს მიმდებარე ცენტრალურ გზაზე, სადაც გაჩერებული იყო რუსეთის სახელმწიფო ნომრებით ავტომობილი ,,რანაულტი“ და იქ იმყოფებოდნენ ზ------------–---–----------------–--–--ა. მათ განემარტათ, რომ ეჭვი შეეპარათ ავტომობილის მძღოლის ნარკოლოგიური თრობის კუთხით და უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად. იქვე იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყო იყო მ-------------–---–-, რომელიც გამოხატავდა უკმაყოფილებას და აპროტესტებდა მისი დის შვილის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანას. ყველას აგინებდა და ემუქრებოდა, არ აძლევდა ავტომობილს გზის გაგრძელების საშუალებას და წინ უდგებოდა. მას უხსნიდნენ, რომ შეამოწმებდნენ მძღოლს და ისევ უკან მიიყვანდნენ. რაღაც მომენტში ხ-----–---–- გაიწია და შეძლეს მანქანით გასცლოდნენ ადგილს. მძღოლს ი------------- არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ნებაყოფლობით ჩაჯდა ავტომობილში და წაჰყვათ. როდესაც გზაში მიდიოდნენ საძახისში გაიგონეს, რომ გ---------–--–--ა ითხოვდა დამხმარე ჯგუფს, მაგრამ თვითონ არ მიტრიალებულან. მისთვის მ------------–---–- პირადად შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მ------------–---–-ს მიერ დაზარალებულების მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ის იმ დროს იქ უკვე აღარ იყო.
2.6. შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ- გამომძიებელ მოწმე ნი---–---------ის ანალოგიური ჩვენება მისცა და დაამატა, რომ მათი სამმართველოს უფლებამოსილება, როგორც პოლიციის, ვრცელდება გ----------ს რაიონის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის საავტომობილო გზაზე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ისე სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში.
2.7. შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ--------–------- სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ იგი იყო ამ საქმის გამომძიებელი. მან შეადგინა მ------------–---–-ს დაკავების ოქმი შემთხვევის ადგილას. მორიგე იყო გამოიძახეს და მივიდა შემთხვევის ადგილას მ------------–---–- იჯდა ავტომობილში. მისი თანდასწრებით არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მხოლოდ განაცხადა, რომ არ ეკუთვნოდა ბორკილების დადება. დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. დაკავების ღამეს არ გამოუკითხავს, მეორე დღეს საგამოძიებო იზოლატორში გამოკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება. მან როგორც გამომძიებელმა გამოკითხა დაზარალებულები, ამოიღო ზვ-----------–---–ისაგან ნივთმტკიცება, სამსახურეობრივი მაისური და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
2.8. შსს გ----------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა დ------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განაცხადა შემდეგი: იგი არის საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი. ხელმძღვანელობისაგან დაევალა და 2018 წლის 04 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხა დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მ------------–---–-ა მათ გაუწია წინააღმდეგობა, ზვ-----------–---–ს დაახია სამსახურეობრივი მაისური და გ---------–--–--ას ხელი გაარტყა სახეში. განმარტა რომ გ----------ს რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა მთელი გ----------ს რაიონის ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა გასული, იქ იმყოფებოდა გამომძიებელი ბ--------–-----ი, თვითონ მორიგე იყო, მაგრამ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.
გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები და ყველა გარემოება, რაზედაც დაცვა ამახვილებდა ყურადღებას.
მსჯავრდებულმა მ------------–---–-ა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 17 ივლისს ჩამოვიდა ქალაქ მოსკოვიდან დ----–ი, დედის, მ----- ხ-----–---–-ს სანახავად. იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში ვინაიდან სურდა ძველი მეგობრები მოენახულებინა და იქ მყოფმა პოლიციელმა ძალიან უხეშად ჰკითხა, თუ რატომ ააფეთქა გ-----------მაძე, ამაზე გაბრაზდა და მოუხდა ჩხუბი. მეორედ 2018 წლის 03 აგვისტოს თბილისში ყოფნისას, სურდა, რა ტელევიზია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან შეხვედრა, იმყოფებოდა მეგობრის სახლში. შეამჩნია, რომ მისთვის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, არ სურდა მეგობარი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო და გადაწყვიტა სოფელ დ----–ი დაბრუნებულიყო. თბილისის გამოსასვლელში გააჩერა პატრულმა და ამოწმებდა მძღოლის საბუთებს, ამ დროს დაინახა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება მას სურათებს უღებდა, ამაზე გაბრაზდა და პოლიციელს უთხრა, რა უნდოდათ მისგან და ვინ იყო პიროვნება და რატომ უღებდა სურათებს, რაზედაც პოლიციელმა სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა, რომ იგი იგინებოდა და შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შემდეგ გზა გააგრძელეს დუისისაკენ გ----------ს გავლით. მისი დის შვილი ი------------ი არის სპორტსმენი და არავითარ ნარკოტიკს არ იღებს. პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არ დაურტყამს, მხოლოდ ეუბნებოდა, რომ არ წაეყვანათ მისი დის შვილი, რადგან თვითონ დიაბეტითაა დაავადებული და მარტო თუ დარჩებოდა, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, რადგან ხშირად ხდება ცუდად.
მსჯავრდებულმა განმარტა, რომ დაკავების ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ და საერთოდ გამომძიებელი ბ--------–-----ი მან პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა. მსჯავრდებულის განმარტებით მას არაფერი დაუშავებია და გაუგებარია რატომ ემტერება პოლიცია. იგი არის საქართველოს შვილი, უყვარს თავისი სამშობლო და არ აპირებს ისეთი ქმედებების ჩადენას, რაც მის სამშობლოს ზიანს მიაყენებს.
მოწმე ი------------მა განმარტა, რომ არის მსჯავრდებულ მ------------–---–-ს დის შვილი, 2018 წლის 04 აგვისტოს იმყოფებოდა მ------------–---–--ან ერთად. იგი 2018 წლის 04 აგვისტოს თბილისიდან მ------------–---–--ან ერთად ბრუნდებოდა დ----–ი. თბილისის გამოსასვლელში გააჩერა პატრულმა. მოსთხოვეს საბუთები და მანაც მიაწოდა მართვის მოწმობა. მ------------–---–-აც მოსთხოვეს მანქანიდან გადასვლა და მოსთხოვეს საბუთები. ამ დროს ვიღაც კაცი მათ უღებდა ვიდეოს, რაზედაც მ------------–---–- გაბრაზდა და პატრულს ჰკითხა რატომ იღებდა ის კაცი ვიდეოს. უცნობი გაიქცა, ხოლო პატრულმა მ------------–---–- დაადო ბორკილები და ისინი გააჩერეს 3-4 საათი. ბოლოს მათ მისცეს რაღაც ყვითელი ქაღალდი და გაუშვეს. შემდეგ სოფელ მე-–------- გაჩერდნენ. ის იყო ჩასხდნენ ავტომობილში და გამგზავრებას აპირებდნენ, რომ მოვიდა თეთრი შკოდა, ციმციმებით და როდესაც საბუთები მიაწოდა, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. მ------------–---–- სთხოვდა პოლიციელებს რათა ი------------ი არ წაეყვანათ, რადგან მას აქვს დიაბეტი, ხშირად ხდება ცუდად და მისი მარტო ყოფნა არ შეიძლება. მ------------–---–- არავისთვის უგინებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია. თვითონ ი------------ი წაჰყვა პოლიციელებს. იგი ჯერ გ----------ს სამმართველოში მიიყვანეს და შემდეგ გადაიყვანეს თ--–--–ი ნარკოლოგიურ კაბინეტში. მას ანალიზებით ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, როდესაც გ---------–ი პოლიციაში მიიყვანეს მ------------–---–- განყოფილებაში იყო. შემდეგ უთხრეს, რომ იგი დაკავებულია პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016);
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით დადასტურებულად მიიჩნია, მ------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში, მაგალითად პოლიციის მუშაკი და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებებში: ა) პოლიციის მუშაკის ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე ბ) აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას.
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით და სხვა. ხელისუფლების წარმომადგენლის აშკარა უკანონო მოქმედებისათვის იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, მასზე აქტიურ ზემოქმედებაში აშკარად უკანონო მოქმედების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში ძალადობაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. მუქარა უნდა ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი გაუჩნდეს;
მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს შეძლო თუ არა დამნაშავემ პოლიციის მუშაკისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა, ანდა აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება.
სუბიექტურ მხრივ მისი მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან შეაწყვეტინოს მას თავისი საქმიანობა ამ მიმართებით, ან შეაცვლევინოს ეს საქმიანობა. ამდენად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. ქმედების მოტივი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, კერძოდ ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარება, პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანი და სხვა, რაც კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს;
დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაული გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.
მოცემულ შემთხვევაში მ------------–---–- ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, ის ფაქტი რომ 2018 წლის 4 აგვისტოს შსს კ---------ოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ზ------------–---–----------------–--–--ა სამსახურეობრივ მოვალეობას ახორციელებდნენ, ავტომანქანით მოძრაობდნენ გ----------ს რაიონის სოფელ მ--–----ს მიმდებარე ტერიტორიაზე. გადამოწმების მიზნით მივიდნენ ავტომანქანასთან და მძღოლს, ი------------- მოსთხოვეს მართვის მოწმობა და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. ვინაიდან გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას, მოსთხოვეს მას, რომ გაჰყოლოდათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების მიზნით. მძღოლის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანის გამო, აგრესიული გახდა ავტომანქანაში მყოფი მ------------–---–-, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ ი------------ის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და მათთან ფიზიკური დაპირისპირების გზით. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას, მ------------–---–-ა ხელი ჰკრა და წააქცია ზვ-----------–---–ი, გ---------–--–--ას სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურდა დაზარალებულ: ზვ-----------–---–ის, გ---------–--–--ას ჩვენებით, მოწმე ა-–---------------–-ს, ე--------–--–-–---–-ს, ნი---–---------ის, გ---------------–---–ის, ბ--------–-----ის, დ------------–-–---–-- ჩვენებებით; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------------–---–-ს ბრალეულობას აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში;
პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძირითად არის პოლიციელთა ჩვენებები, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებები იმთავითვე მცირე (ისევე როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილება).
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა მ------------–---–-ა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46). ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობის შესახებ, დაცვის მხარის პოზიცია თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში საფუძველს მოკლებულია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული მ------------–---–- უდანაშაულოა და განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას, რადგან არ არის მითითებული ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი, შედეგი, მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. ამავე დროს უთითებს დაცვის მხარე საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია, მხოლოდ მოწმედ დაკითხული პოლიციელების ჩვენებებზე და აქედან გამომდინარე იმის მტკიცება, რომ მ------------–---–-ა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, უტყუარობის თვალსაზრისით შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულები ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად ადასტურებენ მ------------–---–-ს მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზვ-----------–---–ს დახეული აქვს სამსახურეობრივი მაისური, ხოლო გ---------–--–--ამ დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება. მართალია მოწმე ნ-----–------ოვს და გ---------------–---–ს არ დაუნახავთ მ------------–---–-ს მიერ დაზარალებულებისათვის ძალადობის და მუქარის ფაქტი, მაგრამ მათ მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ მოწმე ი------------ის გადაყვანისას მსჯავრდებული იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ხელს უშლიდა მათ ი------------ის გადაყვანაში. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ თვით მ------------–---–-ს და ირმან გ-----ის მიერ, მიუხედავად იმისა რომ ამ უკანასკნელიმა გამოძიებაში განსხვავებული ჩვენება მისცა, სასამართლოში განაცხადეს, რომ მ------------–---–- ი------------ის თანხმობისდა მიუხედავად უკმაყოფილობას გამოთქვამდა ამ უკანასკნელის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას 2018 წლის 04 აგვისტოს გამომძიებელ ბ--------–-----ის მიერ შედგენილი დაკავების ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე მიუთითებს თითქოს და აღნიშნული ოქმი არ შემდგარა შემთხვევის ადგილზე, რადგან ოქმის შედგენას დიდი დრო სჭირდება და ამ ოქმში მითითებულ დროში მისი შედგენა და შსს გ----------ს რაიონულ სამმართველოში დაბრუნება შეუძლებელი იყო. აღნიშნული არის მხოლოდ დაცვის მხარის მოსაზრება და რაიმე მტკიცებულებით ვერ დასტურდება. პალატა ითვალისწინებს თვითონ გამომძიებელ ბ--------–-----ის ჩვენებას, სადაც იგი ადასტურებს, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და დაკავების ოქმიც ადგილზე შეადგინა. იგივეს ადასტურებს მოწმე დ------------–-–---–-. რაც შეეხება მსჯავრდებულის განცხადებას, რომ მას თითქოს გამოუგონეს და აბრალებენ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ასეთი ფაქტი რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა.
რაც შეეხება კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 ოქტომბრის N MIA 41802532297 წერილს, დაცვის მხარე აპელირებს, რომ მიეცეს ობიექტური შეფასება აღნიშნულ წერილს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან იგი კანონის არსებითი დარღვევით იქნა გამოკვლეული. პალატა განმარტავს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა აღნიშნული წერილი და ნათლად დასტურდება, რომ კ---------ოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და დაცვის მხარის მოსაზრება, რომ პოლიციელები მიემგზავრებოდნენ, რა გ----------დან საგარეჯოს მიმართულებით, არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას და არ იყვნენ უფლებამოსილი განეხორციელებინათ საპოლიციო ღონისძიება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო პოლიციურ ღონისძიებაში გულისხმობს მოქალაქის შემოწმებას) არ დადასტურდა.
საქართველოს კანონის ,,პოლიციის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად: ,,საქართველოს პოლიცია (შემდგომ – პოლიცია) არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალ დარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად’’. პოლიცია თავის საქმიანობას ახორციელებს საპოლიციო ღონისძიებებით, როგორიცაა სამართალდარღვევის და დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა. ყველა მოქმედება, რომელსაც პოლიციელი განახორციელებს, მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის პოლიციური ღონისძიება. პოლიციური ღონისძიების სახეს პოლიციელი ირჩევს საჭიროების მიხედვით და მის განხორციელებას ცალკე, სხვა რაიმე დოკუმენტის გამოცემა არ სჭირდება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ამ საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კანონის დაცვით და რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი მათ უფლებამოსილებაში საქმის მასალების და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე არ წარმოშობილა. ასევე პოლიციელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების მიმართ დაცვის მხარის მტკიცება, რომ ისინი არ იყვნენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების მქონე, არ დადასტურდა და დაცვას რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციოო სასამართლოში წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას, კერძოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 19/02/2019წ MIA919004387399 წერილს რომელიც, საქმეზე დასაშვებად იქნა ცნობილი და დაერთო საქმეს, როგორც უდავო სახის მტკიცებულება, პალატა ყურადღებას ამახვილებს წერილის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,2018 წლის 04 აგვისტოს 03:00 საათზე გ----------ს რაიონის სოფელ მ--–----ს მიმდებარედ, თ---–-----------–-----–---------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის ,,6207’’ ეკიპაჟით ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. ასევე 2018 წლის 4 აგვისტოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით საპოლიციო ღონისძიება არ ჩატარებულა’’.
პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 19/02/2019წ MIA919004387399 წერილი) არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაზარალებული პოლიციელები არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რადგანაც იმ დღეს საპოლიციო ღონისძიება კახეთში არ ტარდებოდა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე არ უარყოფს, რომ საპოლიციო რეიდი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული პირები ნამდვილად პოლიციის თანამშრომლები, რომ იყვნენ, ახორციელებდნენ, ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას ეს დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას გაუქმებული იქნეს გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების საფუძვლად უთითებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად: ,,მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში’’.
მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რაც გამორიცხავდა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის აცილებას. კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი წარდგენის სხდომის, ან სხვა საგამოძიებო მოქმედების შესახებ შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლე არ წარმოადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს, რაც საქმის არსებით განხილვაზე მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს გაუქმებული იქნეს გ----------ს რაიონული სასამართლოს საოქმო 05.12.2018წ გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.
პალატა განმარტავს,რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს’’, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია. ამასთან რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმე გამოძიებული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით გამოძიება ნაწარმოებია 353-ე მუხლით და ფიზიკური პირის და არა პოლიციის მუშაკის მიმართ. შესაბამისად საქმის გამოძიება დაიწყო და აწარმოვა უფლებამოსილმა ორგანომ, გამოძიება ჩატარებული იქნა ქვემდებარეობის სრული დაცვით და არაეფექტური გამოძიების ნიშნები არ იკვეთება. ამდენად პალატა თვლის, რომ მ------------–---–-ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეზე საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ------------–---–- სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე;
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი მოსამართლეს ავალდებულებს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნისას დაასაბუთოს ნაკლებდ მკაცრი სასჯელის არაეფექტურობა სასჯელის მიზნის განხორციელების კუთხით.
პალატას სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებებს (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას. დამნაშავის პიროვნების შეფასებისას პალატა ითვალისწინებს რა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს გ----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში და მ------------–---–- დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით უნდა შეეცვალოს ჯარიმით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის სახე ჯარიმა;
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან’’. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მ-------------–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გ----------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ------------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მ------------–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მ------------–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და დაუყონებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გ----------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოქვეყნებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი