განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.07.2019
საქმის ნომერი
110210019002319413
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210019002319413

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-219-2019

01 ივლისი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

აპელანტი: შპს ,,ს------“,წარმომადგენელი: თ---------- ფ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე: ვ-–-------- მ----–----–--ე

წარმომადგენელი: ე----- ტ--–----ე

მესამე პირი: დ----- ხ--------ე

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1.დ----- ხ--------ემ სარჩელით მიმართა ზ----------ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ქონების შპს ,,ს------სათვის" დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლოს მითითების საფუძველზე იგი მიჩნეული იქნა რა არასათანადო მოსარჩელედ, საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაერთო შპს ,,ს------", რომელიც დაეთანხმა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

2.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით: 1----–-–---------------- შპს ,,ს------ს“ დირექტორს დ----- ხ--------ესა და მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ეს ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა გ------------ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ს------ს“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის პირველ სართულზე 56 კვ.მ. კომერციული ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ეს ობიექტი და მის ქვეშ არსებული სარდაფი დარჩა შპს ,,ს------ს“ საკუთრებაში.

ვ-–-------- მ----–----–--ემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირა ნაჩუქარ 56 კვ.მ. ფართთან ერთად, შპს ,,ს------ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ეს ობიექტი და ამ შენობის სარდაფი, რომლებიც მისთვის არ უჩუქებიათ. ამ ქმედებით მან გამოიჩინა დიდი უმადურობა დამსაჩუქრებლის მიმართ, მიაყენა მას მატერიალური ზიანი, ვინაიდან მოსარჩელე ვეღარ ირეგისტრირებს საკუთრებაში მისთვის გადაცემულ მიწის ფართობს, რითაც ხელი ეშლება ინვესტორების მოზიდვაში და ადგება მატერიალური ზიანი. ამ და სხვა გარემობებზე მითითებით მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

3. მესამე პირმა (მოსარჩელის მხარეზე) დ----- ხ--------ემ მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა 1----–-–---------------- ვ-–-------- მ----–----–--ესთან მის მიერ, როგორც შპს ,,ს------ს“ დირექტორის მიერ, დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და შპს ,,ს------სათვის“ უძრავი ქონების დაბრუნება იმ მოტივით, რომ მოპასუხემ შპს ,,ს------ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის და სარდაფის თანასაკუთრებაში დარეგისტრირებით გამოიჩინა დიდი უმადურობა და მოსარჩელეს შპს ,,ს------ს“ მიაყენა მატერიალური ზიანი.

4. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან უძრავი ქონება დაირეგისტრირა კანონით დადგენილი წესით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და ამასთან, ხანდაზმულიც, რადგან ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან გასულია 19 წელი.

5. ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე შპს ,,ს------ს" სარჩელი მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. _ 1996 წელს ზ----------ის ადგილობრივმა გამგეობამ მცირე საწარმო ,,ს------ს“ მუდმივი სარგებლობის უფლებით გადასცა ქ. ზ----------ში გ------------ს ქუჩაზე (ყოფილი მ----------ის ქუჩა) მდინარე ყვირილას გასწვრივ მდებარე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი.

6.2. _ 1997 წელს მცირე საწარმო ,,ს------“ გარდაიქმნა შპს ,,ს------დ“. შპს ,,ს------ს“ ერთ -ერთი დამფუძნებელია დ----- ხ--------ე, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო შპს ,,ს------ს“ დირექტორი და მინიჭებული ჰქონდა საზოგადოების სრული წარმომადგენლობის უფლება.

6.3. _ შპს ,,ს------ს“ დაკვეთით რაიონის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტით აიგო და ტექბიუროში დარეგისტრირდა პროექტით გათვალისწინებული სავაჭრო ობიექტი.

6.4. _ 1999 წლის 2 აგვისტოს შპს ,,ს------ს“ დირექტორმა დ----- ხ--------ემ ჩუქების ხელშეკრულებით საჩუქრად გადასცა ვ-–-------- მ----–----–--ეს გ-------------ს ქუჩა N----ში შპს ,,ს------ს“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტიდან 56 კვ.მ. სავაჭრო ფართი შენობის პირველ სართულზე. შენობის ქვეშ არსებული სარდაფი დარჩა შპს ,,ს------ს“ საკუთრებაში და არ მომხდარა მისი გაჩუქება ვ-–-------- მ----–----–--ეზე.

6.5. _ 1999 წლის 2 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება ვ-–-------- მ----–----–--ის მიერ რეგისტრირებულია ტექაღრიცხვის ბიუროში და ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული ფართი 56 კვ.მ. აღირიცხა ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებაში.

6.6. _ შპს ,,ს------“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 1997 წლიდან, რომლის დირექტორი და 75% წილის მესაკუთრეა ც------ მ----–----–--ე, ხოლო 25% წარმოადგენს დ----- ხ--------ის საკუთრებას.

6.7. _ 2006 წლის 20 აპრილს ჭ----------ს (მ----------ის) ქუჩაზე მდებარე 56 კვ. მეტრი ფართობის შენობა, რომლის სასარგებლო ფართია 112 კვ.მ. (სარდაფი - პირველი სართული) საჯარო რეესტრში აღირიცხა ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებად და მიენიჭა ს/კ 3-----------. თუმცა შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი და შენობის სარდაფი დარჩა შპს ,,ს------ს“ საკუთრებაში და არ მომხდარა მისი გაჩუქება ვ-–-------- მ----–----–--ეზე.

6.8. _ ვ-–-------- მ----–----–--ის 2010 წლის 22 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში ქ. ზ----------ში, ჭ----------ს ქუჩა N--- -ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 3-----------, შენობა ნაგებობა N--დან პირველი სართული საერთო ფართით 56 კვ.მეტრის მესაკუთრედ და არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთის, ფართით 56 კვ.მ. თანამესაკუთრედ დარეგისტრირებულია ვ-–-------- მ----–----–--ე. უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს ს/კ 3-----------.

6.9. _ 1999 წლის 2 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით ვ-–-------- მ----–----–--ეს საკუთრებაში გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ობიექტი, რომელზეც პრეტენზიას არ აცხადებდა მესამე პირი. ნაჩუქარი ქონება აღირიცხა ტექბიუროში ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებად, რის შედეგადაც წარმოეშვა ნაჩუქარი ფართის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ დარეგისტრირების უფლება.

6.10. _ სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არის ხანდაზმული. ჩუქების ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 19 წლის წინ. საბოლოოდ საჯარო რეესტრში ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრება ნაჩუქარ ქონებაზე დარეგისტრირდა 2010 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლების თანახმად, უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, საერთო ხანდაზმულობის ვადა კი შეადგენს 10 წელს.

6.11. _ 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადებაზე საჯარო რეესტრის პასუხით გახდა ცნობილი შპს ,,ს------სათვის“, რომ ნაჩუქრობის ხელშეკრულების გამოყენებით ვ-–-------- მ----–----–--ეს 2006 წელში დაურეგისტრირებია საკუთრებაში 56 კვ.მ. სავაჭრო ფართის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული სარდაფი, რომლებიც მისთვის არ უჩუქებიათ.

6.12. _ შსს ზ----------ის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შპს ,,ს------სთან“ დაკავშირებული დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ამ ეტაპზე რომელიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

7. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ

7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად უთითებს დასაჩუქრებულის მოპასუხე ვ-–-------- მ----–----–--ის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენას იურიდიული პირის - შპს ,,ს------ს“ მიმართ.

7.2. სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაჩუქრებულის შეურაცხყოფა და მის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა შეფასებითი კატეგორიაა და იგი უნდა განისაზღვროს ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.

7.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიული პირს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის მიმართ უმადურობის გამოჩენის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა ასევე არ დასტურდება უმადურობის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7.4. სასამართლოს მითითებით სარჩელის საფუძვლიანობას, დიდი უმადურობის გამოჩენას მოსარჩელე შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით ასაბუთებდა: 1) მოპასუხემ ვ-–-------- მ----–----–--ემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირა ნაჩუქარ 56 კვ.მ. ფართთან ერთად, შპს ,,ს------ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ეს ობიექტი და ამ შენობის სარდაფი, რომლებიც მისთვის არ უჩუქებიათ. 2) აღნიშნული ქმედებით მოსარჩელე შპს ,,ს------ს“ მიაყენა მატერიალური ზიანი, ვინაიდან მოსარჩელე ვეღარ ირეგისტრირებს საკუთრებაში მისთვის გადაცემულ მიწის ფართობს, რითაც ხელი ეშლება ინვესტორების მოზიდვაში და ადგება მატერიალური ზიანი.

7.5. ზემოაღნიშნული ყველა გარემოება ქმნის სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს და დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია, მათი ერთობლივად შეფასება. შესაბამისად, მოსარჩელის დასასაბუთებელია ადგილი აქვს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით მოპასუხის მიერ ნაჩუქარი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებას და რატომ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად. ამასთან, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მის მიერ მითითებული ფაქტები, რაც მას არ განუხორციელებია.

7.6. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ ქონების გაჩუქებით მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს და ოდენობას, რითაც დაადასტურებდა, რომ ამ უძრავი ქონების 56 კვ.მ. ფართის გაჩუქებით მოსარჩელე შპს ,,ს------“ ჩავარდა მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში.

7.7. სასამართლოს მითითებით, კიდევაც რომ არსებობდეს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სარჩელი ხანდაზმულია. მოპასუხე მხარე უთითებდა ხანდაზმულობის ფაქტობრივ გარემოებებზე, სარჩელი ამ მხრივაც არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

7.8. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების განმარტებით, ვ-–-------- მ----–----–--ის მიერ უმადურობის გამოჩენის ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა 2016 წელს, შპს ,,ს------სა“ და დ----- ხ--------ეს შორის მიმდინარე სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში, როდესაც მორიგების მიზნით ვერ შეძლეს შპს ,,ს------ს“ კუთვნილი ქონების დარეგისტრირება საკუთრებაში, რადგან ადგილი ჰქონდა ზედდებას ვ-–-------- მ----–----–--ის და სხვათა მიერ რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან.

7.9. მოსარჩელე მხარის მიერ კი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სარჩელი აღიძრა სასამართლოში არა ერთი წლის განმავლობაში ამ ფაქტის შეტყობიდან, არამედ 2018 წლის 22 თებერვალს. შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული იყო.

7.10. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 524-ე, 529-ე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე შპს ,,ს------ს“ მიერ.

8.1. აპელანტის მითითებით:

სასამართლოს, სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა დაედგინა ვ-–-------- მ----–----–--ის მხრიდან მოხდა თუ არა ჩუქების ხელშეკრულების გამოყენებით, შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი სარდაფის შენობისა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მითვისება, რის შემდეგაც უნდა დაედგინა ვ-–-------- მ----–----–--ის მხრიდან, შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სარდაფის შენობის მითვისებით, გამოვლენილი იქნა თუ არა მისი მხრიდან მჩუქებლისადმი, დიდი უმადურობა. შემდეგ საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, უნდა დაედგინა იყო თუ არა ეს დავა ხანდაზმული.

საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულებით, თუ სასამართლო მათ გამოიყენებდა და ობიექტურად შეაფასებდა, აუცილებლად მივიდოდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიუხედავად ამისა, სასამართლო ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა, საჯარო რეესტრის მხრიდან, გამოცემულ დოკუმენტებში ციფრებისა და ფაქტების გადასწორებას და აცხადებს, რომ აღნიშნულის დადგენას, სპეციალური ცოდნა და დასკვნა სჭირდებოდა. სასამართლოს ავიწყდება, რომ საქმეში არსებობს მის მიერ გამოუყენებელი მტკიცებულებები, კერძოდ: მითითებული ციფრები, გადასწორებულია №--- №----ად. საკადასტრო კოდი 3----------- დრობის გამოყენების ნაცვლად 3----------- მიაწერეს და თუ სასამართლოს ნება იქნებოდა, ყოველივე ამის წაკითხვასა და გამოკვლევას ექსპერტი ნამდვილად არ სჭირდებოდა, რადგან ერთი და იგივე ადგილზე მდგომი შენობა, რომლის პირველი სართული თუ მათ გააჩუქეს ფიზიკურადაც ვერანაირად ვერ გადაადგილდებოდა, სხვა მისამართზე, სხვა საკადასტრო კოდზე. ამის გაკეთება მხოლოდ ქაღალდზე შეიძლებოდა და თუ მარტივად მივუდგებით ყოველივე ამას ფაქტებისა და დოკუმენტების გაყალბება ჰქვია. სასამართლომ ისიც კი არ გაარკვია თუ ეს შენობა ცალკე დგას, სულ სხვა მისამართზე, სხვა საკადასტრო კოდით, მაშინ როგორ გააჩუქებდნენ მას, ან როგორ არის თანასაკუთრება.

სასამართლოს ვ-–-------- მ----–----–--ის შესაგებელი მაინც უნდა გაეთვალისწინებინა, სადაც იგი წერს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და სარდაფის შენობა, გამოისყიდა 2006-2010 წლებში. მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ გაუჩნდა კითხვა და არ გამოარკვია, თუ ვისგან გამოისყიდა მან 2006-2010 წლებში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა. ეს მაშინ, როდესაც საქმეში დევს მტკიცებულების სახით დოკუმენტი, სადაც ცალსახად წერია, რომ შ.პ.ს. „ს------“-ს ეს მიწის ნაკვეთი, სადაც 1997-1999 წლებში სადაო შენობა ააგო, 1996 წლიდან ჰქონდა ზ----------ის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მიერ, ჯერ მუდმივ სარგებლობაში გამოყოფილი. ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზების შესახებ საქართველოს 1998 წლის კანონის შემოღების შემდეგ, 2000 წლის 18 აგვისტოდან 0,5ჰა მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლებით გამოისყიდა სახელმწიფოსგან, რომელიც შ.პ.ს. „ს------“-ს არ გაუყიდია. მას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არასდროს არანაირი ფორმით კორექტირება არ გაუკეთებია და იმავე ფორმით და მასშტაბით, საჯარო რეესტრში მის საკუთრებად არის დარეგისტრირებული.

სასამართლო ამტკიცებს, რომ რადგან ვ-–-------- მ----–----–--ემ, დაირეგისტრირა შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, მათ ვერ მოჰყავთ ინვესტორი და მხოლოდ მისი მოუყვანლობით ადგებათ თურმე ზიანი. ასეთი მოსაზრება, სარჩელში გატარებული არ არის, რადგან მათ ზიანი ადგებათ იმის გამო, რომ დ----- ხ--------ემ, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, გააჩუქა შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი შენობა-ნაგებობანი და ჩუქების ხელშეკრულების გამოყენებით, ვ-------–----–--ემ, მიითვისა სარდაფის შენობა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი.

სხვა მტკიცებულებები რომც არ ყოფილიყო, სასამართლოსთვის საკმარისი უნდა გამხდარიყო, მოპასუხის შესაგებელი, სადაც მოპასუხე მხარე, მისდაუნებურად აღიარებს, რომ მიითვისა ნაჩუქრობის ხელშეკრულების გამოყენებით, შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სარდაფის შენობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩაწერილია გაყალბებული ციფრები, რომ თითქოს ვ-–-------- მ----–----–--ეს, მითითებულ და გამოგონილ მისამართზე, გ-------------ს ქ. №106-ში, საკუთრებაში ერიცხება ორსართულიანი შენობა სარდაფი 56 კვ. მეტრი, პირველი სართული იმდენივე 56კვ. მეტრი, სულ ჯამში 112 კვ. მეტრი.

სასამართლომ, მტკიცებულებების მიუხედავად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, დაადგინა რომ თითქოს ეს შენობა დგას, გ-------------ს ქ. №----ში, დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით 3-----------. ეს მაშინ როცა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ადგილზე მოხდა სადაო ქონების დათვალიერება და მოსამართლემ თავის თვალით ნახა, რომ საჯარო რეესტრში, ვ-------–----–--ის სახელზე დარეგისტრირებული ქონების მონაცემები, არ ემთხვეოდა ფაქტობრივ მდგომარეობას და უკანონოდ იყო დარეგისტრირებული, რადგან აღნიშნული შენობა აგებულია გ-------------ს ქ. №----ში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილზე დათვალიერების დროს, მოსამართლემ სარდაფში ვერ შეაღწია და ვერც ვ-–-------- მ----–----–--ემ ვერ მიუთითა, თუ სად იმყოფებოდა ეს სარდაფი.

სასამართლომ საერთოდ მსჯელობის მიღმა დატოვა ამ დავაში ყველაზე მთავარი გარემოება და მათი მოთხოვნა, მიწის ნაკვეთისა და სარდაფის შენობის დაბრუნების შესახებ. სასამართლო ძირითადად შემოიფარგლა მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების შეფასებით და იმით თიქთოს მოთხოვნა არის ხანდაზმული, თუმცა საერთოდ არაფერს ამბობს უმადურობაზე. საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენებით, მათი საკუთრება, ვ-------–----–--ისათვის დაერეგისტრირებინა, რაზეც სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება, რაც იყო სწორედ ვ-–-------- მ----–----–--ის მხრიდან, უმადურობის გამოხატვის დადასტურებული ფაქტი.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 1997 წელს დარეგისტრირებული შ.პ.ს. „ს------“-ს მეწილე, წილის 75%-ტიანი მფლობელი და დირექტორი გახდა ც------ მ----–----–--ე. ეს მაშინ, როცა ც------ მ----–----–--ე, შ.პ.ს. „ს------“-ს მეწილე და დირექტორი, გახდა მხოლოდ 2001 წლის 4 აპრილიდან 25%-ის წილის მესაკუთრე, ანუ ორი წლის შემდეგ, როცა დ-----------ემ, გააჩუქა შ.პ.ს. „ს------“-ს კუთვნილი შენობების კომერციული ფართები.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლიდან. მათ ქონების მითვისების თაობაზე გაიგეს 11.04.2018წ. განჩინებით, როდესაც ისინი ჩაბმულნი იქნენ სათანადო მოსარჩელედ, რის შედეგადაც 04.06.2018წ. წარადგინეს სარჩელი სასამართლოში.

ფაქტია, რომ მოპასუხემ გამოიჩინა უმადურობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაყალბების გზით, ახალი ელექტრონული ნახაზისა და ჩუქების ხელშეკრულების გამოყენებით, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე დაირეგისტრირა 56 კვ.მ. მიწა და ამავე ფართის სარდაფი. ვ-–-------- მ----–----–--ემ ჩუქების ხელშეკრულება გამოიყენა დამატებით შპს ,,ს------ს“ ფართის მისათვისებლად, რაც არა მარტო დიდი უმადურობაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,ს------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

9.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

9.2. _ დადგენილია, რომ 1999 წლის 2 აგვისტოს შპს ,,ს------ს“ დირექტორმა დ----- ხ--------ემ ჩუქების ხელშეკრულებით ვ-–-------- მ----–----–--ეს აჩუქა გ-------------ს ქუჩა N----ში შპს ,,ს------ს“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ½ ნაწილი - 56 კვ.მ. ფართი. ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ნ--------ის მიერ, რეგისტრაციის ნომერი 1403.

(იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 36-37).

9.3. _ დადგენილია, რომ ქ.ზ----------ი, ჭ----------ს ქ. N----ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N-, 1-ლი სართული, საერთო ფართი 56 კვ.მ., ს/კ 3-----------, წარმოადგენს ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებას.

(იხ. ამონაწერები, ტომი 1, ს/ფ 45-48).

9.4. _ მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ შპს ,,ს------მ“ სადავო ფართის ვლ. მ----–----–--ის რეგისტრაციის საფუძვლები სასარჩელო წესით სადავო გახადა 2016 წელს.

 

10. სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გაუქმდეს 1----–-–---------------- შპს ,,ს------სა“ და ვ-–-------- მ----–----–--ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით მდებარე: ქ. ზ----------ში, გ------------ს ქუჩა N--------ში, ს/კ 3----------- ფართით 56 კვ. მეტრი სავაჭრო ობიექტი, მის ქვეშ არსებული იმავე ოდენობის სარდაფი და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს შპს ,,ს------ს“.

10.2. მოსარჩელის მითითებით, ვ-–-------- მ----–----–--ემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირა ნაჩუქარ 56 კვ.მ. ფართთან ერთად, შპს ,,ს------ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ეს ობიექტი და ამ შენობის სარდაფი, რომლებიც მისთვის არ უჩუქებიათ. ამ ქმედებით მან გამოიჩინა დიდი უმადურობა დამსაჩუქრებლის მიმართ, მიაყენა მას მატერიალური ზიანი, ვინაიდან მოსარჩელე ვეღარ ირეგისტრირებს მისთვის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ფართობს.

10.3. დადგენილია, რომ 1999 წლის 2 აგვისტოს შპს ,,ს------ს“ დირექტორმა დ----- ხ--------ემ ჩუქების ხელშეკრულებით საჩუქრად გადასცა ვ-–-------- მ----–----–--ეს გ-------------ს ქუჩა N----ში შპს ,,ს------ს“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ½ ნაწილი - 56 კვ.მ. ფართი. ამდენად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წარმოიშვა მხარეთა - შპს ,,ს------ს“ და ვ-–-------- მ----–----–--ის თანასაკუთრების უფლება.

10.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ზ----------ი, ჭ----------ს ქ. N----ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N-, 1-ლი სართული, საერთო ფართი 56 კვ.მ., ს/კ 3-----------, აღირიცხა ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებაში. (56 კვ.მ. და არა სარდაფი)

10.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

10.6. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

10.7. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულებითა და საჯაროს რეესტრის ამონაწერით, ირკვევა, რომ ვ-–-------- მ----–----–--ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების ფარგლებში მითითებული მონაცემებით, აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.(მაგ: ის, რომ ნაჩუქარ 56 კვ.მ. ფართთან ერთად დაირეგისტრირა სარდაფიც, რაც ჩუქების ხელშეკრულებაში არ არის მითითებული)

10.8. აპელანტი მიუთითებს, რომ ვ-–-------- მ----–----–--ემ უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით, დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი და მისი ფართის ქვეშ განთავსებული სარდაფი, რაც წარმოადგენს შპს ,,ს------ს“ საკუთრებას, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა ის გარემოება, რომ ვ-–-------- მ----–----–--ის საკუთრებაში ირიცხება სადავო სარდაფი.

10.9. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

10.10. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (სუსგ №ას-62-59-2012, -05.11.2013წ.).

10.11. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა მოიცავს გამჩუქებლის შესაძლებლობას, მის მიერ შეცილებულ იქნეს ხელშეკრულება და მისი შედეგები ისეთი სპეციფიკური საფუძვლებით, როგორიცაა დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ ქმედებაში, მაგალითად, მისი ქონების, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაში, ასევე - სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ჩუქების პირადი ხასიათიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ უმადურობად ჩაითვლება მჩუქებლის მიმართ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მხარეთა შორის სოციალურ-მორალური თვალსაზრისით თუ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, მიუღებელი ან ნაკლებად მოსალოდნელია. დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურებად ითვლება არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ; განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას; კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე _ არჩინოს ან იზრუნოს იმაზე, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს მჩუქებელი _ უარის თქმა და ა. შ.

10.12. მითითებული ნორმის სისტემური ანალიზი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ კანონმდებლობა დასაჩუქრებულს უდგენს ქცევის მაღალ სტანდარტს, რომელთა განუხრელი დაცვის შემთხვევაში მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული იმ უფლებით, რასაც ჩუქების მომწესრიგებელი ნორმები ადგენს. ამ უფლების მქონე პირის მიერ კეთილსინდისიერი ქცევის მოვალეობის დარღვევისას კი ადგენს სანქციებს, როგორიცაა ნაჩუქარი ქონების დაბრუნება. როგორც ნაჩუქრობის შემთხვევიდან ჩანს, საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული (მიბმული) იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან, რომლის საფუძველზედაც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობისას. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა გარკვეულ ვალდებულებს უწესებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს.

10.13. ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძველს. ასეთად კი სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფას და დიდ უმადურობას. ჩუქების გაუქმებით სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ის თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა.

10.14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით ვ-–-------- მ----–----–--ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა შპს ,,ს------ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ეს ობიექტი და ამ შენობის სარდაფი, რომლებიც მისთვის არ უჩუქებიათ, რითაც გამოხატა დიდი უმადურობა იურიდიული პირის - შპს ,,ს------ს“ მიმართ.

10.15. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.

10.16. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიული პირს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის მიმართ უმადურობის გამოჩენით ჩუქების გაუქმების სამართლებრივ შესაძლებლობას. მხარეთა შორის ქონებრივი პრეტენზიები კი არ გამოდგება უმადურობის დასასაბუთებლად, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია გახდეს გაჩუქებული ქონების გამოთხოვის საფუძველი.

10.17. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

10.18. დადგენილია, რომ შპს ,,ს------მ“ სადავო ფართის რეგისტრაციის საფუძვლები სადავო გახადა 2016 წელს. იმავე გარემოებების გამო, რაც წინამდებარე სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა; სახელდობრ: რომ შპს ,,ს------ს ხელი ეშლებოდა თავისი საკუთრების რეგისტრაციაში, რადგან ვლ. მ----–----–--ემ არასწორად დაირეგისტრირა ის ქონება, რომელიც მისთვის არ უჩუქებიათ, სახელდობრ: სარდაფი და სარდაფის ქვეშ განთავსებული მიწის ნაკვეთი. ამდენად სწორედ 2016 წელს გახდა ცნობილი შპს ,,ს------სათვის“ ის გარემოებები, რამაც იგი აიძულა წინამდებარე სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის. ამდენად, 2016 წლიდან მას დაეწყო კანონით დადგენილი ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

10.19. დადგენილია, რომ შპს ,,ს------მ“ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წელს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე თავის შეასგებელშივე, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

10.20. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ს------ს“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოცემული შემთხვევაში, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; ხოლო შპს ,,ს------ს“ უნდა დაეკისროს ვ-–-------- მ----–----–--ის მიერ მოთხოვნილი საადვოკატო მომსახურების ხარჯი, გონივრული ოდენობით - 300 ლარი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ს------ს“ სააპელაციო საჩივარი;

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. დაეკისროს შპს ,,ს------ს“ ვ-–-------- მ----–----–--ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 300 ლარის ოდენობით (500 ლარი აქვს გადახდილი ე----- ტ--–----ისათვის);

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.

8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე