განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
200210013260866
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№200210013260866

საქმე №2ბ/5234-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

I აპელანტი - სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ი---- მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–------- კ--------–---–ი (მოსარჩელე)

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტი - ა-–------- კ--------–---–ი (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ი---- მ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–მა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ----- მ---–---–ის 2013 წლის 30 მაისის N1---- ბრძანება მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და აღადგენილი იქნას სამსახურში სრული უფლებამოსილებით, რომელიც ჰქონდა სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------იში 2013 წლის 30 მაისამდე. მოპასუხე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტს დაეკისროს 2013 წლის 1 ივლისიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება თვეში 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ ი--------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ----- მ---–---–ის 2013 წლის 30 მაისის N1---- ბრძანება მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხე სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ს მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 12600.00 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ოდენობით; მოპასუხე სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ს დაეკისრა სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 358 ლარის გადახდა;

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა-–------- კ--------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი თ--–-------------------–---–--------–-----------–-–---------------------ის რექტორის 2007 წლის 24 სექტემბრის N352 ბრძანებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე, 34–ე, მუხლების, 89–ე მუხლის მე–11 პუნქტის და თესაუ–ს ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მე–3 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები და მათ შორის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის თეორიის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დამტკიცდა ა-–------- კ--------–---–ი.

 

ამავე ბრძანების მიხედვით, აკადამიურ თანამდებობებზე არჩევის ვადად, სრული და ასოცირებული პროფასორებისათვის განისაზღვრა სამი წელი (ტომი პირველი, ს.ფ. 20–22);

 

6. 2014 წლის 24 სექტემბერს დაქირავებულს ა-–------- კ--------–---–სა და დამქირავებელს _ თ--–-------------------–---–--------–-----------–-–---------------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ა-–------- კ--------–---–ი დამქირავებლის მიერ მიღებული იქნა სამუშაოზე ეკონომიკის თეორიის მიმართულებით სრული პროფესორის თანამდებობაზე; ხელშეკრულების მოქმედების პარიოდად განისაზღვრა 2010 წლის 24 სექტემბრიდან _ 2010 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდი (ტომი პირველი, ს.ფ. 23–24);

 

7. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–------- კ--------–---–ი, 2007 წლის 24 სექტემბრიდან _ 2010 წლის 24 სექტემბრამდე, მუშაობდა ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;

 

ასევე, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ _ 2010 წლის 24 სექტემბრიდან, ა-–------- კ--------–---–ი მუშაობდა ამავე სასწავლებელში _ ი-------------–---–--------–----------–-----------–-–---------------------ში 2013 წლის 30 მაისამდე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით (მხარეთა ახსნა–განმარტებები; უნვერსიტეტის რექტორის მოადგილის 2013 წლის 18 ივნისის N540 ცნობა; ტომი პირველი, ს.ფ. 27).

 

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ი-------------–---–--------–----------–-----------–-–---------------------ის რექტორის 2013 წლის 30 მაისის N1---- ბრძანებით, ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეულ სპეციალისტს ა-–------- კ--------–---–ს, 2013 წლის 30 მაისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

 

9. ა(ა)იპ ი-------------–---–--------–----------–-----------–-–---------------------ის რექტორის 2013 წლის 30 მაისის N1---- ბრძანებაში, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია:

 

ა(ა)იპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის წესდების მე-17 მუხლის მეორე პუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის „დ“, „გ“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის 2013 წლის 29 მაისის N7-- წარდგინება, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებითი ბარათი, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნა (ბრძანება, ტომი პირველი. ს.ფ. 25).

 

_ უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის, ქ------- ხ---–--ის, 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 24 სექტემბრის N1----, 2012 წლის 24 ოქტომბრის N1----, 2012 წლის 31 დეკემბრის N1---- და 2013 წლის 5 აპრილის N1---- ბრძანებების საფუძველზე, საქმის წარმოების და საკადრო საკითხთთა სამსახურს დაევალა შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების მომზადება; მომზადდა ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა მხარეებს შორის; მოხსენებითი ბარათის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი არაერთი გაფრთხილებისა, ბიზნესის და სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი ა-–------- კ--------–---–ი არცერთ შესაბამის ხელშეკრულებას ხელს არ აწერს (ტომი პირველი, ს.ფ. 30).

 

ტომი პირველი, ს.ფ. 28–29–ზე წარმოდგენილია სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის – ი. შ---–---–ის, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნ. კ---–---–ის და სკოლის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის ნ. რ-----–---–ის 2013 წლის 29 მაისის (წარდგინების შედგენის თარიღად მისი ავტორები მიუთითებენ 2013 წლის 28 მაისს) N7-- წარდგინებაში მითითებულია, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს N1/348 ბრძანების საფუძველზე, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ვადის გასვლის გამო, სტატუსი შეუჩერდათ სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის სკოლის 12 დოქტორანტს; საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ,,ეკონომიკური თეორიის“ სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია; აღნიშნულ პროგრამაზე დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ პროგრამის ხელმძღვანელი არ იღებს მონაწილეობას იმ კომისიის მუშაობაში, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დასკვნა–შუამდგომლობა სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე; წარდგინებაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის შესახებ დეკანატმა მოხსენებითი ბარათი წარადგინა 2013 წლის 27 თებერვალს, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა. ამასთან, მითითებულია, რომ 2013 წლის 7 მარტის N1/131 ბრძანებით აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული დოქტორანტების პირად საქმეებში არსებულ ხელშეკრულებებზე დღემდე არ არის თემის ხელმძღვანელის ხელის მოწერა.

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შ--–-- ჭ------ას 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 28 მაისს აღნიშნულ სამსახურში შევიდა N7-- წარდგინება; ხარისხის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია წარდგინებაში აღწერილი პრობლემების აღმოფხვრა ნებისმიერი მეთოდით, რათა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე აღდგეს სრულფასოვანი სასწავლო პროცესი; მოხსენებითი ბარათის ავტორი სასწავლებლის რექტორს მიმართავს წარდგინებაში ასახული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების თხოვნით (ტომი პირველი, ს.ფ. 31).

 

უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ლ---- ბ----–---–ის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნაში მითითებულია, რომ იურიდიული სამსახურის უფროსს მოსამზადებლად დაეწერა უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის ქ------- ხ---–--ის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შ--–-- ჭ------ას 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებით ბარათი; დასკვნის ავტორი მიუთითებს, რომ როგორც მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი ა-–------- კ--------–---–ი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც ფერხდება სასწავლო პროცესი, ასევე მან არ შეასრულა რექტორის N1----, N1----, N1---- და N1---- ბრძანებები, რომლებიც ითვალისწინებდა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; დასკვნაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, სადაც დაწვრილებითაა გაწერილი მათი უფლებამოსილებები, ხოლო ა-–------- კ--------–---–ი ყოველთვის თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; იგი არ ემორჩილება უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს და ამით ზიანს აყენებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დასკვნის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს ა-–------- კ--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ასახული პოზიციით, საქმის ზეპირი განხილვისას მისი განმარტებებით დგინდება, რომ დასაქმებულის _ ა-–------- კ--------–---–ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად სასწავლებლის ადმინისტაციამ მიუთითა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა;

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–------- კ--------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ა(ა)იპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის მიერ ბრძანების გამოცემის დროისთვის _ 2013 წლის 30 მაისისათვის მოქმედი რედაქციით, საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ–ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

 

11. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას; დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ამ საკითხის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის სრულყოფილად კვლევის შედეგად.

 

მოპასუხე, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერების დასასაბუთებლად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაზე, რაც თავისთავად ადასტურებდა იმას რომ იგი არ ემორჩილებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთან, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის 2013 წლის 29 მაისის №7-- წარდგინება ადასტურებდა, რომ მოსარჩელე, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თავის ვალდებულებას ჯეროვნად არ ასრულებდა, რითაც ზიანი მიადგათ სტუდენტებს.

 

აღნიშნული პოზიცია ასახა მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო შესაგებელში და მიუთითა, რომ აპელანტის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათები, დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი.

 

13. სააპელაციო სასამართლო აღიშნავს, რომ ა-–------- კ--------–---–ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 30 მაისის №1---- ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მიუთითებს და საქმის გარმოებებიდანაც ირკვევა, რომ ა-–------- კ--------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო ორი ძირითადი საფუძვლით, კერძოდ: 1. დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებების ხელმოწერაზე უარი; 2. დასაქმებულის, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებას შეუსრულებლობა.

 

14. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ა-–------- კ--------–---–სა და სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის შორის დადებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, `თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება”. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებითაც საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინების მიხედვით, უტყუარად უნდა დადგინდეს „ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა“.

 

15. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა რა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით(იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინება), ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით, მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ასევე ამავე მუხლის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს შეუძლია დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–------- კ--------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ გააუქმა ის პროგრამა რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა-–------- კ--------–---–ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის წინაპირობები არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, თუ რაღა თქმა უნდა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, უკანონოდ გათავისუფლებული, თავის უფლებრივ რესტიტუციად განიხილავს. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ გათავისუფლებული დაზუსტებით ვერ მიუთითებს და შესაბამისად, ვერ დაადასტურებს, თუ რა ტოლფასი და, ამავდროულად, ვაკანტური თანამდებობები აქვს დამსაქმებელს, რომლებიც დასაქმებულის ინტერესის სფეროში შეიძლება შედიოდეს. ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გააუქმა ის პროგრამა რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული.

 

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–------- კ--------–---–ი უკანონოდ გათავისუფლდა. თუმცა ა-–------- კ--------–---–ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია - კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გააუქმა ის პროგრამა რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული.

 

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე შემდეგი ოდენობის კომპენსაციის დაკისრება, კერძოდ, ა-–------- კ--------–---–ის სასარგებლოდ - 12 600 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

17. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩნება, 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებებს და 2018 წლის 28 მაისის განჩინებას (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. VI, ს.ფ. 221-241). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2017წ. 6.12.2017წ. 28.05.2018წ. საოქმო განჩინებები (იხ. სხდომის ოქმები CD დისკზე).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 21.02.2017წ. 6.12.2017წ. 28.05.2018წ საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინებება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების, ა-–------- კ--------–---–ისა და სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ა-–------- კ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელი დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე