განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001854191
საქმე #1ბ/1586-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის და გ------- სვანიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: დ----- კ-------ის, ზ------ კ-------–--ის
ადვოკატების: ა---------– ტ--------ას, ი-----–- ბ---ას, გ-- დ-----ას, ზ------- თ---–--–---–-ს, ვ-–- ს-------–---–ის, ი----- ნ-------–---–ის, ბ------ ძ---–--ის
მსჯავრდებულების: ბ--- ღ----–--ის, გ------- გ-----ს, გ------- ლ--------ს, ი----
შ--–--–---–ის, გ------- ქ-----ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------- გ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------– ტ--------ას, მსჯავრდებულ გ------- ქ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ნ-------–---–ის, მსჯავრდებულ გ------- ლ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- დ-----ას, მსჯავრდებულ ი---- შ--–--–---–ის, მსჯავრდებულ ბ--- ღ----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------- თ---–--–---–-ს, ასევე საქართველოს თ-----–-----------------–---------------------–---- ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის დ----- კ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ--- ა-–-------ს ძე ღ----–--ის, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1----–-–-------------, რეგისტრირებული: გ------------------------–-------––ი და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-–--–---–----------–-----------–---–-) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
გ------- ბ--------ს ძე გ-----ს, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1----–-–-----------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
გ------- ბ------ ძე ლ--------ს, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი ,#----------- დაბადებული 1----–-–---------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–---–----------------------–ი) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ი---- თ------- ძე შ--–--–---–ის, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, რეგისტრირებული: ქ----------–-----------------–--–---------------------------- ში და ფაქტობრივად მცხოვრები: გო----------------------–----------––ი) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
გ------- თ----------ის ძე ქ-----ს, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი #0------------------------–-------–-–------------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების დადგენილების მიხედვით: ბ--- ღ----–--ეს, გ------- გ-----ს, გ------- ლ-------ეს, ი---- შ--–--–---–ს და გ------- ქ-----ს ბრალად ედებათ - პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის აგვისტოში, დ-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლებაზე მყოფმა ს----------–-----–-------------–------–-------------–------------------ის, მ-----------------------------–---ნის სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა და გ------- გ-----მ, ჯგუფურად, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, ამავე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე - შ----- ლ-----ე შებოჭეს და წებოვანი ლენტის „სკოჩის“ გამოყენებით შეუკრეს ხელები.
მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საჯაროდ დასამცირებლად, მას წებოვანი ლენტით დამატებით პირი აუკრეს, შემდეგ ხის გირჩი წებოვანი ლენტით ჯერ თავზე დააკრეს, ხოლო შემდეგ გირჩი ასევე წებოვანი ლენტით მიაკრეს პირის ღრუსთან.
პარალელურად არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში მყოფ შ----- ლ-----ეს ბ--- ღ----–--ემ რამდენჯერმე ჰკრა ხელი და მიწაზე წააქცია.
დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები შ----- ლ-----ეს მობილური ტელეფონით უღებდნენ ფოტოსურათებს და დასცინოდნენ, შემდგომ კი ახდენდნენ ფაქტის ამსახველი ფოტომასალის სხვა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ჩვენებას და გავრცელებას.
2016 წლის სექტემბერში, სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, გ------- ქ-----მ და გ------- ლ-------ემ, დ-----------ში მდებარე პირველი ქ---------------ის საცხოვრებელ ყ--------ში, ჯგუფურად, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, თანამოსამსახურე შ----- ლ-----ეს შეუკრეს ხელ-ფეხი და შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი იძულებით შეაგდეს ერთ-ერთი საწოლის ქვეშ. შემდეგ მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, მისი ღირსებისა და პატივის საჯაროდ შელახვის მიზნით, ხსენებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შ----- ლ-----ე დააკავეს და რომ არ დაეყვირა პირზე ააფარეს ხელი, პარალელურად გ------- ლ-------ემ მას მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, რაც მცირე ხანში წაშალა და შუბლზე დააწერა დამამცირებელი სიტყვები მამაკაცის სასქესო ორგანოს დასახელებით.
აღნიშნული ქმედება ბ--- ღ----–--ის მიერ გადაღებული იქნა მობილური ტელეფონით და შ----- ლ-----ის სახელის დისკრედიტაციის, მისი დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სისტემატურად ხორციელდებოდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის შემდგომი საჯარო დემონსტრირება და გავრცელება სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რაც შ----- ლ-----ეს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა. გამოძიების მიერ ბრალდებულთა ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
ბ--- ღ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ბ--- ღ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ--- ღ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გ------- გ-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- გ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გ------- ლ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ი---- შ--–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ი---- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გ------- ქ-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- ქ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1/1292-17 განაჩენში არსებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
გ------- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თ-----–-----------------–---------------------–---- ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა დ----- კ-------ემ, ასევე მსჯავრდებულ გ------- გ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------– ტ--------ამ, მსჯავრდებულ გ------- ქ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- ნ-------–---–მა, მსჯავრდებულ გ------- ლ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-- დ-----ამ, მსჯავრდებულმა ი---- შ--–--–---–მა და მსჯავრდებულ ბ--- ღ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა;
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულების ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–ის, გ------- გ------ს, გ------- ლ--------ს და გ------- ქ-----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისი სასჯელის განსაზღვრით, საჩივარში მითითებულია, რომ საქმეში არსებობს საკმაო მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებს ჯგუფურად პირის დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, აღნიშნულის საპირისპიროდ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული მტკიცებულება რომლებიც გამოკვლეული იქნა საქმის სასამართლო განხილვისას;
მსჯავრდებულ გ------- გ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------– ტ--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გ------- გ-----ს მიმართ გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულმა გ------- გ-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, გ------- გ----- არ არის არანაირ კავშირში მომხდარ ქმედებასთან, შემთხვევის დღეს იგი ამაგრებდა საველე კარვებს, წარმოდგენილი ფოტოებიდან ერთერთში აღბეჭდილია დაზარალებულისგან 3-4 მეტრის მოშორებით, რაც არ ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ასევე აპელანტის პოზიციით დაზარალებულის ჩვენება არასანდო და გადაუმოწმებელია.
მსჯავრდებულ გ------- ქ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ნ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გ------- ქ-----ს მიმართ გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულმა გ------- ქ-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, დაზარალებულის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ჩანაწერის გავრცელებას და მის საფუძველზე დაზარალებულის დაცინვას და აბუჩად აგდებას. აპელანტის პოზიციით ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული ფოტო/ვიდეო ჩანაწერი გამოკვლეულია საპროცესო ნორმების დარღვევით, ასევე არ არის წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები მათი ავთენტურობის თაობაზე.
მსჯავრდებულ გ------- ლ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- დ-----ას, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გ------- ლ--------ს მიმართ გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; აპელანტის პოზიციით საქმეში არ არის წარმოდგენილი ფოტო/ვიდეო ჩანაწერზე ექსპერტის დასკვნები, ამ ფონზე სასამართლოს არაკანონიერად აქვს გაზიარებული მოცემული ინფორმაცია, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ჩანაწერის გავრცელებას და მის საფუძველზე დაზარალებულის დაცინვას და აბუჩად აგდებას; აპელანტის პოზიციით სასამართლოს არასრულად აქვს შეფასებული მოწმეთა ჩვენებები; ასევე არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის ფსიქოლოგიურ/ფსიქიატრიული ექსპერტიზა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულმა გ------- ლ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
მსჯავრდებულ ი---- შ--–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ შ----- ლ-----ის ჩვენებას, ტელეფონში არსებული მონაცემები კი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუშვებელ მტკიცებულებად იცნო, აღნიშნულის გათვალისწინებით საქმეში დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ი---- შ--–--–---–მა ჩაიდინა ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული.
მსჯავრდებულ ბ--- ღ----–--ის და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის ბ--- ღ----–--ის მიმართ გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულმა ბ--- ღ----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ბ--- ღ----–--ის მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულება; განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და სასამართლო განჩინებით დაუშვებელ მტკიცებულებად აღიარებულ ტელეფონში დაფიქსირებულ კადრებს, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.
პალატის სხდომაზე საქართველოს თ-----–-----------------–---------------------–---- ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა დ----- კ-------ემ და ზ------ კ-------–--ემ მხარი დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა გ------- გ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------– ტ--------ამ, მსჯავრდებულ გ------- ქ-----მ და ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ნ-------–---–მა, მსჯავრდებულ გ------- ლ-------ემ და ინტერესების დამცველი ადვოკატებმა გ-- დ-----ამ და ბ------ ძ---–--ემ, მსჯავრდებულ ი---- შ--–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–- ს-------–---–მა, მსჯავრდებულ ბ--- ღ----–--ემ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------- თ---–--–---–მა, მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ბ--- ღ----–--ის, გ------- გ-----ს, გ------- ლ--------ს, ი---- შ--–--–---–ის და გ------- ქ-----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად, დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება;
საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის ინკრიმინირებული ქმედება ეხება ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რომელსაც თან ახლავს დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება, დანაშაულის სუბიექტი და ობიექტი არის სამხედრო მოსამსახურე (აღნიშნული მუხლით დადგენილია ნორმის სპეციალური შემადგენლობა - სპეციალური სუბიექტის, ანუ სამხედრო მოსამსახურის მიერ, სხვა სამხედრო მოსამსახურის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება), მოცემული მუხლის ფორმალური შემადგენლობა შესაბამისობაში მოდის განსახილველი შემთხვევასთან; პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია და დაზარალებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობის სიმძიმის გათვალისწინებით ბ--- ღ----–--ის, გ------- გ-----ს, გ------- ლ--------ს, ი---- შ--–--–---–ის და გ------- ქ-----ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს:
„ს------------------------------–------------------------------------------------–----------------------------------------------–---–---ხებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტით შ----- ლ-----ე დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
ს----------–-----–-------------–------–------------–---------------------------–-----------–-------------–----------ი ქ---------------ის მ---------------------------------–-------------------ს 2016 წლის 16 დეკემბრის #-------------- ცნობის თანახმად, 2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობდნენ მითითებულ თანამდებობებზე:
- ს----------–-------–-------------–--------–---------------–------------------------------–-----------–----------------ი ქ---------------ის მ-----------------------------–----------------–-- მხარდაჭერის ა-----–-----------------------–---–------–----–---–-–--–-------------–--------------–---------–---------ითი ბ--- ა-–-------ს ძე ღ----–--ე;
- ს----------–-------–-------------–--------–---------------–------------------------------–-----------–----------------ი ქ---------------ის მ-----------------------------–-----------------------------------–----------------------------–----–----------------–---------------------------–---------ითი გ------- თ----------ის ძე ქ-----;
- ს----------–-------–-------------–--------–---------------–------------------------------–-----------–----------------ი ქ---------------ის მ-----------------------------–----------------–-- მ--------------------–------------------–----–---------------------------–--------–------------–ი ი---- თ------- ძე შ--–--–---–ი;
- სა---------–---------–-------------–-----------–-----------------–--------------------------------–-----------–--------------------------ის მ-----------------------------–----------------–-- მხ-------------------–------------------–----–-------------------------–------------------–------------ი გ------- ბ------ ძე ლ-------ე;
- ს----------–-------–-------------–--------–---------------–------------------------------–-----------–----------------ი ქ---------------ის მ-----------------------------–----------------–-- მ--------------------–------------------–----–----------------------------------–----–---–----ი გ------- ბ--------ს ძე გ-----.
„ს------------------------------–------------------------------------------------–----------------------------------------------–---–---ხებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტით და სა---------–-----–-------------–------–-----------–--------------------------–-----------–-------------–----------ი ქ---------------ის მ-----------------------------–-----------------ს 2016 წლის 16 დეკემბრის #-------------- ცნობის ურთიერთ ანალიზის მიხედვით, შ----- ლ-----ე და ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–ი, გ------- გ-----, გ------- ქ----- და გ------- ლ-------ე წარმოადგენდნენ ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს.
საქმის მასალების შესწავლით დგინდება:
2016 წლის აგვისტოში, დ-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლებაზე მყოფმა ს----------–-----–-------------–------–-------------–------------------ის, მ-----------------------------–---ნის სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა და გ------- გ-----მ, ჯგუფურად, დაარღვიეს ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა ამავე ბ-----–-------------------ტო სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. მათ შებოჭეს და წებოვანი ლენტის გამოყენებით შეუკრეს ხელები დაზარალებულს. მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საჯაროდ დასამცირებლად, მას წებოვანი ლენტით დამატებით პირი აუკრეს, შემდეგ ხის გირჩი წებოვანი ლენტით ჯერ თავზე დააკრეს, ხოლო შემდეგ გირჩი ასევე წებოვანი ლენტით მიაკრეს პირის ღრუსთან. პარალელურად შ----- ლ-----ეს ბ--- ღ----–--ემ რამდენჯერმე ჰკრა ხელი და მიწაზე წააქცია.
სამხედრო მოსამსახურეები შ----- ლ-----ეს მობილური ტელეფონით უღებდნენ ფოტოსურათებს და დასცინოდნენ, შემდგომ კი ფაქტის ამსახველ ფოტომასალას სხვა სამხედრო მოსამსახურეებს აჩვენებდნენ და ავრცელებდნენ მათ შორის.
2016 წლის სექტემბერში, სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, გ------- ქ-----მ და გ------- ლ-------ემ დ-----------ში მდებარე პირველი ქ---------------ის საცხოვრებელ ყ--------ში, ჯგუფურად, დაარღვიეს ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა ამავე ბ-----–-------------------ტო სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. მათ თანამოსამსახურე შ----- ლ-----ეს შეუკრეს ხელ- ფეხი და შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი იძულებით შეაგდეს ერთ-ერთი საწოლის ქვეშ. შემდეგ მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, მისი ღირსებისა და პატივის საჯაროდ შელახვის მიზნით, ხსენებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შ----- ლ-----ე დააკავეს და რომ არ დაეყვირა პირზე ააფარეს ხელი, პარალელურად გ------- ლ-------ემ მას მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, რაც მცირე ხანში წაშალა და შუბლზე დააწერა დამამცირებელი სიტყვები მამაკაცის სასქესო ორგანოს დასახელებით.
აღნიშნული ქმედება ბ--- ღ----–--ის მიერ გადაღებული იქნა მობილური ტელეფონით და შ----- ლ-----ის სახელის დისკრედიტაციის, მისი დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სისტემატურად ხორციელდებოდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის შემდგომი საჯარო დემონსტრირება და გავრცელება სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რაც შ----- ლ-----ეს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა.
2016 წლის 16 ნოემბერს, ს---------------–-–---------------------------------------------------------–ოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობდა ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. 2016 წლის 21 დეკემბერს პროკურორის მიერ მიღებული იქნა დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით. ს---------------–-–----------------------------------ის ა------ ბ----ს ჩვენებით დადგინდა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პირველი მსუბუქი ქ---------------ის, მ-----------------------------–-----------------–------------------------–------------------–----–------------ო მოსამსახურეების მიერ ამავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით გათვალისწინებულია: პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. აღნიშნულ ქმედებას შედეგად უნდა მოჰყვეს ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა. ძლიერი ფიზიკური ტკივილის ნიშნულის დადგენა და მისი ხარისხის გაზომვა ერთგვარად შეუძლებელია, თუმცაღა აღნიშნული ტკივილის კატეგორია განეკუთვნება იმ სიმძიმეს, როდესაც შესაბამისი სამედიცინო ან მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე შეუძლებელია მისი გაყუჩება. ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევად უნდა ჩაითვალოს ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის მოშლას, მსხვერპლი ხანგრძლივ პერიოდში კარგავს სულიერ სიმშვიდეს და მისი ეს მდგომარეობა იწვევს სულიერ განცდას - წვალებას. რაც შეეხება მორალურ ტანჯვას იგი არაა დაკავშირებული ფიზიოლოგიურად ადამიანის ნერვულ სისტემასთან, მაგრამ ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეითებას და არასრულფასოვნების ისეთ კომპლექსს, როცა პირი განიცდის სოციუმისაგან გაუცხოებას. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულთა ქმედება აშკარად იყო შ----- ლ-----ის პატივისა და ღირსების დამამცირებელი, რამაც მსხვერპლში გააჩინა დაუცველობის და უსამართლობის განცდა.
სახელმწიფო ბრალდების პოზიციასთან დაკავშირებით, რომ არაადამიანური მოპყრობის დამახასიათებელი თვისებებზე მსჯელობისას მხედველობაში მისაღებია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლების, კერძოდ სქესი, ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დონე, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს არაადამიანურ მოპყრობად, ზოგიერთის კი არა. პალატა მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ დაზარალებული და მსჯავრდებულები არიან იდენტური სოციალური ფენის, ერთვოდა იმავე ასაკობრივი კატეგორიის, ობიექტურად თანაბარი ფიზიკური შესაძლებლობის პირები, ამასთან სისხლის სამართლის საქმეში ბრალად შერაცხულ ეპიზოდებთან მიმართებაში დადგენილია, რომ დაზარალებულს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ამასთან არ დასჭირვებია რაიმე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები, პალატას მიაჩნია რომ არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება მოცემულ სიტუაციაში გამოირიცხება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამხედრო სამსახურის ინსტიტუციონალურ თავისებურებებზე, აღნიშნული სამსახური სამხედრო მოსამსახურეთაგან მოითხოვს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა განუხრელ შესრულებას. სამხედრო მოსამსახურეები იღებენ სამხედრო ფიცს, რაც მათ სამხედრო წესების მოთხოვნათა, მეთაურთა და უფროსთა ბრძანებების განუხრელ დაცვას მოითხოვს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სამხედრო მოსამსახურის უფლებაში ჩარევა უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური ნორმით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის თავში, ვინაიდან სახეზეა სპეციალური სუბიექტის - სპეციალური ობიექტის სამხედრო მოსამსახურის უფლებაში ჩარევა. პალატა აღნიშნულ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას ყურადღებას მიექცეს დაზარალებულის პატივის და ღირსების დამცირების ბუნებას, კერძოდ დაზარალებულ შ----- ლ-----ის ჩვენებით დადგინდა, 2016 წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დ--------------–----–ი, რომელშიც თავადაც ირიცხებოდა, იმყოფებოდა საველე სწავლებაზე დ-------------ში. აღნიშნული სწავლების მიმდინარეობისას სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელი მოპყრობის მრავალჯერად ფაქტებს. მას დასცინოდნენ, ძალადობდნენ, ჭინჭრითაც სუსხავდნენ. ამ ყველაფერს ხსნიდნენ ხუმრობით, თუმცა დაზარალებული აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რომ არ მოსწონდა მსგავსი დამოკიდებულება. სწავლების ერთ-ერთ დღეს, სამხედრო მოსამსახურეები თამაშობდნენ კარტს. ოცეულის სამხედრო მოსამსახურემ ი---- შ--–--–---–მა იგი რამდენჯერმე გააგზავნა სიგარეტის და წყლის მისატანად. შემდეგ დაავალა დაახლოებით 6 მეტრში ხესთან მდგარი ბოთლის მიტანა, რაზედაც შ----- ლ-----ემ განუცხადა უარი. ამით განაწყენებული ი---- შ--–--–---–ი წამოხტა და გაიწია მისკენ საცემრად, დაზარალებული გაიქცა. ი---- შ--–--–---–ის დასახმარებლად ამ უკანასკნელთან ერთად შ----- ლ-----ეს გაეკიდნენ ამავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები - გ------- გ-----, ბ--- ღ----–--ე. მათ დაზარალებული დაიჭირეს დაახლოებით 20-25 მეტრის სირბილის შემდეგ. ხსენებულმა პირებმა შ----- ლ-----ე წააქციეს მიწაზე. ი---- შ--–--–---–მა ამოატრიალა პირქვე, გ------- გ-----ს და ბ--- ღ----–--ის დახმარებით შეუკრა ხელები წებოვანი ლენტით. მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, წებოვანი ლენტით პირი აუკრეს, შემდეგ კვლავ წებოვანი ლენტით დამცირების და დაცინვის მიზნით გირჩი თავზე დაუმაგრეს, ბოლოს კი გირჩი პირთან მიაკრეს და სხვა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე დასცინოდნენ. დაცინვა არ იკმარეს, ძალის გამოყენებით გაათრიეს მოსაწევი ადგილისაკენ და მიაყუდეს იქვე მდგარ ხეზე, რის შემდეგაც ბ--- ღ----–--ემ სამჯერ ჰკრა ხელი და წააქცია. წაქცეულს აყენებდა და ისევ აქცევდა. მეოთხეჯერ წაქცევის დროს შ----- ლ-----ეს ცხვირში შეერჭო პირთან მიმაგრებული გირჩის ნაწილი და წამოუვიდა სისხლი. პარალელურად მას სამხედრო მოსამსახურეები უღებდნენ სურათებსა და ვიდეოს და ხალისობდნენ მისი უმწეო მდგომარეობით. ხსენებული ფაქტის ამსახველ ფოტოსურათებს ავრცელებდნენ სამხედრო ნაწილში, რის გამოც შ----- ლ-----ე ხდებოდა დაცინვის ობიექტი.
დაზარალებულ შ----- ლ-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, იმყოფებოდა დ-----------ში საცხოვრებელ ყ--------ში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე და ბ--- ღ----–--ე, სხვა სამხედრო მოსამსახურეები წასული იყვნენ დათხოვნაში. ყ--------ში შ----- ლ-----ე გ------- ქ-----ს გაეხუმრა უწმაწური სიტყვებით, რაზედაც გაბრაზებული გ------- ქ----- გამოეკიდა. ყ--------ს შესასვლელთან ბ--- ღ----–--ემ დაიჭირა შ----- ლ-----ე და გ------- ქ-----სთან ერთად გაათრია ყ--------ს ბოლოს, სადაც უკან შეუკრეს ხელები და შეაცურეს საწოლის ქვეშ, ამავე დროს ბ--- ღ----–--ემ და გ------- ლ-------ემ დაუშინეს წიხლები, რამდენიმე წუთში გამოათრიეს და ბ--- ღ----–--ემ დაიწყო ამ პროცესის მობილური ტელეფონით გადაღება. ამის შემდეგ, გ------- ლ-------ემ, ისე რომ ბ--- ღ----–--ეს გადაღება არ შეუწყვეტია, დაზარალებულს მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, შემდეგ მამაკაცის სასქესო ორგანო შუბლიდან წაუშალა და შუბლზე დააწერა მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ძალადობრივ პროცესში დაზარალებულს ხელი ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, მას იჭერდნენ გ------- ქ----- და ბ--- ღ----–--ე, რითიც უმარტივებდნენ განზრახვის სისრულეში მოყვანას გ------- ლ-------ეს. აღნიშნული პროცესი გაგრძელდა რამდენიმე წუთს, რომლის დასრულების შემდგომ ხსენებული ვიდეოჩანაწერი აჩვენეს თავად შ----- ლ-----ეს და დასცინოდნენ. მოგვიანებით კი ეს ჩანაწერი გაავრცელეს იმავე სამხედრო დანაყოფში, სადაც შ----- ლ-----ე მსახურობდა.
დაზარალებულის ჩვენებით, ძალმომრეობითი და დამამცირებელი აქტის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, აქვს სუსტი კაპილარები, როდესაც გირჩი შეერჭო ცხვირიდან წასკდა სისხლი, ასევე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დაზარალებულის ჩვენებით პატივის და ღირსების დამცირების ფაქტი, გადაღებული იქნა სამხედრო მოსამსახურეების ბ--- ღ----–--ის და გ------- გ-----ს მობილური ტელეფონებით. სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასების და რეალური სურათის აღდგენის მიზნით მოხდა ბ--- ღ----–--ის ტელეფონში არსებული ფოტოსურათების (I---------------------------------------) დათვალიერება. ფოტოსურათები ნათლად ადასტურებს შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირების ფაქტს. ფოტოებზე აშკარად ჩანს, სავალე პირობებში, კომუფლირებულ სამოსში ჩაცმული სამხედრო მოსამსახურეები ი---- შ--–--–---–ი, ბ--- ღ----–--ე, გ------- გ-----, დაზარალებული შ----- ლ-----ე და სხვა სამხედრო მოსამსახურეები. შ----- ლ-----ეს წებოვანი ლენტით პირი აქვს აკრული და თავზე ამავე ლენტით დამაგრებული აქვს გირჩი, წებოვანი ლენტი მჭიდროდ რამდენჯერმე შემოკრული აქვს სახეზე. ი---- შ--–--–---–ს ხელში უჭირავს ის წებოვანი ლენტი, რითაც მოხდა გირჩის თავზე დამაგრება და პირის აკვრა, გარდა ამისა, მას ბ--- ღ----–--ესთან ერთად შებოჭილი ჰყავს დაზარალებული, ფოტოებში ასევე ჩანს გ------- გ-----. ყველა ეს პირი ერთობა შ----- ლ-----ის მდგომარეობით და იცინიან. გამოკვლეულ ფოტოებზე აშკარად ჩანს დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა და შეწუხებული გამომეტყველება.
პალატა დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას, მიუთითებს, - 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში დაზარალებულ შ----- ლ-----ის მიმართ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალმომრეობით აქტებს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის პატივისა და ღირსების დამცირება, პირდაპირი განზრახვით, ჯგუფურად. სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, საჯაროდ დაემცირებინათ მსხვერპლი, მეტყველებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა შ----- ლ-----ის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი აქტი ერთ შემთხვევაში ფოტო სურათებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერზე ასახეს და ახდენდნენ მათ გავრცელებას სამხედრო სამსახურში. დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გავრცელების ფაქტი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული ფოტო და ვიდეო მასალა განთავსებული იყო ტელეფონის იმ ფაილში, სადაც ინახება არა თავად ამ ტელეფონით გადაღებულ, არამედ სხვა ტექნიკური საშუალებიდან გადმოწერილი ინფორმაციის ფაილში. გარდა ფოტოსურათისა, ბ--- ღ----–--ის ტელეფონში არსებული ნომერ M------- ვიდეო ჩანაწერი, თარიღით 2016 წლის 26 სექტემბერი, დრო 20:44, ჩანაწერს დაზარალებულის ჩვენებით იღებდა ტელეფონით ბ--- ღ----–--ე, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ვიდეო მოთავსებული იყო ბ--- ღ----–--ის ტელეფონის იმ ფაილში, სადაც უშუალოდ ხსენებული აპარატით ხდება ფოტო თუ ვიდეოს გადაღება და იგი არ არის გადმოწერილი ფაილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის თანდასწრებით, გამოკვლეული იქნა ბ--- ღ----–--ის ტელეფონში არსებული M------- ვიდეო ჩანაწერი. მითითებული ფაილი თარიღდება 2016 წლის 26 სექტემბრით და მითითებულია დრო 20:44, ჩანაწერი არის 52 წამის ხანგრძლივობის. ვიდეო ჩანაწერში ასახულია სამხედრო კომუფლირებულ სამოსში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურე - შ----- ლ-----ე, რომელიც იატაკზე ზურგით არის წაქცეული და ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულს სამხედრო მოსამსახურე ახატავს მამაკაცის სასქესო ორგანოს, შემდეგ აღნიშნულ ნახატს მალევე შლის და კვლავ მარკერის მეშვეობით ისევ შუბლზე აწერს შეურაცხმყოფელ და უხამს წარწერას - მამაკაცის სასქესო ორგანოს. პირი, რომელიც დაზარალებულის შუბლზე ახდენს უხამსი და შეურაცხმყოფელი ნახატის და წარწერის დაფიქსირებას, შ----- ლ-----ის განმარტებით არის სამხედრო მოსამსახურე გ------- ლ-------ე. ჩანაწერში ნათლად ჩანს, დამამცირებელი პროცესის მიმდინარეობისას შ----- ლ-----ე მოუწოდებს სამხედრო მოსამსახურეებს, შეწყვიტონ აღნიშნული ქმედება, თუმცა მის თხოვნას არ ითვალისწინებენ. შ----- ლ-----ის განმარტებით იგი შებოჭილი ჰყავს გ------- ქ-----ს, პერიოდულად ბ--- ღ----–--ესაც, რომელიც ამავე დროს საკუთარი ტელეფონით იღებდა აღნიშნულ დამამცირებელ კადრებს. დაცვის მხარის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მითითებაა დაზარალებული ჩვენების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათზე, პალატის აზრით მოცემული ფოტო/ვიდეო ჩანაწერის არსებობა, დაზარალებულის ჩვენების გადამოწმების საშუალებას იძლევა და მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არის გამოკვეთილი, რაც ასევე თავის მხრივ შესაბამისობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებთან, ასევე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების კრებსითი ამონაწერების თანახმად აშკარად იკვეთება, რომ შ----- ლ-----ის მიმართ განსახილველ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. (ერთერთ საუბარშიც ბ--- ღ----–--ე ეკონტაქტება სამხედრო მოსამსახურეს გ-----------ს. გ-----------ს კითხვაზე ბ. ღ----–--ის ტელეფონში იყო თუ არა სურათები, სადაც შ. ლ-----ე გასკოჩილია, ბ. ღ----–--ე პასუხობს დადებითად და ამატებს, ვიდეო სადაც უხამსი სიტყვა დააწერეს მის ტელეფონში იყო. მეორე სატელეფონო საუბარი განხორციელდა გ------- გ-----სა და სხვა სამხედრო მოსამსახურეს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი გ. გ-----ს ეუბნება, რომ არ იყვნენ მართლები ლ-----ის მიმართ და მას ასე არ უნდა მოქცეოდნენ).
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მოსამართლის მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული ბ--- ღ----–--ის მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი ორი ფოტოსურათი და ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, რადგან დარღვეული იყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესის შესახებ, თუმცა უშუალოდ მობილური ტელეფონი სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად სცნო, ისევე როგორც ხსენებული ტელეფონის 2016 წლის 16 ნოემბრის დათვალიერების ოქმი, შესაბამისად მასში დატანილი ინფორმაციით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და შეფასდა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არ უნდა მოხდეს ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეო ჩანაწერის გაზიარება, რადგან შესაფასებლად არ არის წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები პალატის მიერ გაზიარებული არ იქნება, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან ჩანს მასში ასახული ვითარება იდენტიფიცირებულია სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრის გამო, რომელიც მხარეთა მონაწილეობით, მათ შორის დაზარალებულის შ----- ლ-----ის მონაწილეობით დათვალიერდა, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სწორედ ეს ჩანაწერი გავრცელდა სამხედრო მოსამსახურეებში.
პალატა აღნიშნავს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში მითითებულია დაზარალებულის ურთიერთსაწინაღმდეგო ჩვენების არსებობაზე, პალტამ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად შეაფასა დაზარალებულის ჩვენება, არ იკვეთება მისი ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მსჯავრდებულებმა ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა და გ------- გ-----მ, გ------- ქ-----მ და გ------- ლ-------ემ, ჯგუფურად, დაარღვიეს ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, ფოტო/ვიდეო ჩანაწერები დამაჯერებლად ასახავენ 2016 წლის აგვისტოში და სექტემბერში დ-------------ში და ვ------ში მომხდარ პატივის და ღირსების დამცირების ფაქტებს. დაზარალებულმა შ----- ლ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ახსნა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასათანადო მოპყრობის დროს, იგი უდაოდ იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ სიტუაციაში, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთჯერად არასასურველ, დამამცირებელ მოპყრობას, შექმნილი ვითარებიდან პალატას ფოტო/ვიდეო მასალაში დაზარალებულის მომღიმარი სახის არსებობა (რაზეც აპელირებს დაცვის მხარე) არ მიაჩნია განსახილველი დანაშაულის შემთხვევაში არსებული გარემოებების დადასტურების ან უარყოფის საფუძვლად, სწორედ შექმნილი ვითარების შინაარსის გააზრებით, ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეაფასებს ადამიანის ქცევის ფორმებს და მიმიკებს, იმავე ფორმით, როგორც ბუნებრივ სიტუაციაში შეაფასებდა მას. ასევე სააპელაციო პალატისთვის, დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ შიდა კანონმდებლობით ფაქტის უტყუარად დადგენის ასპექტში სავალდებულოდ არ არის მიჩნეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას იმ ასეულის მეთაურმა, რომელშიც მსახურობდნენ ბრალდებულები და დაზარალებული, მოწმე - შ--–-- კ------–---–მა ამოიცნო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ასახული პირები დაზარალებული შ----- ლ-----ე, ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–ი და გ------- გ-----, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი ასეულის სამხედრო მოსამსახურეები. მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი მოპყრობის შესახებ მას, რომ შეეტყო იგი აუცილებლად გაატარებდა სათანადო ღონისძიებას და არ დატოვებდა ამ საკითხს რეაგირების გარეშე. ვინაიდან მოპყრობა, რაც ასახულია ფოტოსურათზე არ არის მისაღები პირადად მისთვის და არც სამხედრო სამსახურში მოსამსახურეთა შორის ურთიერთობისას. დაზარალებული როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად აცხადებდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებში მონაწილეობდნენ ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, გ------- გ-----, ი---- შ--–--–---–ი, გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე. შ----- ლ-----ემ, 2016 წლის სექტემბერის ეპიზოდთან მიმართებაში, არაერთგზის მიუთითა, რომ გ------- ქ----- ხელებით იჭერდა, როდესაც შებოჭეს, შეაგდეს საწოლის ქვეშ და შემდეგ შუბლზე დაახატეს და დააწერეს მამაკაცის სასქესო ორგანო. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დანაშაულის ფაქტამდე მეგობრობდა გ------- ქ-----სთან, ეს უკანასკნელი დანაშაულის არცერთ ეპიზოდში არ დახმარებია, პირიქით, 2016 წლის სექტემბრის ეპიზოდში, ბ--- ღ----–--ეს და გ------- ლ-------ეს ეხმარებოდა და ხელებს უკავებდა შ----- ლ-----ეს, ამავე დროს დასცინოდა, როგორც სექტემბრის ასევე აგვისტოს ეპიზოდში. ამონარიდი დაზარალებულის ზეპირი ჩვენებიდან ,,...ხუთივე ბრალდებული მაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემი დამცირების მიზნით...“. აქვე, სასამართლო გვერდს არ უვლის დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი აცხადებს, რომ 2016 წლის სექტემბრის ეპიზოდში, ყ--------ში გ------- ქ-----ს მიმართა უხამსი სიტყვით, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს, რომ უხამსი სიტყვით მიმართვის საპირწონე ვერ გახდება გ------- ქ-----ს მხრიდან მსხვერპლისთვის ხელის გაკავება და შებოჭვა. დაზარალებულის ჩვენებით, გ------- ქ-----მ არ მისცა გათავისუფლების საშუალება, რა დროსაც გ------- ლ-------ემ შუბლზე დაახატა და დააწერა მამაკაცის სასქესო ორგანო, ხოლო ბ--- ღ----–--ემ გადაიღო ვიდეო, რომელიც შემდგომ სამხედრო ნაწილში გაავრცელა, და სხვა პირებთან ერთად მსხვერპლს საჯაროდ გ------- ქ-----ც დასცინოდა.
პალატის მიერ გაზიარებული არ იქნა დაცვის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რომ ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–ი, გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე და გ------- გ----- დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას მოქმედებდნენ ჯგუფურად, ისინი ახორციელებდნენ ერთსა და იმავე უმართლობას; კერძოდ, წინასწარგანზრახულად დაარღვიეს ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი და ძალმომრეობითი აქტის განხორციელების გზით დაამცირეს შ----- ლ-----ის პატივი და ღირსება. ამასთან ბ--- ღ----–--ე 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, განზრახვა დაერღვია ურთიერთ დაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა შ----- ლ-----ის პატივისა და ღირსების დამცირება, სისრულეში იქნა მოყვანილი. საქმეში არსებულ ერთობლივი მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ხსენებული მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისათვის.
რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდე მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე მნიშვნელოვანია უტყუარად დადგინდეს კონკრეტული დანაშაულისათვის პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების ეჭვის გამომრიცხავად არსებობა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ქმნიდა საკმარის საფუძველს ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–ის, გ------- ქ-----ს, გ------- ლ--------ს და გ------- გ-----ს დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლებიც ემყარება სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებებს. რაც შეეხება მსჯავრდებულების ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–ის, გ------- ქ-----ს, გ------- ლ--------ს და გ------- გ-----ს დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ხალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები მათ მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–ის, გ------- ქ-----ს, გ------- ლ--------ს და გ------- გ-----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-----–-----------------–---------------------–---- ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დ----- კ-------ის სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
ბ--- ღ----–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატის ზ------- თ---–--–---–-ს, .გ------- გ-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატის ა---------– ტ--------ას, გ------- ლ--------ს ინტერესების დამცველ ადვოკატის გ-- დ-----ას, გ------- ქ-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატის ი----- ნ-------–---–ის და მსჯავრდებულ ი---- შ--–--–---–ს სააპელაციო საჩივრები, არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–ის, გ------- ქ-----ს, გ------- ლ--------ს და გ------- გ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
ბ--- ღ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ბ--- ღ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ--- ღ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით ბ--- ღ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---- თ---–--–---–-ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (ს-------------------ი 7------------- მდებარე მც------------------------–--–--------ი) დადებული ყადაღა.
გ------- გ-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- გ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით გ------- გ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ--------------ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (ს-------------------ი 4----------- მდებარე ქ--------------------–------------- (ყო----–------)) დადებული ყადაღა.
გ------- ლ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით გ------- ლ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ----------------–---ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (ს-------------------ი 0------------------------ მდებარე თ---–-----------------–---–------------) დადებული ყადაღა.
ი---- შ--–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ი---- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით ი---- შ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გ------- ქ-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------- ქ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით გ------- ქ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულება:
წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელი ნივთიერი მტკიცებულება ელექტრონული დისკები - დაუბრუნდეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს.
წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს დანაშაულის საგნის ბ--- ღ----–--ის ,,ს-----“ ფირმის მობილური ტელეფონის საპროცესო კონფისკაცია, ხოლო ლ-–- მ-------–---–-ს კუთვნილი ,,ა--------“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი