განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014576127
N2ბ/5483-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლე--- გვარამია, დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტები/მოწინააღმდეგე მხარები - ირ---–- ფი-–-----ი (მოპასუხე), შპს ,,ფი-–-----ს სა--–ი’’
მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი (მოსარჩელე) - ათ--–-–ა ქუ---–------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - დირექტორობიდან გათავისუფლება, პარტნიორობიდან გარიცხვა
1. აპელანტების, ირ---–- ფი-–-----ია და შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1.1. აპელანტ ა---ლღა ქუ---–------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, ათ--–-–ა ქუ---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ირ---–- ფი-–-----ი გათავისუფლდა შპს "ფი-–-----ს სა--–ის" დირექტორის თანამდებობიდან. ათ--–-–ა ქუ---–------ის სარჩელი საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ პარტნიორებს წარმოადგენენ ირ---–- ფი-–-----ი 40 %-იანი წილის მმართველი, ლე--- მი---- - 10%-იანი წილის მმართველი და ა---ლა ქუ---–------ი 50%-იანი წილის მმართველი. საზოგადოების ხელმღძვანელობაზე/წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილი პირს წარმოადგენს დირექტორი ირ---–- ფი-–-----ი;
2.2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ 2014 წლის 20 ივნისის პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ირ---–- ფი-–-----ის წარმომადგენელმა და 10%-იანი წილის მფლობელმა ლე--- მი----მ.
კრების ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, დირექტორის გათავისუფლების საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა მათ შორის არსებულ კონფლიქტს და დივიდენდის გაუცემლობას, ბოლო ორი წლის განმავლობაში;
2.3. 2015 წლის 16 მარტის შპს "ფი-–-----ს სა--–ის" პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა ცალკეული კომპანიების თანამშრომლებისთვის არსებული დავალიანების და საზოგადოების სასარგებლოდ სესხის უზრუნველსაყოფად, ირ---–- ფი-–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკისგან განთავისუფლების საკითხი.
დირექტორს დაევალა კომპანიის ფინანური მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა. ამავე კრების შინაარსის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა იმავე მისამართზე განთავსებული შპს "ფი-–-----ს სა--–ის", შპს ,,ზ.ი. კო---------–--ის"’ და შპს "ფი-–-----ს სა-------სთვის" კომუნალური გადასახადების განაწილება;
2.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს ირ---–- ფი-–-----ის და ლე--- მინაძის მიერ ჩამოყალიბდა შპს ,,ფი-–-----ს სა-------”, რომლის 80% წილის მფლობელს და დირექტორს წარმოადგენს ირ---–- ფი-–-----ი, ხოლო 20%-ის ლე--- მი----. ასევე 2014 წლის 22 მაისს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ზ.ი. კო---------–--", რომლის დამფუძნებელს და 50%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ირ---–- ფი-–-----ი. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ კომპანიების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ერთიდაიგივე და მდებარეობს შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ ფაქტობრივ მისამართზე, საზოგადოების დირექტორთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე;
2.5. შპს კომპანია ,,პრაიმ აუდიტის’’ მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს მიერ შესრულებული დასკვნის თანახმად, რომელიც ეყრდნობოდა შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ მიერ განხორციელებულ ფინანსურ დოკუმენტაციას (მიმოხილვის პერიოდისთვის წარდგენილი იყო პირველადი საბუთები (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, ქონების გადასახადის დეკლარაციები, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, საბუღალტრო პროგრამა ორისის ასლი, საზოგადების მიერ დადებული ხელშეკრულებები), შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ჩამოწერილია 2012 წელს 1 967 ლარი, 2013 წელს 9 291 ლარი, ხოლო 2014 წელს 38 184 ლარი. შპს-ს მიეცა რეკომენდაცია, წარადგინოს ანგარიშვალდებული, პირების მიერ განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მოცემული განაცემების შესაბამისი პერიოდების მიხედვით განაცემები განიხილოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად და დააზუსტოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ან ნაშთის თანხა აღიაროს შემოსავლად და დააზუსტოს შესაბამისი პერიოდის მოგების დეკლარაცია;
2.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2015 წლის 19 ოქტომბრის აქტით, გასალდოებით საგადასახადო ვალდებულების შესახებ მონაცემად 19.10.2015 წლის მდგომარეობით მითითებულია 16 476.14 ლარი. ინვენტარიზაციისას აღურიცხავ შედეგში აღნიშნულია 14 433.57 ლარი, ხოლო დანაკლისი 81 847.6 ლარი;
2.7. რევიზიის აქტითა და მასზე დართული მასალების მიხედვით, ათ--–-–ა ქუ---–------ზე 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე ხელფასის სახით დარიცხული აქვს 62 408 ლარი, საიდანაც საბანკო ანგარიშზე და ფირმის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ნაჩვენებია 35 780 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხაზე დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული;
2.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის და მხარეთა ახსნა-განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 12 მარტს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყო შპს ,,ა--- მო-------ი’’, რომლის 70%-იანი წილის მესაკუთრე იყო მოსარჩელე და წარმოადგენდა შპს "ფი-–-----ს სა--–ის" კონკურენტ საწარმოს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
მითითებული მუხლი ადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის ზოგად სტანდარტს. ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი სამოქალაქო ურთიერთობათა ამოსავალი წერტილია და სამოქალაქო კანონმდებლობა მასზე პირდაპირ თუ არ მიუთითებს, გამომდინარეობს უმეტეს ნორმათა შინაარსიდან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სამოქალაქო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები პირდაპირ ადგენენ კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულებას და განსაზღვრავენ ამ მოვალეობის დარღვევის სანქციებს.
2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ დირექტორებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი) დირექტორთა ვალდებულებები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და ერთგულების, გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა. სამეწარმეო კანონმდებლობა დირექტორს აკისრებს საზოგადოების საქმიანობის კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულებას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მა--- ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბა---ლია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლის დანაწესი განსაზღვრავს დირექტორის ქცევისა და პასუხისმგებლობის წესს. დირექტორს საზოგადოების წინაშე აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები („ფიდუციური მოვალეობები“), რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად გულისხმობს „ზრუნვის მოვალეობასაც“, საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულებას.
სასამართლოს განმარტებით, დირექტორის კეთილსინდისიერება მოიცავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ქცევის ვალდებულებასაც, რაც გულისხმობს არამხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელებას, არამედ გულმოდგინებასაც. ბუნებრივია, აღნიშნული ქმედება მოიცავს მენეჯერული საქმიანობის სწორად განხორციელებასაც, იმოქმედოს გონივრული მოქმედების სტანდარტის შესაბამისად, მაგალითად, ვალდებულნი არიან დროულად გადაიხადონ გადასახადები, აწაარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება, დროულად მოახდინოს მესამე პირებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
2.11. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ირ---–- ფი-–-----ი როგორც საწარმოს დირექტორი თავისი საქმიანობით არ ასრულებდა იმ განსაკუთრებულ მოვალეობებს, რომელიც პირდაპირ დაკავშრებული იყო შპს-ს ჯეროვან მართვასთან. ის რომ ბუღალტრულ აღრიცხვას საზოგადოება არასწორად აწარმოებდა დასტურდებოდა მტკიცებულებათა შეფასების ერთობლიობაში, კერძოდ, აუდიტორული შეფასების დასკვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით და მოწმეთა ჩვენებებით, რომლის კონტროლის და განხორციელების ვალდებულება საზოგადოების დირექტორს ეკისრებოდა.
2.12. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). იგივე დათქმას შეიცავს შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ წესდების 4.6 მუხლი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის” დირექტორმა დააფუძნა ორი კომპანია და წარმოადგენდა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს. კომპანიები ეწევიან იდენტურ საქმიანობას და მდებარეობენ ერთი და იგივე მისამართზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის” დირექტორისთვის, მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში დირექტორის სახით საქმიანობაზე თანხმობა უნდა გაეცა პარტნიორთა საერთო კრებას. პარტნიორთა კრება კი, გადაწყვეტილებას მიიღებდა კანონით და წესდებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პარტნიორების ხმათა სათანადო ოდენობით. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (2002 წლისათვის მოქმედი რედაქცია) 47-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის” 3.6 მუხლის თანახმად, მსგავსი თანხმობის მისაცემად სავალდებულო იყო პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ შპს „ფი-–-----ს სა--–ს“ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებაზე სხვა კომპანიაში პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ პარტნიორები კონკლუდენტურად დაეთანხმნენ სხვა საზოგადოებაში დირექტორის მიერ იგივე საქმიანობის განხორციელებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე დირექტორის მიერ განთავსდა მსგავსი ტიპის საზოგადოება, რომელიც ეწეოდა იმავე საქმიანობას. აღნიშნული დასტურდებოდა იმით, რომ 2015 წლის 16 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა შპს "ფი-–-----ს სა--–ის", შპს ,,ზ.ი. კო---------–--ის’’ და შპს "ფი-–-----ს სა-------სთვის" კომუნალური გადასახადების გადახდას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემებაზეც, რომ 2014 წლის 20 ივნისის პარტნიორთა კრებაზე რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა დირექტორის განთავისუფლება მისი გათავისუფლების საფუძვლად განიხილებოდა მოსარჩელესთან კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში დივიდენდის მიუღებლობით.
შესაბამისად ცალკე აღებული მითითებული გარემოება დირექტორის გათავისუფლების საფუძვლად არ გამოდგებოდა. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე ირ---–- ფი-–-----ი შპს-ს მართვისას სრულყოფილად არ ასრულებდა იმ განსაკუთრებულ მოვალეობებს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო შპს-ს კეთილსინდისიერად მართვასთან და მენეჯერის ფუნქციის განხორციელებასთან, აღნიშნული პირდაპირ არ წარმოადგენდა საფუძველს მისი შპს-ს პარტნიორობიდან გარიცხვისა, რადგან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო პარტნიორის მხრიდან საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთმნიშნელოვნად დაადგინა, რომ პარტნიორის გარიცხვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების საქმიანობის გაგრძელება გასარიცხ პარტნიორთან ერთად შეუძლებელია. თუმცა მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ისიც, რომ პარტნიორებს შეეძლოთ ურთიერთობა ეწარმოებინათ წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა, რამდენდაც პარტნიორის გარიცხვა პირდაპირ იყო დაკავშირებული მისი წილის დაკარგვასთან, (საკუთრების უფლების ჩამორთმევა) და დანარჩენი პარტნიორების მიერ მისი წილის მოპოვებასთან, სახეზე უნდა ყოფილიყო მკაცრად განსაზღვრული წინაპირობები, რაც განსახილველი სარჩელის ფარგლებში წარმოდგენილი არ იქნა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ირ---–- ფი-–-----ის და შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტები ნაწილობრივ არ ეთნხმებიან სასამართლოს მსჯელობას, რომ შპს ,,ზ.ი. კო---------–--’’-ის და შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ერთიდაიგივე და მდებარეობს შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ ფაქტობრივ მისამართზე.
აპელანტის განმარტებით, შპს ,,ზ.ი. კო---------–--’’-ის იურიდიული მისამართი არის სხვა. აპელანტები მიუთითებენ, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა-------’’ და შპს ,,ზ.ი. კო---------–--ი’’ დაფუძნდა წინამდებარე საქმის სასამართლოში შეტანიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც, ა---ლღა ქუ---–------ის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ირ---–- ფი-–-----ს აუკრძალა შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ პროდუქციით ვაჭრობა და ამის საფუძველზე, აპელანტი, რომელიც არის 6 შვილის მამა, დატოვა შემოსავლის გარეშე, რის გამოც შეიქმნა საშიშროება, რომ მაღაზიის იჯარის გადაუხდელობის გამო, ირ---–- ფი-–-----ი ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას.
შპს ,,ფი-–-----ს სა-------’’ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ მსგავსად, ფილტრების საცალო ვაჭრობას არ აწარმოებდა. შპს ,,ფი-–-----ს სა-------’’ ახდენდა პროდუქციის საბითუმო შესყიდვას, ხოლო, შემდეგ კი ეს პროდუქცია ფი-–-----ს სა--–ის ბალანსზე გადაჰქონდა და ასე ხდებოდა პროდუქციის საცალო რეალიზაცია. რაც შეეხება შპს ,,ზ.ი. კო---------–--ს’’, ეს კომპანია ჯერ კიდევ მხარეების ერთად ყოფნის პერიოდში, შპს ,,ფი-–-----ს სა--–ს’’ აწვდიდა პროდუქციას და შპს ,,ფი-–-----ს სა--–ი’’-ს მიერ ფუნქციონირების შეწყვეტის შემდგომ დაიწყო კომერციული საქმიანობა, შპს ,,ფი-–-----ს სა--–ი’’-ს ფაქტობრივ მისამართზე.
3.2. აპელანტები არასწორად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ შპს კომპანია ,,პრაიმ აუდიტის’’ მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს მიერ შესრულებული დასკვნის თანახმად, შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ საგადასახადო ვალდებულების ყველა კომპონენტში ჰქონდა ფინანსური დარღვევა. აღნიშნულ დასკვნას აპელანტები სადაოდ ხდიდნენ, როგორც მიკერძოებულ და დაუსაბუთებელს, რაც დადასტურდა კიდევაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნით, რომელსაც რაიმე დარღვევები არ დაუფიქსირებია.
3.3. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ზოგად მითითებებზე, რომ ირ---–- ფი-–-----ი, როგორც საწარმოს დირექტორი, ჯეროვნად არ ასრულებდა თავისი მოვალეობებს. სასამართლომ ვერ მიუთითა, კონკრეტულად თუ რა განსაკუთრებული მოვალეობები არ შეასრულა ირ---–- ფი-–-----მა.
3.4. არასწორია სასამართლოს არგუმენტი, როდესაც, აპელირებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე და უთითებს, რომ ირ---–- ფი-–-----მა დაარღვია კანონი (ინტერესთა კონფლიქტი), როდესაც ორი კომპანია დააფუძნა და ეს კომპანიები ეწევიან იდენტურ საქმიანობას და მდებარეობენ ერთსა და იმავე მისამართზე.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მუხლის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ ასეთის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი და მას არ მოუთხოვია ამ საქმიანობის შეწყვეტა.
ათ--–-–ა ქუ---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ირ---–- ფი-–-----ის პარტნიორობიდან გარიცხვას მოსარჩელე მოითხოვდა არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე. რეალურად ირ---–- ფი-–-----მა როგორც პარტნიორმა ყველაფერი გააკეთა, რომ კომპანია ფინანსურად წამგებიანი გამხდარიყო. მისი მოქმედებები მიმართული იყო შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის" ვალაუვალად ქცევისკენ, ხოლო მისი კუთვნილი კომპანიები: შპს "ზ.ი კო---------–--ი" და შპს "ფი-–-----ს სა-------" მომგებიანად ქცევისკენ.
3.6. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ირ---–- ფი-–-----ს შპს "ფი-–-----ს სა--–ის" აქტივები (სარეალიზაციო პროდუქცია) ე.წ. საბითუმო ფასში გადაჰქონდა შპს "ზ.ი კო---------–--ის" ბალანსზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით.
3.7. აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ირ---–- ფი-–-----ის მიერ ჩამოყალიბებული იქნა შპს "ზ.ი კო---------–--ი" იმავე მისამართზე, სადაც კომპანია "ფი-–-----ს სა--–ი" მდებარეობდა, თუმცა, სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის შემდგომ ირ---–- ფი-–-----მა შეაჩერა შპს "ფი-–-----ს სა--–ის" ფუნქციონირება და ამ მისამართზე ფუნქციონირებდა მხოლოდ შპს "ზ.ი კო---------–--ი" და შპს "ფი-–-----ს სა-------", მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ზიანს აყენებდა შპს "ფი-–-----ს სა--–ს".
3.8. სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ აღნიშნა და არ მიიჩნია დადგენილად, რომ ირ---–- ფი-–-----ი შპს "ფი-–-----ს სა--–ის" მართვისას ახორციელებდა დოკუმენტების გაყალბებას, მათ შორის პარტნიორთა ხელმოწერების გაყალბებას, მოქმედებდა პერსონალურად თავისი ინტერესების სასარგებლოდ, რითაც ზიანი ადგებოდა კომპანიას.
3.9. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული იმ ნაწილში, თუ რატომ მიიჩნია, სასამართლომ, რომ ირ---–- ფი-–-----ი საზოგადოებას ზიანს აყენებდა მხოლოდ როგორც დირექტორი და არანაირი ზიანი არ მიუყენებია, როგორც პარტნიორს, მაშინ როდესაც როგორც პარტნიორი ეწინააღმდეგებოდა ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. როგორც პარტნიორი იღებდა ყველა სარგებელს კომპანიისაგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ზიანს აყენებდა საზოგადოებას. საბოლოოდ მივიდა იქამდეც, რომ პარტნიორს უარს ეუბნებოდა პარტნიორთა კრების მოწვევაზეც.
3.10. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის - 8.3. მუხლი და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 2.1-2.8 პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. როგორც სარჩელიდან ირკვევა, ა---ლღა ქუ---–------ი მოითხოვს ირ---–- ფი-–-----ის, როგორც შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ დირექორობის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ამავდროულად მისი საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვას.
4.3. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ მითითებული მოთხოვნების კვლევისას, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მოპასუხის, როგორც პარტნიორისა და მოპასუხის, როგორც დირექტორის მოვალეობები და პასუხისმგებლობა კომპანიის წინაშე.
4.4. დადგენილია, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ პარტნიორებს წარმოადგენენ ირ---–- ფი-–-----ი - 40 %-იანი წილის მმართველი, ლე--- მი---- - 10%-იანი წილის მმართველი და ა---ლა ქუ---–------ი - 50%-იანი წილის მმართველი. საზოგადოების ხელმღძვანელობაზე/წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილ პირს, დირექტორს, წარმოადგენს ამავე საზოგადოების 40%-იანი წილის მფლობელი ირ---–- ფი-–-----ი. აღნნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით (ტომი 1; ს/ფ 24-25);
4.5. დადგენილია, რომ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ 2014 წლის 20 ივნისის პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა 40%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ირ---–- ფი-–-----ის წარმომადგენელმა და 10%-იანი წილის მფლობელმა ლე--- მი----მ.
4.6. სარჩელი აღძრული საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ საწარმოს 40%-იანი წილის მფლობელისა და იმავდროულად დირექტორის (მოპასუხის) წინააღმდეგ.
4.7. იმ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საწარმოს დირექტორის გათავისუფლებას უკავშირდება, სააპელაციო პალატა უწინარესად მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებები, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა... „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 7 1 პუნქტი აზუსტებს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას და შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე კანონის მითითება არ განაპირობებს მასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად მიჩნევას, არამედ, იგი ე.წ სასამსახურო ხელშეკრულებაა, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლბში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს... საწარმოს დირექტორთან დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსში უნდა იქნას მოძიებული... მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ა--–ოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბა---ლია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამეწარმეო იურიდიულ პირს შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ Nას- 319-302-2017, 28.07.2017წ; შდრ. Nას-18-884-20116, 10.07.2017წ; #ას-225-214-2017, 16.06.2017წ.).
4.8. განსახილველი დავის პროცესუალური მოწინააღმდეგეები, როგორც უკვე აღინიშნა საწარმოს 40%-50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები არიან, ხოლო მათგან მოპასუხე იმავდროულად საწარმოს დირექტორიცაა. როგორც აღინიშნა, დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების ნებისმიერ დროს შეწყვეტის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტაზე იმის გამო, რომ დანარჩენმა პარტნიორებმა, 10-40%-იანი წილის მფლობელებმა არ დაუჭირეს მხარი ამ საკითხს.
4.9. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება უკავშირდება დირექტორის მიერ კომპანიის საუკეთესო ინტერესებს უგულებელყოფას, ასევე იმ გარემოებას, რომ დირექტორი არ ზრუნავდა საწარმოზე ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, მის მიერ განხორციელებული ქმედებები არახელსაყრელი და ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს შესაფასებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით.
4.10. პალატა მიუთითებს სპეციალური კანონის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას. ხოლო დირექტორი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება სპეციალური კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
4.11. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად. კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მა--- ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან (შდრ. სუსგ Nას-23-23-2016, 09.03.2016 წ.).
4.12. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მა--- მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნეს მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (სუსგ № Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას, მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ კომპანიამ განიცადა ზიანი, დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. შესაბამისად, მანვე უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი.
4.14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ ირ---–- ფი-–-----ი, როგორც საწარმოს დირექტორი, თავისი საქმიანობით არ ასრულებდა იმ განსაკუთრებულ მოვალეობებს, რომელიც პირდაპირ დაკავშრებული იყო შპს-ს ჯეროვან მართვასთან. ბუღალტრულ აღრიცხვას საზოგადოება არასწორად აწარმოებდა, რაც დადასტურებულია აუდიტორული შეფასების დასკვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით და მოწმეთა ჩვენებებით, რომლის კონტროლის და განხორციელების ვალდებულება საზოგადოების დირექტორს ეკისრებოდა, კერძოდ:
- შპს კომპანია ,,პრაიმ აუდიტის’’ მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს მიერ შესრულებული დასკვნის თანახმად, რომელიც ეყრდნობა შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ მიერ განხორციელებულ ფინანსურ დოკუმენტაციას (მიმოხილვის პერიოდისთვის წარდგენილი იყო პირველადი საბუთები, ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, ქონების გადასახადის დეკლარაციები, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, საბუღალტრო პროგრამა ორისის ასლი, საზოგადების მიერ დადებული ხელშეკრულებები), რომელთა შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ჩამოწერილია 2012 წელს 1 967 ლარი, 2013 წელს 9 291 ლარი, ხოლო 2014 წელს 38 184 ლარი.
დადგენილია, რომ შპს-ს მიეცა რეკომენდაცია, წარადგინოს ანგარიშვალდებული, პირების მიერ განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არარსებობის შემთხვევაში მოცემული განაცემების შესაბამისი პერიოდების მიხედვით განაცემები განიხილოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად და დააზუსტოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ან ნაშთის თანხა აღიაროს შემოსავლად და დააზუსტოს შესაბამისი პერიოდის მოგების დეკლარაცია.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2015 წლის 19 ოქტომბრის აქტით, გასალდოებით საგადასახადო ვალდებულების შესახებ, მონაცემად 19.10.2015 წლის მდგომარეობით მითითებულია 16 476.14 ლარი. ინვენტარიზაციისას აღურიცხავ შედეგში აღნიშნულია 14 433.57 ლარი, ხოლო დანაკლისი 81 847.6 ლარი;
- რევიზიის აქტითა და მასზე დართული მასალების მიხედვით, ათ--–-–ა ქუ---–------ზე 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე ხელფასის სახით დარიცხული აქვს 62 408 ლარი, საიდანაც საბანკო ანგარიშზე და ფირმის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ნაჩვენებია 35 780 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხაზე დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული.
მართალია აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, თუ რა საფუძლით გადასცა თანხა ათ--–-–ა ქუ---–------ს (მიუთითა, რომ მოსარჩელეს პირადი საჭიროებისათვის სისტემატურად გაქონდა თანხები, რაც შემდგომ ხელფასში აისახებოდა. მოსარჩელე კომპანიისთვის საქონლის შემოტანას უზრუნველყოფდა თურქეთიდან და მას ევალებოდა დოკუმენტაციის წარმოდგენაც, რასაც ხშირად ვერ უზრუნველყოფდა), თუმცა, მიუხედვად აღნიშნულისა (მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი) იგი არ ათავისუფლებს დირექტორს პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი მართვის ვალდებულებიდან გამომდინარე.
4.15. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ირ---–- ფი-–-----ის აპელირებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (ირ---–- ფი-–-----ის, შპს "ფი-–-----ს სა--–ის" დირექტორის თანამდებობიდან, გათავისუფლების შესახებ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ უსწორობაზე, რომ: 1. შპს ,,ზ.ი. კო---------–--’’-ის და შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ერთიდაიგივე და მდებარეობს შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ ფაქტობრივ მისამართზე და რომ 2. შპს ,,ფი-–-----ს სა-------’’ შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ მსგავსად, ფილტრების საცალო ვაჭრობას არ აწარმოებდა შპს ,,ფი-–-----ს სა--–ი’’ ფაქტობრივ მისამართზე.
4.16. უპირველესყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამ გარემოებებს არ დაყრდნობია. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ პარტნიორები კონკლუდენტურად დაეთანხმნენ სხვა საზოგადოებაში დირექტორის მიერ იგივე საქმიანობის განხორციელებაში (საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ფი-–-----ს სა--–ის“ პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე დირექტორის მიერ განთავსდა მსგავსი ტიპის საზოგადოება, რომელიც ეწეოდა იმავე საქმიანობას. აღნიშნული დასტურდებოდა იმით, რომ 2015 წლის16 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა შპს "ფი-–-----ს სა--–ის", შპს ,,ზ.ი. კო---------–--ის’’ და შპს "ფი-–-----ს სა-------სთვის" კომუნალური გადასახადების გადახდას).
4.17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ი. ფი-–-----ის არგუმენტს, რომ ახალი საწარმოს დაფუძნება განაპირობა მოცემულ დავაზე გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ. ვინაიდან, პარტნიორების წინაშე შესასრულებელი იყო ნაკისრი ვალდებულებები, მოხდა სხვა საწარმოს დაფუძნება.
ამ კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაზე სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განხორციელდა 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მხოლოდ ქონების და ფინანსების განკარგვა, პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა. შეზღუდვა არ იყო აბსოლიტური და გარკვეული პირობის დაცვით, შესაბამისი აკრძალვის პირობებში, შესაძლებელი იყო საწარმოს ფუნქციონირება. ასევე, შესაძლებელი იყო ბიუჯეტთან არსებული ვალებულების შესრულება შეუზღუდავად.
4.18. პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის განჩინებით, ასევე არ იყო შეჩერებული დირექტორის საქმიანობა. მას უბრალოდ უნდა მოეწვის კრება და მიეღო პარტნიორისაგან თანხმობა ამა თუ იმ ვალდებულებების შესასრულებლად, გარკვეული მოქმედებათა განსახორციელებლად. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ ამ ვალდებულებების განუხორციელებამ, გამოიწვია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაფრთხილების მიცემა საზოგადოებისათვის გარკვეულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ საურავის დარიცხვის თაობაზე (ტომი 2; ს.ფ. 206-216; ს/ფ 250). ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ირ---–- ფი-–-----მა ანალოგიური პროფილის საწარმო - ,,ფი-–-----ს სა-------’’ დააფუძნა 01.12.2014 წელს, მაშინ, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა 15.12.2014 წ. ანუ, უფრო ადრე შექმნა საწარმო.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ირ---–- ფი-–-----ის შპს "ფი-–-----ს სა--–ის" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
4.19. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ირ---–- ფი-–-----ი საზოგადოების მართვისას სრულყოფილად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ განსაკუთრებულ მოვალეობებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო შპს-ს კეთილსინდისიერად მართვასთან და მენეჯერის ფუნქციის განხორციელებასთან, აღნიშნული პირდაპირ არ წარმოადგენს შპს-ს პარტნიორობიდან მისი გარიცხვის საფუძველს.
4.20. პალატა განმარტავს, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად, ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულსამართლებრივი მონაწილეობა; სახელდობრ, როდესაც, მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და მაშასადამე საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ Nას-812-1099-2009, 09.11.2009).
ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც, სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და რის გამოც, მა--- ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება.
4.21. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის სამართლებრივ შედეგს წილზე საკუთრების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, შესაბამისი ფაქტობრივი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა არ უნდა განხორციელდეს მისი წილის კომპენსაციის საკითხის გადაუწყვეტლად, რათა არ მოხდეს მისი კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შელახვა. აღნიშნული კი, თავის მხრივ დამოკიდებულია კომპანიაში თავისუფალი სახსრების არსებობაზე.
4.22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძვლები და მისი განმაპირობებელი გარემოებები, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
4.23. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
4.24. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები ეკისრებათ აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტების - ა---ლღა ქუ---–------ის, ირ---–- ფი-–-----ის და შპს ,,ფი-–-----ს სა--–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროთ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლე--- გვარამია
დავით ახალბედაშვილი