განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310017001782794
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001782794

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1789-18 22 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტები - ლ-–- ბ------ე, ზ------ ბ------ე, გ------- ყ--–----ა, დ------ ბ--------ე

წარმომადგენელი - ა-–------------------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი;

 

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

 

1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ას, დ------ ბ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2007 წლის 03 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ლ-–- ბ------ესთან, ზ------ ბ------ესთან, გ------- ყ--–----ასთან და დ------ ბ--------ესთან ცალ-ცალკე გააფორმა კონტრაქტები ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’.

 

ხელშეკრულების (კონტრაქტი) მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლება შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

 

ხელშეკრულებით (კონტრაქტი) განსაზღვრული იქნა მხარეთა უფლება- მოვალეობები. კერძოდ, 5.1.9. ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მეტრისა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (ს.ფ. 20-27; 34-41; 48-55; 65-72).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ----- ბ------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 189).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–- ბ------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 218).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------ ბ--------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N--- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 219).

 

2008 წლის 01 ოქტომბერს დ------ ბ--------ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი მივლინების შესახებ, კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, კოტრაქტის ვადად განისაზღვრა 8 (რვა) წელი, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმადად, კი განისაზღვრა, რომ ,,ამ კონტრაქტის გაფორმება იწვევს ,,სამხედრო მოსამსახურეებთან" ამ კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას, რაც ,,სამხედრო მოსამსახურის" მიერ მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტის პირობად არ ჩაითვლება და შესაბამისად მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა (ს.ფ. 231-236).

 

2011 წლის 01 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------- ყ--–----ას შორის შედგა შეთანხმების ოქმი N---, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 188).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 სექტემბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–----------------–----------–-------–--–-----–-----–----------–--------------------------------------------–------------ მორიგე კაპიტანი გ------- ნ---------- ძე ყ--–----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 17 სექტემბრიდან (ს.ფ. 47).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 28 ოქტომბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------–--–-----–--–-------–--------–--------------–------------–----------–-- U------------ უსაფრთხოების ოფიცერი (მ--------ი) მაიორი დ------ გ---- ძე ბ--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან (ს.ფ. 64).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 28 ოქტომბრის N--------------- ბრძანებით ს----------–----–-------------–-----–-----------–----------------–--–-----–--–-------–--------–--------------–--------------–----------------–-----------------------, მაიორი ზ----- გ---------- ძე ბ------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან (ს.ფ. 64).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 27 ივნისის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------–--–-----–--–-------–--------–--------------–-----------–----------–------------------- მაიორი ლ-–- დ-------- ძე ბ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 01 ივლისიდან (ს.ფ. 33).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამდენად, მხარეთა შორის 2007 წლის 03 მაისს დადებული ხელშეკრულებები (კონტრაქტი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2008 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.

 

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი რეგულირების პროცესში მისი მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სუბიექტური უფლება გულისხმობს უფლებამოსილი პირის შესაძლო ქცევის სამართლებრივად უზრუნველყოფილ საშუალებას, ხოლო სუბიექტური ვალდებულება - ვალდებული პირის სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი ქცევაა კონკრეტული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. უფლებამოსილი პირის ინტერესების დაკმაყოფილება, როგორც წესი, სანივთო ან ვალდებულებითი სამართალურთიერთობის მეშვეობით ხდება. სანივთო (ქონებრივ) სამართალურთიერთობებში უფლებამოსილი პირის ინტერესების დაკმაყოფილებას ადგილი აქვს ნივთის სასარგებლო თვისებების ხარჯზე, ამ ნივთზე უშუალო ზემოქმედების გზით. ვალდებულებითი სამართალურთიერთობების დროს კი პირის ინტერესების დაკმაყოფილება ვალდებული პირის განსაზღვრული მოქმედებების ხარჯზე მიმდინარეობს. ასეთი კლასიფიკაციის პრაქტიკული არსი სანივთო და ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე პირთა ქცევის სხვადასხვა სამართლებრივ რეგლამენტაციაშია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს რამდენიმე პირს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მისი არსებითი შინაარსი გამოიხატება ვალდებულებითი ურთიერთობების წარმოშობის, ჩამოყალიბებისა და განვითარების მოწესრიგებაში. ვალდებულებითი სამართლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს პირთა ნება, თავისუფლად განსაზღვრონ ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი. როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულებითი ურთიერთობა არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის არსებული ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობის გამოხატვის ფორმა (ვალდებულებითი სამართალი), სადაც კრედიტორის ვალდებულებით–სამართლებრივი მოთხოვნა უპირისპირდება მოვალის ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნი ეხება ვალდებულებით სამართალს და არეგულირებს აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ საკითხთა სამართლებრივი წესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. აბსოლუტური (სანივთო) უფლებებისაგან განსხვავებით, სადაც უფლებამოსილ პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფისაგან თავის დაცვა, ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას ხელშეკრულებაში მონაწილე პირებს შორის. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება ივარაუდება, რომ მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვლილი აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს, შესაბამისად თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულების შესრულებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ას და დ------ ბ--------ეს შორის დაიდო კონტრაქტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ხელშეკრულებების 1-ლი მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო - გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლება შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. 5.1.9. ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მეტრისა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის პირობები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას მიღებული შესრულების (სარგებლის) უკან დაბრუნება არ ხდება. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა, როგორც წესი უპირატესად გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის დასრულებისთვის გამოიყენება.

 

ხელშეკრულების შინაარსს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განსაზღვრავს ხელშეკრულებაში შემავალი პუნქტების ერთობლიობა. თავის მხრივ, ხელშეკრულებაში შემავალი პუნქტების შინაარსის განსაზღვრას პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება თავად ხელშეკრულების განმარტების თვალსაზრისით, რამდენადაც მათზეა დამოკიდებული ხელშეკრულებით შეთანხმებული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადგენა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენების მართებულობის განსაზღვრა. სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 5.1.9 პუნქტის შინაარსზე, რომლის შესაბამისადაც გათვალისწინებული იქნა სამინისტროს ვალდებულება, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ბინებით, არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართისა, რომლებიც მათ უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის დასრულების შემდეგ.

 

სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის შემდგარი შეთანხმების ოქმების საფუძველზე 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტების ამოქმედების თარიღიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 სექტემბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–----------------–----------–-------–--–-----–-----–----------–--------------------------------------------–------------ მორიგე კაპიტანი გ------- ნ---------- ძე ყ--–----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 17 სექტემბრიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 28 ოქტომბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შ-------------–-----–-----------–--------------------–--–-----–----–-------–----------–----------------–----------------–----------–----------------------------------------–----------------- მაიორი დ------ გ---- ძე ბ--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------–--–-----–--–-------–--------–--------------–--------------–----------------–--------------------------–------------------- მაიორი ზ----- გ---------- ძე ბ------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 27 ივნისის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------–--–-----–--–-------–--------–--------------–-----------–----------–------------------- მაიორი ლ-–- დ-------- ძე ბ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 01 ივლისიდან.

 

შესაბამისად, 2007 წლის 03 მაისს გ------- ყ--–----ასთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა 2015 წლის 17 სექტემბრიდან, ზ----- ბ------ესთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა 2015 წლის 21 ოქტომბრიდან, ხოლო ლ-–- ბ------ესთან გაფორმებული კონტრაქტი - 2016 წლის 01 ივლისიდან. მაშინ, როდესაც 2007 წლის 03 მაისს დადებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა იწურებოდა 2017 წლის 03 მაისს.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-662-637 (კ-13), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედების ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შესრულებას ნიშნავს, ხოლო ხელშეკრულების დარღვევა შესრულების, როგორც შედეგის არარსებობას მოიაზრებს. ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულების ტვირთი მთლიანად მოვალეს ეკისრება, თუმცა ეს არ გამორიცხავს კრედიტორის მხრიდან გარკვეული ქმედების განხორციელების აუცილებლობას, რაც წინ უნდა უსწრებდეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას’’.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დ------ ბ--------ესთან მიმართებით დადგენილია, რომ 2008 წლის 01 ოქტომბერს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ დ------ ბ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით კი მხარეებს შორის დადგინდა 2007 წლის 03 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებისგან (კონტრაქტი) განსხვავებული პირობები, კერძოდ მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გააგრძელოს რვა წლით. ამასთან, 2008 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულებით (კონტრაქტი) განსაზღვრული იქნა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, დასახელებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) 5.1.9. პუნქტის თანახმად, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემდეგ ,,სამხედრო მოსამსახურე” უწყების საბინაო ფონდიდან შეიძლება უზრუნველყოს სამსახურებრივი დანიშნულების ბინით. ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ასევე განისაზღვრა განსაკუთრებული პირობები, კერძოდ მე-11 მუხლის თანახმად, ამ კონტრაქტის გაფორმება იწვევს ,,სამხედრო მოსამსახურესთან” ამ კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას, რაც ,,სამხედრო მოსამსახურის” მიერ მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტის პირობად არ ჩაითვლება და შესაბამისად მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას, რომ ერთის მხრივ მოსარჩელე - დ------ ბ--------ესთან და მეორეს მხრივ მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2008 წლის 01 ოქტომბერს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ,,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ’’, რომლის მიხედვითაც მთლიანად შეწყვიტა არსებობა 2007 წლის 03 მაისის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------ ბ--------ეს შორის გაფორმებულმა ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ ხელშეკრულებამ (კონტრაქტი) და მხარეები მოექცენ 2008 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) ბოჭვის ფარგლებში.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე - დ------ ბ--------ე წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით ითხოვს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს 2007 წლის 03 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ,- მოსარჩელე - დ------ ბ--------ისათვის არაუმეტეს 40 კვ. მეტრი საცხოვრებელი ბინის გადაცემა საკუთრებაში. ანუ მოსარჩელე დ------ ბ--------ის მიერ აღძრული სარჩელი ეხება იმ ხელშეკრულებით (კონტრაქტი) ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც ახალი - 2008 წლის 01 ოქტომბირის ხელშეკრულებით (კონტრაქტი) უკვე შეწყვეტილია ვადამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოეთხოვოს იმ ვალდებულების (იმ სახელშეკრულებო პირობის) შესრულება, რომელიც ანულირებულია მხარეთა შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით (კონტრაქტი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მოსარჩელეების ლ-–- ბ-------ის, ზ----- ბ------ის და გ------- ყ--–----ასთან მიმართებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა 2007 წლის 03 მაისის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებების ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 03 მაისი, ხოლო მათი მოქმედების ვადა, 2011 წლის შეთანხების ოქმებით გაგრძელებული ვადის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 03 მაისამდე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------- ყ--–----ასთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა 2015 წლის 17 სექტემბრიდან, ზ----- ბ------ესთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა 2015 წლის 21 ოქტომბრიდან, ხოლო ლ-–- ბ------ესთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა 2016 წლის 01 ივლისიდან, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხის ვალდებულების წარმოშობა მოსარჩელეთათვის (ლ-–- ბ-------ის, ზ----- ბ------ის და გ------- ყ--–----ას) საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ დამოკიდებული იყო მათი მხრიდან გარკვეული პირობების შესრულებაზე, კერძოდ მათ უნდა ემსახურათ 10 წლის ვადით, რაც მათი მხრიდან არ შესრულდა, შესაბამისად აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ას, დ------ ბ--------ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს გაკეთებული აპელანტებსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმებთან დაკავშირებით. კერძოდ, შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულია, რომ გაიზარდა აპელანტების სამხედრო სამსახურის ვადა, თუმცა, მხარეებს შორის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის ცვლილებაზე შეთანხმება გაფორმებული არ არის. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, აპელანტებისათვის საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცა სამხედრო სამსახურის 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ და არა 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, როგორც ამას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სასამართლო უთითებენ.

 

აქედან გამომდინარე, არასწორია სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტებს ბინის გადაცემაზე მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ემსახურათ 10 წელი. მათი მხრიდან ერთადერთი ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 5 წლის განმავლობაში სამსახური, რაც საპელაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, სრულად აქვთ შესრულებული. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ანალოგიურ შეთანხმების ოქმებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელზეც მითითებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოშიც და წინამდებარე სააპელაციო საჩივართან ერთადაც წარდგენილ იქნა ამობეჭდილი სახით.

 

აპელანტთა მითითებით, სასამართლოს არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს გაკეთებული დ------ ბ--------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2008 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებითაც. სასამართლოს შეფასებით, 2008 წლის 1 ოქტომბრის კონტრაქტის გაფორმებით მთლიანად გაუქმდა 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას დ------ ბ--------ისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სააპელაციო საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ტერმინი "შეწყვეტა" გამოიყენება გრძელვადიან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების შეწყვეტა მიმართულია მომავალ ურთიერთობაზე და ნიშნავს, რომ ხელშეკრულება მომავალში აღარ წარმოშობს ვალდებულებებს. ხელშეკრულების შეწყვეტით არ ხდება უკვე წარმოშობილი ვალდებულებების გაუქმება. როცა მხარეებს სურთ უკვე წარმოშობილი ვალდებულებების გაუქმება, ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად იყენებენ ტერმინს "გაუქმება", "ანულირება" და ა.შ. დ------ ბ--------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოიშვა კონტრაქტის გაფორმებისთანავე და წარმოადგენდა პირობით გარიგებას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დ------ ბ--------ე იმსახურებდა თავდაცვის სამინისტროში 5 წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო გადაეცა მისთვის ბინა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, აღნიშნული ვალდებულების ნაწილში მხარეთა შორის ურთიერთობა კვლავ უნდა მოწესრიგდეს 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით და ხელშეკრულების მოქმედება უნდა გავრცელდეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. აპელანტთა მითითებით, მხარეებს ცალკე პუნქტით ჰქონდათ მოწესრიგებული ზემოთ აღნიშნული საკითხი. კერძოდ, დ------ ბ--------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტის 5.1.12. პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით, 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლებდა კონტრაქტით სახედრო სამსახურის საერთო ვადის პირველი ხუთი წლის განმავლობაში. 2008 წლის 1 ოქტომბრის კონტრაქტის 1.1. პუნქტის მიხედვით: "წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, "სამხედრო მოსამსახურე" კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებულ იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. შესაბამისად, ცხადია, რომ მხარეებს წინასწარ ქონდათ გათვალისწინებული, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტის 5.1.12. პუნქტით გათვალისწინებული პირობა და თავდაპირველ კონტრაქტშივე შეთანხმდნენ, რა სამართლებრივი შედეგები მოყვებოდა სამხედრო მოსამსახურესთან მივლინების შესახებ კონტრაქტის გაფორმებას. იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ კონტრაქტის გაფორმება იწვევს "სამხედრო მოსამსახურესთან" კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დ------ ბ--------ე სამხედრო სამსახურს გააგრძელებდა ახალი კონტრაქტის ფარგლებში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროც მას ხელფასს გადაუხდიდა ახალი კონტრაქტის შესაბამისად. ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, კვლავ თავდაპირველი შეთანხმება დარჩა ძალაში.

 

აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ჩანაწერი სამივლინებო ხელშეკრულებაში, რომ თავდაცვის სამინისტრომ "კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემდეგ "სამხედრო მოსამსახურე" უწყების საბინაო ფონდიდან შეიძლება უზრუნველყოს სამსახურებრივი ბინით", არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც ახალი შეთანხმება ბინასთან დაკავშირებით, რადგან ახალ ხელშეკრულებაში საუბარია მხოლოდ სამსახურეობრივ ბინაზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში კი არა, სარგებლობაში შეიძლებოდა გადაცემოდა. ასევე, ჩანაწერი "შეიძლება უზრუნველყოს" ფაქტიურად იურიდიული ძალის არმქონედ აქცევს აღნიშნულ პუნქტს, რადგან მისი შესრულება მხოლოდ მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტით კი გათვალისწინებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, რომ დ------ ბ--------ისთვის საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, შესაბამისად, ეს ორი ჩანაწერი ეხება სრულიად სხვადასხვა პირობას, რომელთა საგნის ერთმანეთთან გაიგივება არასწორია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულების ტექსტიდან ცალსახად იკვეთება, რაზე იყვნენ შეთანხმებული დ------ ბ--------ე და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამივლინებო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება დ------ ბ--------ისათვის ბინის გადაცემის თაობაზე შეწყვეტილად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც წარმოდგენილი სამართლებრივი დასაბუთება გაზიარებული ვერ იქნება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეებთან 2007 წლის 03 მაისს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მოსარჩელეთა საკურებაში საცხოვრებელი ბინის გადაცემა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხის პოზიციას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი შეფასებები ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებას.

 

საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება მიექცეს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

 

2007 წლის 03 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ლ-–- ბ------ესთან, ზ------ ბ------ესთან, გ------- ყ--–----ასთან და დ------ ბ--------ესთან ცალ-ცალკე გააფორმა კონტრაქტები ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’.

 

ხელშეკრულების (კონტრაქტი) მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლება შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

 

ხელშეკრულებით (კონტრაქტი) განსაზღვრული იქნა მხარეთა უფლება- მოვალეობები. კერძოდ, 5.1.9. ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მეტრისა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (ს.ფ. 20-27; 34-41; 48-55; 65-72).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ----- ბ------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 189).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–- ბ------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 218).

 

2011 წლის 01 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------ ბ--------ეს შორის შედგა შეთანხმების ოქმი N--, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N--- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 219).

 

2008 წლის 01 ოქტომბერს დ------ ბ--------ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი მივლინების შესახებ, კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, კოტრაქტის ვადად განისაზღვრა 8 (რვა) წელი, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ,,ამ კონტრაქტის გაფორმება იწვევს ,,სამხედრო მოსამსახურეებთან" ამ კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას, რაც ,,სამხედრო მოსამსახურის" მიერ მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტის პირობად არ ჩაითვლება და შესაბამისად მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა (ს.ფ. 231-236).

 

2011 წლის 01 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------- ყ--–----ას შორის შედგა შეთანხმების ოქმი N---, რომლის თანახმადაც 2007 წლის 03 მაისის ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ N-- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან (ს.ფ. 188).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 სექტემბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–----------------–----------–-------–--–-----–-----–----------–--------------------------------------------–------------ მორიგე კაპიტანი გ------- ნ---------- ძე ყ--–----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 17 სექტემბრიდან (ს.ფ. 47).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 28 ოქტომბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------–--–-----–--–-------–--------–--------------–------------–----------–-- U------------ უსაფრთხოების ოფიცერი (მ--------ი) მაიორი დ------ გ---- ძე ბ--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან (ს.ფ. 64).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 28 ოქტომბრის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული შ-------–ი ს-----–-ო ე---------–-ის მთავარი შ---------ი (მ--------ი), მაიორი ზ----- გ---------- ძე ბ------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 21 ოქტომბრიდან (ს.ფ. 64).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 27 ივნისის N--------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------–--–-----–--–-------–--------–--------------–-----------–----------–------------------- მაიორი ლ-–- დ-------- ძე ბ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 01 ივლისიდან (ს.ფ. 33).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

 

ზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ხელშეკრულების სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას ხელშეკრულებაში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულებები, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სააპელაციო სასამართლო ვერ დაადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულებების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია ზემოაღნიშნული ნორმის პრინციპების დაცვით. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება სამსახურებრივ ვადასთან დაკავშირებით, განაპირობებდა ამავე ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გადავადებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებებში 2011 წლის 01 აგვისტოსა და 01 სექტემბერს შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ეს პირობა თითოეული მოსარჩელისათვის დარჩა უცვლელი.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტებს 10 წლიანი ვადის გასვლამდე, ვადაზე ადრე შეუწყდათ კონტრაქტი სხვადასხვა საფუძვლის გამო, ამასთან აპელანტ გ------- ყ--–----ასთან დადებული კონტრაქტი შეწყდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, თუმცა პალატა, იმ უდავო გარემოებიდან გამომდინარე, რომ აპელანტებმა ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა კონტრაქტის 5.1.9. პუნქტის საფუძველზე 5 წლიანი ვადის დასრულების შემდგომ მოიპოვეს საცხოვრებელი ბინების მიღების უფლება.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას დ------ ბ--------ის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------ ბ--------ეს შორის 2008 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, ამ კონტრაქტის გაფორმებამ გამოიწვია მოქმედი (2007 წლის 03 მაისის) კონტრაქტის შეწყვეტა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დ------ ბ--------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2008 წლის 01 ოქტომბრის შემდგომ, კერძოდ, 2011 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ N-- შეთანხმების ოქმზე, რომელიც შეიცავს პირდაპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ოქმით გრძელდება დ------ ბ--------ესთან 2007 წლის 03 მაისს გაფორმებული ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ N--- კონტრაქტის მოქმედების ვადა და იგი განისაზღვრება 10 წლით.

 

ამდენად, დ------ ბ--------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული N-- შეთანხმების ოქმით აღდგა, სასწავლო მივლინების გამო შეჩერებული 2007 წლის 03 მაისის N--- კონტრაქტის მოქმედება, რაც წარმოშობს მოსარჩელე დ------ ბ--------ის უფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვოს 2007 წლის 03 მაისს დადებული N--- კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ყველა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, არ შიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე, კერძოდ იმის თაობაზე, რომ სამსახურეობრივი ვადის 10 წლამდე გაზრდა განაპირობებს 5.1.9 პუნქტით განსაზღვრული პირობების ცვლილებას, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) 5.1.9 პუნქტი დარჩა უცვლელი და ექვემდებარება ჯეროვან შესრულებას. აღნიშნული კი ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აპელანტთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება თითოეულის სასარგებლოდ 500 -500 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტი ადგენს კლიენტის მიერ ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურეობის საფასურის (ჰონორარის) 500 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულებას. საქმეში ასევე წარმოდგენილია აპელანტთა მიერ ადვოკატისათვის ჰონორარის 500 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები. სააპელაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურება საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია და სააპელაციო სასამართლოშიც აპელანტები წარმოდგენილნი იყვნენ ხელშეკრულებაში მითითებული ადვოკატის მეშვეობით, მიიჩნევს, რომ ადვოკატის ხარჯების ანაზრაურების თაობაზე მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სააპელაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ასა და დ------ ბ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ასა და დ------ ბ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ-–- ბ------ის, ზ------ ბ------ის, გ------- ყ--–----ასა და დ------ ბ--------ის

სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ-–- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მასსა და ლ-–- ბ------ეს შორის 2007 წლის 03 მაისს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ლ-–- ბ------ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზ------ ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მასსა და ზ------ ბ------ეს შორის 2007 წლის 03 მაისს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ზ------ ბ------ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ------- ყ--–----ას სასარგებლოდ დაეკისროს მასსა და გ------- ყ--–----ას შორის 2007 წლის 03 მაისს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, გ------- ყ--–----ასათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დაარჩო ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მასსა და დ------ ბ--------ეს შორის 2007 წლის 03 მაისს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, დ------ ბ--------ის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის, თითოეულის სასარგებლოდ 500 ლარის ანაზღაურება.

9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეთა მხრიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 250 ლარის ოდენობით;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე