განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210019002724435
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-524-2019 17 ივლისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სსიპ ე---------–- ს------- ს--------- მ--–---- ს------ ლ-–- ს------ ლ---- კ----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ლ-–- ს------სა და სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №8---- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა 12975 ლარით. მომსახურების დრო შეადგენდა სავარაუდოდ 150 საათს, ერთი საათის ღირებულება კი 86.5 ლარს. გაწეული მომსახურების ანაზღაურება დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით. მოსარჩელემ, №8---- ხელშეკრულების შესაბამისად, უზრუნველყო გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ს------- სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტექნიკის, მათ შორის ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავება შპს ,,ლ----“-სგან და შეასრულა სამუშაო. 2015 წლის 22 დეკემბრის ინსპექტირების N1 აქტით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მიმწოდებელს, ლ-–- ს------ს ნამუშევარი ჰქონდა 99 საათი, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის N8---- საბოლოო დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის N8---- ხელშეკრულების ფარგლებში ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს. შესაბამისად, ცალსახად დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხემ აღიარა მის მიერ, 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 99 საათის ოდენობით სამუშაო. ხელშეკრულების 4.3. მუხლით განსაზღვრული იქნა, რომ შემსყიდველი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მომსახურების მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმების მიზნით და შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე თავს არიდებს ნამუშევარი საათების შესაბამისად თანხის სრულად გადახდას. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ-–- ს------სადმი ნამუშევარი 62 საათის შესაბამისი თანხის - 5363 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 37 საათის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა: მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არაჯეროვნად და ვადაგადაცილებით იქნა შესრულებული, კერძოდ: სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2015 წლის 22 დეკემბრის ინპექტირების N1 აქტის მიხედვით, გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაქანება იყო დიდი და უნდა დადაბლებულიყო, თუმცა მიმწოდებელმა აღნიშნული შენიშვნა არ გაითვალისწინა. მოსაწყობი გზის 787 მეტრიდან მოსარჩელემ მოაწყო 747 მეტრი გზა, ამასთან, მეგზევეების აღნიშვნით, მიმწოდებლის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა არადამაკმაყოფილებლად და არასათანადო ტექნიკით. კერძოდ, გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებელს მომსახურება უნდა განეხორციელებინა ბულდოზერი E-130-ით, თუმცა მან ტრაქტორით იმუშავა 35 საათი, რის შედეგადაც, გზის სიგანემ შეადგინა 2-დან 2.2 მეტრი, რაც არ შეესაბამება ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების მე-12 მუხლის 2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ტყეკაფამდე მისასვლელი ს------- - სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4.5-6.5 მეტრს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ნამუშევარი 99 საათიდან ჩაეთვალა, მხოლოდ 62 საათი. გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 58 დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეს გაეგზავნა 2016 წლის 01 თებერვლის №10/1899 წერილი პირგასამტეხლოს დაკისრებასთან და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს გურიის ს------- სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 აგვისტოს №19/16629 წერილის მიხედვით, ი.მ ლ-–- ს------ უნდა გამოცხადებულიყო გურიის ს------- სამსახურში ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად, თუმცა იგი დღემდე არ ცხადდება და არც ხელს არ აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. ამდენად, ლ-–- ს------ს მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს, საიდანაც 37 საათი (გზის რეაბილიტაცია) შესრულებულია არასათანადო ტექნიკით, გზის სიგანე არ შეესაბამება მოთხოვნილს. შესაბამისად, მისი ნამუშევარი საათებიდან ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ 62 საათი.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ლ-–- ს------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მოსარჩელის, ლ-–- ს------ს სასარგებლოდ დაეკისროს 8563.5 ლარის გადახდა; 3. მოსარჩელე - ლ-–- ს------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 257 ლარიდან - 160.89 ლარი (საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300903150, საგადახდო დავალება №0, თარიღი 12.11.2018 წ. თანხა - 257 ლარი), ხოლო მოპასუხე სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მოსარჩელის ლ-–- ს------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 96.02 ლარის ანაზღაურება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 09 ოქტომბერს, ლ-–- ს------სა და სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8---- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა. მომსახურება ხორციელდებოდა გურიის რეგიონში - ოზურგეთის ს-------ს მთისპირის მე-19 კვარტალში. მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან- 2015 წლის 01 დეკემბრამდე (5.1. პუნქტი). მომსახურების დრო შეადგენდა სავარაუდოდ 150 საათს (2.2 პუნქტი), ხოლო ღირებულება 12975 ლარს. ამასთან, ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება განისაზღვრა-86.5 ლარი. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სსიპ ს------- ე---------–- ს---------ს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით (ბულდოზერი - E-130) მომსახურების გაწევა (6.3. პუნქტი); მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო ტექნიკის უსაფრთხოებაზე, რომ ტექნიკა ყოფილიყო გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო შეეკეთებინა ან ჩაენაცვლებინა ალტერნატიული ტექნიკით 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში (6.5. პუნქტი); მომსახურების მიღება მოხდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით, რაც გაფორმდებოდა წერილობითი ფორმით, კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების, მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე (4.1. პუნქტი), ამასთან, გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაანგარიშება მოხდებოდა ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით (3.1; 3.2. და 3.3. პუნქტები); შემსყიდველმა აიღო ვალდებულება წერილობითი სახით ეცნობებია მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით (4.3. პუნქტი); მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (6.2. პუნქტი); ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, მათი წარდგენიდან, აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში (8.1. პუნქტი); 2.2. 2015 წლის 22 დეკემბრის N1 ინსპექტირების აქტის (ს.ფ.120), ასევე 2016 წლის 27 იანვრის საბოლოო-დასკვნის (ს.ფ.22) საფუძველზე დადგენილია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს. 2.3. 2016 წლის 01 თებერვლის №10/1899 წერილის თანახმად, შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა და ლ-–- ს------ს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2.4. 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, ლ-–- ს------მ წერილობით მიმართა სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს, 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- (ბ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მოითხოვა. 2.5. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს 2016 წლის 12 აგვისტოს N19/16629 წერილის საფუძველზე მიმწოდებელს, ლ-–- ს------ს ეცნობა, რომ გამოცხადებულიყო გურიის ს------- სამსახურში 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს (62 საათი) მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 355-ე, 361-ე, 380-ე, 488-ე, 629-ე, 636-ე, 642-ე, 648-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზე, მენარდეს მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს. სამუშაოს დასრულების შემდეგ, შემკვეთს მენარდისათვის თანხა არ გადაუხდია. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ლ-–- ს------ს მიერ, 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- (ბ) ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი ვინაიდან, ხელშეკრულების 6.5. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი, ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, ვალდებული იყო შეეკეთებინა ან ჩაენაცვლებინა ალტერნატიული ტექნიკით შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო მოპასუხის პოზიცია, თითქოს მიმწოდებელს ბულდოზერის გარდა სხვა ტექნიკის გამოყენება არ შეეძლო. 2.8. ასევე არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა მთავრობის №242 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა, თუ როგორი გზა შეიძლებოდა მოეწყო მენარდეს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება არანაირ დათქმა არ შეიცავდა, თუ კონკრეტულად რა ხარისხის სამუშაო უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს. ასევე, ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული გზის სიგანე და სხვა პარამეტრები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალ----ცია (სსსკ-ის 102.1. მუხლი) კერძოდ, სარწმუნო, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა მენარდის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის მე-4 მუხლი), რის გამოც, მიმწოდებლის მხრიდან ნამუშევარი 99 საათი ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას - 8563.5 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, სათანადოდ არ გამოიკვლია სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებად არ მიიჩნია სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს------- გზების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლითაც გურია, ოზურგეთი, მთისპირის №19 კვარტალში ს------- გზის მოწყობისას გზის სიგანე უნდა ყოფილიყო 4.5 მეტრი, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც ი/მ ლ-–- ს------ს ჰქონდა ინსპექტირების ჯგუფისგან, ვისგანაც ეტაპობრივად იღებდა მითითებას. 3.2. მართალია, ნამუშევარი საათების რაოდენობა-99 საათი სადავო არ არის, თუმცა შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ ნამუშევარი 99 საათიდან, 35 საათი (გზის რეაბილიტაცია) შესრულებულია არასათანადო ტექნიკით, არადამაკმაყოფილებლად და გზის სიგანე არ შეესაბამება მოთხოვნილს. ნამუშევარი საათების ფაქტი უპირობოდ არ გულისხმობს, რომ შემსრულებელმა მიიღოს შესრულება. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება უმნიშვნელოვანესია და განაპირობებს შესრულების მიღებას ან არ მიღებას. ზუსტად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი გახდა მხარეთა შორის შედავების საკითხი და არა საათების რაოდენობა. 3.3. ის, რომ მიმწოდებელმა იმუშავა 99 საათი, არ გულისხმობს შემსყიდველის მიერ ამ საათების უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას. მხოლოდ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგრიშ-ფაქტურის წარდგენის შემდგომ, 20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება. მოსარჩელე არ გამოცხადებულა მათთან, დღემდე ხელი არ მოუწერია მიღება-ჩაბარების აქტისთვის, რომლის გარეშე, ს--------- მოკლებული იყო ანაზღაურების ჩარიცხვის შესაძლებლობას. 3.4. დავის განხილვისას არ მომხდარა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და გამოკვლევა, ასევე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 629, 641, 488 მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ-–- ს------ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 2015 წლის 16 ნოემბრის ს--------სამეურნეო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების აქტის (შუალედური აქტი) თანახმად, პროექტით გათვალისწინებული გზის 5700 მ. მონაკვეთიდან რეაბილიტირებული მონაკვეთების სიგრძემ შეადგინა 1500 მ. გზის სავალი ნაწილის სიგანე იცვლებოდა 3.5-4.2 მ-ის ფარგლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან დამაკმაყოფილებლად, ძირითადად შესრულებული იქნა 1500 მ. არ იქნა შესრულებული 4200 მ. სამუშაო. (იხ. აქტი, ს/ფ 74). 4.4. 2016 წლის 27 იანვრის სსიპ ე---------–- ს--------ს---------ს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის საბოლოო დასკნა N-- (ბ)-ში დაფიქსირებულია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- (ბ) ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ, სპეც-ტექნიკით მომსახურება ნაწილობრივ განხორციელდა მთისპირის N19 კვარტალში, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2016 წლის 27 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 58 დღეს, ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს. (იხ. დასკვნა, ს/ფ 22). სამართლებრივი დასაბუთება 4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2015 წლის 09 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ლ-–- ს------ს მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს, საიდანაც მოპასუხემ ცნო მხოლოდ 62 საათის შესაბამისი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ 37 საათის სამუშაო (გზის რეაბილიტაცია) შესრულებული იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, არასათანადო ტექნიკით, ხოლო გზის სიგანე არ შეესაბამებოდა შეთანხმებულს, რის გამოც დამკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე და უარს აცხადებს ამ ნაწილში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის და 636-ე თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. 4.7. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, იმ ფაქტის მტკიცება, რომ სამუშაო შესრულებული იქნა არაჯეროვნად, მოპასუხის მტკიცების ტვირთია. 4.8. სკ-ის 641.1 მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს გზის სიგანესთან დაკავშირებით, ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით არ ყოფილა შეთანხმებული თუ რა სიგანის გზა უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 16 ნოემბრის ს--------სამეურნეო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების აქტში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელი იყო, გზის სიგანე იცვლებოდა 3,5-4,2 მეტრის ფარგლებში, შენარჩუნებული იყო გზის ზემოთ მდგარი ხეები, თუმცა სამუშაო შესრულებული იქნა არასაკმარისი რაოდენობით და ნაცვლად 5700 მეტრისა, გაყვანილი იქნა 1500 მეტრი გზა, აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის, პალატას მიაჩნია, რომ მენარდეს მიერ შესრულებული სამუშაო-ტყის ფონდის ტერიტორიაზე გაყვანილი 3,5-4,2 მეტრის გზა, ვარგისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მენარდეს მიერ, სამუშაოს შესრულებისას არასათანადო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესრულებაზე სსიპ ე---------–- ს--------ს---------ს განხორციელებული კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის 2016 წლის 27 იანვრის საბოლოო დასკვნა N-- (ბ), სადაც დაფიქსირებულია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- (ბ) ხელშეკრულების შესაბამისად, ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს. ვინაიდან, აპელანტს (მოპასუხე) საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც ჩაითვალა, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ-–- ს------მ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სსიპ ს------- ე---------–- ს---------ს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში 99 საათი მომსახურება განახორციელა ბულდოზერით, რაც ხელშეკრულების შესაბამისი იყო-დასაბუთებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სკ-ის 636-ე მუხლის შესაბამისია და სწორად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ლ-–- ს------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-342 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე