განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
330310016001470363
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001470363

საქმე №3ბ/2916-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

04 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თ----- გ-----–---–-

წარმომადგენლები - გ------ი ს---–---ძე, გ------ი გ--------ე, დ----- ღ-----ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები - ს-------- ლ------ძე, მ-----ა ფ---–---ია

 

მესამე პირი - შპს ,,კ----–--ა“

წარმომადგენლები - ცი–-----–--------------------------–---–-

 

მესამე პირები - ვასი-–-–---------–----------------–----------------------–-------“

წარმომადგენელი - ქ------ნ უ----–---–ი

 

მესამე პირები - შ---------------------–---–--------------–--–----------–------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირების პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირების - შპს ,,კ----–--ას“, ვ----–-–----------–-----------------–-----------------------–----------“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

2.2. მესამე პირებს - შ----------------------–---–--------------–--–--------------–------–---–- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ----- გ-----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08------------------ განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე თ----- გ-----–---–სა და მოპასუხეებს - შ--------------------------–--–-------- შორის. აღნიშნული მორიგების აქტის თანახმად, ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა: „მოპასუხე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარჩელეს საგადასახადო ვალდებულებებისა და გადასახადებისაგან თავისუფალი (დაბეგრილი) თანხა 1-------0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარი.“

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08------------------ განჩინებაზე ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის პ------–------ს გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა თ----- გ-----–---–-, ხოლო მოვალეებს - შ------------------------–--–------ე. მითითებული სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ იძულებითი აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 201--–-–---------სს.

 

2015-–-–---------------ერს თ----- გ-----–---–-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მიუთითა, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის მოხდა მორიგება, ამდენად, უარს ამბობდა სააღსრულებო წარმოებაზე და მოითხოვა №1------- სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A1------- საქმეზე 201--–-–----------------რს შეწყდა სააღსრულებო წარმოება.

 

201--–-–------------------ს, ერთი მხრივ, შპს „ს-----, შემდგომში წოდებული -„მესაკუთრედ“, მეორე მხრივ, შპს „ს---------------------–-–--------, შემდგომში წოდებული „მოვალედ“ და, მესამე მხრივ, თ----- გ-----–---–ს შორის, შემდგომში წოდებული „იპოთეკარად“, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №----------- აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, „მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №--------- 08-------- წლის განჩინებითა და 01-------- წლის სააღსრულებო ფურცლით წარმოშობილ მოვალის დავალიანების ნაწილს - 87------00 (რვაას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს, რომლის გადახდის პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულებაში.“

 

2016-–-–------------–- ნოტარიუს ბა-----–-----–---------------–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულებაზე კრედიტორ თ----- გ-----–---–-ს სასარგებლოდ, მოვალე შპს ,------ მიმართ, გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------2), რომელიც 201--–-–------------–ს იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

2016-–-–-------------–---------ის წარმომადგენელმა - ქ--------------–---–--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გასაჩივრებულ ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა) წარმოადგენდა: 1. აღმასრულებლის ა-–----------–---ს მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე აღსრულების დაწყება; 2. აღმასრულებლის მ------------------- მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე საქმის გადაგზავნა სააუქციონო მომსახურეობის გაწევისათვის.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 201--–-–---------–---------- ბრძანებით „შპს „ს--“-ის წარმომადგენლის - ქ--------------–---–-- საჩივარი დაკმაყოფილდა; აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეში კრედიტორს - თ----- გ-----–---–ს დაუბრუნდა ამავე ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული 201--–-–----- აპრილის №1-------21 სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლით განსაზღვრულია აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათ შორის ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინება, ასევე სანოტარო აქტი. ამდენად, უდავოა, რომ როგორც იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი ორგანო, ასევე, აღსრულების მხარეები, ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ მითითებული კანონის რეგულაციებით და დაემორჩილონ ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ წესებს.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08------------------ განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ----- გ-----–---–სა და შპს „ს--------ს“, ვ----–ი ც------ეს შორის. მითითებული სასამართლო აქტის საფუძველზე 201--–-–----------–------სს გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომელიც იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. ამრიგად, იძულებითი აღსრულების განმახორციელებელ ორგანოსა და აღსრულების მხარეებს წარმოეშვათ ვალდებულება ეხელმძღვანელათ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონით დადგენილ წესებით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. ხოლო მე-3 პუნქტით კი კანონმდებელი იმპერატიულად, ცალსახად და არაორაზროვნად განსაზღვრავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.

 

დადგენილია, რომ თ----- გ-----–---–-ს წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, აღსრულებაზე უარის თქმის გამო, 201--–-–----------------რს სააღსრულებო ბიურომ შეწყვიტა №A1------- საქმეზე სააღსრულებო წარმოება.

 

ასევე დადგენილია, რომ თ----- გ-----–---–-ს 201--–-–------------–ის განცხადებით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული 201--–-–----- აპრილის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------2). სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულების 2.1 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №--------- 08-------- წლის განჩინებითა და 01-------- წლის სააღსრულებო ფურცლით წარმოშობილ მოვალის დავალიანების ნაწილს - 87------00 (რვაას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს, რომლის გადახდის პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულებაში.“

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 201--–-–------------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08------------------ განჩინებითა და 201--–-–----------–------სის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფას, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ 201--–-–----------–------სის №--------- და 2016-–-–------------–- სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08------------------ განჩინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, იპოთეკა თავისი შინაარსით სწორედ აქცესორულ უფლებას წარმოადგენს და მისი არსებობა მთლიანადაა დამოკიდებული ძირითად მოთხოვნაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- გ-----–---–მა 201--–-–----------–------სის სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით უარი განაცხადა 2014 წლის 08------------------ განჩინების საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნაზე,ხოლო კრედიტორსა და მოვალეს შორის 201--–-–------------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება სწორედ ამ ძირითადი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, 2014 წლის 08------------------ განჩინების საფუძველზე გაცემულ 201--–-–----------–------სის სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოება შეწყდა, იმავე განჩინების საფუძველზე 2016-–-–------------–- გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსასრულებლად წარდგენით თ----- გ-----–---–- ითხოვდა სააღსრულებო წარმოების განახლებას, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.3 მუხლით დაუშვებელია.

 

რაც შეეხება აღსრულების პროცესში მხარეთა მორიგების საკითხს, სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც უშვებს აღსრულების პროცესში მხარეთა მორიგების შესაძლებლობას და დეტალურად განსაზღვრავს მორიგების წესს. კერძოდ, მითითებული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.

 

აღსრულების ეტაპზე მხარეთა შორის მორიგების არსებობისას აღსრულების მონაწილე პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონით დადგენილი წესები, რაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლო აქტის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოებაზე უარის თქმით, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლება დაუშვბელად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე- ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

 

მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 201--–-–---------–---------- ბრძანებით „შპს „ს--“-ის წარმომადგენლის, ქ--------------–---–-- საჩივარი დაკმაყოფილდა; აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეში კრედიტორს, თ----- გ-----–---–ს დაუბრუნდა ამავე ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული 201--–-–----- აპრილის №1-------21 სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, „შეუძლებელია ნოტარიუს ბა-----–-----–---------------–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №15-------) საფუძველზე 2016-–-–------------–- გაცემული №1-------2 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, რის გამოც იგი შეუსრულებელი სახით უნდა დაუბრუნდეს კრედიტორს.“

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე- ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1-----–---------ლი დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის მე-183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1-----–---------ლი დღის ვადაში. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2----–-–----------სს, შპს „ს--“-ის წარმომადგენელმა - ქ--------------–---–--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღნიშნული საჩივრით გასაჩივრებულ ქმედებას წარმოადგენდა: 1. აღმასრულებლის ა-–----------–---ს მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე აღსრულების დაწყება; 2. აღმასრულებლის მ------------------- მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე საქმის გადაგზავნა სააუქციონო მომსახურეობის გაწევისათვის.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველის კანონის 251 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

 

შპს „ს--“-ის წარმომადგენელის მიერ 2----–-–----------სის №2---- საჩივრის წარდგენის დროისთვის, რომლითაც კანონშეუსაბამოდ მიიჩნევდა აღმასრულებლის უმოქმედობას, სააღსრულებო წარმოება არ იყო დასრულებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ს--“-ის საჩივრის წარდგენილია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხოლო საჩივრის ავტორი მიუთითებდა აღმასრულებლის უმოქმედობაზე, საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს ქ--------------–---–-- უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა 2016 წლის 05 თებერვლის რწმუნებულების შინაარსზე, რომლითაც შპს „ს--“-ის დირექტორის მიერ რწმუნებულება მიეცა ქ------ნ უ----–---–ს მასზედ, რომ დაეცვა შპს „ს--“-ის (ს/კ 2--------) ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები. ამ მიზნით რწმუნებული - ქ------ნ უ----–---–ი უფლებამოსილი იყო მარწმუნებელი წარედგინა მათ შორის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული რწმუნებულება მიზნად ისახავდა შპს „ს--“-ის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვას აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ხოლო საჩივრის წარდგენა მარწმუნებლის სწორედ აღნიშნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს, 2----–-–----------სის №2---- საჩივარი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 201--–-–---------–---------- ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა დადგინდეს ქმედების უკანონობა, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი, ამდენად, მოთხოვნა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთავარ ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ არსებობდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ასევე, სანოტარო აქტი. განსახილველ შემთხვევაში აღსრულების ბიუროს წარმოებაში სხვადასხვა დროს წარდგენილ იქნა აღსრულების ქვემდებარე ორი სხვადასხვა აქტი: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08--------წ. N2-------- განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ და 2) სანოტარო აქტი - ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ 1---------წ. დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება (რეგ. 6---------). მითითებული ორი აქტი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულია, ერთი გაცემულია სასამართლოს მიერ, ხოლო მეორე - ნოტარიუსის მიერ.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ 1---------წ. დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება (რეგ. N15-------) არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ 08--------წ. N2-------- განჩინებისაგან დამოუკიდებელი, ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლითაც განისაზღვრა შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობა, მისი დაფარვის ვადა და წესი და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სანივთო საშუალება - იპოთეკა. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან შეთანხმებულ ვადაში კრედიტორ თ----- გ-----–---–-ს ფულადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მან ნოტარიუსისაგან მიიღო სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის 72.1 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია. ამდენად, დაუშვებელია სააღსრულებო წარმოება განახლდეს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც წარმოება უკვე დაწყებული იყო, მიმდინარეობდა და შემდგომ შეწყდა. კრედიტორის 2015-–-–---------------რის განცხადებით წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08--------წ. N2-------- განჩინების საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე. ხოლო, 1---------წ. სანოტარო აქტი და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი არის სხვა, ახალი აღსრულების ქვემდებარე სანოტარო აქტი და მის საფუძველზე 201--–-–------------–ს დაიწყო ახალი, დამოუკიდებელი სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, არ განახლებულა სასამართლოს 08--------წ. N2-------- განჩინების საფუძველზე შეწყვეტილი სააღსრულებო წარმოება. ამრიგად, სადავო საკითხი სასამართლომ არასწორად განმარტა.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების პროცესში მხარეთა შორის მორიგება არ დამტკიცებულა სასამართლოს მიერ და მხარეებმა სანოტარო წესით გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ფულადი ვალდებულების ოდენობა, დაფარვის ვადა და წესი, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ კრედიტორ თ----- გ-----–---–ს აღარ აქვს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. მხარეთა მიერ აღსრულების პროცესში ვალდებულებით-სამართლებრივი და სანივთო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი აღსრულების პროცესში მორიგების პროცედურის გამოუყენებლობა არ არის და არ უნდა წარმოადგენდეს „სასჯელს“ კრედიტორისათვის. ვინაიდან აღსრულების მიმდინარეობისას გარიგების დადებით მხარეები შეთანხმდნენ დარჩენილი დავალიანების აღსრულების ახალ ვადაზე, ფორმასა და წესზე, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხსენებული ნამდვილი გარიგებიდან გამომდინარე თავისი უფლების რეალიზაცია. აღსრულების პროცესში მხარეებმა დადეს ნამდვილი გარიგება და შეთახმდნენ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით გათვალისწინებულ ამ გარიგების არსებით პირობებზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს და ის გულისხმობს შემდეგს: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს და მის საფუძველზე დადგინდეს, ერთი მხრივ, კრედიტორ თ----- გ-----–---–-ს ნამდვილი ნება, როდესაც მან 2015-–-–---------------ერს უარი თქვა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე და, მეორე მხრივ, 201--–-–------------------ს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მხარეების - შპს „ს----- (იპოთეკის საგნის მესაკუთრის), მოვალეების - ვ----– ც------ის და შპს „ს--------ს“ და კრედიტორ (იპოთეკარ) თ----- გ-----–---–-ს მიერ გამოვნელი ერთობლივი ნება. ხსენებულ მხარეთა შორის 201--–-–------------------ს დადებულ ხელშეკრულებას, მართალია, ეწოდება იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა არსებითი პირობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ის წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულებისა და მისი სანივთო უზრუნველყოფის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული გარიგებით მხარეებმა გამოხატეს არამარტო კრედიტორის მოთხოვნის სანივთოსამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებით - იპოთეკით უზრუნველყოფის, არამედ ახალ არსებით პირობებზე შეთანხმებით სხვა, მანამდე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისაგან დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების ნება. ამგვარი დასკვნის გარდაუვალობას განაპირობებს იპოთეკის ხელშეკრულების 2.2, 2.3, 2.4 პუნქტებით და 3.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გადმოცემული სახელშეკრულებო პირობების არაორაზროვანი შინაარსი: ა) 2.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულებაა 875875 აშშ დოლარი. ამგვარი სახელშეკრულებო დანაწესი ცხადჰყოფს, რომ მოვალეებმა - შპს „ს--------მა“ და ვ----– ც------ემ კრედიტორის თ----- გ-----–---–-ს წინაშე აღიარეს დავალიანების არსებობა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ - შპს „ს--“ გააცნობიერა მისი ნივთით უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ოდენობა; ბ) 2.3. პუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალეები შეთანხმდნენ თანხის გადახდის ახალ პირობებზე; გ) 2.4. პუნქტით ხელშეკრულების მხარეებმა გაითვალისწინეს მოვალეების - ვ----– ც------ის და შპს „ს--------ს“ მხრიდან 2.3. პუნქტით აღებული ვალდებულებების დათქმულ დროში შეუსრულებლობის შემთხვევა და ის მოაწესრიგებს შემდეგი სახის არსებით პირობაზე შეთანხმებით: იმ შემთხვევაში, თუ 2.3. პუნქტის პირველი ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული მოვალის მიერ, ხელშეკრულება შეწყდება 2----–-–------------–ს, რაც კრედიტორს ანიჭებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისადმი მიმართვის და შესაბამისად 875 875 აშშ დოლარის ფარგლებში იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის მიღების უფლებას; დ) 3.3. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს იპოთეკარ თ----- გ-----–---–-ს უფლებამოსილების შინაარსი. ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით იპოთეკარი აღიჭურვა უფლებამოსილებით, მიმართოს ნოტარიუსს უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის ან/და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. იპოთეკარის ამგვარი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა დაკავშირებულია მოვალის ან/და მესაკუთრის მიერ 6 თვის ვადაში 350350 აშშ დოლარის ან/და ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ 875875 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევებთან.

 

სახელშეკრულებო დებულებათა მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულების მხოლოდ 2.1. პუნქტზე, რომლის თანახმადაც „მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე N2-------- 08-------- წლის განჩინებითა და 01-------- წლის სააღსრულებო ფურცლით წარმოშობილ მოვალის დავალიანების ნაწილს - 875 875 აშშ დოლარს, რომლის გადახდის პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულებაში.“ ხელშეკრულების ამ პუნქტზე დაყრდნობითა და პრაქტიკულად მთლიანი ხელშეკრულების არსის უგულებელყოფით სასამართლომ დაასკვნა, რომ 201--–-–------------------- ე.წ. იპოთეკის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინებითა და მის საფუძველზე სასამართლოს მიერ 2015 წლის პ------–------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ 2016-–-–------------–- სააღსრულებო ფურცელის გაცემას საფუძვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინება უდევს. ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა 2015-–-–---------------რის განცხადებით უარი განაცხადა სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინების აღსრულების მიზნით 2015 წლის პ------–------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნოტარიუსის მიერ 2016-–-–------------–- გაცემული სააღსრულებო ფურცლით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია.

 

აპელანტი აღნიშნავს, 201--–-–------------------- ხელშეკრულების მხოლოდ 2.1. პუნქტის გათვალისწინება არ უნდა მოხდეს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების ყველა პუნქტი. 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულება უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ჭრილში. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა და შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, მოვალე უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ Nას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).

 

აპელანტი თვლის, რომ 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულების დადებით, მათ შორის, ამ ხელშეკრულების 2.1, 2.2, 2.3, 2.4 პუნქტებით და 3.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გადმოცემული სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმებით, მოვალეებმა აღიარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინებით დამტკიცებული მორიგების ფარგლებში კრედიტორთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა და გამოავლინეს ხსენებული განჩინების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოებისაგან დამოუკიდებლად აღიარებული ვალის - 875 875 აშშ დოლარის გადახდის ნება.

 

აპელანტის აზრით, მცდარია საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მოსაზრებები, რომ ხსენებული იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა 2----–-–----------- N2-------- განჩინებით და მის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის აღსრულებას და რომ ნოტარიუსის მიერ 2016-–-–------------–- სააღსრულებო ფურცელის გაცემას საფუძვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინება უდევს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, აღსასრულებელი განჩინებით დადგენილი მოთხოვნის სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფა შეუძლებელია, რადგან ამგვარი უზრუნველყოფა სწორედ სააღსრულებო წარმოების პროცესში მიღწეული მორიგების საგანია და ის საჭიროებს სასამართლოს განჩინებით დამტკიცებას. არ არსებობს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ნორმა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების მიზნით, თავად სასამართლოს გარდა, სხვა ორგანოს ან უწყებას მისცემდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებას.

 

ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- N2-------- განჩინებით დადგენილი და 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოქმნილი ურთიერთობები, ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ. 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოქმნილი დამოუკიდებელი ურთიერთობა გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში სასამართლო განჩინების, მისი აღსრულების მიზნით წარმოებული აღსრულების პროცესის არსებობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ აღნიშნა და შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ შპს „ს--“-მა ვადის დარღვევით წარადგინა საჩივარი აღმასრულებლის მიერ აღსრულების დაწყების ფაქტზე ბიუროს თავმჯდომარესთან, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა საჩივრის განუხილველად დატოვება. კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინებით 2----–-–----------ს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. ამდენად, შპს „ს----- ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით აღსრულების დაწყების შესახებ შეტყობინება ჩაბარდა 2----–-–---------სს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია, რომ სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1-----–---------ლი დღის ვადაში. შპს „ს--“-ის წარმომადგენელმა კი 2----–-–----------სს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და გაასაჩივრა აღმასრულებლის მოქმედება, კერძოდ, აღმასრულებლის მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე აღსრულების დაწყება და საქმის მასალების გადაგზავნა სააუქციონო მომსახურებისათვის.

 

შესაბამისად, შპს „ს----- დარღვეული აქვს აღმასრულებლის მოქმედებაზე საჩივრის წარდგენის სპეციალური, კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადა. ამგვარი ვადის გაშვების სამართლებრივ შედეგს კი წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვება. მიუხედავად ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ არა მხოლოდ განიხილა გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი, არამედ სამართლის ნორმების და ფაქტების აშკარად მცდარი ინტერპრეტაციით მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების და აღსრულების შეწყვეტის შესახებ.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2----–-–---------–---------- ბრძანება აშკარად ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რამეთუ არ არსებობდა აღსრულების შეწყვეტის საფუძველი. უფრო მეტიც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება არ ჰქონდა განეხილა შპს „ს--“-ის საჩივარი, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომაროს 1---------წ. N3--- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს №A-------- სააღსრულებო საქმეში კრედიტორ თ----- გ-----–---–-სთვის ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული 201--–-–----- აპრილის №1-------21 სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებელი სახით დაბრუნების კანონიერება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ამასთანავე, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია ვალდებულმა პირმა ნებაყოფლობით არ შეასრულოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების იძულებითი მექანიზმები, რასაც არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი. კერძოდ, კრედიტორს შეუძლია, რომ მოითხოვის სააღსრულებო ფურცლის გამოწერა და სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად წარადგინოს სააღსრულებო ბიუროში. შესაბამისად, როდესაც პირი მიმართავს სააღსრულებო ბიუროს, ეს უკანასკნელი ვალდებულია, რომ კანონმდებლობის დაცვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, სრულად განახორციელოს მინიჭებული უფლებები და ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება აღსრულების ღონისძიებების გატარების მიზნით. ამასთან, სააღსრულებო წარმოება, ერთი მხრივ, პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს კრედიტორის უფლებების დაცვაზე, რომლის მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს იძულებითი აღსრულების შედეგად, მეორე მხრივ კი, შესაბამისი კანონიერი საფუძვლისა და ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინებით ზღუდავს მოვალის უფლებებს, რომლის მიმართაც ხორციელდება იძულებითი აღსრულება. სწორედ ამიტომ, სააღსრულებო წარმოება უნდა წარიმართოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით, რათა მოვალის უფლებების შეზღუდვის დონე არ იყოს კანონით გათვალისწინებულზე მეტი, არ მოხდეს მის უფლებებში გაუმართლებელი, გადაჭარბებული და უსაფუძვლო ჩარევა. მითითებული გარემოების უზრუნველსაყოფად, მოვალისა და კრედიტორის უფლებების დაცვისა და თანაზომიერების პრინციპის რეალიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააღსრულებო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა თუ სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებელი სახით დაბრუნების პროცედურა წარიმართოს კანონიერად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08------------------ განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ----- გ-----–---–სა და შპს „ს--------ს“, ვ----– ც------ეს შორის. მითითებული სასამართლო აქტის საფუძველზე 201--–-–----------–------სს გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომელიც იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. თავის მხრივ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინება წარმოადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტს. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე კანონშესაბამისად დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, თუმცაღა კრედიტორ თ----- გ-----–---–-ს წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, აღსრულებაზე უარის თქმის გამო, 201--–-–----------------რს თბილისის სააღსრულებო ბიურომ შეწყვიტა №A1------- საქმეზე სააღსრულებო წარმოება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულება შეწყდება თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოების განახლება დაუშვებელია.

 

ამრიგად, კრედიტორის მიერ აღსრულებაზე უარის თქმა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას იწვევს, რის შემდეგად იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების ხელახლა წარმართვა დაუშვებელია. შესაბამისად, თ----- გ-----–---–-ს განცხადების საფუძველზე შეწყდა რა აღსრულება, მის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულება ვეღარ განხორციელდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08------------------ განჩინების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ თ----- გ-----–---–-ს 201--–-–------------–ის განცხადებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემული 201--–-–----- აპრილის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------2). ამასთან, მითითებული სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო 201--–-–------------------- იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის 2.1 პუნქტის თანახმადაც, „მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლო საქმე №--------- 08-------- წლის განჩინებითა და 01-------- წლის სააღსრულებო ფურცლით წარმოშობილ მოვალის დავალიანების ნაწილს - 87------00 (რვაას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს, რომლის გადახდის პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულებაში.“

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იპოთეკის ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ დანაწესზე და განმარტავს, მართალია, 201--–-–------------–ს მოსარჩელის მიერ ფორმალურად წარდგენილი იქნა ახალი აღსრულების ქვემდებარე აქტი - სანოტარო აქტი, მაგრამ რეალურად აღნიშნული აქტი მიზნად ისახავდა და ემსახურებოდა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 08-------- წლის №--------- განჩინებითა და 01-------- წლის სააღსრულებო ფურცლით წარმოშობილი მოვალის დავალიანების აღსრულებას, რომლის აღსრულების მიზნით დაწყებული წარმოებაც შეწყდა კრედიტორის მოთხოვნით.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სანოტარო აქტი გაიცა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო იპოთეკის უფლება არის აქცესორული უფლება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. მაშასადამე, დამოუკიდებლად იპოთეკის უფლების წარმომშობი ხელშეკრულების აღსრულება ვერ მოხდება, თუკი იმავდროულად ძალაში არ არის და აღსრულებას არ ექვემდებარება ის ძირითადი, მთავარი მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა იპოთეკა გამოყენებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მხარეთა შორის 201--–-–------------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08------------------ განჩინებითა და 201--–-–----------–------სის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფას, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ 201--–-–----------–------სის №--------- სააღსრულებო ფურცლის, ასევე, 2016-–-–------------–- სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08------------------ განჩინებაა. იმის გათვალისწინებით, რომ თ----- გ-----–---–მა 201--–-–----------–------სის სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით უარი განაცხადა 2014 წლის 08------------------ განჩინების საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნაზე, ხოლო კრედიტორსა და მოვალეს შორის 201--–-–------------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება სწორედ ამ ძირითადი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა, 2016-–-–------------–- გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსასრულებლად წარდგენით თ----- გ-----–---–- ითხოვდა სააღსრულებო წარმოების განახლებას, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაუშვებელია.

 

რაც შეეხება აღსრულების პროცესში მხარეთა მორიგების საკითხს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ აღსრულების ეტაპზე მხარეთა შორის მორიგების არსებობისას აღსრულების მონაწილე პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონით დადგენილი წესები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლო აქტის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოებაზე უარის თქმით, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე- ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 201--–-–---------–---------- ბრძანებით მართებულად დაუბრუნდა აპელანტს სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებლად, ვინაიდან მოთხოვნილი იყო სააღსრულებო წარმოების დაწყება იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად და საფუძველზე, რომელზე მიმდინარე აღსრულებაც შეწყდა კრედიტორისვე განცხადების მიხედვით.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი უკანონოა, რადგან გამოცემულია შპს „ს--“-ის წარმომადგენლის საჩივრის ფარგლებში მაშინ, როდესაც გასული იყო საჩივრის წარდგენის ვადა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე- ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1-----–---------ლი დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

 

ამავე კანონის მე-183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1-----–---------ლი დღის ვადაში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „ს---ის“ 2----–-–----------სის ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსზე, კერძოდ, აღნიშნული საჩივრით გასაჩივრებულ ქმედებას წარმოადგენდა: 1. აღმასრულებლის ა-–----------–---ს მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე აღსრულების დაწყება; 2. აღმასრულებლის მ------------------- მიერ საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე საქმის გადაგზავნა სააუქციონო მომსახურეობის გაწევისათვის. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო იყო აღმასრულებლების მხრიდან კანონით მინიჭებული უფლებებისა და დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობა, რაც გამოიხატებოდა სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლად დაუბრუნებლობაში. ასეთ პირობებში, მოვალე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა აღმასრულებლის მოქმედება, მას შეეძლო, მხოლოდ მოეთხოვა, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ს--“-ის საჩივარი წარდგენილია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხოლო საჩივრის ავტორი უთითებდა აღმასრულებლების მხრიდან კანონით მინიჭებული უფლებებისა და დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობაზე, საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებები ასაბუთებს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ----- გ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი