განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
330100119002878774
ინსტანცია
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002878774

საქმე #1ბ/955-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ბეჟან ნემსაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს

მსჯავრდებულის: ბ------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ა--------------------------–----–-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–----------------------------------–-------------–---–------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე, ყოფილი მ----------–---–------ში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------ემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ------------ის თანდასწრებით, მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახეში, რითაც ლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–---–------ში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------ემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში ორჯერ გაარტყა გაშლილი ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ბ------------ის ხელის დარტყმის შედეგად ლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–---–------ში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------ე მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ------------ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ბინიდან მოჰქონდა ოჯახის საკუთრებაში არსებული ნივთები და იყენებდა პირადი გართობისთვის. ბ------------ის ქმედებებით ლ-------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენით:

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ბ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–---–------ში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------ე მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. ბ------------ის ქმედებებით ლ-------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად ბრალდების ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, აგრეთვე, მსჯავრდებულ ბ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და მსჯავრდებულისთვის სამართლიანი და გონივრული სასჯელის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------------ის დანაშაულებრივ ქმედებას (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს, აგრეთვე, ბრალდებით დადგენილი კვალიფიკაციის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს ბრალდების კვალიფიკაციით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, რომ მოცემულ საქმეში ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად, არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებათა და მოვლენათა ჯაჭვი, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ გამართლებულ ეპიზოდებში სახეზე იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე განაჩენში გვერდი აუარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) ბრალდებებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის, აგრეთვე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულის ქმედების ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) გადაკვალიფიცირების შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა წარმოდგენილი და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ბ------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, აგრეთვე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-------------მა აჩვენა, რომ მეუღლესთან - ბ------------ესთან ერთად რვა წელი ცხოვრობდა ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–---–------ში. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ლ------------ე. დაოჯახებიდან ერთი წლის შემდეგ ბ------------ე მას (დაზარალებულს) ხშირად ეჩხუბებოდა, რისი მიზეზი ძირითადად ფული იყო. ბ------------ე მუშაობდა და შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ სახლში არაფერი მიჰქონდა. ცემის ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ პოლიციაში არ განუცხადებია. ბოლოს ბ------------ემ უმიზეზოდ სცემა იგი და ამის გამო პატიებას აღარ აპირებს. მას (ლ-------------ს) დაზიანებები სხვებმაც შეამჩნიეს. იგი მეუღლესთან საუბარს თავის მეზობლად მცხოვრებ დას (მათ ბინებს ერთი კედელი ჰყოფდათ) ასმენინებდა ტელეფონის საშუალებით, რათა დარტყმის შემთხვევაში შესულიყო მათთან. 2018 წლის 15 სექტემბერს იყო მისი (დაზარალებულის) დის დაბადების დღე. ბ------------ე ეუბნებოდა, რომ არ წასულიყო დაბადების დღეზე, მაგრამ მიზეზს არ ეუბნებოდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ზ------მ იგი (ლ-------------ი) დაბადების დღეზე წასვლის გამო სცემა. დარტყმის გამო მან (დაზარალებულმა) ცოტა ხნით მხედველობა დაკარგა, ვერ ხედავდა ვერაფერს. თავბრუ დაეხვა და სამსახურშიც ვერ წავიდა. ეს დარტყმა ძალიან მტკივნეული იყო და სახის არე ძალიან ეტკინა. დარტყმის ფაქტს არავინ შესწრებია. მისმა დამ ტელეფონში გაიგო ჩხუბის ხმა და შევიდა მათთან, მაგრამ დარტყმის ფაქტს არ შესწრებია. მისმა დამ იცოდა მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტების შესახებ. 2019 წლის 31 იანვარს ბ------------ემ მას (ლ-------------ს) სახეში კვლავ დაარტყა ხელი, მაგრამ დარტყმა მტკივნეული არ ყოფილა და არც რაიმე დაზიანება მიუღია. იმავდროულად, ბ------------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც შეეშინდა. მისი და არასდროს შესწრებია ხელის დარტყმის ფაქტს და არც მას მოუყოლია არავისთვის. მისთვის (დაზარალებულისთვის) ბ------------ის საქციელი ძალიან მტანჯველი იყო, მაგრამ გულში იკლავდა და არავის ეუბნებოდა. როდესაც გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, მაშინ გაიგეს მისმა ახლობლებმა. იგი (ლ-------------ი) ადასტურებს მეუღლის მხრიდან სისტემატურ შეურაცხყოფას, გინებას, ლანძღვას, რასაც ხან ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, ხან - არა, ვინაიდან ბავშვი იყო სკოლაში.

 

დაზარალებულის დამ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მ-------------მა აჩვენა, რომ ცხოვრობს დის - ლ-------------ის გვერდით ბინაში, გ----------------------ში და მათ ბინებს მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფს. მას (მოწმეს) ხშირად ესმოდა მისი დის ოჯახიდან ბ------------ის ჩხუბის ხმა, რომელიც ლ-------------ს ეჩხუბებოდა, თუმცა მათ კონფლიქტში არასოდეს ჩარეულა და არასდროს შესწრებია ბ------------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს. ბოლოს მისმა დამ ტელეფონით მოასმენინა თავისი და ნასვამი ბ------------ის კონფლიქტის ხმა, ლ-------------ი ეუბნებოდა ზ------ს, რომ დაშორებულიყვნენ და ზ------ წასულიყო სახლიდან. ტელეფონის გათიშვის შემდეგ იგი (მ-------------ი) შევიდა მათთან სახლში, მისი და და სიძე ისევ ამ თემაზე - დაშორებაზე ლაპარაკობდნენ. მას (მოწმეს) არასდროს დაუნახავს, რომ მის დას ბ------------ე ხელით შეხებოდეს ან მოკვლით დამუქრებოდეს, ლ-------------ი არც ნაცემი უნახავს, თუმცა მათ შორის კამათს ხშირად შესწრებია, ერთხელ თავისი მეორე დის დაბადების დღეზე იყვნენ რესტორანში, რა დროსაც ბ------------ემ ლ-------------ს, რომელიც რესტორანში იმყოფებოდა, ტელეფონზე ბოლო ხმაზე უღრიალა, რომ სახლში სწრაფად მისულიყო. ბ------------ე როდესაც დალევდა, აგრესიული ხდებოდა. ბ------------ე არა მარტო ლ-------------ს, არამედ მასაც (მ-------------ს) ხშირად აგინებდა.

 

მოწმედ დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა გ-------------მ სასამართლოში განაცხადა, რომ 2019 წლის 30 იანვარს, მუშაობდა ღამის ცვლაში, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ გ----------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს დახვდათ აღელვებული, ნამტირალევი ქალბატონი ლ-------------ი, რომელიც აცხადებდა, რომ მას მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში გაარტყა ხელი და პოლიციისგან ითხოვდა დახმარებას. აქვე იყო დაზარალებულის დაც.

 

რაც შეეხება დაზარალებულის და მსჯავრდებულის არასრულწლოვან შვილს, ლ------------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს (მშობელს).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან (მათი ლატენტური ბუნება) გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო პალატა დაზარალებულ ლ-------------ის ჩვენების შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) ბრალდებებში აღნიშნული დაზარალებულის ჩვენება ბ------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). რაც შეეხება ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დაზარალებულმა ლ-------------მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ბ------------ემ მას (ლ-------------ს) სახეში დაარტყა ხელი, მაგრამ დარტყმა მტკივნეული არ ყოფილა და არც რაიმე დაზიანება მიუღია. ამ დღეს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - გ-------------მ (პატრულ -ინსპექტორი) და მ-------------მა (დაზარალებულის და), კერძოდ, გ------------- ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მოკლე ხანში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ნახა აღელვებული და ნამტირალევი ლ-------------ი, რომელიც აცხადებდა, რომ მას მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში გაარტყა ხელი, ხოლო მ-------------მა ტელეფონით მოისმინა თავისი დის და ნასვამი ბ------------ის კონფლიქტის ხმა, რომ ლ-------------ი ეუბნებოდა ზ------ს, დაშორებულიყვნენ და ეს უკანასკნელი წასულიყო სახლიდან, თუმცა არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ისინი შეესწრნენ ბ------------ის მხრიდან ლ-------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ბრალდების ამ ეპიზოდში უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ ლ-------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელმაც მოსამართლის შეკითხვაზე ცალსახად განაცხადა, რომ ბ------------ის მიერ მისთვის სახეში გარტყმული ხელი არ ყოფილა მტკივნეული. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლის ძალადობრივ ქმედებას (სახეში ხელის გარტყმა) მასში ტკივილის განცდა არ გამოუწვევია, იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება (მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ ბ------------ის მხრიდან, თანაცხოვრების მანძილზე, მეუღლის - ლ-------------ის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ლ------------ე. აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული ლ-------------ი სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, თუმცა აღნიშნული ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, სისტემატურობასთან მიმართებით, რა სიხშირით, სისტემურობის ჯაჭვში შემავალ რომელ კონფლიქტს ესწრებოდა არასრულწლოვანი ლ------------ე და რომელს - არა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას - სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე განაჩენში გვერდი აუარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად, აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება მოხსენიებულია არა რომელიმე მტკიცებულების ირიბ ჩვენებად შეფასების კონტექსტში, არამედ ზოგადად მტკიცებულებათა უტყუარობის, საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის და ა.შ. მიმართებით (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი, გვ. 8, 4.6. აბზაცი).

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ბ------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე. ბ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ბ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია, დატანილი ერთ ცალ დისკზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე