განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010142219700091957
საქმე №1 აგ/119-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2011 წლის 22 ნოემბრის, განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა-–------ ტ----ვ----------ი (დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2014 წლის 1 აპრილის, განაჩენით ა-–------ ტ----ვ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.
ა-–------ ტ----ვ----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 22 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2014 წლის 9 ოქტომბრის, განაჩენით ა-–------ ტ----ვ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წელი, შთანთქა 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2014 წლის 9 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით ა-–------ ტ----ვ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2019 წლის 29 იანვრის, განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ნ-------- ჭ-----ეს და მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 5 ივნისის, განაჩენში შევიდა ცვლილება;
ა-–------ ტ----ვ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატა 1 (ერთი) წელი, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–------ ტ----ვ----------ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატოს, 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის ინტ---ესების დამცველი ადვოკატის ვ----– ო-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2014 წლის 1 აპრილის განაჩენში, ა-–------ ტ----ვ----------ის მიმართ, შევიდა ცვლილება;
მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 9 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 5 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 29 იანვრის განაჩენები, სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2019 წლის 26 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა-–------ ტ---- ვ----------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით იგი 2018 წელს გასამართლებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა-–------ ტ--- -ვ----------ის, შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ვერ უთითებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს რომელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. მისი მითითებით, ასევე სასამართლოს მიერ, შუამდგომლობის განხილვისა საჭიროებისათვის გამოთხოვილი პირადი საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:
ა-–------ ტ----ვ----------ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მითითებულ მუხლს შეეხო, ესაა 2017 წლის 13 ივლისის #1/8/696 გადაწყვეტილება, (საქმე - საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
განაჩენის თანახმად, ა-–------ ტ----ვ----------ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 1 აპრილის, განაჩენით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან) მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - საერთო წონით 0,00336 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისთვის, დიდი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, ა-–------ ტ--- ვ----------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ ოდენობა აღემატება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას - 0,00009 გრამს. შესაბამისად, მის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს, 2017 წლის 13 ივლისის, #1/8/696 გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე იმსჯელა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ა-–------ ტ----ვ----------ის მიმართ გამოტანილი განაჩენი გადასინჯა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2014 წლის 1 აპრილის განაჩენი, შესაბამისობაში მოიყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის აპელირებას 177-ე მუხლზე, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მუხლზე არ უმსჯელია და ამ მიმართებით არც კანონში განხორციელებულა რაიმე ცვლილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ ამჯერად მსჯავრდებული განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2019 წლის 2 აგვისტოს, გადაწყვეტილების საფუძველზე, რამდენადაც ესაა საკონსტირუციო სასამართლოს ბოლო და ერთარერთი გადაწყვეტილება, რომლითაც ნამსჯელია ნარკოტიკულ საშუალებებზე და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა ა-–------ ტ----ვ----------მა მიმართა სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით (2019 წლის 29 მაისიდან დღემდე).
პალატა განმარტავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის მიმართ არ ვრცელდება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.
ამავე გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსახილველი დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნივთიერების სპეციფიკა და მისი გავლენა დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი მსჯელობა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით და წარმოადგენს სათანადო არგუმენტაციას.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 1 აპრილის, განაჩენით ა-–------ ტ----ვ----------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გავალისწინებული დანაშაულების - „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2013 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდისთვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ა-–------ ტ----ვ----------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გავალისწინებული დანაშაულის - „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განსახილველ შემთხევაში, მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს, სააპელაციო პალატის წინაშე არ წარმოუდგენია არანაირი სახის დოკუმენტი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის ან ორგანოს დასკვნა, შესაბამისად ის სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე ვერ ასაბუთებს, მის მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, როგორც ეს განსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლომ. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ვერ დგინდება, თუ რა საფუძვლით მიაჩნია მის ავტორს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, ან ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადებზე, შეძენისა და შენახვაზე, რომლის მოხმარებითვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
ამავე დროს პალატა საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ყველა ის სასჯელი, რაც მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ს დანიშნული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, შესაბამისი განაჩენებით შთანთქა ამავე კოდექსის უფრო მძიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელებმა. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული საპატიმრო სასჯელი მსჯავრდებულს არც მოუხდია და არც მომავალში ემუქრება მისი მოხდა. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–------ ტ----ვ----------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენები, ა-–------ ტ----ვ----------ის მიმართ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი