განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210015001141541
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210015001141541

საქმე №2ბ/5665-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

I აპელანტი - რ--------- ა---–---ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ------ გ-–-----–ი, ი---- მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- ნ----ა, ბმა ,,გ--------ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ--–- ა------–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად

 

II აპელანტი - ი-----–- ნ----ა, ბმა ,,გ--------ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ--–- ა------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ--------- ა---–---ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ------ გ-–-----–ი, ი---- მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ხ---- ხ--–--–---–ი, კ------------- ნ----ა

წარმომადგენელი - ია რ-----–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - კრების ოქმების ბათილად ცნობა,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე რ--------- ა---–---მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ბმა ,,გ--------ის“, ი-----–- ნ----ასა და სხვათა მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №130697687, დამოწმების თარიღი 10.07.2013წ.. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2014 წლის 15 ოქტომბრის №15 კრების ოქმი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №141133844, დამოწმების თარიღი 15.10.2014წ. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2015 წლის 6 დეკემბრის №1 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151368971, დამოწმების თარიღი 18.12.2015წ. იმ ნაწილში, რომლითაც დადასტურდა ი-----–- ნ----ასთვის 51.5 კვ.მ. სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობა. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №130697701, დამოწმების თარიღი 10.07.2013. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 21 სექტემბრის №7 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №131010199, დამოწმების თარიღი 25.09.2013წ.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №130697687, დამოწმების თარიღი 10.07.2013წ. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2014 წლის 15 ოქტომბრის №15 კრების ოქმი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №141133844, დამოწმების თარიღი 15.10.2014წ. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2015 წლის 6 დეკემბრის №1 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151368971, დამოწმების თარიღი 18.12.2015წ. იმ ნაწიში, რომლითაც დადასტურდა ი-----–- ნ----ასთვის 51.5 კვ.მ. სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმის - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №130697701, დამოწმების თარიღი 10.07.2013 ბათილად ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 21 სექტემბრის №7 კრების ოქმის - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №131010199, დამოწმების თარიღი 25.09.2013 ბათილად ცნობის შესახებ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების 1.2. პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ხ---- შ-–--–---–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება: საკადასტრო კოდი №0----------------------ა, ზონა თბილისი - 01, სექტორი დიდუბე - 13,, კვარტალი 05, ნაკვეთი 012/020, კოდი 01/033ა, მისამართი: თბილისი, გ------ის ქუჩა №8, საკუთრება-სხვენი №33ა, ფართი №55,66 კვ.მ; საკადასტრო კოდი №0----------------------ა, ზონა თბილისი - 01, სექტორი დიდუბე 13, კვარტალი 05, ნაკვეთი 012/020, კოდი №01/034ა, მისამართი: თბილისი, გ------ის ქუჩა №8, საკუთრება სხვენი №34ა, ფართი 27,02 კვ.მ. მოპასუხეებს ბმა „გ--------ს“ და ი-----–- ნ----ას სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარის, ხოლო მოსარჩელე რ--------- ა---–---ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 595 (ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება რ--------- ა---–---მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება ი-----–- ნ----ამ და ბმა ,,გ--------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მოსარჩელე შ--–--- გ---------ე სარჩელის აღძვრის დროისთვის წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, გ------ის ქ. №8-ში მდებარე 34.80 კვ.მ. ბინა №34-ს ფლობს 19/03/2008 წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია: №0----------------------. შ--–--- გ---------ე გარდაიცვალა 2016 წლის 18 აპრილს და 2016 წლის 24 ნოემბერს ნოტარიუს ნ---- მ------–-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მის მემკვიდრეს/უფლებამონაცვლეს წარმოადგენს რ--------- ა---–---ი. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რ--------- ა---–---ზე საჯარო რეესტრში აღირიცხა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ------ის ქ. 8, ბინა 34, ს/კ 0----------------------. (იხ. ტომი I, ს.ფ. 72-73, 189, 199-200, 197-198).

 

კანონის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. დადგენილია, რომ შ--–--- გ---------ის გარდაცავალების შემდეგ ამხანაგობის წევრად ითვლება რ--------- ა---–---ი.

 

6. 2007 წლის 30 ივლისის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმით ჩამოყალიბდა ბმა „გ--------ი“, სახლში ირიცხება 55 პრივატიზებული ბინა და კრებაში მონაწილეობა მიიღო 40-მა მესაკუთრემ, რაც შეადგენს 72%-ს. კენჭისყრის შედეგად ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კ----- ნ----ა, მცხოვრები გ------ის ქ. ბინა №37-ში (იხ. ტომი I, ს.ფ. 329-330).

 

7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2013 წლის 11 ივლისის №9 საერთო კრების ოქმით ამხანაგობის თავმჯდომარე კ----- ნ----ას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 5 წლის ვადით (იხ. ტომი I, ს.ფ. 175-178).

 

8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმით (რეგისტრაციის №130697701, რეგისტრაციის თარიღი: 10.07.2013წ.) ამხანაგობის წევრ ხ---- შ-–--–---–ს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული გ------ის 8, ბ.31-ში მდებარე სხვენი, 78.0 კვ.მ. (შპს „ა--------------ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით).

 

კრებას თავმჯდომარეობდა კ----- ნ----ა და ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. ხ---- შ-–--–---–ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია (იხ. ტომი ი, ს.ფ. 73-76).

 

9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმით (რეგისტრაციის №130697687, რეგისტრაციის თარიღი: 10.07.2013წ.) ი-----–- ნ----ას დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული გ------ის 8, ბ.36-ში მდებარე სხვენი, 103.0 კვ.მ. (შპს „ა--------------ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით).

 

კრებას თავმჯდომარეობდა კ----- ნ----ა და ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. ი-----–- ნ----ას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია (იხ. ტომი I, ს.ფ. 80-84).

 

2013 წლის 10 ივლისს ჩატარდა ერთი კრება, თუმცა ორი ოქმი შედგა იმიტომ, რომ საჯარო რეესტრში მომხდარიყო ცალ-ცალკე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სხვენებზე ი-----–- ნ----ას და ხ---- შ-–--–---–ის სასარგებლოდ.

 

10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2014 წლის 15 ოქტომბრის №15 კრების ოქმით (რეგისტრაციის №141133844, რეგისტრაციის თარიღი: 15.10.2014წ.) ი-----–- ნ----ას მიეცა ნება მის კუთვნილ სხვენს მიუმატოს ფართი - 28.1 კვ.მ. შენიშვნის სახით მიეთითა შემდეგი: საკადასტრო კოდით №0---------------------- ი-----–- ნ----ას სახელზე დაფიქსირებული სხვენის ნაცვლად რეგისტრაციაში გატარდეს 131.1 კვ.მ. კრებას თავმჯდომარეობდა კ----- ნ----ა და ესწრებოდა ამხანაგობის 39 წევრი, რაც შეადგენს 72%-ს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე 100%-ით (იხ ტომი I, ს.ფ. 78-79).

 

11. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2013 წლის 21 სექტემბრის №7 კრების ოქმით (რეგისტრაციის №131010199, რეგისტრაციის თარიღი: 25.09.2013წ.) ხ---- შ-–--–---–ს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული გ------ის 8, ბ.33-ში მდებარე სხვენი, 89.0 კვ.მ. (შპს „ა--------------ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით).

 

კრებას თავმჯდომარეობდა კ----- ნ----ა და ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. ხ---- შ-–--–---–ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

კრების ოქმში თავმჯდომარის მიერ გაკეთებულია განმარტება, რომლის მიხედვითაც, ხ---- შ-–--–---–ის 0---------------------- კოდით რეგისტრირებულ 78.0 კვ.მ. სხვენს დაემატა 11.0 კვ.მ. სხვენი. აღნიშნულის გათვალისწინებით მოთხოვნილია ცვლილების შეტანა ხ---- შ-–--–---–ზე დასაკუთრებული სხვენის ფართში და ნაცვლად 78 კვ.მ.-სა საჯარო რეესტრში მოთხოვნილია 89 კვ.მ. სხვენის გატარება (იხ. ტომი I, ს.ფ. 85-89).

 

12. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2014 წლის 25 მაისის №10 კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდა 42 მესაკუთრე (77%), ხმათა 100%-ით დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრებს ლ. ხ----ას, ი. ნ----ას და მ.ა-----ს ნება დაერთოთ მოაწყონ მათ საკუთრებაში არსებული სხვენისთვის სადარბაზოდან ასასვლელი კაპიტალური კიბე (იხ. ტომი I, ს.ფ. 90).

 

13. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2014 წლის 11 იანვრის №9 კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდა 46 ბინის მესაკუთრე (83,6%), ხმათა 100%-ით გადაწყდა, რომ ხ---- შ-–--–---–ს ნება დაერთო თავის სადარბაზოში მოაწყოს კიბის უჯრედები სხვენში ასასვლელად.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „ლ--–---ს“ მიერ 2014 წლის 28 იანვარს შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ერთვის ფოტომონტაჟი, რომელზეც გამოსახულია სხვენის ფართში ასასვლელი კიბის მოწყობის განხორციელების შესაძლებლობა (იხ. ტომი I, ს.ფ. 285, 286-287).

 

14. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2013 წლის 14 აპრილის №5 კრების ოქმით (რეგისტრაციის №151354687, რეგისტრაციის თარიღი: 15.12.2015წ.), კრებამ დაადგინა, რომ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ სხვენში ფართებს და ამასთანავე მონაწილეობას იღებენ სახლის სახურავის გამოცვლაში, ინდივიდუალური ოქმებით მიეცათ უფლება დაიმტკიცონ ფართები სხვენში მათ მიერ გადახდილი თანხის პროპორციულად. ესენი არიან: ვ. პ-------–---–ი, თ.ფ--------ი, ზ. ლ------, ლ. დ--------, ხ. შ-–--–---–ი, თ. გ-------, ლ. ხ----ა, დ. გ-----–--ე, ი. ნ----ა. კრებას თავმჯდომარეობდა კ----- ნ----ა და ესწრებოდა ამხანაგობის 46 წევრი, რაც შეადგენს 86,6%-ს, ანუ 2/3-ზე მეტს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე 100%-ით ( იხ. ტომი I, ს.ფ. 305-307, 308-309).

 

15. ამხანაგობის თავმჯდომარე კ----- ნ----ას მიერ გაკეთებულია განცხადება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 6 დეკემბერს, კვირა დღეს, 18:00 საათზე, გ------ის ქ. №8-ში მდებარე კორპუსის ეზოში დაინიშნა ამხანაგობა „გ--------ის“ საერთო კრება. დღის წესრიგით განსახილველ ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა 2013 წლის 14 აპრილის №5 ოქმის ი-----–- ნ----ას ნაწილში ბათილად ცნობა და 2014 წლის 15 ოქტომბრის №15 ოქმის ბათილად ცნობა.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2015 წლის 6 დეკემბრის №1 კრების ოქმით (რეგისტრაციის №151368971, რეგისტრაციის თარიღი: 18.12.2015წ.) გაუქმდა 2014 წლის 15 ოქტომბრის №15 კრების ოქმი და 2013 წლის 14 აპრილის №5 კრების ოქმი ი-----–- ნ----ას ნაწილში (იხ. ტომი I, ს.ფ. 300, 301-304, 315-320).

 

16. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის“ 2017 წლის 19 თებერვლის №1 კრების ოქმით (რეგისტრაციის №170196120, რეგისტრაციის თარიღი: 27.02.20175წ.), კრებამ დაადგინა შემდეგი: მოხდეს ცვლილება 2015 წლის 6 დეკემბრის ბმა „გ--------ის“ კრების ოქმ №1-ში და ნაცვლად 2015 წლის 6 ნოემბრისა, მითითებულ იქნას 2015 წლის 6 დეკემბერი, ხოლო 2013 წლის 14 აპრილის №5 კრების ოქმისა, მითითებულ იქნას 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმი. დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი. აღნიშნული კრება მოწვეულ იქნა თავმჯდომარე კ----- ნ----ას მიერ 2017 წლის 12 თებერვალს (იხ ტომი I, ს.ფ. 333-335, 336).

 

17. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, კერძოდ 131.10 კვ.მ. სხვენი, მდებარე ქ. თბილისში, გ------ის ქ. №8-ში, საკადასტრო კოდით №0---------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება ი-----–- ნ----ას სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია სადავოდ გამხდარი 10/07/2013 წ. და 15/10/2014 წ. კრების ოქმები (იხ. ტომი I, ს.ფ. 109-110).

 

ვინაიდან სასამართლოს მიერ გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, აღნიშნულ ჩანაწერში ცვლილება ვერ შევიდა მიუხედავად ამხანაგობის მიერ ხსენებული კრების ოქმების გაუქმებისა და შესაბამისად, ვერც 2015 წლის 6 დეკემბრის კრების ოქმით დადასტურებული 51.5 კვ.მ.-ის დარეგისტრირება ვერ განხორციელდა აღნიშნული მიზეზით.

 

18. 2014 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია ამხანაგობა „გ--------ის“ მესაკუთრეები და ამონაწერის მიხედვით, სადავო საცხოვრებელ ბინაში ი-----–- ნ----ას საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ 131.10 კვ.მ. ფართის სხვენზე. აღნიშული ცალსახად ადასტურებს, რომ გასაჩივრებული 10/07/2013 წ. და 15/10/2014 წ. კრებების ჩატარების დროს ი-----–- ნ----ა ამხანაგობის წევრს არ წარმოადგენდა. მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტება, რომ ი-----–- ნ----ა არის მისი მემკვიდრე, არ არის საფუძველი, რომ ამ დროის მონაცემებით ის მიჩნეულ იქნეს ამხანაგობის წევრად (იხ. ტომი I, ს.ფ. 91-108, 331-332).

 

19. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 10/07/2013 წ. კრების ოქმის საფუძველზე ხ---- შ-–--–---–ზე აღირიცხა საკუთრების უფლება სხვენი №33ა-ზე. ფართით 55.66. კვ.მ. (ს/კ №0----------------------ა) და სხვენი №34ა-ზე ფართით 27.02კვ.მ. (ს/კ №0----------------------ა). შემდგომ, ამხანაგობის 2013 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმით (დამოწმების თარიღი 25/09/2013) დაზუსტდა მისი საკუთრება და საჯარო რეესტრში 89.00 კვ.მ. სხვენი აღირიცხა მის საკუთრებაში, საკადასტრო კოდით №0---------------------- (იხ. ტომი I, ს.ფ. 91-108, 111-112, 113-114).

 

20. მოპასუხე ხ---- შ-–--–---–ი რეალურად, რომ ფლობდა სადავო სათავსს დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მისი მიმართვის შედეგად მას შესაძლებლობა (თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება №1065418) მიეცა შენობის სახურავზე მოეწყო სამერცხლური, რაც რ--------- ა---–---ის ადმინისტრაციული საჩივრის მიუხედავად დარჩა ძალაში (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის №231 ბრძანება). ამასთან, მასვე თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით (№1093779) მიეცა შესაძლებლობა მოეხდინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედის რეკონსტრუქცია (იხ. ტომი I, ს.ფ. 275-276, 280, 289-298,)

 

21. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ბმა ,,გ--------ის“ კრების ოქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ კრების მოწვევასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით.

 

ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ საცილოდ გამხდარი კრების ოქმები შეიცავს მითითებას ამხანაგობის კრებაზე დამსწრე პირთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დადასტურება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები წინასწარ წერილობით იყვნენ ინფორმირებულები კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ამასთან, კრებას ამხანაგობის წევრთა 2/3 მაინც ესწრებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რ--------- ა---–---ი არის სადავო უძრავ ქონებაში ბინის მესაკუთრე და ფლობს ინდივიდუალურ საკუთრებას, რომლის მოთხოვნაა ამხანაგობის იმ კრების ოქმების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა საკუთრების უფლების აღრიცხვა ფართებზე (მათ შორის სხვენზე და სხვა დამხმარე სათავსოებზე) ი-----–- ნ----ას და ხ---- შ-–--–---–ის სასარგებლოდ. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თავად ამხანაგობის მიერ მოხდა სადავოდ გამხდარი კრების ოქმების, კერძოდ, 2014 წლის 15 ოქტომბრის და 2013 წლის 10 ივლისის (ი-----–- ნ----ას ნაწილში) კრების ოქმების ბათილად ცნობა. აღნიშნული კრების ოქმებით მოხდა ი-----–- ნ----ას სასარგებლოდ ჯერ 103 კვ.მ. სხვენის ფაქტობრივი ფლობის დადასტურება და შემდგომ უკვე ამ 103 კვ.მ-ზე დამატებით 28.1 კვ.მ-ის დადასტურება, საერთო ჯამში 131.1 კვ.მ. განისაზღვრა ამხანაგობის მიერ ი-----–- ნ----აზე დასარეგისტრირებელ ფართად (სხვენი). 2015 წლის 6 დეკემბრის კრების ოქმით ი-----–- ნ----ას დაუდასტურდა 51.5 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რაც სადავოდ არის გამხდარი.

 

უდავოა, რომ ი-----–- ნ----ა ჩატარებული გასაჩივრებული კრების ოქმების დროს არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს. 2013 წლის 10 ივლისის და 2014 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმები თავად ამხანაგობის 2015 წლის 6 დეკემბრის კრების გადაწყვეტილებითვე გაუქმდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო კრების ოქმები, მათ შორის 2015 წლის 6 დეკემბრის კრების ოქმიც, ვინაიდან 2015 წლის ნოემბერში აღირიცხა ი-----–- ნ----ას სახელზე საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად, აღნიშნული კრების ოქმების ბათილად ცნობისთვის საკმარისი წინაპირობები არსებობდა.

 

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მართალია, ამხანაგობის თავმჯდომარე სასამართლოში ამხანაგობის სახელით გამოდის, მაგრამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის საერთო ქონებას არ განკარგავს, არ იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის კუთვნილი ქონების მფლობელობაში გადაცემის ან გამოთხოვის შესახებ. ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილების შესრულებას და იგი უფლებამოსილია, მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად ამხანაგობის წევრთა კრება მოიწვიოს, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით სასამართლოში სარჩელი აღძრას. ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ კრების გადაწყვეტილების არსებობის პირობებში იძენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის №ას-1098-1029-2012 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ ორ კონკრეტულ მოპასუხეზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტი სხვენებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევას, რასაც გადაწყვეტილებით დამდგარ საბოლოო შედეგზე არსებითი ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გ--------ის“ კრების ოქმები, (ი-----–- ნ----ას ნაწილში), დადებულია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საპირისპიროდ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება, საქმეზე Nას-937-887-2015; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისი განჩინება, საქმეზე №ას-1221-1146-2015.).

 

პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებობა მკაცრ საპროცესო წინაპირობებს ექვემდებარება. რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (ს.ფ. 98) მიხედვით დადგენილია, რომ ხ---- შ-–--–---–ი სადავო საცხოვრებელ მრავალბინიან სახლში ფართს - ბინა 31-ს საკუთრების უფლებით ფლობს 1997 წლიდან. შესაბამისად, ი-----–- ნ----ასგან განსხვავებით, მის მიმართ შეუძლებელია მოსარჩელეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ არ ჰქონდა უფლება ამხანაგობას მასზე აღერიცხა სხვენი საკუთრების უფლებით.

 

გარდა მოპასუხედ დასახელებული პირებისა, სხვენში საკუთრების უფლების აღრიცხვის უფლება მიეცათ ამხანაგობის სხვა წევრებსაც, კერძოდ: ვ. პ-------–---–ს, თ.ფ--------ს, ზ. ლ------ს, ლ. დ--------ს, თ. გ-------ს, ლ. ხ----ას და დ. გ-----–--ეს. მოსარჩელე კი სადავოდ ხდის მხოლოდ ი. ნ----ას და ხ. შ-–--–---–ის ნაწილში კრების ოქმებს. ამდენად, თუ ადგილი ექნებოდა პროცედურულ დარღვევას კრების მოწვევის ან მისი ჩატარების დროისთვის, მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო კრების ოქმების ბათილად ცნობა ყველასთან მიმართებაში, შესაბამისად, რადგან პროცედურული დარღვევა სადავოდ არ არის გამხდარი და ამ კუთხით კრების ოქმების ბათილად ცნობა არის უსაფუძვლო.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ხ---- შ-–--–---–ის მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ არსებობდა 2013 წლის 10 ივლისის №5 კრების ოქმის (ხ. შ-–--–---–ის ნაწილში) და 2013 წლის 21 სექტემბრის №7 კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი და სასამართლო გააბათილებდა მათ, ამხანაგობას მაინც ექნებოდა შესაძლებლობა კვლავ ხ. შ-–--–---–ის სასარგებლოდ დაედასტურებინა ინდივიდუალური ფართის საკუთრებაში არსებობის ფაქტი.

 

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ რ--------- ა---–---ის, ი-----–- ნ----ასა და ბმა ,,გ--------ის“ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ--------- ა---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი-----–- ნ----ასა და ბმა ,,გ--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი