მუხლი 27. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევა
თავი V — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვა
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ.
4. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.
5. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (11.07.2007).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(74)
საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას. 14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება…
საქმე №ბს-251(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…უძრავი ქონება რეგისტრირებული საერთოდ არ ყოფილა. ამასთან, ი.ჩ-ეზე 6 წევრიანი ფიქციური ბმა „...“-ის ხმების 2/3-ით მხარდაჭერილი გაყალბებული ოქმის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ქონება „...ის...“ 10 ბინიან სახლში მდებარეობდა, ხოლო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კრებას ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა გასძღოლოდა და არა სხვა პირი (შესაბამისად, ოქმზე…
საქმე №ას-1101-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
…სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში სპეციალური კანონი) მე-101, 27-ე, 28-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კრება არ იყო მოწვეული და ჩატარებული კანონიერად, სადავო საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა…
საქმე №ას-497-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
…№13-ში მდებარე ბინა №24 მასზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება შეძენილი ჰქონდა 17.08.1994 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. 3.7. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის…
საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
…რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. 13. ზემო ხსენებული კანონის 26.1-ე მუხლის მიხედვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც.…
საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ას-383-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
საქმე №ას-1137-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020