განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
330100118002759459
ინსტანცია
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002759459

საქმე №1ბ/1031-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ------------–---–--

ადვოკატის: ზ---------–---

მსჯავრდებულების: გ------------------- და ლ-–--------------

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------------- ასევე მსჯავრდებულ ლ-–-------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------------ მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–---- პ/N 4----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ.ფ----------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–---------------–----------–-----------–-------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

ლ-–------–----------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ პ/N 5----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: წ---–--------------------------–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–--------------------------–--------------–---- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით, გ------------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

ლ-–-------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

ლ-–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ლ-–-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გ------------------- და ლ-–-------------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------------------მ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ-–-------------მ კვლავ ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. კერძოდ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, გ------------------, თ----------------- და ლ-–------------- წინასწარ შეთანხმდნენ, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფულად თანხას. ამ გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი უკან გაყვნენ ა------------–----–---- ქ. თ---–--–---------------------------–-------------- კვეთაზე მდებარე შპს „----“ კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტამდე. სავალუტო პუნქტიდან მოლარე ოპერატორის გამოსვლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით, გ------------------ და თ----------------- დარჩნენ გარეთ, რათა ეკონტროლებინათ მოლარის დაბრუნება, ხოლო ლ-–-------------, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თ---–-----------------------------–------- ქუჩის კვეთაზე მდებარე შპს „----“ კუთვნილ სავალუტო ჯიხურიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას, რის შემდეგაც გ------------------ და ლ-–------------- თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით შპს „----“ მიადგა 11 585 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით, გ------------------- და ლ-–-------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------------- ასევე, მსჯავრდებულმა ლ-–-------------მ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ------------------- და ლ-–-------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებულმა ლ-–-------------მ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ნ------------–---–-- და მსჯავრდებულმა ლ-–-------------მ მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს მხარი დაუჭირეს. მსჯავრდებულმა გ------------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს, რის გამოც სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი ბრალდებულების მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შეფასებასთან დაკავშირებით და მასში კვალიფიკაციის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაზარალებულის წამომადგენელმა ა------------–----–---- დაადასტურა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება და ამასთანავე განმარტა, რომ თავდაპირველად გამოკითხვის დროს მან გამოძიებას დაუსახელა საორიენტაციო თანხა. აღნიშნულის შემდეგ კი მან დეტალურად დათვალა შპს „----“, სავალუტო ჯიხურის სალაროში ფულადი თანხა და დაადგინა, რომ ზიანი შეადგენდა 11 585 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ დაზარალებულს ჰქონდა ფულად თანხასთან შემხებლობა, მხოლოდ მან იცოდა რამდენი იყო მის სალაროში ფული და ქურდობის ფაქტის შემდეგ რამდენი დარჩა, ა------------–----–---- გარდა ვერ იარსებებდა სხვა მოწმე, ვინც ზიანის სრულ ოდენობას დაადასტურებდა. აგრეთვე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გ-------------------ა და ლ-–-------------სთან ერთად დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე თ-----------------მ აღიარა 11 585 ლარის ქურდობის ფაქტი, ბრალდების მხარეს დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულების მიერ ქურდობის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და დიდი ოდენობით.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ და სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცებულებებთან.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული -დაზარალებულ ა------------–----–----, ბრალდებულების გ------------------- და ლ-–-------------- ჩვენებებით და გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: გ--------–--------------–----------------–--------–--------------------–---–--------------–----–---–-----------------–----------------–-–---–----------------------–---–------–---------------------------------------------------------–---–----------–-------------- ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული, რომ წარსულში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები - გ------------------ და ლ-–-------------, თ-----------------სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თ---–--–---------------------------–-------------- კვეთაზე მდებარე შპს „----“ კუთვნილ ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფულად თანხას.

განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ მიიჩნევენ მხოლოდ იმ გარემოებას, ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ფულადი თანხა აჭარბებდა თუ არა 10 000 ლარს და შესაბამისად, ქმნიდა თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულ ა------------–----–---- განმარტებით, თავდაპირველად გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ დამნაშავეთა მიერ წაღებული იყო 8000 ლარამდე, რაც იყო საორიენტაციო თანხა, ვინაიდან დაახლოებით ეს თანხა ტრიალებს ყუთში დღის განმავლობაში. ხოლო მეორე დღეს, როდესაც დაითვალა სალაროში არსებული თანხა, აღმოაჩინა, რომ დანაკლისი იყო 11 585 ლარი, რაშიც დარწმუნებულია და ეს ზიანი შპს „----“ მიადგა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულებმა გ------------------მ და ლ-–-------------მ ნაწილობრივ აღიარეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და განაცხადეს, რომ მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული თანხა არ აღემატებოდა 10 000 ლარს. როდესაც სამივე ბრალდებულმა თანაბრად გაიყო მოპარული თანხა, თითოეულს შეხვდა დაახლოებით 2500 ლარი. ასევე ძირს დაუცვივდათ მხოლოდ მცირე რაოდენობის კუპიურები. საერთო ჯამში ძირს დაცვენილი ფულის ჩათვლით სალაროდან მათ მიერ წამოღებული იქნებოდა ყველაზე მეტი 8000 ლარი.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ გ-------------------ა და ლ-–-------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „----ათვის“ 11 585 ლარის ზიანის მიყენების დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პირდაპირი ხასიათის მხოლოდ ერთი მტკიცებულება - თავად დაზარალებულ ა------------–----–---- ჩვენება. მან თანმიმდევრულად და დეტალურად გადმოსცა ბრალდებულთა მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ, ასევე ახსნა, თუ თავდაპირველად გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას რატომ მიუთითა ზიანის შედარებით ნაკლებ ოდენობაზე და მოგვიანებით რატომ აღმოჩნდა, რომ შპს „----ათვის“ მიყენებული ზიანი იყო 11 585 ლარი. თუმცა მიუხედავად ამისა, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ბრალდებულებმა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ მათ მიერ შპს „----“ სალაროდან აღებული ფულადი თანხა ყოფილიყო 10 000 ლარზე მეტი. მათ არ შეუძლიათ ზუსტად მიუთითონ შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას რა თანხა დაებნათ ძირს, თუმცა განმარტავენ, რომ ეს იყო მხოლოდ მცირე ოდენობის კუპიურები. ქუჩაში დაბნეული თანხის სრული ოდენობა არ დგინდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ძირს დაბნეული თანხიდან მხოლოდ ნაწილი იქნა ამოღებული შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებისგან. კერძოდ, გ-------------–---–----- 40 აშშ დოლარი, ხოლო ბ---------–----–---–----- 75 აშშ დოლარი. ასევე, ბრალდებულ გ-------------------გან იქნა ამოღებული 1600 ლარი და 370 ლარი. გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ფულადი თანხა და არც წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ შპს „----“ სალაროს უჯრაში შემთხვევის დროს იყო 11 585 ლარი, რასაც დაეუფლნენ მსჯავრდებულები ქურდობის შედეგად.

ამდენად, გ------------------- და ლ-–-------------- მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტის დასადასტურებლად გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა რელევანტური და უტყუარი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, გ-------------------ა და ლ-–-------------- თანაბრალდებულის - თ-----------------ს ჩვენებაზე, აღსანიშნავია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში თ-----------------ს დაკითხვა არ მომხდარა, მის მიმართ სისხლის სამართლოის საქმე გამოეყო ცალკე წარმოებად და განრიდების გამოყენების მიზნით დაუბრუნდა პროკურორს. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული თ-----------------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად კი იგი უთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად თანამზრახველებთან ერთად დაეუფლა დაახლოებით 7800 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია გ------------------- და ლ-–-------------- გამოკითხვის ოქმებში ასახულ და მოგვიანებით სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები ბრალდებულების ქმედების შეფასების კუთხით. ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ------------------- და ლ-–-------------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მტკიცების მაღალი სტანდარტით იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ გ------------------მ და ლ-–-------------მ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

2. აპელანტის - ლ-–-------------- მტკიცებით, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გამოთქვა მზადყოფნა აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და ითხოვა მის მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილის რეალურად მოსახდელად განსაზღვრა, ხოლო ნაწილის პირობითად ჩათვლა.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ-–-------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების გავრცელებულ ხასიათს და საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების ჩადენის ხერხს, დამდგარ მნიშვნელოვან ზიანს, ასევე მსჯავრდებულის წარსულს, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში ლ-–-------------- მიმართ გამოყენებულია სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------------------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენზე არ არის წარმოდგენილი გ------------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, მსჯავრდებული გ------------------, გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებისა, ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას საბოლოოდ, ამ განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ------------------მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში - 2018 წლის 24 ოქტომბერს. თუმცა პირველი ინსტანციის განაჩენით მის მიმართ არ მომხდარა სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობით.

გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული არ იქნა რეციდივის შემთხვევა. კერძოდ, მართალია, მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშანი „არაერთგზისობა“ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლეობიდან, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა სასჯელის დანიშვნისას არ გაეთვალისწინებინა რეციდივის შემთხვევა, თუმცა გ------------------ ასევე გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით, რაც ასევე ქმნის რეციდივის შემთხვევას და საბოლოოდ, სასჯელის დადგენისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული.

ანალოგიურ გარემოებას აქვს ადგილი ლ-–-------------- შემთხვევაში, ვინაიდან როგორც საქმის მასალებში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დგინდება, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, გადახდილი არ აქვს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არც მის მიმართ იქნა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დანიშნული .

მიუხედავად აღნიშნული მსჯელობისა, პალატა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს მსჯავრდებულების მიმართ იმსჯელოს ამ თვალსაზრისით, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ლ-–-------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. გ------------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

გ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ გ------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

6.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

7. ლ-–-------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

ლ-–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. მსჯავრდებულ ლ-–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

9. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ-–-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

- გ-------------–---–----- ამოღებული 40 აშშ დოლარი, ბ---------–----–---–----- ამოღებული 75 აშშ დოლარი, გ-------------------გან ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი ყუთთან ერთად, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათებთან ერთად, გ-------------------გან ამოღებული 1600 ლარი, გ------------------- შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული 370 ლარი, გ-------------------გან ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული გ------------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, მეტრომანის ბარათით, პლასტიკური ბარათით, გადახდის ორი ქვითრით, ხელშეკრულებით, ერთი ცალი გასაღები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სალარო მაგიდის შუა უჯრის გარეთა ზედაპირი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე და ხელის კვლები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი