განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2019
საქმის ნომერი
010210119001868035
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210119001868035

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-341-2019 31 ივლისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ქობულეთის მ----–----–--------------- თ----- გ----- უ–-----------–------------–---–----–------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–ო ი-–-- ე-------- (დირექტორი), თათა ე--------

დავის საგანი - ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გადახდევინება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 03.02.2017წ. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #33 ხელშეკრულება, 805908 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ იკისრა ქ. ქობულეთში, რ---------–-------------------–------ და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 150 დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიას უნდა დაეწყო მოპასუხის მიერ, ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში.

ვინაიდან, ნებართვის გაცემის კონკრეტული ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, კომპანიამ 14.03.2017 წელს წერილობით მიმართა გამგეობას, აცნობა, რომ მზად იყო სამუშაოების დაუყოვნებლივ დასაწყებად და სთხოვა ნებართვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

16.03.17 წელს ქობულეთის მ----–----–-----------------------–--–-----–------------–-----------------–-----------------------–----------–----- შესახებ ნებართვა, გაფრთხილების წერილი (N--/1425, 02.03.2017) და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ 15.03.17 წლის N---06-257 ბრძანება. სწორედ 2017 წლის 16 მარტს, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, რომ ქ------–-----------–----–------------------- მიერ ნებართვა სამუშაოს დაწყების შესახებ გაცემული ყოფილა 2017 წლის 21 თებერვალს.

ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების ვითომდა შეუსრულებლობის გამო, გამგეობამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას დააკისრა 9670,90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

გარდა ამისა, 22.03.2017 წელს, მოპასუხემ მიმართა სს „საქართველოს ბანკს“, კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 02.02.2017წ. წარდგენილი №--------17 საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით, რაც შესრულდა კიდეც, სს "საქართველოს ბანკის" 31.03.2017წ. N-- საგადასახადო დავალებით.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად, რადგან მან არ უზრუნველყო სათანადო წესით კომპანიის ინფორმირება სამუშაოს დაწყების შესახებ. კომპანია კი, არ იყო უფლებამოსილი ნებართვის მიღებამდე დაეწყო სამუშაოები. შესაბამისად, ნებართვის მიღებამდე სამუშაოს შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო გამგეობის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, მათ შორის - ხელშეკრულებით მისაღები მოგების თანხის 44 073.00 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვა გაეგზავნა წერილობით, თუმცა ვერ ჩაბარდა, რის შემდეგაც, მოპასუხე კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ზეპირსიტყვიერად მიეწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების შესახებ, თუმცა მან ნებართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში არ უზრუნველყო სამუშაოების დაწყება, რის გამოც ქ------–-----------–----–------------------ უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. უცხოური საწარმოს ფი-–--ლის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ სარჩელი ქ------–-----------–----–---------------- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი "ქ------–-----------–----–-------------------ა და უცხოური საწარმოს ფი-–--ლს შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის №-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე“ ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის №01-06-257 ბრძანება და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N--/1854 მოთხოვნა. 3. ქობულეთის მ----–----–---------------ს უცხოური საწარმოს ფი-–--ლის შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის ანაზღაურება. 4. უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველო გათავისუფლდეს ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის №01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან. 5. არ დაკმაყოფილდეს უცხოური საწარმოს ფი-–--ლის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ მოთხოვნა ქ------–-----------–----–----------------ათვის 44 073.00 ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. 6. არ დაკმაყოფილდეს უცხოური საწარმოს ფი-–--ლის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ მოთხოვნა ქ------–-----------–----–----------------ათვის საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში. 7. მოპასუხე ქობულეთის მ----–----–---------------ს მოსარჩელე უცხოური საწარმოს ფი-–--ლის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1998.8 ლარის ოდენობით. 8. მოსარჩელე უცხოური საწარმოს ფი-–--ლს - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 1584.91 ლარის ოდენობით, სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 3 თებერვალს, ქ------–-----------–----–------------------- (შემსყიდველი) და უცხოური საწარმოს ფი-–--ლ „შ------------–---------------–ობის ამ-----------–-----–-------------------------------------–---" (მიმწოდებელი) (ს/ნ 4-------- (დირექტორი ი-–-- ე--------) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, კომპანიამ იკისრა ქ. ქობულეთში, რ---------–-------------------–------ა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 805 908.00 ლარით. 2.2. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 150 დღე, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან. „შ------------–---------------–ობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო" კისრულობდა ვალდებულებას, სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით (ხელშეკრულების 11.3.3. პუნქტი). თუ პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (ხელშეკრულების 11.3.4. პუნქტი). ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. 2.3. 03.02.2017 წლის ხელშეკრულების დადებამდე, ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის, "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, წარდგენილ იქნა სს „საქართველოს ბანკის“ მიერ, 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული, 40300.00 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია - Nპე39766 -17. 2.4. 2017 წლის 21 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა 03.02.2017 წლის №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა. სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე მიმწოდებლის ინფორმირების მიზნით, წერილობითი შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა ხელშეკრ---–---–--------------–------------------- თ---–---------–--–------------ში, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2.5. 2017 წლის 10 მარტს, ქ------–-----------–----–------------------მ, იმავე მისამართზე, 02.03.2017 წლის №01/145 გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოსარჩელე კომპანიას და აცნობა სამუშაოთა დაუწყებლობის გამო, ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა წერილობითი კორესპოდენცია ადრესატს ამჯერადაც ვერ ჩაბარდა. 2.6. 2017 წლის 14 მარტს, მოსარჩელე კომპანიამ მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მან, როგორც კეთილსინდისიერმა მხარემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად განახორციელა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის, აწარმოა მოლაპარაკებები და გააფორმა ხელშეკრულებები კონტრაჰენტ კომპანიებთან ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სამშენებლო მასალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზების მიზნით; შეისყიდა და სამუშაოების დაწყების ადგილზე განათავსა 504 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, დიამეტრით-200 მმ შ-8; მოახდინა მძიმე ტექნიკის, ასფალტის საჭრელი დანადგარის და სხვა საჭირო ტექნიკის მობილიზება. გარდა ამისა, 2017 წლის 14 მარტის წერილით, მოსარჩელე კომპანიამ ითხოვა, მომხდარიყო მისი ინფორმირება სამუშაოების დაწყების ნებართვის/თანხმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ნებართვის მიღებამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეწყო სამუშაოები. 2.7. 2017 წლის 15 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა №01-06-257 ბრძანება, „ქ------–-----------–----–-------------------ა და შპს მ–-----–----------------------------------–--- შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, 2007 წლის 3 თებერვლის №-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის დაკისრების თაობაზე “. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე კომპანიის მხრიდან 03.02.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში დაუწყებლობის მიზეზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 1%-მდე მიღწევა. 2.8. 2017 წლის 21 მარტს, ქ------–-----------–----–------------------მ (ბენეფიციარი) №01/1854 წერილით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“ (გარანტი) ამ უკანასკნელის მიერ, 2017 წლის 2 თებერვალს გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიით Nპე39766-17 გათვალისწინებული თანხის - 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით. გამგეობის 21.03.2017წ. №01/1854 მოთხოვნის საფუძველზე, სს „საქართველოს ბანკის“ 31.03.2017წ. N-- საგადასახადო დავალებით, საბანკო გარანტიის თანხა - 40300 (ორმოცი ათას სამასი) ლარი სრულად გადაირიცხა გამგეობის საბანკო ანგარიშზე. 2.9. ქ------–-----------–----–------------------მ, 2017 წლის 17 მარტის N--/1766 წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების დარღვევის გამო, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით. 2017 წლის 02 მაისს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა N---- განკარგულება უცხოური საწარმოს ფი-–--ლის „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ" იმ მოტივით, რომ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ გადასცემია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 54-ე, 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 385-ე, 427-ე, 417-ე, 408-ე, 411-412-ე, 991-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო კონტრაჰენტის მიერ, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად, შესწავლილი უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. 2.11. დადგენი-–--, რომ ქ------–-----------–----–------------------- (შემსყიდველი) და უცხოური საწარმოს ფი-–--ლ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---" (მიმწოდებელი) შორის, 2017 წლის 3 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს შესრულების ვადა და მისი ათვლის დაწყების წინაპირობები. დადგენი-–--, რომ მოსარჩელე კომპანიას სამუშაოები უნდა განეხორციელებია ნებართვის შინაარსის შესაბამისად. (მაგ. გამგეობის მიერ გაცემული ნებართვა მიმწოდებელს ავალდებულებდა უზრუნველეყო სამუშაოების დაწყების პროცესში ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეთა დასწრება). მხარეები არ დავობდნენ, რომ ნებართვის მიღებამდე მოსარჩელე უფლებამოსილი არ იყო დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიმწოდებელი ნებართვის/თანხმობის გაცნობის შესაძლებლობით. 2.12. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოპასუხეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებაზე, მოსარჩელის სათანადო ინფორმირება არ მოუხდენია და კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება მიმწოდებლის ინფორმირებისათვის არ ამოუწურავს. ქ------–-----------–----–-------------------, მშენებლობის ნებართვის თაობაზე მიმწოდებლის ინფორმირების მიზნით, არ უცდია მისთვის ცნობილ კომპანიის იურიდიულ (მარტვილი, დიდი ჭყონი) ან ელექტრონულ მისამართზე (s----------------------) კორესპოდენციის მიწოდება. ასევე, არ გამოუყენებია საჯარო გამოცხადების გზით, მოსარჩელე კომპანიის ინფორმირება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანია ვალდებული იყო სამუშაო დაეწყო ნებართვის მოპოვებიდან 5 დღის ვადაში, ის კი სამუშაოთა დაწყებაზე თანხმობის/ნებართვის შესახებ ინფორმირებული არ იყო, მას სამუშაოთა დაწყების ვალდებულება არ წარმოშობია. 2.13. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ამ ნებართვის თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იქნა ზეპირსიტყვიერად. სასამართლომ მიუთითა, რომ ეს გარემოება, გარდა თავად მოპასუხის განმარტებისა, რაიმე სხვა მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა, რაც არ წარმადგენდა საკმარისს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი ვალდებულების დარღვევა, რაც შეიძლებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად განხილულიყო, არ არსებობდა. ის გარემოება, რომ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“, №-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შესახებ 21.02.2017 წლის ნებართვა/თანხმობის შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ მიწოდებია, დადგენილად მიიჩნია სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული კვლევის ფარგლებშიც. სასამართლომ დაადგინა, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება, როგორც კანონის საწინააღმდეგოდ ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა-ბათი-–--. 2.14. იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დადასტურდა, 2017 წლის 15 მარტის №01-06-257 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს -9670,90 ლარის დაკისრების შესახებ ბათილად ჩაითვალა და მოსარჩელე გათავისუფლდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. 2.15. საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ორმხრივი ნების თანახმად, საბანკო გარანტია შემსყიდველის სასარგებლოდ სრულად ჩამორთმევას დაექვემდებარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში. ვინაიდან, მოსარჩელე კომპანიას სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია, გამორიცხავდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის მიღება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ქ------–-----------–----–------------------ გამდიდრდა უსაფუძვლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის - 40300 ლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა და დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მხარეს, სამუშაოთა დაწყების შესახებ შეტყობინება არ მიუღია. შეტყობინების მიუღებლობა გაუგზავნელობით არ არის გამოწვეული, წერილები ადრესატს ვერ ბარდებოდა. შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც განსახორციელებელი აქვს ბიუჯეტით მკაცრად განსაზღვრული ღონისძიებები, ორგანიზაციისათვის გზავნილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ასე უსასრულოდ ვერ შეძლებს ადრესატისათვის გზავნილების გაგზავნას. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს უკავშირდებოდნენ ტელეფონით, რასაც ის უარყოფს, თუმცა სასამართლომ არ მიაქცია იმ ფაქტს ყურადღება, რომ სწორედ მათი შეტყობინების შემდეგ დაიწყო ორგანიზაციამ სამშენებლო მოედანზე მასალების შემოტანა. 3.2. ვინაიდან, მოსარჩელემ სამუშაო შეთანხმებულ ვადაში არ დაიწყო, ორგანიზაციას დაეკისრა პირგასამტეხლო, რაც გახდა საბოლოოდ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. პირგასამტეხლოს დაკისრება და ხელშეკრულების შეწყვეტა, როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობებიდან, ისე საჯაროდან გამომდინარე, მერიამ სწორად განახორციელა, ვინაიდან მომსახურეობის განუხორციელებლობა ან/და დაგვიანებით განხორციელება დააზარალებდა მოსახლეობას, რომლებიც ტურისტულ შემოსავლზე არიან დამოკიდებულნი და მოუწესრიგებელი ინფრასრუქტურა ხელს უშლის მის განვითარებას. 3.3. გარდა ამისა, სასამართლომ იმსჯელა ბაჟის და ხარჯების ნაწილზე, რომელიც დააკისრა მერიას, რაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" მეხუთე მუხლის ,,უ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მერია გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.9 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: მხარეთა შორის დადებული, სახელმწიფო შესყიდვების №-- ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელმა - უცხოური საწარმოს ფი-–--ლი,,შ------------–---------------–ობის ა------------–-----–-----------------------------------–--მ“, მის ფაქტიურ მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ვ---–--–-- ქ. №--. (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 34-39). 4.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა, რომ ქ------–-----------–----–------------------- 21.02.2017წ და 02.03.2017 წერილები მშენებლობის წარმოებაზე თანხმობის გაცემის, სამუშაოთა დაწყების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის, ასევე მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-მდე ოდენობით პირგასამტეხლოს მიღწევის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე-ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ვ---–--–-- ქ. №--, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა მოუძიებლობის გამო, მათ შორის მეორე გზავნილი ვერ ჩაბარდა 14.03.2017 წ. და უკან დაუბრუნდა გამგზავნს. (ს.ფ.134-135,137,139). 4.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სს საქართველოს ბანკის, 2019 წლის 27 მაისის წერილით ირკვევა, რომ სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ, 2017 წლის 31 მარტს დაკმაყოფილებული იქნა შ------------–---------------–ობის ა------------–-----–-----------------------------------–--ს (ს.კ. 4--------) დავალებით, 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული P-------17 გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის- ქ------–-----------–----–------------------- მიერ წამოყენებული მოთხოვნა და გადაირიცხა მოთხოვნის თანხა 40,300 ლარის ოდენობით. ვინაიდან, აღნიშნული გარანტიის უზრუნველყოფას წარმოადგენდა შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- (ს.კ. 4--------) კუთვნილი ფულადი თანხა, რაც P-------17-ა გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადატანილი იქნა ბანკის სპეციალურ ანგარიშზე, მოთხოვნის თანხის გადარიცხვის შემდეგ, შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- (ს.კ. 4--------), ბანკის მიმართ წარმოეშვა დავალიანება, რისი დაფარვაც მოხდა ზემოაღნიშნული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული, შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- (ს.კ. 4--------) კუთვნილი თანხიდან (ტ.2.ს.ფ.60 ). სამართლებრივი დასაბუთება 4.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელისათვის, 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულების (ნარდობის ხელშეკრულების) შეუსრულებლობის/სამუშაოების არ დაწყების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის თანხის გადახდევინების მართლზომიერება. 4.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ აპელანტმა ,,შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და მასვე დააკისრა პირგასამტეხლო, რასაც საფუძვლად დაედო, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან, 5 დღის ვადაში მოსარჩელე კომპანიის მხრიდან, 03.02.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაუწყებლობის გამო, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-მდე ოდენობით პირგასამტეხლოს მიღწევა. პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ მოპასუხემ, სამუშაოს შესრულების ნებართვა/თანხმობის თაობაზე მოსარჩელეს ინფორმირება არ მოახდინა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4.4 მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). ვინაიდან, საქმეში განთავსებული საფოსტო გზავნილებით ირკვევა, რომ სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს გაეგზავნა ორჯერ, ხელშეკრულებაში მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---–--–-- ქუჩა №---ში, მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე არავინ დახვდა, პირველივე გზავნილის შესაბამისად 2017 წლის 22 თებერვალს შეტყობინება ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს დაცული აქვს შეტყობინების ადრესატისათვის გაგზავნის წესები. 4.6. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ 5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს იფიციალურად გაეგზავნა და ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 22 თებერვალს, უცხოური საწარმოს ფი-–--ლ „შ------------–---------------–ობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო" (მიმწოდებელი) (ს/ნ 4-------- (დირექტორი ი-–-- ე--------) ვალდებული იყო სამუშაოთა შესრულება დაეწყო 5 დღის ვადაში, რაც არ განახორციელა, შესაბამისად, არსებობს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. 4.7. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელი ვალდებულია, ხელშეკრულების 11.3 მუხლის შესაბამისად გადაიხადოს პირგასამტეხლო, პალატას მიაჩნია, რომ ამავე მუხლის 11.3.3. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა-ყოველ არდაწყებულ დღეზე, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, რაც უნდა შემცირდეს, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.9. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში, ვადაგადაცილებულ 12 დღეზე, 2017 წლის 03 მარტიდან-2017 წლის 15 მარტამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ ნებართვის გაცემიდან 5 დღის შემდეგ, სამუშაოების არ დაწყების გამო, ხელშეკრულების მთლიან ღირებულებაზე-805908 ლარზე ყოველდღიურად დარიცხულმა 0.1%-მა ჯამურად შეადგინა 9670,90 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 1%-ს აჭარბებდა. პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ არდაწყებულ დღეზე, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით არაგონივრულია და ემსახურება მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რის გამოც იგი უნდას შემცირდეს და განისაზღვროს 0,02%-ით. ამდენად, მოსარჩელე კომპანიისათვის გადასახდელი პირგასატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს 161,18 ლარით, ხოლო 12 დღის პირგასამტეხლო, ნაცვლად 9670,90 ლარისა - 1934,18 ლარით (805 908 x 0,02% x 12 = 1934,18). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მთლიანად გაუქმდა, შემსყიდველის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არასწორია, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველოსათვის ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 1934,18 ლარით. 4.10. ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნაზე პალატა მიუთითებს შემდეგს: როგორც, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 15 მარტის, №01-06-257 ბრძანებით ირკვევა, „ქ------–-----------–----–-------------------ა და შპს მ–-----–----------------------------------–--- შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, 2007 წლის 3 თებერვლის №-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე კომპანიის მხრიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში დაუწყებლობის მიზეზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 დღის პირგასამტეხლოს ოდენობის, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-მდე მიღწევა. სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს ხელშკრულების შეწყვეტამდე დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს და არც ისეთ გარემოებაზე მიუთითებია, რაც დაადასტურებდა, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი, რაც აუცილებელს გახდიდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, პალატას მიაჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 15 მარტის, №01-06-257 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არასწორია, რაც მისი გაუქმებბის საფუძველია. 4.11. გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლისა, ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით პალატა ასევე მიუთითებს: როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 15 მარტის, №01-06-257 ბრძანების შინაარსით ირკვევა, შეწყვეტას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 12 დღის პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განისაზღვრა 1934,18 ლარი, რაც ხელშეკრულების მთლიან ღირებულების 805 908 ლარის 1%-ზე ნაკლებია, პალატას მიაჩნნია, რომ ამ საფუძვლითაც არ არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება არსებითად სწორია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმებისა და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.12. საქმის მასალებით დგინდება, რომ შემსყიდველმა-ბენეფიციარმა, საბანკო გარანტიის სახით უზრუნველყოფილი 40300 ლარი მოითხოვა და მიიღო კიდეც, რაც საქართველოს ბანკმა, თავის მხრივ შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--- (ს.კ. 4--------) ანგარიშზე არსებული კუთვნილი თანხიდან აინაზღაურა. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გადახდევინება. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა (პრინციპალმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა), შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათი-–--, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო გარანტიის არააქქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსი-–-- დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ის 976 ა მუხლის საფუძველზე. 4.13. იმისათვის, რომ გაირკვეს, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს თუ არა პრინციპალის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძველი, უპირველესად უნდა დადგინდეს, რა ვალდებულების დარღვევისათვის იყო გათვალისწინებული საბანკო გარანტიის გადახდა. მართალია, საბანკო გარანტიის თაობაზე შეთანხმება გაფორმებულია წერილობითი ფორმით, თუმცა მასში გამოხატული ნება, რომლითაც გარანტორი იღებდა ვალდებულებას „ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“ გადაეხადა გარანტიის თანხა-ბუნდოვანია, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულების დარღვევა და მოითხოვს განმარტებას, ვინაიდან, სკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, კონკრეტული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის კრედიტორზე გადახდის ვალდებულების წარმოიშობა ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის, ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს. 4.14. როგორც, სს „საქართველოს ბანკის“ გარანტიების სამსახურისადმი გაგზავნილი, ქ------–-----------–----–------------------- 2017 წლის 23 მარტის წერილით ირკვევა, საბანკო გარანტიის თანხა მოთხოვნილი იქნა იმ შემთხვევის გამო, რომ პრინციპალის მიმართ დარიცხულმა პირგასამტეხლომ გადააჭარბა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 1%, რამაც განაპირობა, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა (ტ.2.ს.ფ.95). ამდენად, სკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის კონკრეტულ საფუძველს წარმოადგენდა, ხელშეკრულების 11.3.3. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობამდე მიღწევა და ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა. 4.15. იმის გათვალისწინებით, რომ პალატას არაგონივრულად მიაჩნია ხელშეკრულების 11.3.3. მუხლით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი შეამცირა, რომლის მიხედვითაც 12 დღის ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა 1934,18 ლარით, რაც არ აღემატება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ს, ამასთან არ არსებობდა სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულების შეწყვეტისა, ადასტურებს, რომ ქ------–-----------–----–------------------ (ბენეფიციარი) არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა (მოპასუხე) საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც, სსკ-ის 976-ე (1 ,,ა“) და 979-ე (1) მუხლების შესაბამისად, ექვემდებარება დაბრუნებას, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უცხოური საწარმოს ფი-–--ლის ,,შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი უცხოური საწარმოს ფი-–--ლის შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---ათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანება და უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველო გათავისუფლდა ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველოსათვის ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 1934,18 ლარით; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ამასთან აპელანტი სახ. ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფი-–--ლი „შ------------–---------------–ობის ა------------–-----–-----------------------------------–--“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის - 135,39 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ქ------–-----------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი უცხოური საწარმოს ფი-–--ლის შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–---თვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანება და უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველო გათავისუფლდა ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; 3. უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველოსათვის ქ------–-----------–----–----------------–-- 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვროს 1934,18 ლარით; 4. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად; 5. უ–-----------–------------–---–--–------------–---------------–-------------------–-----–---------------------- სამმართველოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 135,39 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; 8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. თავმჯდომარე: ირმა პერანიძე მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ლაურა მიქავა