განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
330100118002632764
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002632764

საქმე №1ბ/457-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა-----------–---–ის

მსჯავრდებულ - ზუ-----------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზუ-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზუ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების კ----------------------–--------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით ზუ-----------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.

ზუ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზუ-----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზუ-----------ეს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 აგვისტოდან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით, ზუ-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი).

ზუ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

ზუ-----------ე და სო----------------–-–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე სო----------------–-–---–ი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–----------------------------–-----------------------ში, რა დროსაც გაიგონა კარებზე ბრახუნის ხმა. კარების გაღებისთანავე ზუ-----------ემ ხელი ძლიერად დაარტყა ცხვირის არეში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ქმედების შედეგად სო----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 28 ივლისს დილის საათებში ზუ-----------ე თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა სო----------------–-–---–ს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მან განუცხადა, რომ ყოველთვის უნდა ეშინოდეს მისი, ვინაიდან აუცილებლად მოკლავდა და არ აცოცხლებდა არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით სო----------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 13 აგვისტოს საღამოს საათებში სახლში დაბრუნებულმა ზუ-----------ემ სო----------------–-–---–ს დაუწყო ლანძღვა-გინება, რა დროსაც ხელში აიღო ჩანგალი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედეგად სო----------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 15 აგვისტოს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე სო----------------–-–---–ი იმყოფებოდა თ-----–-----------ზე ფეხსაცმელების შემკეთებელთან. დაახლოებით 15-20 წუთში სახელოსნოში ასევე მივიდა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი ზუ-----------ე და სო----------------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ფეხი დაარტყა მარჯვენა სახის არეში, რის შედეგადაც სო----------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 19:30 საათზე სახლში ყოფნის დროს, ზუ-------------მ დაურეკა სო----------------–-–---–ს მობილურ ტელეფონზე და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, განუცხადა, რომ არ აცოცხლებდა არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით სო----------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ზუ-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი).

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 15 აგვისტოს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე სო----------------–-–---–ი იმყოფებოდა თ-----–-----------ზე ფეხსაცმელების შემკეთებელთან. დაახლოებით 15-20 წუთში სახელოსნოში ასევე მივიდა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი ზუ-----------ე და სო----------------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ფეხი დაარტყა მარჯვენა სახის არეში, რის შედეგადაც სო----------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, სახლში ყოფნის დროს, ზუ-----------ემ დაურეკა სო----------------–-–---–ს მობილურ ტელეფონზე და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, განუცხადა, რომ არ აცოცხლებდა არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით სო----------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზუ-----------ის მიმართ ბრალად წარდგენილ დანარჩენ ეპიზოდებთან მიმართებით განმარტა, რომ იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისათვის, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ზუ-----------ემ სო----------------–-–---–ის მიმართ ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა (2018 წლის 27 ივლისის, 28 ივლისის და 13 აგვისტოს ეპიზოდები), არასაკმარისი და არადამაჯერებელი იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ზუ-----------ის მიერ განხორციელებას, გარდა თავად დაზარალებულ სო----------------–-–---–ის ჩვენებისა, დანარჩენმა მოწმეებმა დასახელებულ ეპიზოდებთან მიმართებაში მიუთითეს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სო----------------–-–---–ის სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა. სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რასაც, დასახელებულ ეპიზოდებთან მიმართებით, ადგილი არ ჰქონია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზუ-----------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება მისი დამნაშავედ ცნობის ნაწილში და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. მოწმე მეწაღე არ-------------ს კი არ დაუნახავს მასსა და სო----------------–-–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რადგან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაადასტურა. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზუ-----------ის ბრალეულობას დაადასტურებდა მისთვის მსჯავრად შერაცხულ ეპიზოდებში, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ზუ-----------ე დაეთანხმა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება ითხოვა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზუ-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ ზუ-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ზუ-----------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ზუ-----------ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), კერძოდ:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ სო----------------–-–---–ის ჩვენება, ვინაიდან ის არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მოწმე მეწაღე არ-------------ს არ დაუნახავს მასსა და სო----------------–-–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რადგან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. აპელანტის ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება დასახელებული პირების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო სხვა რაიმე წონადი არგუმენტი, რაც გახდებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი, დაცვის მხარეს არ მიუთითებია. აღნიშნული მოწმეების თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ სო----------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, გზად, თ-----–-----------ზე, ფეხსაცმლის შემკეთებელ სახელოსნოში მიიტანა ფეხსაცმელი, სწორედ ამ დროს დაურეკა ზუ-----------ემ და ჰკითხა, როდის მივიდოდა, რადგან სადღაც გაყოლა უნდოდა. უთხრა სადაც იყო. ზუ-----------ე მოულოდნელად შევიდა სახელოსნოში, წიხლი მოარტყა სახის არეში, წაართვა ტელეფონი, შეაგინა და წავიდა, თუმცა დაიბარა, რომ დაბრუნებისას მის კითხვაზე სო----------------–-–---–ს უნდა გაეცა პასუხი. მას დარტყმული ძალიან ეტკინა, ერთი კვირა საფენებს იდებდა და ვერ ლაპარაკობდა. სახლში დაბრუნებულს, ზუ-----------ემ ტელეფონით დაურეკა, კვლავ შეაგინა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის ბევრჯერ გადაურჩა მეუღლეს, 2018 წლის 15 აგვისტოს ზუ-----------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვა შემთხვევებში კი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, მისთვის მუქარა იყო რეალური.

 

მოწმე არ-------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თ-----–-----------ზე მდებარე სახელოსნოში არის მეწაღე, საღამოობით კი ტაქსაობს. ზუ-----------ეს იცნობს. სო----------------–-–---–ს იცნობს ზუ-----------ისაგან, რადგან ისინი ერთად მივიდნენ მის სახელოსნოში. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 15 აგვისტოს მასთან მივიდა სო----------------–-–---–ი ფეხსაცმლის გასაკეთებლად, რამდენიმე წუთში მივიდა ზუ-----------ეც და მეუღლეს დაუწყო ჩხუბი და გინება. არ-------------მა უთხრა, ოჯახური პრობლემები სახლში გაერჩიათ. მას უშუალოდ არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ვინაიდან ზურგით იჯდა, თუმცა ყვირილის და გინების ფაქტი დაადასტურა, ბრალდებული და დაზარალებული დაახლოებით ერთი წუთი იყვნენ მისი თვალთახედვის არეალში.

 

დაზარალებულ სო----------------–-–---–ისა და მოწმე არ-------------ის ჩვენებები 2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდებთან დაკავშირებით, გამყარებულია საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მოწმე ლი-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისი სახლის გვერდით მდებარე ბინა მიქირავებული აქვს სო----------------–-–---–ზე. ზუ-----------ე და სო----------------–-–---–ი ხშირად ჩხუბობდნენ, ღამის პერიოდში მას თავადაც ესმოდა ჩხუბის ხმა. 2018 წლის 15 აგვისტოს, სო----------------–-–---–ი ამბობდა, რომ ზუ-----------ე ემუქრებოდა, მეწაღესთან ყოფნისას მან წიხლი ჩაარტყა სახის არეში. მოწმე თე----------------ის განმარტებით, 2018 წლის 15 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სო----------------–-–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტზე. სო----------------–-–---–მა გამოკითხვის შემდეგ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თ-----–-----------ზე მდებარე მეწაღის ჯიხურში მიუთითა ადგილი, სადაც დაზარალებულის განმარტებით, ზუ-------------მ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, 2018 წლის 15 აგვისტოს, ღამის საათებში. სო----------------–-–---–ს სახის არეში, ყბის მიდამოში ჰქონდა დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით, ზუ-----------ემ მიაყენა მეწაღის ჯიხურში. 2----–-–------------------- გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 16.08.2018 წ. მოქალაქე სო----------------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაჭდევის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია მოწმეები: ლი-----------–---–ის და თე----------------ე არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველებს, თუმცა მათ მიერ მიცემული ჩვენებებით გამყარებულია დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, მათი სანდოობა ეჭვს არ იწვევს. დასახელებული მოწმეების მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად კი თანაზომიერი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ზუ-----------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზუ-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზუ-----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი ზუ-----------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ზუ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზუ-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზუ-----------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.

 

ზუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზუ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზუ-----------ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 აგვისტოდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია. /ამასთან მხედველობაში იქნეს მიღებულის, რომ იგი სასჯელს იხდის სხვა საქმეზე./

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 01 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული სურათებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე