განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2019
საქმის ნომერი
330310017001980056
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001980056

საქმე №3ბ/895-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

2 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,------------" (ს/კ----------);

წარმომადგენელი - ი-----–---–-----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე-----–------------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12----------–ის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,ი-------------ის“ (ს/კ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------ის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2----–-–------------------ს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2----–-–------------------ს გამოიცა ბრძანება N----- და საგადასახადო მოთხოვნა N-------. შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) გადასახდელად დაეკისრა სულ 302054 ლარი (ძირითადი გადასახადი: 146989; დღგ: 38553; მოგების გადასახადი: 103391; საშემოსავლო გადასახადი: 5116; ქონების გადასახადი: 471; ჯარიმა 74546 ; საურავი 89519 ).

 

2.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------ის N---- ბრძანების თანახმად: 1) შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) 2----–-–--------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 265858 ლარის ღირებულების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ნაწილში იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 2----------–ის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" N---- სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, შესაბამისად, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება; 3) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული 94 233.5. ლარის ღირებულების ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ერთპობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების განსაზღვრისას იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" N---- სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლობლობაზე და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). 4) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს დივიდენის სახით განაცემად ცათვლილი და შესაბამისი საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 5) ამ ბრძანების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. 6) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის საგადასახადო მოთხოვნა N-------.

 

2.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N---- ბრძანების (შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ), თანახმად, 1) შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა სულ 41797 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი: 27782 ლარი, ჯარიმა 14051 ლარი. 2) შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 24399 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 24813 ლარი. საფუძველი: 2----–-–--------------ის N---- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის დასკვნა.

 

2.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20---–-–--------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს ,,-------------ის" გადასახდელად დაერიცხა სულ 239697.91 ლარი. მათ შორის, ძირითადი გადასახადი: 121035 ლარი; დღგ: 38553 ლარი; მოგების გადასახადი: 81010 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: 156 ლარი; ქონების გადასახადი: 1316 ლარი; ჯარიმა: 60531 ლარი, საურავი: 58131.91. ლარი. საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი; ბრძანება N---- თარიღი 3---------წ.

 

2.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–----------------–ის N----- ბრძანების (შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) საჩივრის თაობაზე) თანახმად, 1) შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–----------------ის N---- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 265858 ლარის ღირებულების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" N---- სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, შესაბამისად, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). 3) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს დივიდენის სახით განაცემად ჩათვლილი და შესაბამისი საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). 4) ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. 5) შპს ,,ი------ 2----ის" (ს/კ 4--------) საჩივარი მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი. 6) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის საგადასახადო მოთხოვნა N------.

 

2.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის N----- ბრანების თანახმად, გასწორდა შპს ,,ი-------2----ის (ს/კ----------) საჩივრის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–ის N----- ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ბრძანებიდან ამოღებულ იქნა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი

 

2.2.7. 2----–-–----------ს შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) წარმომადგენლებმა დ. გ------–--ემ და დ.ბ-------მა საჩივარი წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-------------–ის N----- ბრძანებასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N---- ბრძანებასთან და 2----–-–------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოითხოვეს: ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები განესაზღვროთ მთლიანად 265858 ლარის ღირებულებიდან გამომდინარე და არა საზოგადოების მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების გათვალისწინებით., აგრეთვე სსკ-ის 269.7. მუხლის შესაბამისად, სრულად მოეხსნათ დარიცხული ჯარიმა. საჩივარი ხელმოწერილია წარმომადგენლების მიერ.

 

2.2.8. 2----–-–----------ს შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) წარმომადგენლებმა დ. გ------–--ემ და დ. ბ-------მა განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და უარი განაცხადეს მათ მიერ 2----–-–----------ს შეტანილი საჩივრის განხილვაზე. განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლების მიერ.

 

2.2.9. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დირექტორის მიერ 0--------- წელს გაცემული ორი (2) მინდობილობა. ამ მინდობილობების მიხედვით, დ----- ბ-------ი და დ----- გ------–--ე 0--------- წლიდან 2----–-–---------------ამდე წარმოადგენდნენ შპს ,,-------------ის" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს.

 

2.2.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილებით (საჩივარი N-----------) შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) საჩივარი დარჩა განუხილველი. მომჩივანი: შპს ,,------------" (ს/კ----------); შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი; დავის საგანი: 1) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; 2) სასაქონლო - მატერიალური ნაშთების განსაზღვრა; 3) შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული ჯარიმებისა და საურავისგან გათავისუფლება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება:1) შემოსავლების სამსახურის 2--------- წლის N----- ბრძანება; 2) აუდიტის დეპარტამენტის 3--------- წლის N------ საგადასახადო მოთხოვნა. დარიცხული თანხა: 239697 ლარი. პროცედურული გარემოებები: აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სახეა პ-----ს და ს-----------------–----ოს წარმოება, სასურსათო მაღაზია. აღნშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N-------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის N------ ბრძანებით" საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადააწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის დასკვნა და გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2--------- წლის ბრძანებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯების განსაზღვრის ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 333-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სადავო საკითხები: 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; ფაქტების აღწერა: აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2912 წელს საზოგადოებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შეუმცირდა ჯამში 294 ლარით, საიდანაც 265858 ლარის შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელს, ხოლო 29132 ლარი წლის ხელფასის სახით წარმოებული გამოქვითავა, რომელზეც არ გავრცელდა სსკ ის შესაბამისად მოქმედი ნორმები, რადგან გადამხდელთან აღნიშნულ სხვაობაზე ჩატარებულმა თემატური კამერალური შემოწმება. (2----–-–---------–-------------- შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა). დეკლარირებული მონაცემი დოჯუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯვა შემცირდა ასევე 2---, 2--- წლებშიც შესაბამისად 38917 და 7320 ლარით, ხოლო 2--- წელს 60843 ლარი ხარჯით (ხ------–ის ღირებულება) ერთობლივი შემოსავლიდან დუბლირებულად გამოქვითვის გამო. ფაქტოჩრივი გარემოებიდან გამომდინარე სსკ-ს 105-ე და 236-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა გადამხველის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა და დუბლირებული ხარჯები დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის N----- ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 265858 ლარის ღირებულების დოკუმენტურად დაუდსტურებელი ხარჯების ნაწილში იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 1----------–ის N---- ბრძანებით მტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გჯსატარებელი ღონისძიებეჩის სახელმძღვანელოს“ 60256 სიტუაციური სახელმძღვანელო) მიხედვით, შესაბამისად განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის დასკვნის თანახმად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაწილზე, რომელიც საჭირო იყო იმ პროდუქციის საწარმოებლად, რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები დეკლარირებული აქვს საწარმოს, გადამხდელმა; წარმოადგინა შეძენისა და მისი ღირებულებს გადახდის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------ის N------ ბრძანების შესაბამისად განხორციელდა შემოქმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხების კორექტირება (შემცირება). 2) შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული ჯარინებისა და და საურავისგან გათავისუფლება: ფაქტების აღწერა: აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოება ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „-----"-ში, სადაც ბაზები განაწილებული აქვს წლების მიხედვით. 2--- წლის ბოლოსთვის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 200759.5 ლარის ოდენობით, ხოლო 2--- წლის საწყის ნაშთად გადატანილი აქვს 106526 ლარი. სხვაობა შემოწმებით ჩაითვალა დივიდენდის სახით განაცემად (საწარმო პერიოდულად ახდენდა დივიდენდების გაცემას.) ფაქტობრივი გარემოეჩიდან გამომდინარე გადამხდელს გაეზრდება სსკ-ს 130-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოემათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე; 0--------- წლის განცხადებაში მომჩივანის წარმომადგენელი უთითებს, რომ უარს აცხადებს 0--------- წელს წარმოდგენილ საჩივრის განხილვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საცივარი უნდა დარჩეს განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლი, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ასევე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლი რომლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1. მუხლზე, რომლის თანახმად ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ი------ 2----ის" (ს/კ 4--------) წარმომადგენლებმა დ. გ------–--ემ და დ. ბ-------მა 2----–-–----------ს საჩივარი წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–-------------–ის N----- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N---- ბრძანება და 2----–-–------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნა). -2----–-–----------ს შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) წარმომადგენლებმა დ. გ------–--ემ და დ. ბ-------მა განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და უარი განაცხადეს მათ მიერ 2----–-–----------ს შეტანილი საჩივრის განხილვაზე. - შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დირექტორის მიერ 0--------- წელს გაცემული ორი (2) მინდობილობის მიხედვით, დ----- ბ-------ი და დ----- გ------–--ე 0--------- წლიდან 2----–-–---------------ამდე პერიოდში წარმოადგენდნენ შპს ,,-------------ის" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს.

 

სასასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

 

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე შპს ,,-------------ის" (ს/კ 4--------) წარმოადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა, 0--------- წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, წარადგინეს განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს მათ მიერ 2----–-–---------ს შეტანილი საჩივრის განხილვაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინსტრაციული ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,ა" მუხლის საფუძველზე შპს ,,ი------ 2----ის" (ს/კ----------) 2----–-–----------ის საჩივრის განუხილველად დატოვება იყო კანონშესაბამისი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, რასაც აპელანტის განმარტებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

წარმომადგენელი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლს და განმარტავს, რომ თუ არ არსებობს ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2----–-–---------- შპს „ი------ 2---“-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავე შპს-ს დირექტორის მიერ, 2----–-–---------ს გაცემული ორი მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდნენ შპს „ი------ 2---“-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირებს, მათ უარი განაცხადეს 2----–-–---------ს შეტანილ საჩივრის განხილვაზე.

წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე დ. გ------–--ეს და დ. ბ-------ს უფლება ჰქონდათ შეეტანათ საჩივარი შპს „ი------ 2---“-ის სახელით შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროს სხვა ქვემდებარე სამსახურებში, მაგრამ საჩივარზე უარის თქმის უფლება მინდობილებების თანახმად, მინიჭებული არ ჰქონია.

აპელანტი განმარტავს, რომ მომჩივანს, განსახილველ შემთხვევაში შპს „ი------ 2---“-ის დირექტორს გ--- გ-------–---–ს საჩივრის განხილვაზე, კერძოდ, დავის განმხილველ ორგანოში დავის გაგრძელებაზე უარი არ განუცხადებია. მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებით, შპს „ი------ 2---“-ის წარმომადგენლებმა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას და მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების დათქმისა არ იქნა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აპელირებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ Nას-467-815-07; 10.09.2007) და განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 96-ე მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტის მიერ დაზუსტდა და დაკონკრეტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------ის (N----------- საჩივართან დაკავშირებით) გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით, დ. გ------–--ეს და დ. ბ-------ს შპს-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობებით მინიჭებული არ ჰქონდათ უფლებამოსილება უარი ეთქვათ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საჩივარზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. იმავდროულად, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 381-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივარში სადავოდ გამხდარ გარემოებებზე და საკითხზე მსჯელობის მიზნით მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მინდობილობები რომლითაც წარმომადგენლებს მიანიჭათ გარკვეული უფლებები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული მინდობილობებით (ორი მინდობილობა) პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ი------ 2---“-ის დირექტორმა გ--- გ-------–---–მა დ----- გ------–--ეს (დაბადებული 1--------- წ. პირადი N-----------, მცხოვრები რ-----------------------------------) და დ----- ბ-------ს (დაბადებული: 2--------- წ. პირადი N-----------, მცხოვრები: თბილისი ჭ-----–-------) მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: 1. იყოს სრულფასოვანი წარმომადგენელი შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე სხვა სამსახურებში. იგი წარმოადგენს და იცავს მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესებს.

2. აღნიშნული რწმუნებულების განსახორციელებლად მინდობილი პირი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით მოითხოვოს და მიიღოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ორგანიზაციის სახელზე არსებული ნებისემიერი ფინანსური დოკუმენტი, მათ შორის შუალედური აქტი. შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილა საქართველოს კანონმდებლობით. მოახდინოს საზოგადოების სახელზე დაკისრებული ფულადი თანხის ნაცვლად უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დადებისა და მოხსნის ყველა პროცედურა, მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ საბჭოში. შეიტანოს განცხადება, გაეცნოს საქმის მასალებს და მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა გამოკვლევაში. წარმოადგინოს თავისი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე.

3. რწმუნებული უფლებამოსილია მოაწეროს ხელი და შეასრულოს ყველა საჭირო ქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან, ამასთან წარმოადგინოს და მიიღოს ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია.

4. მინდობილობა ძალაში შედის 2----–-–-----------------იდან და ძალაშია 2----–-–--------------------ე (ს.ფ 28-29).

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,-------------ის" (ს/კ----------) დირექტორის მიერ 2----–-–---------ს გაცემული მინდობილობებით (ორი მინდობილობა) პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ი------ 2---“-ის დირექტორმა გ--- გ-------–---–მა დ----- გ------–--ეს (დაბადებული 1--------- წ. პირადი N-----------, მცხოვრები რ-----------------------------------) და დ----- ბ-------ს (დაბადებული: 2--------- წ. პირადი N-----------, მცხოვრები: თბილისი ჭ-----–-------) მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: 1. იყოს სრულფასოვანი წარმომადგენელი შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე სხვა სამსახურებში. იგი წარმოადგენს და იცავს მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესებს.

2. აღნიშნული რწმუნებულების განსახორციელებლად მინდობილი პირი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით მოითხოვოს და მიიღოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ორგანიზაციის სახელზე არსებული ნებისემიერი ფინანსური დოკუმენტი, მათ შორის შუალედური აქტი. შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. მოახდინოს საზოგადოების სახელზე დაკისრებული ფულადი თანხის ნაცვლად უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დადებისა და მოხსნის ყველა პროცედურა. მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ საბჭოში. შეიტანოს განცხადება, გაეცნოს საქმის მასალებს და მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა გამოკვლევაში. წარმოადგინოს თავისი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე.

3. რწმუნებული უფლებამოსილია მოაწეროს ხელი და შეასრულოს ყველა საჭირო ქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან, ამასთან წარმოადგინოს და მიიღოს ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია.

4. მინდობილობა ძალაში შედის 2----–-–---------იდან და ძალაშია 2----–-–--------------------- (ს.ფ 113-114).

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------ის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------------ის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2----–-–------------------ს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2----–-–------------------ს გამოიცა ბრძანება N----- და საგადასახადო მოთხოვნა N-------. შპს ,,-------------ის" გადასახდელად დაეკისრა სულ 302054 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------ის N---- ბრძანების თანახმად: შპს ,,-------------ის" 2----–-–--------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N---- ბრძანების თანახმად, შპს ,,-------------ის" საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა სულ 41797 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი: 27782 ლარი, ჯარიმა 14051 ლარი. შპს ,,-------------ის" დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 24399 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 24813 ლარი. საფუძველი: 2----–-–--------------ის N---- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის დასკვნა.

 

საქმის მასალებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს ,,-------------ს" გადასახდელად დაერიცხა სულ 239697.91 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–----------------–ის N----- ბრძანების თანახმად, შპს ,,-------------ის" საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის N----- ბრანების თანახმად, გასწორდა შპს ,,ი-------2----ის საჩივრის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის N----- ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ბრძანებიდან ამოღებულ იქნა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი. დადგენილია, რომ 2----–-–----------ს შპს ,,-------------ის" წარმომადგენლებმა დ. გ------–--ემ და დ. ბ-------მა საჩივარი წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-------------–ის N----- ბრძანებასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის N---- ბრძანებასთან და 2----–-–------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოითხოვეს ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები განსაზღვრულიყო მთლიანად 265858 ლარის ღირებულებიდან გამომდინარე და არა საზოგადოების მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების გათვალისწინებით. აგრეთვე სსკ-ის 269.7 მუხლის შესაბამისად, სრულად მოეხსნათ დარიცხული ჯარიმა. საჩივარი ხელმოწერილია წარმომადგენლების მიერ.

 

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვლდეს იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------ს შპს ,,-------------ის" წარმომადგენლებმა დ----- გ------–--ემ და დ----- ბ-------მა განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და უარი განაცხადეს მათ მიერ 2----–-–----------ს შეტანილი საჩივრის განხილვაზე. განცხადება ასევე ხელმოწერილია წარმომადგენლების მიერ (ს.ფ. 128).

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-----------ის სადავო გადაწყვეტილებაზე (საჩივარი N-----------) რომლითაც მომჩივანის მიერ, საჩივარზე უარის თქმის გამო საჩივარი დარჩა განუხილველი. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტებული იქნა, რომ 2----–-–---------- წარდგენილი განცხადებით, მომჩივანის წარმომადგენლები უარს აცხადებს 2----–-–---------ს წარდგენილი საჩივრის განხილვაზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-----------ის სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და სწორედ, რომ წარმომადგენლების მიერ გამოხატული ნების ლეგიტიმურობის საკითხზე მსჯელობას მიიჩნევს აპელანტი მნიშვნელოვნად სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტის საფუძვლად მითითებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. კერძოდ, ზემოაღნიშნულ მუხლში ცალსახად არის მითითებული, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე; ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს; გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) არ არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა; ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში; ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; თ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად; ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს; კ) მომჩივანი გარდაიცვალა; ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში; მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია; ნ) საჩივარი ანონიმურია; ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს წარმომადგენლის მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს საკითხზე მსჯელობის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონის ანალოგიის საფუძველზე, გამოყენებული იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ხოლო მესამე ნაწილით განმარტებულია, რომ ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

სადავო საკითხზე მსჯელობის დროს, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლზე სადაც დეტალურად და ცალსახადაა გაწერილი წარმომადგენლის უფლებამოსილება. კერძოდ, მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 21 მაისის ას-1614-1608-2011 განჩინებაზე, 2011 წლის 24 ოქტომბრის ას-1269-1289-2011განჩინებაზე და განმარტავს, რომ მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. დასახელებული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე.

პალატის განმარტებით, იმის და მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს პირი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ - სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში.

იმ მოცემულობაში, როდესაც შპს „ი------ 2---“-ის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობებით დ----- გ------–--ეს და დ----- ბ-------ს კონკრეტულად არ ჰქონდა მინიჭებული საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმების, მსჯელობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, დ----- გ------–--ისა და დ----- ბ-------ის მიერ 2----–-–---------- წარდგენილი განცხადება არ უნდა მიეჩნია უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილ განცხადებად და უფლებამოსილი პირების მიერ გამოხატულ ნებად.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. განსახილველ შემთხვევაში როდესაც მარწმუნებლის - შპს „ი------ 2---“ დირექტორის გ--- გ-------–---–ის მიერ დ----- გ----–--ის და დ----- ბ-------ის მიმართ გაცემული მინდობილობა - სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლების მინიჭებაზე სპეციალურ მითითებას არ შეიცავდა, შესაბამისად არ არსებობდა 2017 წლის 8 მაისის განცახდების დაკმაყოფილებისა და საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------ის გადაწყვეტილების (შპს ,,------------"- ის N----------- საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) ბათილად ცნობის წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „ი------ 2----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

5.1. სსსკ–ის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე, 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ი------ 2---“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ი------ 2---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------ის (N----------- საჩივართან დაკავშირებით) გადაწყვეტილება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი