განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/106-18, 330310017001943034
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი---- გ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი---- გ-------–---–ის სარჩელი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №--- ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რომლითაც ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგება - არ დაკმაყოფილდა.
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმის № 3--------) მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. (ტ.1., ს.ფ. 25-42).
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელე ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.
2.4. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს 2017 წლის 13 იანვარს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ა------ში 1-----–-–-------------–--------–--–- დაამთავრა ა-------- საშუალო სკოლა და სკოლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მამიდასთან ქ. გ-----ში. 1----–--–- ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში და სწავლობდა დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1----–--–-. 1992 წლის ზაფხულში დატოვა გ--------------–------–---- და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. მშობლები ცხოვრობდნენ ა------ში. 1----–--–- იქორწინა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ა---––---–-.
2.5. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 11 ნოემბრის წერილით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ ი---- გ-------–---–ი 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. გ-----ში, მაგრამ მისი იურიდიული მისამართი იყო ქ. თბილისი (ტ.1. ს.ფ. 88-94, 143).
2.6. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №---------2--- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. მითითებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- გ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გ----- არ ყოფილა, იგი დაიბადა და საშუალო სკოლა დაამთავრა ა------ში, მისი მშობლები ცხოვრობდნენ ა------ში, იგი უმაღლესი განათლების მიღების მიზნით იმყოფებოდა გ-----ში, სადაც იგი 1----–--–- ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაუსწრებელ განყოფილებაზე, მის მშობლებს არ გააჩნდათ საკუთრება აფხაზეთში.
2.7. მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა გ----- დატოვა 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში იმ მიზნით, რომ მის დას დახმარებოდა შვილის აღზრდაში. (ტ.1. ს.ფ. 82, 84-86).
2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №---------2--- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. (ტ.1. ს.ფ. 53).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-4, მე-6, მე-10 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-601 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-23-ე მუხლი, 32-34-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის” მე-3 მუხლი.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
3.2. ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
3.3. სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
3.4. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით.
3.5. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
3.7. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადასაწყვეტად არსებითი, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის ფაქტობრივი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას და მიზეზს, თუ რის გამო დატოვა მან აფხაზეთი ტერიტორია, სადაც 1992 -1993 წლებში წარმოებდა საბრძოლო მოქმედებები.
3.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შევსებულ კითხვარში, მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა მიუთითა, რომ დაიბადა ა------ში 1----–-–------------–--------–--–- დაამთავრა ა-------- საშუალო სკოლა და სკოლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მამიდასთან ქ. გ-----ში. 1----–--–- ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში და სწავლობდა დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1----–--–-. 1992 წლის ზაფხულში დატოვა გ--------------–------–---- და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. მშობლები ცხოვრობდნენ ა------ში. 1----–--–- იქორწინა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ა---––---–-. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 11 ნოემბრის წერილით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ ი---- გ-------–---–ი 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. გ-----ში, მაგრამ მისი იურიდიული მისამართი იყო ქ. თბილისი.
3.9. სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში გამოძახებულმა მოწმეებმა, მათ შორის მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის დამ - ც-–---- გ-------–---–მა განმარტა, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა 1992 წლის აგვისტოში დატოვა გ-----, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში იმ მიზნით, რომ მის დას დახმარებოდა შვილის აღზრდაში. აღნიშნული გარემოება სადავოდ, არც მოსარჩელეს არ გაუხდია.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირის იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევის კანონით გათვალისწინებული ერთ- ერთი სავალდებულო პირობა არის ის, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი საკუთარი ნება და პირადი მიზეზი არ უნდა იყოს, იგი იძულებული უნდა იყოს დატოვოს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა 1992 წლის აგვისტოში დატოვა გ-----, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში იმ მიზნით, რომ მის დას დახმარებოდა შვილის აღზრდაში. შესაბამისად, მან საკუთარი ნებით და პირადი მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებამდე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რაც გამორიცხავს მის იძულებით გადაადგილებულ პირად, კანონის გათვალისწინებული პირობის შესაბამისად მიჩნევას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის გ-----ში 1988 წლიდან, 1992 წლამდე ცხოვრების დროებით ხასიათს, მხოლოდ სწავლის მიზნით ყოფნას ცხადყოფს, რამდენადაც 1988 წლამდე იგი მუდმივად ა------ში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ მისი მიზანი საცხოვრებლად ქ. თბილისში გადასვლა იყო, რაც მან განახორციელა. ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე აფხაზეთის ტერიტორია, კერძოდ გ----- არ წარმოადგენდა.
3.11.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი---- გ-------–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ი---- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
4.1. აპელანტის განმარტებით, „საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირი, რომელიც იძლებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი ერთმანეთისაგან არ ასხვავებს პირს, რომელსაც იძულების გზით დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი, იმ პირისაგან, რომელიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ვეღარ ბრუნდება ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. სააპელაციო საჩივრის თანახმად , მიუხედავად იმისა, რომ ი---- გ-------–---–ი აფხაზეთიდან წამოვიდა საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაახლოებით 25-30 დღით ადრე, ის უკან ვეღარ დაბრუნდა სწორედ საომარი მდგომარეობის გამო. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ი---- გ-------–---–ს არასწორად ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
4.2. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა მოწმეთა ჩვენებები. მისი მითითებით სასამართლომ არასწორად ჩათვალა 1988-92 წლებში მოსარჩელის გ-----ში ცხოვრება დროებით სწავლის მიზნით ცხოვრებად. 1988 წელს ის გ-----ში მამიდასთან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისი მითითებით 1----–--–- ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ი---- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმის № 3--------) მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. (ტ.1., ს.ფ. 25-42).
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელე ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.
6.4. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს 2017 წლის 13 იანვარს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ა------ში 1-----–-–-------------–--------–--–- დაამთავრა ა-------- საშუალო სკოლა და სკოლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მამიდასთან ქ. გ-----ში. 1----–--–- ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში და სწავლობდა დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1----–--–-. 1992 წლის ზაფხულში დატოვა გ--------------–------–----. მშობლები ცხოვრობდნენ ა------ში. 1----–--–- იქორწინა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ა---––---–-.(ტ.1. ს.ფ. 88-94).
6.5. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 11 ნოემბრის წერილით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ ი---- გ-------–---–ი 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. გ-----ში (ტ.1. ს.ფ. 143).
6.6. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №---------2--- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ი---- გ-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. მითითებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- გ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გ----- არ ყოფილა, იგი დაიბადა და საშუალო სკოლა დაამთავრა ა------ში, მისი მშობლები ცხოვრობდნენ ა------ში, იგი უმაღლესი განათლების მიღების მიზნით იმყოფებოდა გ-----ში, სადაც იგი 1----–--–- ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაუსწრებელ განყოფილებაზე, მის მშობლებს არ გააჩნდათ საკუთრება აფხაზეთში.(ტ.1. ს.ფ. 82; 84-86).
6.7. მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა გ----- დატოვა 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში იმ მიზნით, რომ მის დას დახმარებოდა შვილის აღზრდაში. (ტ.1. ს.ფ. 82, 84-86).
6.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №---------2--- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. (ტ.1. ს.ფ. 53).
7.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
7.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
7.3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
7.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესზე”, რომლის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ პირის განცხადებას დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ თან უნდა ერთვოდეს: ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).
7.5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რასაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო აპელანტის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევში, მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება განპირობებული არ იყო საომარი სიტუაციის არსებობით. ამასთან დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოთხოვილ იქნა ადმინისტრაციული საქმე N---------, მოსარჩელეები ც-–---- გ-------–---–ი, თ----- რ-----–---–ი, თ--------- რ-----–---–ი, თ-------- რ-----–---–ი, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი---- გ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გ-----, სოფ. ს---–---- არ ყოფილა. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, როგორც ადმინისტრაციული საქმეზე N--------- დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულ იქნა, ი---- გ-------–---–ი უმაღლესი განათლების მიღების მიზნით იმყოფებოდა გ-----ში და პარალელურად ეხმარებოდა საკუთარ დას - ც-–---- გ-------–---–ს შვილების აღზრდაში. როგორც N--------- ადმინისტრაციული საქმისა და განსახილველი საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა - განმარტებებით იქნა დადასტურებული მოსარჩელე ი---- გ-------–---–მა გ----- დატოვა 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში იმ მიზნით, რომ მის დას დახმარებოდა შვილის აღზრდაში. (ტ.1. ს.ფ. 82, 84-86). სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი---- გ-------–---–ის მამიდის მიერ მ----–---–----------------- გ-----ში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ მოტივს, ვინაიდან აპელანტს ამგვარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სააპელაციო პალატისათვის არ წარუდგენია.
7.6. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე აფხაზეთის ტერიტორია, კერძოდ გ----- არ წარმოადგენდა.
8.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი---- გ-------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა უსაფუძვლოდ.
8.2. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ი---- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე